„პატიმრობის კოდექსში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.01.2011
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/272/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-02-01
ბიუროს ნომერი 162

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
J JdqJfl J6Oil, iltrdn -JnOi-tr, ^l,lqt4qt0JqnI q A.JE_JEfl 3fl 6[ q[ JIJ 6 n,{ a JOnr J,6nildOlll, AJ6bfl qtnU J611DCqX16n-[qJFUtAfl[ ?fll,JbflA ojOo N 162 I oX83r63sqo. 2011 SSqo Lojo6o36q'r'rL 3o5o5ot Jr6oSjgo-.Jo6o8r6olot 3oqnjb?o 6gqoq6}nloLr qr qo0rggd6lot ?Xg,:EoL ?nLob6}i. Itj.r6or3Xqo'lr l$1,laCqrqtt62R;Sot, Ir,of'g.ml,J Rr ofC,oqrrleo qcb3.63lolr Ls3notors ls6o6otrgr6r.r onc,oqotrR rrrJod,oorr Jc,doOAOo; .EJAoJSol, A?qCloolc qqt3ols qs Utrc,J.'RrJo X3o3q3L 3.ry.rtso - e"bAe6"t' lr,)nr'4;;tn@ t4"t6l.'r<' Itb a,r\J tPnl) Itntu'n,an o,n reiA^ara iahs,a" prL.rl6n !,,srppltr4"'ar t;js<6or3gqoL Jsr6q,:3356ob Bo216r,r ;q66EL: LrJrt6o136qnL- Jodrq,,:3n5goL. 3r,rOogngndLs p.: L.:Jsr4q,.r3gEgo g16;jgondtso qro$XrrL 5r'rr60;go2qo ;jgob J<6o6;lgob 5o6boq3; po3oor drjr6,:dn l9 t JdJf1030ROL JJ6RJAC6.50t a0A6OL aJqJvuSc(90RClJ [00s&,60ffi mtu $J,6qME&9rr t*t62!t I OC60lri3JRO, 20ll 9CR0 lu;l.6or65qc'rL I6RraC66ot t6gAqJACSgot 1601 fubqoL 0g-2 qs 0g-3 yJEJOCf"t €plsl$ohq, to;F6o3gq,ol, J.)6R.raC5Ool, &r3drc] rqaCEU: 1. lro;lrt6opqolr Sor.rg6cnot t-rl6e.raA56- aqogSolr $o5.q.qXfot tr,rj$36qt3, Lll.x4orgpot 3o.r3t6e*olr lro3.r6r.r50qg\o o56o.r$o3oo $n6acqa3Soqo ,,Jo0oa6d,Iol, doqpJrtso O331"qalAA"lrc RJ RJAqSClCAot AXg.rSoU ASbbgf' Lril.r6o3gqot 3o5er5oL Jt6ofil6o 6,$boqpq ofi91, qrtil6ClXqo $glxr ; 2. lr.r;l6org5qerlr J.6RrA050ol, ;-A"$COClar, U.rJ.r6RrA050o gt6.r;fuog|A.r, lr.$.!6RraA56o dt6J3qgl'r',Lg, ts.t r6qrAgS$o Afuo6Clnlir, .fr6q.rAC50ot .rJ.tt6qgol, rrx6oqo?q,tu qCJ.t66.iAC50tu, ls;|6o3polr 0or,r3t6ei.r0 3,$o5Jr6<'rf$tg oo3o,r5oo AgSoAASAAo q.t V"g"e"edga" atu;qCt Acq.rtso $J61.go5e,5 tsi!6o3got J.6R.!AC50ot lu3rmltor.r RJ JRJ&r$ot ffiqXlror.r q,16olr.r q.r lr.foifqcifr oSg66o0mlr,,s,4"000dt. llr;l.r6o3polr .Ix6RrAC56ol, c, Irry6<ol, lrbq{r&l, o,r30grqe€u66 # q.rsr,-lo;lr6.r&1
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bふ Jふ あlD801鴫 円b OID586円 bふ L.:jr14or3CRc'lt );16q18X5$L V b;j.:r6m33Rrrb 3c'rEb$o$23ootr L;,j.>5c.r53RCbRrn o5o6o,:$o3oL [3Locn 67-A 8lbqoL Sglrsb.:3oL.:p $;163cn5oRbC5o, L;j;6or33qotr 3.>5c.r5oli Jt6coXj6tr,,.);$oSt6olotr SopXjtr?o GARoR0bXlob.> p; p;3.:g3b66olr "33$;6olr BXlr.>k,3b". J633o36-3o5otr$6o N91/11 28.012011 祠 ,多 ″ "〃 +̲̲中 l・ 藤
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
ふ 8055▼ 860 bb」 bF,(D80駅 Ob 80b8F,(り もOb 2011 ▼ROb 21 0b6860b bbR(Y)80b N0 3 0J80Rb6 xII. lr.:j;16or3nqolr- 3;5o5oL J16.,Sjgo,,JsgoB<6r-rdotr 3op6jlrBo GaRoRca6]olr.> Rr q;8;g3bnb-ot tXg;5oli tgL;bXd" (BroSbLXEnlCRu L.:j;r6cn36qrl, - l,.rlr_ xcj!;qLdrflRcln_lr' Jr6rnd;goolr,: R.5 og<6oqo3qo p,:bo.:r66dulr- rr;,;orntcn.: 3o5oLgr6o b.3.:qSsbnq,odX) 8c'r$ro56d2q, oj_5pt $;6Bop5XEoq,o 3;Er.rEob Jr6c,rnjgo ,v,5 - J;t6q.:866g11 qr.ltr 5;5lr;boq33RrR. 5;q;n6nb tr.:j;r6cn3X_ L; j;t6 oSnq,ro b J1663oX16-8o5oLg16o b;js16o36q,olr 8or;3<6mloL 3,:5gnq;16oolr 2 g6r'rto 燕i
განკარგულება
fF't i ,r. J.i ^r: r lrldJ60CCqmb eO1860[0], ai5JS.6e EqCIJ Nl16 20ll Sqot 26 o$3o6o j. oaoqoln b. 3.:q8rbgqodob tsjs6o36qoU 0os3<6olot tu;s5o58qnlqo oSogoogo3oor $'stttq6nSoq ;$oEJr6ogj6$6 8o0tt36gdquq quSo?35ot tXLobXI ,,LoJrt6q's335go 3qo35ob ?6lrsb3I,. tujs6ognq,ol_r ;rEr> 5oL 0n4 Slbqolr 3X-6 J26jgoL tnLsB,:ilolr.>q, Lrjsr6or3nq,rnl: Jrr6q.:3659?o Lsjor6or3nqot Oorogr4rolob Ur;r6o60qnbqcr o6oGon6o3ocr $'rr6q6X5oq 3r6rn6Jr4onj6tn,,Jrgo0r4oloU,JrnRCdL_ to ggqoq'S}XboLr p.> qs0,:gglXlot BXgsEot tsgLsbgb,, Lr;lur4or36q'oL Jrr6qr0nSgoL Ls3r'rSogggro qr Jqg6or6Sq ttqr.r8Sd- t6 Sro0tLgSndq'rq q,>o5ot6olr t;;lur4or3nq'rnlr LoUygquqLr6Sq'nlob, Jt6od.:gootr q; o116oqolq'o qub3.><6gboL Lr;oobors J1630o6<4-3o5otg6o 5o.;o 6oqu2r4o
საქართველოს კანონის პროექტი
proeqti საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. მე-17 მუხლის მე-5-მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ხანმოკლე პაემნის თაობაზე ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 5 დღით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. ადმინისტრაცია ხანმოკლე პაემნის მოთხოვნაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი ინფორმირებული უნდა იქნეს იმავე დღეს. 7. ხანმოკლე პაემანი ეწყობა 1-იდან 2 საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 8. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემანი ამ კოდექსის 172 მუხლის შესაბამისად.”. 2. მე-17 მუხლის მე-9 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 172 მუხლი: „მუხლი 172. ხანგრძლივი პაემანი 1. ხანგრძლივი პაემანი არის მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან ერთად ცხოვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, მსჯავრდებულის ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირების ხარჯით, ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაუსწრებლად. 2. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემანი მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობელთან, მშვილებელთან, დასთან და ძმასთან. 3. ხანგრძლივი პაემნის თაობაზე ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული ორი კვირით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ორი კვირისა უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი ინფორმირებული უნდა იქნეს 10 დღის განმავლობაში. 5. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 24 საათისა. 6. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევათ დახურული ტიპის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, გარდა უვადო თვისუფლებააღკვეთილი პირებისა, აგრეთვე იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვთ დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვთ ადმინისტრაციული პატიმრობა. 7. ხანგრძლივი პაემნის მიცემის საკითხს წყვეტს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი. 8. ხანგრძლივი პაემნის მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით. 9. ხანგრძლივი პაემნის შეცვლა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით, ხანმოკლე პაემნით და სატელეფონო საუბრით დაუშვებელია.“. 4. 62-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე” ქვეპუნქტი: ,,ე. 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.”. 5. 63-ე პუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ)“ ქვეპუნქტი: „ვ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი“. ; 6. 65-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება აქვს ჰქონდეს 1 წლის განმავლობაში 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.”. 7. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ)“ ქვეპუნქტი: „თ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი (უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთათვის). “. 8. 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „ბ) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;”. 9. 72-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი: „8. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.”. 10. 88-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემანი, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა. მას აქვს ყოველდღიურად 1-საათიანი გასეირნების უფლება.“. მუხლი 2. თავისუფლების აღკვეთის დასებულებებში ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელება მოხდეს ეტაპობრივად. მუხლი 3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 4. იმ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობა განსაზღვრავს მინისტრი. მუხლის 5. ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების მიზნით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ უზრუნველყოს საჭირო პირობების შექმნა ყველა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არაუგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა. მუხლი 6. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებით ბარათი “პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ევროსტანდარტების ნორმებთან დაახლოების მიზნით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და პენიტენციალურ სისტემაში ყოფნის შემსუბუქების ხელშეწყობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ასახავს ,,პატიმრობის კოდექსში’’ შესატანი ცვლილებების და დამატებების მიხედვით მსჯავრდებულთა მიერ ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების შესაძლებლობას, ხანგრძლივი პაემნით უზრუნველყოფის საკითხებს. მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, ხანგრძლივი პაემნის სახით, კონტაქტი კანონპროექტის მე-172 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან იქონიონ თავისუფლების აღკვეთის ტერიტორიაზე. კანონპროექტი ითვალისწინებს, ხანგრძლივი პაემნის ხანგრძლივობას და წლის მანძილზე რამდენჯერ შეუძლიათ ისარგებლონ ერთი მსჯავრდებულებმა ზემოაღნიშნულით, იმის მიხედვით თუ როგორი ტიპის დაწესებულებაში იმყოფებიან ისინი. ასევე ზუსტდება ,,პატიმრობის კოდექსში’’ არსებული ზოგიერთი ნორმა, რომელიც ეხებოდა მსჯავრდებულის მიერ პაემნით სარგებლობის საკითხებს. ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების განხორციელება მოხდება ეტაპობრივად. დაწესებულებებს, სადაც შეიძლება ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობა და ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ დაეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: მსჯავრდებულთან ხანგრძლივი პაემნის მსურველი პირი გადაიხდის შესაბამის საფასურს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის საფასურის გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან მიმართებაში. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.