„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.03.2011
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/294/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-03-14
ბიუროს ნომერი 170

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJ600tCnt JJdqilaC6Olll, f Il.6nl, aJcJ6U0COICtbt 6ndaicIrsI Jilcnu JdnJd6nu al6bIq3[b ldn0ccxdnL CJEUflbil, ?Jl,Jbtb 14 a.d,6o. 20u $sqo oj3o N 170 lrojr<6o3nqoLr 3r5r'r5ob J16ogjgo,,lSrqqnUo 6oSroqnlot ?6Lobnl" Lrjsr6og6qob 316o5?o 63qoqgB6IoUu qo qsOr$6d6boU tggrSoL ooolrt6" 6c6sorq3iolr, 0XgSoXt6Xlolo qr 3XqgXr6ot 3rn3o$3$o 29 0s6$o - 1uJt6oqo ir,t'a$olr liln,,r,('a a$opo 5 - 8 $t6oqo J*$rit7p lrb,poert1 seraor6oL' ItsqAE lo,s qs63oLr.r qs LrA'd.{.}io oSggt6cAool ;oao$3$o ,JaAaOrb*\ t@Ear 4Da&r6r ts,rD4'eror d bsJ;r6or3nq oL J,:r6q.:335$oL dol<6r'r rq6X5b: L;Jrr6or3Xqnl-r Jr<6qo335$oL ;o8o$nOnltr pr trsJrr6q':3X5$r'r Stirjgon}?o p.>o$6rnL 5or63;$olqo ;j$oL Jdt'rlj$oL 6':5boq3r lrr jr16o3nqmL J116qr3l56oLr or.:335qmOr16n qr3oor d;J16rd3
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bSJ36m801町 ‖b Om調 mbふ t,s j,sr6or30qr'rl, Jsr6q.:838$ tr L.:j;r6m3gq,ob 3r.r6tr$o$36oob 67-a B2L,qotr ?gtr;b;Bolr.>q, 1rs3;5.,53R0bRm o5o6osgo3ob $xLom S;6Bm5oRbc6o, li;j;r4m3x,{relj 3.:5,5oli Jr6c.r3j$tr ,,23;qq31io 5.E;mqSboL ?3lisb3b,, L.:js6m33rqc,rb p; p;8.:$6b3}oL ?3$s6otr rn;od.>,b3... .:q6o?53q 3;5er6Jr6trA,j6t f trrj.:6or33q,r.rL .);6q;B3E$o[ 3.>5m53o GAq,oq,AbSboL; lr;3,3og3g.r R.) JRSE;63q trbq,orBgb'b6 Br.rgbbg6xlR.R p;6o?E?sqo. bsj;r6cn3xRrrt, 5.>5;orqSdotr.: q.> B36Eo36xdoL go6orr$r6oL oo.>q,5oq3 o6o63 ,jU6R.tdC. お 60800 1/64 11.032011 N・ ̲8060bc) 0 5o3; 6oq,.:2r6o ・■・エユ̲"〃 退∫ …
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b806ふ llも Jb ▼ 860 (D80'Rα )b 00b86(γ )も 0も 2011 ▽駅 Ob l1 0も く 50b bb眼 (Y)00b bF0 10 0J00殴 も6 V XXII. tr j.:6or3Xq,r'rli 3;5ro5olr Jt4o0i$o ,,t8,:qqXLo 6r5.r<nqXlotr ?6t.:t1I" lr.:j.:r4m33q,oL .3,>5r'r5to g3qoqXbgdotr.: qrr ps8r$1d3Bob ?n$.:6olr 6.',g'd.:t1" q.: l-r.:j.r16rn36qoL 3rns3r4r'rdoL 6.''53s1661q3dotr J6ogj6o ,,o.i"6r4p.>dr'L l-r.>jrr6ur36qot 3or.:3r6oloL L;3s5m58qnlqo o5o13o.:$o3om $.:r6q,3n5oq' ,1.:5o5- J<6rn6jgtX 3r'rBblrX6Xdq.:q p;5ot35oLr ?6L.:b6d" (3r'r3bLX6Xd6q,o L.:j.:6o3;1qolr 6.r6sorqnlot.: 1g.: 3n65oXt66dot 3o5oLr$t6o q.11.:?;o5o) l. 3r.r$o5Xd1q ojSXt $s168oq6X5oqo ;,:5rn5oL .16olJgo p; 5.:qsX6nL L.:j.:r6- o3nqot )rt6qseXSgL 6.151r.rboq3gqrp. 2. 0r'r$r'r51b1q oj6Xt $rr63oq6X5oqo 5,:53.:t663q,nlot .)t6onj$o. Lrjrt6<n36qolr .)1463ont6-3o5ot6<6o Ls jsr4or3nqot 3m.:316r,rBoli 3.:SgXqst4ooL lgt6r'rLo
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ.4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. მე-2 მუხლის: ა) ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) ავტონომია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა;”; ბ) ,,ე” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) ,,ლ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) ,,ნ1” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) ,,ყ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ყ) კოეფიციენტი (კოეფიციენტები) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული (ერთეულები), რომლის შესაბამისად ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ჩასარიცხად;”; ვ) ,,ჰ1” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 ,,ჰ ) რანჟირება კოეფიციენტებით – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის შედეგად დადგენილი ჩამონათვალი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიერ წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ გადათვლის შედეგად აბიტურიენტები ნაწილდებიან კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე;”; ზ) ,,ჰ4” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 1 თ) ,,ჰ7” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 7 ,,ჰ ) სადისერტაციო საბჭო – დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო; ”; ი) ,,ჰ19” - ,,ჰ21” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; კ) ,,ჰ36” ქვეპუნქტები: ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ37” ,,ჰ39” 37 ,,ჰ ) რეგენტთა საბჭო – საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კოლეგიური ორგანო, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ ზედამხედველობით უფლებამოსილებებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით; 38 ჰ ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი – სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც სამართავად გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი; ჰ39) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.”. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს აკრედიტაციის სისტემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხის მართვის (უზრუნველყოფის) მექანიზმების ამოქმედებას;”. 3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა) ,,ბ1” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 ,,ბ ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს, მათ შორის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიურ მოცულობას ანაწილებს საერთო სამაგისტრო გამოცდას, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის პროცენტული მაჩვენებლების განაწილებით;”; 2 ბ) ,,ბ2” -,,ბ3” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით და ამტკიცებს მის დროებით წესდებას;” დ) ,,დ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე” ქვეპუნქტი: ,,ე) ქმნის რეგენტთა საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას.”. 4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის: ა) ,,ბ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) ,,გ” -,,გ3” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) ,,თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას და გასცემს დასკვნას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების პროექტზე;”; დ) ,,მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებაზე, გარდა სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი განათლებისა;”; ე) ,,მ1” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) ,,ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ნ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი დანართის ფორმას;”; სახელმწიფო ზ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში დადგენილი წესით ატარებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ა) მონაცემის რეგისტრაცია ხორციელდება მისი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში; ბ) მონაცემი არ გატარდება, თუ დარღვეულია ამ კანონისა და უმაღლესი 3 განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნები; გ) თუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონაცემის წარმომდგენს ერთი თვის ვადაში არ აცნობებს აღმოჩენილი დარღვევის შესახებ, მონაცემი რეგისტრირებულად ითვლება.”. 5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენცია სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით: ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას; გ) პასუხისმგებელია სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებაზე; დ) უზრუნველყოფს სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი განათლების პროგრამულ დაფინანსებას; ე) მონაწილეობს სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.”. 6. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუძნდება კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.”. 7. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) ,,ბ” - ,,დ1” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) შეიმუშავებს წესდებას, ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს; გ) ამტკიცებს აკადემიური და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს; დ) ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიერ წარდგენილ კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისთვის; 1 დ ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს 4 საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს;”; ა.ბ) ,,ზ” - ,,ი” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედა ქციით: ,,ზ) ვალდებულია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით შესაბამის სპეციალობაში განსაზღვროს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გამოცდა, აგრეთვე უფლებამოსილია განსაზღვროს გამოცდა სხვა საგანში/საგნებში; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; ი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით განსაზღვრავს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მიერ წარდგენილი სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან;”; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული ამ კანონის შესაბამისად: ა) შეიმუშავებს სასწავლო, სამეცნიერო – კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს; ბ) შეიმუშავებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს; გ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის; 1 გ ) უფლებამოსილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე; კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში განსაზღვრავს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის, აგრეთვე ანიჭებს კოეფიციენტებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის; 2 გ ) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ატარებს გამოცდას/გამოცდებს; დ) ირჩევს მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს; ე) ქმნის სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს; ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით წყვეტს 5 მის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ზ) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; თ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით განსაზღვრავს სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ფარგლებში.”. 8. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 11. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 1. სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, გარდა სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო სახელოვნებო და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის აქტით განისაზღვრება დაწესებულების სახელწოდება და მიზანი, მისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ასევე ინიშნება ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. დროებითი წესდებით განისაზღვრება ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ავტორიზაციის/აკრედიტაციის გავლასთან და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები მართვის ორგანოების არჩევამდე. 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა. 5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო/სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყანაში სახელოვნებო/სასპორტო განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით უფლებამოსილია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ კანონითა და თავისი წესდებით განსაზღვრული წესით, დამხმარე საქმიანობის ფარგლებში განახორციელოს სკოლისგარეშე სახელოვნებო/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის.”. 6 9. მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 10. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”მუხლი 13. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით. 2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მთავრობა იმ ორგანოს წარდგინებით, რომლის ინიციატივითაც მოხდა ამ დაწესებულების დაფუძნება.” 11. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თავი IV სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა” 12. მე-14 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა განისაზღვრება დაწესებულების წედებით, რომელიც აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის არსებობას. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სტრუქტურული ერთეულები, ასევე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის არსებობის შემთხვევაში, მისი მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით, რომელიც უზრუნველყოფს ფილიალის პროფესორთა და სტუდენტთა წარმომადგენლობას ფილიალის მართვის ორგანოებში, აგრეთვე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების არსებობას.”. 13. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 15. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები განისაზღვრება და მათ შორის კომპეტენციათა განაწილება ხდება დაწესებულების წესდებით. 2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი. 3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო 7 დაწესებულებაში უნდა არსებობდეს მინიმუმ ერთი კოლეგიური ორგანო, რომელიც კომპლექტდება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წარმომადგენლებისგან არჩევნების საფუძველზე. 4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი უნდა იყოს არჩევითი. 5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროებში არის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 6. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების მართვის მიზნით შეიძლება შეიქმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი.”. 14. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის;”. 15. მე-17 – 21-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 16. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 22. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი) 1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს როტაციის პრინციპის დაცვით. ერთი და იგივე პირი დაუშვებელია არჩეულ იქნეს ზედიზედ ორ ვადაზე მეტით, რაც არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს. 2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი და წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის პირველი არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს საქართველოს მთავრობა. 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ხელმძღვანელობის კანდიდატისთვის წაყენებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი 8 მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით. 5. პირმა, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, ამავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.”; 17. დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი: ,,მუხლი 221. რეგენტთა საბჭო 1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზნით იქმნება რეგენტთა საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისგან. 2. რეგენტთა საბჭოს ქმნის და მის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. რეგენტთა საბჭოს წევრების საქმიანობა არაანაზღაურებადია, თუმცა საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გაითვალისწინოს მათი შრომის ანაზღაურება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. 4. რეგენტთა საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობები, პასუხისმგებლობის საკითხი, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და რეგენტთა საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგენტთა საბჭოს დებულებით. 5. რეგენტთა საბჭო: ა) ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; ბ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომდევნო წლის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; გ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; დ) ნიშნავს და ათავისუფლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის დირექტორს; ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. 18. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”მუხლი 23. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, რაც არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს. 2. პირმა, რომელსაც ეკავა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 9 ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტუქტურას; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს; ე) ამზადებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს; ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს; ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ი) ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რეგენტთა საბჭოს წინაშე.”. 19. 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 20. 25-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 25. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უზრუნველყოფა”; ხარისხის ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიეროკვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით უნდა არსებობდეს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი, მათ შორის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დონეზე, რომელიც მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.”; გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს; 10 დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ახდენს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვ.) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.”. 21. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 26. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტი საგანმანათლებლო 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უმაღლესი დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს. 2. რეგენტთა საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. 3. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს რეგენტთა საბჭო. 4. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება რეგენტთა საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი შესაბამისი დასაბუთებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს რეგენტთა საბჭოს. 5. რეგენტთა საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალდანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით”. 22. 27-ე - 29-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 23. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 30. სადისერტაციო საბჭო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას, შესაბამის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულზე ან უნივერსიტეტში ქმნის სადისერტაციო საბჭოს, რომელიც შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას. დებულებით განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი, ასევე დისერტაციის დაცვის პროცედურა. სადისერტაციო საბჭოს დებულებას ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანო.”; 24. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თავი V უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი” 25. 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას 11 განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება”. 26. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.”. 27. 35-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.”; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო სპეციალობებისათვის ღია კონკურსის საფუძველზე აკადემიური თანამდებობების დაკავების ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისაგან განსხვავებულ პირობები განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.”. 28. 36-ე მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტისგან გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.”; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 29. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 39. აკადემიური წოდებები 1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება. 2. საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდებების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. 3. ემერიტუსის წოდების მქონე პირი ამავდროულად არ შეიძლება იმყოფებოდეს აკადემიურ თანამდებობაზე.”. 30. მე-40 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 12 ,,1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: დაწესებულების ხელმძღვანელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელი და მათი მოადგილეები, ასევე წესდებით განსაზღვრული სხვა პირები. 2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.”. 31. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 41. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) 65 წლის ასაკის მიღწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით; ვ) ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა; ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 32. 42-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 42. თანამდებობრივი შეუთავსებლობა სახელმწიფოს დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში”; მიერ ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. რეგენტთა საბჭოს წევრს არ შეიძლება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამდებობა. 3. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა, ასევე შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება კანონმდებლობითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.”. 13 33. 43-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობაში, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად;”; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი: „11. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, მობილობის უფლების რეალიზაციისათვის მხედველობაში არ მიიღება გავლილი სწავლის პერიოდის ხანგრძლივობა.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.”; დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მიზნით შექმნილი კოლეგიური ორგანო. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას.”; ე) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,10. დისციპლინური დევნის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია უნდა გამოიკვლიოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მიზნით შექმნილმა კოლეგიურმა ორგანომ. 11. სტუდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.”; 14 ვ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „121“ პუნქტი: „121. ერთდროულად რამდენიმე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი აქტიური სტატუსით შეიძლება სარგებლობდეს მხოლოდ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საკუთარი არჩევანის მიხედვით. სხვა საგანმათლებლო პროგრამაზე პირს უჩერდება სტუდენტის სტატუსი იმ ვადით, რა ვადითაც აქტიური სტატუსით სარგებლობს მის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.“. 34. 45-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა. 2. ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.”; ბ) მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის ორგანოს;”. 35. 473 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე იმ სტუდენტების მიღება, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.”. 36. დაემატოს შემდეგი შინაარსის 565 მუხლი: „მუხლი 565. თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების აღიარება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებული დაწესებულებების მიერ განხორციელებული თეოლოგიის (საღვთისმეტყველო) საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ ამ დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიუხედავად.“. 37. 63-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 15 ,,8. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ, ხარისხის კონტროლის მიზნით ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის შეფასებები შესაძლებელია განიხილოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მსვლელობისას.”. 38. 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 78. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობა არასამეწარმეო იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”. 39. 81-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებით და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო ბაკალავრიატში უმაღლეს განათლებას აფინანსებს 4 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 5 წლის განმავლობაში), დიპლომირებული სტომატოლოგის/ვეტერინარის 300-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არა უმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული სტომატოლოგის/ვეტერინარის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 6 წლის განმავლობაში), დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არა უმეტეს 6 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული მედიკოსის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 7 წლის განმავლობაში), ხოლო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას – არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში. საქართველოს მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები, რომლებიც ნაწილობრივ ფარავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის 16 ან დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლების ღირებულებას.”; ბ) 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3 ,,2 . სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ ოდენობას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. უმაღლეს განათლებას მაგისტრატურაში, გარდა საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა, სახელმწიფო აფინანსებს 2 წლის განმავლობაში.”; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური აღემატება შესაბამისად სახელმწიფოს მიერ დადგენილ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი საფასური, რომელიც უნდა დაიფაროს არასახელმწიფო წყაროებიდან.”; დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით კონკურსგავლილ და ჩარიცხულ სტუდენტს, რომელიც მოიპოვებს დაფინანსებას აღნიშნული დაწესებულების მაკონტროლებელი ორგანოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით გათვალისწინებული თანხის ნახევარი მაინც მიეცემა სტიპენდიის სახით ამ საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტიდან.”. 40. XIV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თავი XIV სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება და ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლი” 41. 84-ე და 85-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 84. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 17 მუხლი 85. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებით სარგებლობა 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების სამართავად შეიძლება შეიქმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი, რომელსაც გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდს ქმნის და მას ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ქონებას გადასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რეგენტთა საბჭოს თანხმობით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის წესდებას, რომლითაც დგინდება ფონდის დირექტორის უფლებამოსილებები, ასევე გადაცემული ქონების მართვისა და განკარგვის წესი. 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; სესხის აღება; ასევე სხვა გადაწყვეტილებების მიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის ფარგლებს, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდისათვის გადაცემული ქონების ნაწილში, საჭიროებს რეგენტთა საბჭოს თანხმობას. 5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო/სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება რეგენტთა საბჭოს თანხმობით შეიძლება უსასყიდლო ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას. 42. 86-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 86. სახელმწიფოს მიერ უმაღლესი დაწესებულებისთვის გადაცემული ქონება”; საგანმანათლებლო ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისას სახელმწიფო მას კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს შესაბამის ქონებას.”; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაცია იწვევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის ლიკვიდაციას, ხოლო დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.”. 18 43. დაემატოს შემდეგი შინაარსის 861 მუხლი: ,,მუხლი 861. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლი 1. ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების ზედამხედველობას. 2. ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებენ შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 3. ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს უფლება აქვთ, მოითხოვონ კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.”. 44. 88-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 45. დაემატოს შემდეგი შინაარსის 881 მუხლი: ,,მუხლი 881. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები 1. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს საქართველოში არსებული ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად. 2. საქართველოს მთავრობამ ამ მუხლის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს რეგენტთა საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება. 3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციამდე, ვრცელდება ამ მუხლის ძალაში შესვლამდე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი. 46. 89-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231პუნქტი: ,,231. ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში მითითებული პირი უფლებამოსილია, სწავლა გააგრძელოს იმ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი აქვს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის შემუშავება გამოწვეულია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ორგანიზაციულსამართლებრივ ფორმად კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებად განსაზღვრის; სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ახალი მოდელის შემუშავების, მათ შორის რეგენტთა საბჭოს შექმნის, ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოქნილი სტრუქტურის არსებობის მიზანშეწონილობითა და მათი ქონების ეფექტურად მართვის მექანიზმის შემუშავების აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის ძირითადი მიზანია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლებრივ ფორმად კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის განსაზღვრა; სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ახალი მოდელის შემუშავება, მათ შორის რეგენტთა საბჭოს შექმნა; სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქნილი სტრუქტურის არსებობა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების ეფექტურად მართვის მექანიზმის შემუშავება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ კოლეგიური ორგანოს - რეგენტთა საბჭოს შექმნის აუცილებლობას, ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილის ეფექტურად მართვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის შექმნის შესაძლებლობას. კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის დაფუძნებას. კანონპროექტის მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 სტრუქტურა განისაზღვრება დაწესებულების წედებით, რომელიც აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის არსებობას, რომელიც რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. კანონპროექტი ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების დაწესებულების წესდებით განსაზღვრის პრინციპს. ამასთან, ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს მინიმუმ ერთი კოლეგიური ორგანო, რომელიც კომპლექტდება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წარმომადგენლებისგან არჩევნების საფუძველზე. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი უნდა იყოს არჩევითი. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჰყავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც არის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროებში. კანონპროექტი განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და რეგენტთა საბჭოს უფლებამოსილებებს. კანონპროექტი აწესრიგებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს აკადემიური წოდებების მინიჭების წესს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევებს და სხვა რეგულაციებს პერსონალთან დაკავშირებით. კანონპროექტი განსაზღვრავს სტუდენტის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შესაძლებლობას, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება. ამასთან, ერთდროულად რამდენიმე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი აქტიური სტატუსით შეიძლება სარგებლობდეს მხოლოდ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საკუთარი არჩევანის მიხედვით. სხვა საგანმათლებლო პროგრამაზე პირს უჩერდება სტუდენტის სტატუსი იმ ვადით, რა ვადითაც აქტიური სტატუსით სარგებლობს მის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. კანონპროექტი საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ითვალისწინებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებული დაწესებულებების მიერ განხორციელებული თეოლოგიის (საღვთისმეტყველო) საგანმანათლებლო პროგრამები სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლას ამ დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიუხედავად. კანონპროექტის თანახმად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების 21 სამართავად შეიძლება შეიქმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი, რომელსაც გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდს ქმნის და მას ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ქონებას გადასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. კანონპროექტით განსაზღვრულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის საქმიანობის პრინციპები და მისი უფლებამოსილებები. კანონპროექტი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ სუბიექტებს, რომლებიც არიან შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. კანონპროექტის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის ვალდებულება, 2011 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს საქართველოში არსებული ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ ამ მუხლის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს რეგენტთა საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება. საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციამდე, ვრცელდება ამ მუხლის ძალაში შესვლამდე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი. კანონპროექტი ითვალისწინებს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში მითითებული პირის უფლებამოსილებას, სწავლა გააგრძელოს იმ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი აქვს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სხვა სახის ცვლილებებს, რომლებიც გამომდინარეობენ ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 22 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან; ორმხრივ და ორგანიზაციებში მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციას (დაწესებულება), ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღია. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) 23 ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ექსპერტების დასკვნები არ არსებობს დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა 24