„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-03-14
ბიუროს ნომერი 170
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,IilJ,{fl SJqt1U JJdqJAt6OllU bllIdnU
aJqJ6'UrCOnqrbr 6ndaJoItq|l Jd0fl I,
idnildcil,
aJ6bllq0[l, Idn0cqxdil,
qJ6UCtllU ?rUib0t
(')jao N 170
14 as6go. 2011 g3qo
Lo;lor6o33qob 3oEt'rSoLr Jdronjgo,,brjrr6ogXgob qnqoj,>qojoL - orlogqoUoL
?gL.:bXd" trj,:r4og6qob 3o5o5?o g3qoq6}nlotr po qr0og6}Slob ?6gr5oL
ooolot6"
ii1acnSAqo .Irq'o6oJo[, qoor?Svcro3polols q.r
a*lq&rrr.so daaocrsCaol' Jerao$C$o
29 0.*6go - I cJdnqo
5 - 8 $r6oq,o
@lolt lin$inw
air
onr6oqoXq lr.r3oorboo,jo3o$3$o;
toJtcroggqSt6o lrcaoobou qr $XlrXlob
,y,r0o$Xgo
,/ah6r0iq tffiE ^ 4Jr.r,r6 tlrDa'^,Jdr4{D
brJ,:r4or33qoL J,:16q.:3n5goL bog16r'r rq5X5 L:
L.:js<6or3nqot Js<6qo3656o1 3oSogngndbo qo LsJor6qs865go gr4;j6ond?o
qso$'goL 5r'rr63r$o3q'o,:j$oL Jr6ernJ$oL 6,:5boq3,>
L;Js16or3Xqotr J.:16qs3n5goL
o),)AaXR(,)a56C
qo3oor drjr6rdS
წერილი
l,JdJ6OAf sR trlL JJ6sf JAC5O0l, $C360
Lsjs16rn3Xqrnlr Jrt6q.>3n5goL
Lrt rt66;6o'L;6oo qn.)r\t615;31515otr 1316oLlr
;j;q,lsgo6 1ory6 L3o.;6;odgL
Jrgd;go6cr XoXr6,
lr,>jrr6or3lqrrlr ;oSLgoglgoolr 67-g Sltqolr oro6..'b0rq, [sdr3ar6op6g5or tr13L
eo6dr Ls;sSt r6eqnbqo oSo6osgo3otr flnl-roor 3rnet,:pnd1q L.';J,'t6or3;qr,lL ;.:5o5oL
Jr6rcXJglr,,Lsj,:r6or31qolr p3qsJ.'1qsjoL<nAoqoLoL ?ntrrh18" Lsj.:rrr<n3ng1oL
;.'6o6to 63qoqXln6oLr qr qsSrgnEXlob ?39;5olr or.rr.rbs1l1"
6ortcrgor, trl8orp5o?51q ;s5r'rSJr6crnJgL 3oL6no ?;1L.;IsSolro 3tt3,<JK'r,lls.
\0151600 I
?tJ6GtElo
Js$onoL6X3our,
1'
3rbg,>56 Bsqs3cdn
w
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, N11-12, 14.03.1998, გვ. 42) განხორციელდეს შემდეგი
შინაარსის ცვლილებები და დამატებები:
1. მე-91 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,რ)
სახანძრო,
სამაშველო
და
გადაუდებელი
სასწრაფო
დახმარებით
უზრუნველყოფა;’’
2. მე-12 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის,
მუდმივი და დროებითი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა;
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
განაკვეთების
ფარგლებში
საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის,
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მუდმივი კომისიის თავმჯდომარის და
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური გასამრჯელოს ოდენობის
განსაზღვრა;’’
3. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ” და ,,ი”
ქვეპუნქტები:
,,თ) ქ. თბილისის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილ შემთხვევებში
ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს;
ი)
გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ცალკეული წევრის, საკრებულოს
აპარატის უფროსის და საკრებულოს დელეგაციის სხვა სახელმწიფოში მივლინების
საკითხთან დაკავშირებით, ასევე ნიშნავს საკრებულოს დელეგაციის ხელმძღვანელს.”
4. მე-141 მუხლში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს, აგრეთვე საკრებულოს
სამუშაო გეგმებისა და სამუშაო პროგრამების პროექტებს;’’
ბ) მე-2 პუნქტის ,,ე” და ,,ვ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების და
საინიციატოვო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხებს;
ვ) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარის სხვა სახელმწიფოში
მივლინების საკითხთან დაკავშირებით;’’
5. მე-142 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი:
,,6. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის
მომენტიდან.’’
6. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები
წყდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა ტარდება მხოლოდ
პერსონალური და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტის დროს
ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.’’
7. ამ კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-191 მუხლი:
,,მუხლი191. საკრებულოს აპარატი
1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ–ტექნიკურ უზრუნველყოფას
ახორციელებს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს აპარატის უფროსს საკრებულოს
თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს საკრებულო.
2. საკრებულოს აპარატის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო ნუსხას
ამტკიცებს საკრებულო.
3. საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და
საკრებულოს აპარატის სხვა თანამშრომლებს – მრჩევლებს და ტექნიკურ პერსონალს
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის
უფროსი.
4. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი
განისაზღვრება ამ კანონით, ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტით და
აპარატის დებულებით.’’
8. მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო”
9. 22-ე მუხლში განხორციელდეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერის პირველ
მოადგილეს (ვიცე–მერი), მერის მოადგილეებს, მერიის ადმინისტრაციის უფროსს,
საქალაქო სამსახურების უფროსებს და ქ. თბილისის რაიონების გამგებლებს;’’
10. 23-ე მუხლში განხორციელდეს შემდეგი ცვლელებები და დამატებები:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ქალაქ თბილისის მთავრობა (შემდგომში – მთავრობა) არის კოლეგიალური
ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის
ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების
აღსრულებას,
დედაქალაქის
განვითარების
სტრატეგიის,
დედაქალაქის
პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის შემუშავებასა და შესრულებას.
2. მთავრობა შედგება: მერის, მერის პირველი მოადგილის (ვიცე–მერის), მერის
მოადგილეების, მერიის ადმინისტრაციის უფროსისა და ქალაქ თბილისის საქალაქო
სამსახურების
უფროსებისაგან.
თბილისის
რაიონების
გამგებლები
თანამდებობრივად შედიან მთავრობის შემადგენლობაში.’’
ბ) 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. მთავრობის სხდომებს თავმჯდომარეობს მერი, ხოლო მისივე დავალებით მერის
პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ან მერის ერთ-ერთი მოადგილე.’’
11. 231 მუხლში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ,,ზ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქალაქო
სამსახურების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;’’
ბ) 231 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1’’ ქვეპუნქტი:
,,ზ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის
(სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული)) იურიდიული პირებისა და
საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება, რეორგანიზაცია და
ლიკვიდაცია; კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობა
და მათში გაწევრიანება; მთავრობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების
გამართული საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და მათთვის ქონების
გადაცემა; ამხანაგობაში მონაწილეობა; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის
(აქციების) შეძენა; მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი
წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის სამოქმედო
წესების განსაზღვრა;’’
გ) ,,ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირებისათვის ფინანსური სახსრებისა და ქონების საკუთრებაში
გადაცემა;’’
დ) ,,ლ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ
თბილისის მერიის წარმომადგენელთაგან
ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი
სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობისათვის
წინადადებების წარდგენა ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
სტატუსის მინიჭების ან მოხსნის თაობაზე;’’
ე) 231 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,უ1’’ და ,,უ2’’ ქვეპუნქტები:
,, უ1) დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავება და შესრულება;
უ2) დედაქალაქის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და მისი
მონიტორინგი;’’
ვ) 231 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ1’’ ქვეპუნქტი:
,,ტ1) ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების
განვითარებისა და რეაბილიტაციის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და
არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა, მათ შორის, ქალაქის
ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების, მცირე
არქიტექტურის
ფორმების,
ცალკეული
არქიტექტურული
დეტალების,
დეკორატიული ელემენტების დამატება/მოწყობის საკითხების რეგულირება და
აღნიშნული უფლებამოსილებების განხორციელების უზღუნველსაყოფად შესაბამისი
ღონისძიებების გატარება;’’
12. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 25. მერის პირველი მოადგილე (ვიცე–მერი) და მერის მოადგილეები
1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები.
2. მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) საკრებულოს შემადგენლობიდან
ნიშნავს მერი.
3. მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ
უწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.
4.
მერის
მოადგილეები
ფუნქციათა
განაწილების
შესაბამისად
ხელმძღვანელობენ აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ
დარგებს; ამზადებენ და მერს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში
გატარებულ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ
საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებას.
5. მერის მოვალეობას მისი დროებით არყოფნისას ან უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ასრულებს მერის პირველი მოადგილე (ვიცე–მერი),
ხოლო მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) არყოფნის შემთხვევაში, ასევე მერის
პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) გადაწყვეტილებით მერის ერთ-ერთი მოადგილე.
13. 251 მუხლი ამოღებულ იქნეს.
14. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
15. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
,,51. მთავრობის სამართლებრივი აქტი მიიღება მთავრობის სხდომაზე, ხოლო,
მთავრობის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ასევე შეიძლება მიღებულ იქნას
მთავრობის შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის
მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.”
16. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1’’, ,,ზ2’’ და
,,ზ3’’ ქვეპუნქტები:
,, z1) მოთხოვნის შესაბამისად მონაწილეობს დედაქალაქის პრიორიტეტების
დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში;
პასუხისმგებელია
რაიონისთვის
ქ.
თბილისის
ბიუჯეტით
ზ2)
გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებაზე;
ზ3) ამზადებს ინფორმაციას ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების
შესრულების შესახებ და წარუდგენს ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო
სამსახურს;’’
17. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამგეობის სამსახურების საქმიანობას ხელმძღვანელობენ სამსახურების
უფროსები,
რომელთაც
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს გამგებელი.’’
18. 321 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
,,6. მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აფუძნებს ქალაქ
თბილისის თვითმმართველობის შესაბამისი ქონების გადაცემით. ქონების გადაცემა
შესაძლებელია სარგებლობის ან საკუთრების უფლებით, პირდაპირი განკარგვის
გზით, უსასყიდლოდ.’’
19. 472 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის
მთავრობას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს
მთავრობის კრედიტებით ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული ოდენობის
ზევით.’’
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის
საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა და ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის
შესახებ’’ საქართველოს კანონის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში
მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის
მიზნით ქ. თბილისის საკრებულოსა და ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული
ერთეულებისათვის დამატებითი უფლებამოსილებების მინიჭება.
ასევე, ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონში
არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში
მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტით
ხდება:
ქ.
თბილისის
საკრებულოს
თავმჯომარისათვის,
საკრებულოს ბიუროსა და აპარატის უფლებამოსილებების გამიჯვნა; ქ. თბილისის
საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრის მიღების პროცედურის, მათ შორის ქ. თბილისის
საკრებულოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის დახვეწა.
კანონპროექტით ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებს ენიჭება
დამატებითი უფლებები. ქ. თბილისის მთავრობის შემადგენლობას ემატება ქ.
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა.
კანონპროექტი უზრუნველყოფს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ
იურიდიული პირების დაფუძნებისა და მათი მართვის წესის დახვეწას. ქ. თბილისის
მთავრობა უფლებამოსილი ხდება: შეიმუშაოს დედაქალაქის პრიორიტეტების
დოკუმენტები, ასევე შეიმუშაოს და განახორციელოს დედაქალაქის განვითარების
სტრატეგია; მონაწილეობა მიიღოს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში
არსებული ტერიტორიების განვითარებისა და რეაბილიტაციის განხორციელებაში.
კანონპროექტით აღმოფხვრილი იქნება არსებული ტექნიკური სახის ხარვეზები
და მოხდება კანონის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში
მოყვანა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება;
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი, კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე
მოახდენს
დადებით
გავლენას
ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო და ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე
რომლებიც მოექცევიან ამ პროექტის რეგულირების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით დადგენილი არ არის გადასახადი, მოსაკრებლი ან სხვა სახის
გადასახადელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთნ.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართევლოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის
შემუშავებაში
შემუშავებაში
მონაწილეობა
არ
არ
მიუღიათ
მიუღიათ
მონაწილეობა
სახელმწიფო,
პროექტის
არასახელმწიფო
და
საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია ქალაქ თბილისის მერია.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრი ვახტანგ ბალავაძე