„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-03-14
ბიუროს ნომერი 170
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LJdJd0liltCnl, IJdCJAt$Clll, AIXdnU
aJqJ6tilJOnqtai 6ndaJoIxqI Jdoil,
JdnCdClll, AJ6bIq0[t J'(nUtqId[],
CJEUCbll, ?fll,ibCl
roj0o N l?0
14 0sr6$o. 2011 EcRo
brjsr6o36qoL 3o6rrSoL Jrrrcr6jgo,,8rtr$Snlqolob EgLob6d" bojor6og6qob
,;o5o5?o ggqoqglsdoL ?ngoSoL oool,>$g"
qJt66cn 60Arr &JcrSeraoJol$ R) JJoelaoJ?6o
Jcqo$odpu Jcrao$a$o
29 tui66o - l oJr4oqo
arSJo,qCfoL, aCgSoAd,SanLr
5 - 8 $6oqo
Rr q$Ad.t JraoOA$p;
rqJad$ol, ffiRAfroN Rq1lotr qo LSr,}rRr&,
o5oAarr,Joml, Jc,AooCoo
Jo4$aAo, 6.fl,4!^ 4ba,/rfr rrruA'4,rr4 6
L,>j;r6or3Xqrob Jsr6q.:065$otr do56r'r .:p665L:
q;
L;J.>r6or3Xqol-r Jor6q.:035$ol-r JmAo$AOCdtJr
L,:Jrt6qo8nS$m gr6;Jgo3d?o
qro$5rnL 5r'rr63.>go2qo ;jgolr Jr6mSjgotr 6o5boq3,>
brJs16or3XqoL J;16q;3X5goL
oro335qo3st63
p,>3oo ds jr<r,:d6
წერილი
bJdJ60)3CR0b JJ6RJAC600b VC360
LiJi6i,it,tRa,t, Jr16st,ral66ot, r.rs6.grrt,
,b..rnt66s5(,$q
yrr.r
r,:t.ti,i6.,Ai,6rl,,l, itotft,,,t,t,
J_5 11o'1<6 tr3o.:6,.,rr,t1tr
j;1qA,rgo6cr 1ur;;r6,
l,iJ.-(',(nijil'{,'qt,,j,,6Looofl(l,x,tr
6
,,h({t,)i0(,tt.,t1 til1,,,o, I'..6a,,,a,,1l,h3Em tlnj.,
il;1q'.vlol,,,1,r1,,:EX16,.t.tn,al.,(ii(,,t,,t,i trr
,tii6c,5J6c,Cij6l': "ds"3$tg\x'rotll, AdjrbCS"
5rnho;yor, 'l,Xilr.rsgGo?E1q ,1.:ScrEotr .)6r,r1JgL 3otr1lyn ?;;trr,I.:Aolro i r;1q1;qr.rrl.r
ob Kt,6n6o,o: -,, ?Jif,Oqnp
.)r1)o3oI11;iIu.
,\61{'6m nr<'nil,,.lil
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნaს შემდეგი ცვლილებები:
1. 64-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იკრძალება ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ტრანსლაციისა და პროგრამების
რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა:
ა) საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა,
ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება, უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური
თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა;
ბ) რელიგიური ცერემონია;
გ) პროგრამა, მათ შორის ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინასაარჩევნო დებატების პროგრამა ან დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 15
წუთზე ნაკლებია;
დ) მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის სერია (გარდა სერიალისა და
დოკუმენტური ფილმისა), რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია.”
2. 64-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით
შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 3-ჯერ.”
3. 64-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საგანმანათლებლო-შემეცნებითი, საბავშვო ან რელიგიური პროგრამა, რომლის
ხანგრძლივობაც 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა
უმეტეს 30 წუთში ერთხელ;”
4. 64-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:
“9. ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამა
რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა
უმეტეს 300 წამით.”
5. 64-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის სერია (გარდა სერიალისა და
დოკუმენტური ფილმისა), რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან
ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ.”
6. 64-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ტელე- ან რადიოარხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან ტელეშოპინგის არხისა,
რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს
მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20 %-ს. ტელეშოპინგს, გარდა სპეციალიზებული
ტელეშოპინგის არხისა, ეთმობა უწყვეტად არა უმეტეს 15 წუთისა. ტელეშოპინგის საერთო
ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის
თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი“
კანონპროექტის მიღბის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ხორციელდება “მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონის ლიბერალიზაცია სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებით და
აღნიშნული კანონი შესაბამისობაში მოდის აუდიოვიზუალური მედია სერვისის 2010/13/EU
დირექტივასთან;
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
კანონპროექტის მიზანია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი ნორმების
კერძოდ კი მე-8 თავის ნორმების შესაბამისობაში მოყვანა აუდიოვიზუალური მედია სერვისის
2010/13/EU დირექტივასთან;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს
სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებულ რიგ შეზღუდვებს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის
მფლობელებისთვის. აღნიშნული საკითხები განსხვავებულად არის დარეგულირებული
აუდიოვიზუალური მედია სერვისის 2010/13/EU ევრო დირექტივით და შესაბამისად, ცვლილებების
განხორციელების შემთხვევაში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი ნორმები,
კერძოდ 64-ე მუხლი შესაბამისობაში მოვა ზემოაღნიშნულ ევრო დირექტივასთან, კერძოდ,
მაუწყებლებს შესაძლებლობა მიეცემათ სარეკლამო ჭრა გააკეთონ ახალი ამბების, საზოგადოებრივ
პოლიტიკურ, წინასაარჩევნო პროგრამებში ან დოკუმენტურ ფილმებში, რომელთა ხანგრძლივობაც
15 წუთზე მეტია, მაშინ, როდესაც დღეს მოქმედი რედაქციით დადგენილია 30 წუთიანი შეზღუდვა.
ამავე დროს 64-ე მუხლის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 45 წუთიანი შეზღუდვა მცირდება 30
წუთამდე, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ დღეს მოქმედი რედაქციით იკრძალება იმ მხატვრული
ფილმის ან ტელეფილმის ან ფილმის სერიის შეწყვეტა, რომლის ხანგრძლივობაცრაც 45 წუთზე
ნაკლებია, შემოთავაზებული ცვლილებით 45 წუთი იცვლება 30 წუთით და უკვე იკრძალება 30
წუთზე ნაკლები მხატვრული ფილმის, ან ტელეფილმის ან ფილმის სერიის შეწყვეტა.
კანონის 64-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემოთავაზებული ცვლილებით 45 წუთიანი შეზღუდვა
მცირდება 30 წუთამდე, რაც გულისხმობს, რომ თუ დღეს მოქმედი რედაქციით დადგენილია, რომ
პროგრამა, რომლის ხანგრძლივობაც 45 წუთზე მეტია შეიძლება შეწყდეს რეკლამით ან
ტელეშოფინგით არაუმეტეს 3-ჯერ, შემოთავაზებული რედაქციით უკვე შესაძლებელი იქნება
არაუმეტეს 3-ჯერ რეკლამით ან ტელეშოპინგით იმ პროგრამის შეწყვეტა, რომლის ხანგრძლივობაც
30 წუთზე მეტი იქნება.
64-ე მუხლის მე-8 პუნქტი შესაბამისობაში მოვა დირექტივის მე-20 მუხლთან რომელიც
ადგენს, რომ საბავშო გადაცემა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს 30 წუთში ერთხელ
ოღონდ იმ პირობით, რომ გადაცემის მთლიანი ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია. ამ შემთხვევაში,
შემოთავაზებული ცვლილებებით, საგანმანათლებო შემეცნებით, საბავშო ან რელიგიური პროგრამა,
რომლის ხანგრძლივობაც 30 წუთზე მეტია შესაძლებელია შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ.
64-ე მუხლის მე-10 პუნქტი შესაბამისობაში მოვა დირექტივის მე-20 მუხლთან რომელიც
ადგენს, რომ მხატვრული ფილმი, ან ტელეფილმი, ან ფილმის სერია რეკლამით ან ტელეშოპინგით
შეიძლება შეწყდეს 30 წუთში ერთხელ ოღონდ იმ პირობით, რომ მისი მთლიანი ხანგრძლივობა 30
წუთზე მეტია. ამ შემთხვევაში 45 წუთიანი შეზღუდვა მცირდება 30 წუთამდე, რაც იმას
გულისხმობს, რომ თუ დღეს მოქმედი რედაქციით შესაძლებელია მხოლოდ იმ მხატვრული ფილმის
ან ტელეფილმის ან ფილმის სერიიდ შეწყვეტა რეკლამით რომლის ხანგრძლივობაც 45 წუთზე
მეტია, შემოთავაზებული ცვლილებით შესაძლებელი გახდება უკვე იმ მხატვრული ფილმის, ან
ტელეფილმის, ან ფილმის სერიის შეწყვეტა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტი იქნება.
64-ე მუხლის მე-11 პუნქტი შესაბამისობაში მოვა დირექტივის 23-ე და 24-ე მუხლებთან,
კერძოდ, განისაზღვრება, რომ ტელე- ან რადიოარხზე, რეკლამის და ტელეშოპინგის მოცულობა არ
უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20% (დღეს მოქმედ რედაქციაში
დადგენილია, რომ რეკლამისა და ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა
აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 15%-ს)
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახეალმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა მდგომარეობას, რომლებზეც ვრცელდება
მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონრპექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებლებს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა არასახელმწიფო, საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორი: პარლამენტრის წევრები: გიორგი მელაძე, კახაბერ ანჯაფარიძე,
ანდრო ალავიძე
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტრის წევრები: გიორგი მელაძე, კახაბერ ანჯაფარიძე,
ანდრო ალავიძე