„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.03.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანდრო ალავიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/417/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-03-14
ბიუროს ნომერი 170

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJdnSCqnt JJdqtAC6CllU lllXdnU AJqJEUt0O0qtbJ 6n.1AJ0[XqI lil6lll, J,{nJtClll, aJ5bnCtil, i6nUCCIdil, qJEUCblll, ?tt'Ibill ojSo N 170 14 ar66o. 20ll Snqo Jtiogjgo ,,Lrbnq0$ogo ?6tSoqgXloL ?nL.:bnI" bo;lor6o36goL 3r5o5?o 63qognlgloto p'> q,>8sg6d6doL ?ngoSob o':od,:$g" bs jo16o3nqoL ,;;5o5oL Usj.:r6og6qoL js5o5?o g6qoq6d6dob ?ggoSob oocrlrtn" Rrd,aa*6oAo go&r8o,plr.t Ro CJoe,aoJ1t6o J.'Ro6oJot .1pAo$CiSo 29 3ci4$o - 1$t6oqo 5 - 8 $t6oqo &.Wl6oli LiArt n7pa anttoqo JaqAAAi ioAdaar prl,/r6 l,rrr4"4,,drq'a tsj.:r6or3nqoL J.:r4q.>3n5goL dolr4r'r .:p6n5L: ts j,:r6or36q,r'rL Jsr6q;365goL ;oSog6gndL; p.: L;Jor6qs3x5$c'r gr6.:i6ogd?o q;o$'XmL 5ert48,>golgo ojgob Jr6r'rnJgob 5s5boq3,: Lr jrr6or3nqol-r Jo<6q.:095$oL uro33yqr.r3s16n qr3oor brJt6.:dg
წერილი
lrJdJ60S0slt'll, JJ6se$C6O0l, 9C36t, lsjo6ogqoU Jl6qo8gSgob tro-r6go5ot13oro g)udrgoAgS$oU "gg6oli: joqSogo6 5o166 U3ooSoodgtr joqbugo5o 9o136, Uojor6o3XqoU 3r.,5Lgog1gooU 67 1 O1bqoU 3$o6o0otloq 6o6tu35oor ls3,>5-56q36qo oSogoo$o3oU $XUoo , 0r',0toq361q 3o5o5oU J6rlCCOtr,,tnbpaf,ryo Adtt'q,ilAob AdtW" lttl,x1p,frqr'* 4*oeU ORqAee*, p qoA,V7\frob W,t6oL orr.,nofu" lJoinorfrq,,lr nffie'' OR,ryeW fo1Sob anA,:fu". 6obo3o 0ot63or 8Cr$AoAoUo 3U3q3qo5o. q,:5o6oo gg663qtg; )ogo3oU6g3oo, t3ooq 313o3o e Jo6qo635goU $66o .ly 03 oU
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართელოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართელოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N 39, 2010 წლის 19 ივლისი, მუხლი 233) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: 1. პირველი მუხლის მე–15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. 2. მე–2 მუხლის მე–4 პუნქტი ამოღებულ იქნას. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართელოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის შემუშავების მიზეზია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს სატენდერო განცხადებისა და საკონკურსო განცხადების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტი მიზნად ისახავს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის, რომელიც ითვალისწინებს სატენდერო განცხადებისა და საკონკურსო განცხადების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას, ზოგიერთი დებულების ამოქმედების ვადების „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ასახვას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართელოს კანონიდან ამოღებულია დებულებები, რომლებიც ითვალისწინებს სატენდერო განცხადებისა და საკონკურსო განცხადების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას, რადგანაც, აღნიშნულ საკითხს ახლებურად არეგულირებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლის გამომდინარე კანონპროექტსაც წარმოადგენს ეს კანონპროექტი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე დამატებითი ხარჯების წარმოშობას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე ფინანსური შედეგების დადგომას იმ პირთათვის რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები – ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები – ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე.