„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.03.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანდრო ალავიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/418/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-03-14
ბიუროს ნომერი 170

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,ldJ6fl 30qnt JJdqJeJ60llU lllXdnU aJcJEUSJCIqilrl 6n60JCIXqI Jd0lll, JdnCdOlll, a)6bIq3nU JdnUfl CXdil, Cl6'UJbil, ?tl,tbCb rnjOo 14 as6go. 20ll $xqo N 170 bojr<6o3Xqot 3r5o5ob Jr6onjgo,,bobnqS$o3o ?6t5oq33doL tgbrbnl" to;lor6o3nqorL 3.:5r'r5?o g3qoqglnlol-rl qo qrSo$3l6doLr ?n$o5ot olnlrt6" qsrigt+fr6o3o x3oSo0o3oLs qs 33oSo0opt4o JoqoooJol, Jd,aoocoo 290st6$o-l$6oqo 5 - 8 .rJ6oRo L' noe,6$ato, tMRd 4b!./r,6' &,rlsPrdrPtu L.: jrr6or33qrot J;r6qr3X5$oL bo2r6o sp6n6b: L;jr<6or33qoL Js<6q.:335$oL ;o3o$n$3dL': qr LrJrr6qrSXS$r'r S6rjgon}?o p;o$;1r.rL 5r'rr63o$o2qo .:j$oL Jr6r'rXj$ol-r 6r5boq3'> troj.:<6or36qrnL J,>r4q.:0n56otr o)rAAXR(')S16C R,)8od, drd6rd0
წერილი
l,JdJ6UlSCRmU JJdoseJilCSO0L $C360 tsjo6o3gqoU J,:r6qo0g5goU t-roo65o5oto6oo qC,)dlOrACSOoU 3g6oUL joqdogo6 3o3dr U3ooSood$ joqb,>,go5r" 3og6, boj,:r6o3Xqr.,U 3osUgogggool.r 67-1 O1bqoU 33Uo6o3oLsq, 6ogt,:35oo l.s3o5o53q36go o6o9ro$o3ol.r $$nor aroAtoqblq 3o5o5otr J6oCJOU ,,tt':bXqAfogo AALWfrAob ACW" topfryXqab S*'tdat Ggxryele\dtt qo gragdAe$ W,ficl WXa". 5obo3o SoUg3or 0Xb6o3oUo 3U3q3qo6o. qoSo6oo gj663qtgi Jogo3ot-r633n-, t3ooq 3lgogo Jo6go035goU $gdro u5qr6o oqo3od3 Jo6go635goU $66o ')!-0LnrL
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატება: 1. 102 მუხლის: ა) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე, რის შედეგადაც საკონკურსო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის, შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურს სააგენტოს ანგარიშზე. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საკონკურსო განცხადება დამატებით უნდა გამოქვეყნდეს გაზეთ 24 საათში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. საკონკურსო განცხადების გაზეთ 24 საათში გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო.“; ბ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე, რის შედეგადაც საკონკურსო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის, შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურს სააგენტოს ანგარიშზე. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამოიყენოს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გავრცელების დამატებითი საშუალებები.“; გ) მე–2 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე–3 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „3. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისა და კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“. 2. 121 მუხლის: ა) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ელექტრონული ტენდერის და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულ სისტემის მეშვეობით სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურს სააგენტოს ანგარიშზე. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. სატენდერო განცხადება დამატებით უნდა გამოქვეყნდეს გაზეთ 24 საათში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. სატენდერო განცხადების გაზეთ 24 საათში გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო.“; ბ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ელექტრონული ტენდერის და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულ სისტემის მეშვეობით სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურს სააგენტოს ანგარიშზე. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამოიყენოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების დამატებითი საშუალებები. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30–ე დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის შემუშავების მიზეზია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობაში არსებული საკანონმდებლო რეგულაციების გადახედვა მათი გაიოლებისა და მეტი მოქნილობის კუთხით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტი მიზნად ისახავს შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის ტენდერთან და კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოქვეყნების პროცედურების გაიოლებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, სატენდერო და საკონკურსო განცხადებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს მოაწესრიგებს სააგენტო, რაც დღეის მდგომარეობით რამდენიმე ათას შემსყიდველ ორგანიზაციას უწევს, რაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან არ არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა. აღნიშნული მომსახურებისთვის დაწესდება საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის ერთგვაროვანი და მარტივი წესი დადგინდება სააგენტოს მიერ. აღნიშნული ცვლილებებით მნიშვნელოვნად გამარტივდება სატენდერო საკონკურსო განცხადებების გამოქვეყნების მექანიზმი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე დამატებითი ხარჯების წარმოშობას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება და კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე ფინანსური შედეგების დადგომას იმ პირთათვის რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები – ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები – ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე.