„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.06.2011
ავტორი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/330/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 99 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-20
ბიუროს ნომერი 190

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის მომზადება განპირობებულია იმით, რომ მოხდეს სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა არა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, არამედ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: მოქმედი კანონმდებლობით სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა ხდება საქართველოს ცენტრალურ ანგარიშზე. ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ხორციელდება სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს დაფინანსება. კანონპროექტის მიზანი კი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა არა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, არამედ უშუალოდ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, რითაც მოხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო მომსახურებასთან დაკავშირებული თანხების ერთ ანგარიშზე კონსოლიდაცია, რაც შესაბამისად გააადვილებს რეგისტრაციის მაძიებლებისთვის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ,,სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებული იქნა. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულია მოსაკრებელი რეგისტრაციისთვის, რომელსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კერძოდ: ა) პესტიციდების ახალი პრეპარატული სახის რეგისტრაცია – 600 ლარი; ბ) პესტიციდების ახალი პრეპარატული სახის რეგისტრაცია ექსპერტიზის საფუძველზე – 350 ლარი; გ) რეგისტრირებული პესტიციდების გამოყენების სფეროს გაფართოების მიზნით სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯგუფების რეგისტრაცია – 450 ლარი; დ) პესტიციდების შემოკლებული ვადით (დროებითი) რეგისტრაცია – 500 ლარი; ე) პესტიციდების ხელახალი რეგისტრაცია – 300 ლარი; ვ) აგროქიმიკატების რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია – 150 ლარი. ზ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 1000 ლარი; თ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 700 ლარი; ი) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაცია აღიარებითი რეჟიმით მისი პირველად შემოტანის დროს – 500 ლარი; კ) ვეტერინარული ტესტსისტემების დანიშნულების სადიაგნოსტიკო მიხედვით), (ნოზოლოგიების ალერგენების, საშუალებების: რეაგენტებისა და შრატების რეგისტრაცია – 400 ლარი; მათში შემავალი თითოეული პოზიციის რეგისტრაცია – დამატებით 10 ლარი; ლ) ვეტერინარული ტესტსისტემების დანიშნულების სადიაგნოსტიკო მიხედვით), (ნოზოლოგიების ალერგენების, საშუალებების რეაგენტებისა და შრატების ხელახალი რეგისტრაცია – 200 ლარი; მათში შემავალი თითოეული პოზიციის ხელახალი რეგისტრაცია – დამატებით 10 ლარი; მ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში II რიგის ცვლილებების რეგისტრაცია – 200 ლარი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის ნაწილზე. კერძოდ, მიღება მოახდენს სტატისტიკის გავლენას მიხედვით, ბიუჯეტის საშემოსავლო სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდით სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა 2008 წელს 45190 ლარი, 2009 წელს 123.058 ლარი, 2010 წელს ლარი. -111.930 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, შესაძლებელი გახდება სახელმწიფო შემცირება ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაფინანსების ნაწილში საშემოსავლო ნაწილის შემცირების პროპორციულად. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მიღება: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ადგენს რაიმე გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტი, რომლებმაც ან/და საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: კანონპროექტი შესათანხმებლად დაეგზავნა სამინისტროებს. დ.ბ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტი მომზადებულია სამინისტროს მიერ. დ.გ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. საქართველოს სოფლის მეურნეობის