„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე
ნომერი
#07-3/444/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-30
ბიუროს ნომერი 185

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
bJdJ6fliltqnL JJ6qJilil60flL bllldnI alqJ6'ttilonqilat 6nda)6[rqfl Jd0fl t, J6nild0[L aJ6bflq3[L JdnUilqI6il, qJFUilblll, ?ill,JbilI cnjao N 18s 30 aroLo. 20ll scqo lro jor6or3nqob ,;r5r'r5oL J<6o6j$o ,,lgbonqoo Uu3,>6oqndr6o3o 3q6o0.:r6no6oL tntr.:bXd" LrJrt+ro3Xqol.r 3o5o5?o g3qoq6doU ?ngrSolr or.>odr$n" J. ;XlqrE3ogo, B. o lro5,r63er 26oo36oxrdwr.r 3o0o$3$o 25.05.2011. 2l - 24 o3Solro 13 - 16 l,aJ$Caac6" ,i<,fi.\nir^,, nhpaL\$t n66npx"l' bxnttnrpa on Joa,oitddo, 4rotptu (Drru'6r brrq'a,Jdx',J Ls;1,:r6rn33qmL Jsr6qr335gotr 3o216r'r oq535L: L;jor6o3gqotr Jor6q.>365goL JcrAoOCOCltrr pr Lr.)rr6qo3;15$r'r 36rj6o3}?o qooo$5r.rb 5or+t8rgo2qo,>J$oL Jdrt'r3J$olr 5;5boq3r Ls;J;6rn3gqmL J.>r6qr365$ob ), - rnr;;Cryqolr3,r16oL .lo63nqo Srnop6oq;1 Y SobXoq 3.:];3;6o;5o
წერილი
LJdJ6fllSCRflll, JJd,RJAC600l, SC360 L,>j,>6or33qoL J.>r6qr016$ol-r,>J;16,>$otr [rsr.r66,:5o$s6oo pnJ.rt6$,>3n5$oL lgl.roLtr Jrqtrr$o6 1rn3r6 L3o;5,rod;lr j,>q};go5o nor16, lrs;Jsr6or3lq,oL,1r.rEl-rgog16ooL 6'l-A 3ltqoL oroSrbSsq $rt60o6oq615or l-r.:j.:6o66qoL Jsr6,q,)3166o1 $n3r66lotr JI11RJ ,118qs33oqoL, 6orrt6r josJoB3orlotr, '[3o;q ,j1.;s3sLs q.r ;5q6o .rq,.:3odolr 3o3t6 L.>;s5o53p1dq,rr o6ogosgo3oL $glroor 3r.r3t.',qXl1q L;;J.:6rn3gqoL ,;.>5ro5oL Jt6onJ$l-r: ,,16bonqrn.: lrs8.:drmqnlr6o3o flq6o3.rdr6oloL ?Xtrrhlt" Lr;lrt6mSXqrrlr 3s6o5?o 63qoq;doL or.: ?X$..l5oL orsrnds$;" 6obo3o, $neo.rq5o?51q ;16o5olr J6r'rfi$L 0oL6nor ?nLsb.:8obo SL3qXqt rls. ob pr6sr6oo: ,,' 'll:t6Gqrq ),>$o3oL660oor, J;6q6 ;33p,>t3oqo 6oottrs orrjorjo?3oqo $3osq,11,.1;3s q, lSprrro rp;3odn "&u ToLiy,A .O.O5_nL
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–11 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი, საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელების და მოქმედების შეწყვეტის წესით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის განცხადება-ანკეტას.“; ბ) მე–2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი: „21. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უფლებამოსილია გამოიკვლიოს ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები და მოითხოვოს ამ გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.“; 2. მე–19 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა ასევე შეიძლება გაიცეს პირზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან რომლისთვისაც ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობითი ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს მთავრობის წევრს.“; 3. 22–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ქვეპუნქტი: „12. სააგენტო უცხოელზე დროებითი ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს მთავრობის წევრის შესაბამისი წერილობით ინიციატივის საფუძველზე. ამ შემთხვევაში არ ხორციელდება ამ კანონის 23–ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გადამოწმება. დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტები და მათი წარმოდგენის წესი განისაზღვრება ამ კანონის მე–18 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“; 4. 25–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ქვეპუნქტი: „12. ამ კანონის 22–ე მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირზე გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედება და ამ პირის საქართველოში ყოფნის ვადა აგრეთვე შეწყდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.“; 5. 50–ე მუხლის 83 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3 „8 . საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს წარედგინება საქართველოში ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების წარდგენისათვის დადგენილი წესით. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა. საკითხის განხილვა/გადაწყვეტისას უცხოელთან კომუნიკაცია ხორციელდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის შესახებ საკითხის განხილვა/გადაწყვეტისას დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციისათვის დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს ვიზის მისაღებად შესავსები განცხადება–ანკეტის ფორმის ვიზის გამცემი უწყებების მიერ დამტკიცების შესაძლებლობის თაობაზე კონკრეტული ჩანაწერის არსებობის მიზანშეწონილობა, რაც გამორიცხავს განცხადება–ანკეტის დამტკიცების უფლებამოსილების თაობაზე კანონმდებლობის ნორმების განსხვავებულად განმარტების შესაძლებლობას. კანონპროექტის შემუშავების მიზეზს ასევე წარმოადგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ორდინალური ვიზის გაცემის დროს კანონის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტების ან ამ გარემოებების თაობაზე ინფორმაციის ფლობის საჭიროების არარსებობა, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ორდინალურ ვიზებს გასცემს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელებზე. შესაბამისად, არ არსებობს სააგენტოს მიერ კანონის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გადამოწმების აუცილებლობა. კანონპროექტის შემუშავების მიზეზი ასევე არის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ, განმცხადებლის სურვილით საქმისწარმოების შეწყვეტისა და გადავადების საკითხის განხილვა/გადაწყვეტისას უცხოელთან კომუნიკაციის განხორციელების თაობაზე რეგულაციის არარსებობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ნათლად განისაზღვროს საქართველოს ვიზის გამცემი ორგანოების უფლებამოსილება თავად დაამტკიცონ საქართველოს ვიზის მისაღებად შესავსები განცხადება–ანკეტის ფორმა. კანონპროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს კანონის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტების ან ამ გარემოებების თაობაზე ინფორმაციის ვალდებულების გაუქმება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელებზე ორდინალური ვიზის გაცემის საკითხის გადაწყვეტისას. კანონპროექტით ასევე რეგულირდება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ, განმცხადებლის სურვილით საქმისწარმოების შეწყვეტისა და გადავადების საკითხის განხილვა/გადაწყვეტისას უცხოელთან კომუნიკაციის განხორციელების საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ნათლად განისაზღვრება, რომ საქართველოს ვიზის მისაღებად შესავსები განცხადება–ანკეტის ფორმებს დაამტკიცებს ვიზის გამცემ ორგანოებად განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები, კერძოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. შესაბამისად, უცხოელი ვალდებული იქნება შეავსოს განცხადება–ანკეტის ის ფორმა, რომელიც დამტკიცებულია მისთვის ვიზის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტების ან ამ გარემოებების თაობაზე ინფორმაციის ფლობის ვალდებულების გაუქმებას სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიმართ. თუმცა სააგენტო უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ შემთხვევებში, შესაბამისი საჭიროების არსებობისას მოითხოვოს კანონის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა ან თავად მოიძიოს ამ გარემოებების დამადასტურებელი ინფორმაცია. კანონპროექტით დგინდება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ, განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესაძლებლობა. პროექტით ასევე განისაზღვრება, საქართელოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ საკითხის განხილვა/გადაწყვეტისას უცხოელთან კომუნიკაცია განხორციელდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის შესახებ საკითხის განხილვა/გადაწყვეტისას დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციისათვის დადგენილი წესით. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს დროებით ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლებისათვის ახალი საფუძვლის დამატებას, რომელიც მდგომარეობს საქართველოს მთავრობის წევრის ინიციატივით უცხოელისათის დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემაში. დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის წევრის ინიციატივის შმთხვევაში არ მოხდება კანონის 23–ე მუხლით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გადამოწმება. ამასტან, ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტები და მათი წარმოდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება პროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის კონსულტაციები მომზადების პროცესში მიღებული დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები – პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები – პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე.