„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში" ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.09.2011
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/338/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-12
ბიუროს ნომერი 197

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
proeqti საქართველოს კანონი `საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (თბილისი, 2009 წლის 18 დეკემბერი. N 2440 – IIს) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: კოდექსის 48–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვებისა სააგენტო ყოველი თვის დასრულებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მდგომარეობის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ‘ მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე `საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე~ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზეზია „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავება. აღნიშნული კანონის პროექტი ითვალისწინებს ინსტიტუციურ რეფორმას, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 48–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნაში. ბ) კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო პროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე პროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე პროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება პროექტი არ გამოიწვევს დამატებით ფინანსურ შედეგებს პროექტში მოცემულ ადმინისტრაციულ გადაცდომების სუბიექტთათვის. ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) პროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს. გ.ა) კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კოდექსის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ ხელშეკრულებებთან კოდექსის პროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში პროექტი წარდგენილი იყო შვედეთის კონკურენციის სააგენტოს ექსპერტებისათვის, რომელთა მხრიდანაც აღნიშნული პროექტი დადებითად შეფასდა. დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ პროექტი შეთანხმებულია დაინტერესებულ უწყებებთან. დ.გ) კანონის პროექტის ავტორი პროექტის ავტორია საქართველოს მთავრობა. დ.დ) კანონის პროექტის ინიციატორი პროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.