„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.09.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ ცქიტიშვილი, ზვიად კუკავა და დავით ნადაშვილი.
ნომერი
#07-3/476/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-12
ბიუროს ნომერი 197

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJ6fltilqnL Ji6qIAJ60nU AII6nU aJqtFUSil0nqilbi 6n6aJ0llIqI iilolll, J.4nild6llL aJGbIqtfl L J'(nUilqI6[], qtrFSJllll, ?illrJbtb 12 txjgxals6o. 20ll $3q" r'{0o N 197 Lojr16o3nqrrL 3o6o5ob J<4oXj$o ,,qu$o16onloL, otodr$2qo qo l-rbgl a,'rA6ganrSn ors.ltob6dot 3r'r$SerloU ?6Uobnl" L.>jo16orggqob 3oStT5?o g3qoqnloL ?n$o6oL oonlrt6" qrfuo8t6o3o 6o5o0o3olo qo 3er5c€o32Cro Jf Ro6oJol, Jo&6ci5o 04 - 06 oj$o0lXt'xr Tbaa6.LLoa',trt ..ot1"<'" 11 - 13 ,, j$r'acdlo )pt6J,'tt! LLpaArU tsgoS$lrer L$oXlX$o 3m0o$X$o L,>;1.:<6or3nqoL Jor4q.:3n5$ob Bolr6 r'r sq665L' Lrjs6or3XqoL Jrr6q.>335$oL,jm3o$3$1dL; R') LrJr6RraSS$r'r 3r6;J3o3}?o poo$5r.rb 5r'rr63.:$o2qo ,>J$ot Jt6rT nJ$ob 6r5toq3s U,: jr16rn33qmL Js6q1335$oL g)r33KR(')Ar60
წერილი
l,JdJ6Ul8CR0L )J6RJAC500l, S03d,0 U.:ju6or6qrob Jo6qo335got-r [tr',66r5otogoqgJo6goOXGg"U 1gr6r.,Ub oqbogoS 3org6 U3ooEuod5t-r joq6o$co5o gorSdr, t-rojo6or33qoU 3r'rSUgogpgooU 67-X 81bqoU tsgtrobo8oUoq, 5"gto35oo Uojo6o6q-U Jo6qo335goU VCA{6C5oIJ 0"b6oq gjogots3oqoU, t3"oq qr qr3o<r, SoqoB3oqot-r 0"g16 bo3o5o50qX6qcn o5o6oo$o3oU $3Uoor 3rn0toq36gq 3o5o5oU Jr6e,3jgt:: ',q,p.xfofiol, lb,xl1gqo qo WAo o,o4o&rAeAol Aofff Aoll AdtW" lt:io6oryXqol: 313caot-ro 0o06Xloo6o Sodco5&t OSq.qF"t 0X6,6olt otoot6ot2". 6obo3o 3ot.133o 33U06.:0ob" 6U3q6qrodo. Jogo3otr633oor, Jo6qo335goU $gdrg6o: 3ob6oq 6jogo83oqo t3ooq 3p3o3o ( qo3oo 5.:qoB3oqo /
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი . საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული პირი. ტენდერში გამარჯვებულად განისაზღვრება ის პირი, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად გადაიხდის ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას, მაგრამ არანაკლებ რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 10 პროცენტისა, რომელიც მთლიანად ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“; ბ) მესამე და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზიის მფლობელი კომპანიის უფლებებსა და ვალდებულებებს. მათ შორის კანონით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა მიიმართოს რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 20 პროცენტისა. გასული პერიოდის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო გახდა ლატარეის ორგანიზატორი კომპანიის მფლობელი, შესაბამისად სახელმწიფოს მიერ მიღებული შემოსავალი აისახება კომპანიის მიერ გადასახდელ დივიდენდებში. აქედან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი გადასახდელის შემცირება 10 პროცენტამდე. აღნიშნული გააუმჯობესებს ორგანიზატორი კომპანიის ფინანსურ ლიკვიდურობას და ხელს შეუწყობს ლატარიის ორგანიზებიდან მისაღები შემოსავლების ზრდას. ამასთანავე, არსებული კანონით შეზღუდულია ლატარეის ორგანიზებაზე მესამე პირზე უფლებების დელეგირება, რაც ზღუდავს ლატარეის ორგანიზატორის საქმიანობის არეალს, ამცირებს შესაძლო მოგებას და ხელს უშლის სხვა კომპანიების მიერ პრომო-აქციების ორგანიზებას. აქედან გამომდინარე წარმოდგენილი კანონპროექტი აუქმებს შესაბამის მუხლებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზიის მფლობელი კომპანიის უფლებებსა და ვალდებულებებს. მათ შორის კანონით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა მიიმართოს რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 20 პროცენტისა. გასული პერიოდის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო გახდა ლატარეის ორგანიზატორი კომპანიის მფლობელი, შესაბამისად სახელმწიფოს მიერ მიღებული შემოსავალი აისახება კომპანიის მიერ გადასახდელ დივიდენდებში. აქედან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი გადასახდელის შემცირება 10 პროცენტამდე. აღნიშნული გააუმჯობესებს ორგანიზატორი კომპანიის ფინანსურ ლიკვიდურობას და ხელს შეუწყობს ლატარიის ორგანიზებიდან მისაღები შემოსავლების ზრდას. ამასთანავე, არსებული კანონით შეზღუდულია ლატარეის ორგანიზებაზე მესამე პირზე უფლებების დელეგირება, რაც ზღუდავს ლატარეის ორგანიზატორის საქმიანობის არეალს, ამცირებს შესაძლო მოგებას და ხელს უშლის სხვა კომპანიების მიერ პრომო-აქციების ორგანიზებას. აქედან გამომდინარე წარმოდგენილი კანონპროექტი აუქმებს შესაბამის მუხლებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზიის მფლობელი კომპანიის უფლებებსა და ვალდებულებებს. მათ შორის კანონით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა მიიმართოს რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 20 პროცენტისა. გასული პერიოდის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო გახდა ლატარეის ორგანიზატორი კომპანიის მფლობელი, შესაბამისად სახელმწიფოს მიერ მიღებული შემოსავალი აისახება კომპანიის მიერ გადასახდელ დივიდენდებში. აქედან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი გადასახდელის შემცირება 10 პროცენტამდე. აღნიშნული გააუმჯობესებს ორგანიზატორი კომპანიის ფინანსურ ლიკვიდურობას და ხელს შეუწყობს ლატარიის ორგანიზებიდან მისაღები შემოსავლების ზრდას. ამასთანავე, არსებული კანონით შეზღუდულია ლატარეის ორგანიზებაზე მესამე პირზე უფლებების დელეგირება, რაც ზღუდავს ლატარეის ორგანიზატორის საქმიანობის არეალს, ამცირებს შესაძლო მოგებას და ხელს უშლის სხვა კომპანიების მიერ პრომო-აქციების ორგანიზებას. აქედან გამომდინარე წარმოდგენილი კანონპროექტი აუქმებს შესაბამის მუხლებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან გასული პერიოდის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო გახდა ლატარეის ორგანიზატორი კომპანიის მფლობელი, შესაბამისად სახელმწიფოს მიერ მიღებული შემოსავალი აისახება კომპანიის მიერ გადასახდელ დივიდენდებში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ ცქიტიშვილი, ზვიად კუკავა და დავით ნადაშვილი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ ცქიტიშვილი, ზვიად კუკავა და დავით ნადაშვილი.