„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.10.2014
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი
ნომერი
#07-3/372/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 11
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ალტერნატიული წინადადება
✓ 2 ✗ 65
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი საკანონმდებლო 1. საქართველოს მაცნე პარლამენტის (www.matsne.gov.ge), რეგლამენტის 03.07.2012, (საქართველოს სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) 267-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პარლამენტი შესაბამისი კომიტეტის დასკვნის საპარლამენტო განხილვის შემდეგ დადგენილებით ამტკიცებს სამხედრო ძალთა რაოდენობას. დადგენილება მიიღება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.“ ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქ. ქუთაისი --/--/----
განმარტებითი ბარათი
პროექტი განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცების წესის განსაზღვრა 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედებული საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზანია საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცება კანონის ნაცვლად განხორციელდეს პარლამენტის დადგენილებით. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 267-ე მუხლის მიხედვით საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობას ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს კანონით. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რომელიც ამოქმედდა 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან, საქართველოს პრეზიდენტს აღარ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს ვეღარ წარუდგენს საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ კანონპროექტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტით, ცვლილება შედის რეგლამენტის 267-ე მუხლის მე-2 პუნქტში, აგრეთვე ხდება 267-ე მუხლის მე-4 პუნქტის ამოღება. წარმოდგენილი ცვლილებით, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით კანონის ნაცვლად დადგენილებით დაამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობას. დადგენილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ახდენს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების დაკისრებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება: რეგლამენტის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის შემოღებას. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხევევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეგლამენტის (დაწესებულების) პროექტის ან/და ექსპერტის შემუშავებაში შეფასება მონაწილე ორგანიზაციის კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: რეგლამენტის პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: რეგლამენტის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი პროექტით შედის ცვლილება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ მუხლი 267 1. ეროვნული უშიშროების საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამხედრო ძალთა რაოდენობას. საკითხი განსახილველად გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც არა უგვიანეს 10 დღისა პარლამენტს წარუდგენს მოტივირებულ დასკვნას. 2. პარლამენტი შესაბამისი კომიტეტის დასკვნის საპარლამენტო განხილვის შემდეგ, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს სამხედრო ძალთა რაოდენობას. 3. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს სამხედრო ძალთა რაოდენობას, დადგენილებით შეიძლება შეიქმნას შემთანხმებელი კომისია, რომელიც არა უგვიანეს 10 დღისა წარადგენს გადაწყვეტილების საბოლოო ვარიანტს, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი. 4. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით, ამ რეგლამენტის 157-ე მუხლით დადგენილი წესით.