„საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესის განსაზღვრის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის
ოფიციალური შესრულების წესის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მე-2 მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1801 მე-4 პუნქტის
შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება სადღესასწაულო ცერემონიებისა
და სახელმწიფო ორგანოების მიერ გამართული შემდეგი ღონისძიებების დროს:
ა) საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისას;
ბ) საქართველოს ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ;
გ) საქართველოს პარლამენტის სესიის გახსნისას და დახურვისას;
დ) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისა და
პარლამენტის წევრთა მიერ ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის არჩევისას; საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის
გამოცხადების
შემდეგ,
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარის
თანამდებობაზე
დანიშვნისას;
ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების გადაცემისას;
ვ) ძეგლების საზეიმო გახსნისას;
ზ)
საქართველოს
სახელმწიფო
დღესასწაულებისადმი
მიძღვნილ
საზეიმო
ღონისძიებათა გახსნისას ან/და დახურვისას;
თ) საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დაწყებისა და
დამთავრებისას.
2. საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურთა, მთავრობებისა და საერთაშორისო
ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და სხვა ოფიციალურ პირთა დახვედრისა და
გაცილების დროს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი (ჩანაწერი ან ცოცხალი შესრულება)
სრულდება სასულე ორკესტრის მიერ სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო თუ საერთაშორისო
ორგანიზაციის ჰიმნის შემდეგ.
3. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საგუნდო ან საორკესტრო ვარიანტის
შესრულება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის
რადიოს პირველი არხით
ხდება ყოველდღე, დილის მაუწყებლობის დაწყებამდე.
4. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება საქართველოს სამხედრო ძალების
ქვედანაყოფებში (გემებზე) რეგლამენტირებულია საქართველოს სამხედრო ძალების
წესდებით.
5. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის სავალდებულო გამოყენების სხვა შემთხვევებს
ადგენს საქართველოს პარლამენტი.
6. საქართველოს ფარგლებს გარეთ ოფიციალურ ღონისძიებათა გამართვის დროს
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საორკესტრო ვარიანტი სრულდება საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და მასპინძელი ქვეყნის
ტრადიციების გათვალისწინებით.
7.
საქართველოს
სახელმწიფო
ჰიმნის
საორკესტრო
ვარიანტი
სრულდება
ოფიციალური სპორტული შეჯიბრებების დროს სპორტულ ორგანიზაციებში არსებული
პრაქტიკის გათვალისწინებით.
8. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს სავალდებულოა ფეხზე
ადგომა.
9. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებას თან
ახლავს საქართველოს დროშის აღმართვა, დამსწრენი უნდა შეტრიალდნენ პირით
დროშისაკენ.
10. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილი
განმარტებითი ბარათი
პროექტი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესის
განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
დადგენილების პროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე-2 მუხლში განხორციელებული ცვლილება.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მიზანი:
დადგენილების პროექტის მიღების მიზანია „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე-2 მუხლში განხორციელებული ცვლილების
თანახმად
საქართველოს
პარლამენტის
შესაბამისი
დადგენილებით
საქართველოს
სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესის განსაზღვრა.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
დადგენილების
ცერემონიებისა
და
პროექტის
თანახმად
სახელმწიფო
ორგანოების
განისაზღვრება
მიერ
იმ
გამართული
სადღესასწაულო
ღონისძიებების
ჩამონათვალი, რომლის დროსაც ხდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური
შესრულება.
ასევე
დგინდება
სხვა
შემთხვევები,
როდესაც
უნდა
შესრულდეს
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დადგენილების პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების პროექტის მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
დადგენილების პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
დადგენილების პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე)
დადგენილების
პროექტის
მოსალოდნელი
ფინანსური
შედეგები
იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება:
დადგენილების პროექტი არ არეგულირებს ფინანსურ საკითხებს.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
აღნიშნული პროექტი არ აწესებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობას.
გ)დადგენილების
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან.
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
დადგენილების პროექტის
მიმართება საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
დადგენილების
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის
შემუშავებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ)
დადგენილების
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არესებობს
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
დადგენილების პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი
კახიანი.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
დადგენილების პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი კახიანი.