„საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული
ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 1801 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო დროშის ზუსტი გამოსახულება და
სტანდარტული ზომები ამ დადგენილების N1 და N2 დანართების შესაბამისად.
2. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზომების შეცვლა შესაძლებელია ამ
დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით.
3. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებისა და
ფერების ცვლილება.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილი
განმარტებითი ბარათი
პროექტი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი
გამოსახულების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
დადგენილების პროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს სახელმწიფო
დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე‐2 მუხლის მე‐2 პუნქტში
განხორციელებული ცვლილება.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მიზანი:
დადგენილების პროექტის მიღების მიზანია „საქართველოს სახელმწიფო
დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე‐2 მუხლის მე‐2 პუნქტში
განხორციელებული ცვლილების თანახმად საქართველოს პარლამენტის შესაბამისი
დადგენილებით საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და
ზუსტი გამოსახულების განსაზღვრა.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად
საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის
ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული
სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური
მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის ბოლნურკაცხური ჯვარი. დადგენილების პროექტის თანახმად განისაზღვრება საქართველოს
სახელმწიფო დროშის ზუსტი გამოსახულება და სტანდარტული ზომები. სახელმწიფო
დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების საკითხი რეგულირდება
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 იანვრის N 31 ბრძანებულებით, თუმცა
„საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე‐2
მუხლის მე‐2 პუნქტში
საკითხი
უნდა
საქართველოს
განხორციელებული ცვლილების თანახმად აღნიშნული
დარეგულირდეს
პრეზიდენტის
საქართველოს
პარლამენტის
ზემოთაღნიშნული
დადგენილებით.
ბრძანებულების
დანართით
განსაზღვრულია საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და
პროპორციები.
თუმცა,
საქართველოს
პარლამენტთან
არსებული
ჰერალდიკის
სახელმწიფო საბჭოსთან გამართული კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ
აღნიშნულ ნახაზში არის უმნიშვნელო ცდომილება, კერძოდ ნახაზი არ შეესაბამება
ამავე ბრძანებულების დანართში არსებული საქართველოს სახელმწიფო დროშის
ზუსტ
გამოსახულებას.
შესაბამისად,
ჰერალდიკის
სახელმწიფო
საბჭოს
მიერ
შემუშავდა და წარმოდგენილი იქნა ახალი ნახაზი, რომელიც დაერთო დადგენილების
პროექტს. დანართში ასევე მიეთითა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერების
(წითელი და თეთრი ფერი) კოდური აღნიშვნა.
დადგენილების პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო დროშის
გამოსახულებისა და ფერების ცვლილების აკრძალვას, და ადგენს, რომ საქართველოს
სახელმწიფო
დროშის
ზომების
შეცვლა
შესაძლებელია
ამავე
დადგენილებით
განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
დადგენილების
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყარო:
დადგენილების პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების პროექტის მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
დადგენილების პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
დადგენილების პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება:
დადგენილების პროექტი არ არეგულირებს ფინანსურ საკითხებს.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილების პროექტი არ აწესებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობას.
გ)დადგენილების
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან.
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
დადგენილების
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ)
დადგენილების
პროექტის
მომზადების
პროცესში
მიღებული
კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
პროექტის შემუშავებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში გათვალისწინებული იქნა
საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ
გაწეული კონსულტაციები.
დ.ბ)
დადგენილების
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არესებობს
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
დადგენილების პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი
კახიანი.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
დადგენილების პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი კახიანი.