„საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალის შენახვის ადგილის დადგენის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალის შენახვის
ადგილის დადგენის შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1801
მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1.
საქართველოს
სახელმწიფო
გერბის
ორიგინალის
შენახვის
ადგილად
განისაზღვროს, საქართველოს პრეზიდენტის ქ. თბილისის რეზიდენცია.
2. საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალი ინახება მისთვის გამოყოფილ
საგანგებო ადგილას, საპატიო დაცვის თანხლებით და უზრუნველყოფილია ისეთი
პირობებით, რომლიც გამორიცხავს მის რაიმე სახის დაზიანებას.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილი
განმარტებითი ბარათი
პროექტი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალის შენახვის ადგილის
დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
დადგენილების პროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს სახელმწიფო გერბის
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონის
პირველი
მუხლის
მე‐2
პუნქტში
განხორციელებული ცვლილება.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მიზანი:
დადგენილების პროექტის მიღების მიზანია „საქართველოს სახელმწიფო გერბის
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონის
პირველი
მუხლის
მე‐2
პუნქტში
განხორციელებული ცვლილების თანახმად საქართველოს პარლამენტის შესაბამისი
დადგენილებით საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალის შენახვის ადგილის
დადგენა.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
დადგენილების პროექტის თანახმად საქართველოს სახელმწიფო გერბის შენახვის
ადგილად განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის ქ. თბილისის რეზიდენცია. ასევე
დადგინდა, რომ საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალი უნდა ინახებოდეს
მისთვის
გამოყოფილ
საგანგებო
ადგილას,
საპატიო
დაცვის
თანხლებით
და
უზრუნველყოფილი იყოს ისეთი პირობებით, რომელიც გამორიცხავს მის რაიმე სახით
დაზიანებას.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
დადგენილების
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყარო:
დადგენილების პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების პროექტის მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
დადგენილების პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
დადგენილების პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე)
დადგენილების
პროექტის
მოსალოდნელი
ფინანსური
შედეგები
იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება:
დადგენილების პროექტი არ არეგულირებს ფინანსურ საკითხებს.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილების პროექტი არ აწესებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობას.
გ)დადგენილების
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან.
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
დადგენილების
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ)
დადგენილების
პროექტის
მომზადების
პროცესში
მიღებული
კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის
შემუშავებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არესებობს
დ.ბ)
დადგენილების
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არესებობს
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
დადგენილების პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი
კახიანი.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
დადგენილების პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი კახიანი.