„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.10.2014
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი
ნომერი
#07-3/377/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე – 9 მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1802 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ ორგანული კანონის მე -3 მუხლის პურველ პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად სახელმწფოს გერბი სრული სახით ფერებში თავსდება: ა) საქართვერლოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შენობის ფასადზე; ბ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომათა დარბაზში; გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამუშაო კაბინეტში. 2. საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ბეჭდებზე. 3. საქართელოს სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბლანკებზე; 4. საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკური დაშტრიხვით გამოისახება: გერბი ფერთა და მეტალთა შესაბამისი ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ოქმებსა და ოქმის ამონაწერებზე; ბ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშრების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბრძანებებზე; გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ბლანკებზე. 5. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მეორე პუქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში თავსდება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის შემდეგი თანამდებობის პირთა სამუშაო კაბინეტებში: ა) ეროვნული უშიშრების საბჭოს მდივნის მოადგილე; ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი
განმარტებითი ბარათი
პროექტი განმარტებითი ბარათი „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ“ დადგენილების პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: დადგენილების პროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე‐9 მუხლში განხორციელებული ცვლილება. ა.ბ) დადგენილების პროექტის მიზანი: დადგენილების პროექტის მიღების მიზანია „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე‐9 მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი დადგენილებით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის დადგენა. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: დადგენილების პროექტით განისაზაღვრება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შენობის ფასადზე, სხდომათა დარბაზში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის კაბინეტსა და მის ბლანკებზე საქართველოს სახელმწიფო გერბის სრული სახით გამოყენების შემთხვევები. საქართველოს სახელმწიფო გერბი ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვით გამოისახება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ოქმებზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბრძანებებსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ბლანკებზე. დადგენილების პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მცირე სახემწიფო გერბის განთავსდებას ეროვნული უშიშრების საბჭოს მდივნის მოადგილისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სამუშაო კაბინეტებში. სახელმწიფო გერბის გამოყენების აღნიშნული წესი რეგულირდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, თუმცა „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე‐9 მუხლში განხორციელებული ცვლილებით დადგინდა, რომ სახელმწიფო გერბის გამოყენების სხვა შემთხვევების განსაზღვრა უნდა მოხდეს ამავე კანონით ან/და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. შესაბამისად აღნიშნული საკითხის რეგულაცია, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტისა ხდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დადგენილების პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: დადგენილების პროექტის მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: დადგენილების პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: დადგენილების პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: დადგენილების პროექტი არ არეგულირებს ფინანსურ საკითხებს. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: დადგენილების პროექტი არ აწესებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას. გ)დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არესებობს დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არესებობს ე) დადგენილების პროექტის ავტორი: დადგენილების პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: დადგენილების პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი.