„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.10.2014
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე
ნომერი
#07-3/380/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 65 ✗ 31
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 96 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.017492) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. „2. საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც განისაზღვრება უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოთა მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარული მიყურადებისას და ჩაწერისას, ინფორმაციის მოხსნისას და ფიქსაციისას სუბიექტთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების პროგრამულად, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვას და აღრიცხული მონაცემების დაცვას, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი. 3. 2015 წლის 1 აპრილამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ‐ ტექნიკურ დეპარტამენტს უფლება აქვს: ა) ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების, აგრეთვე კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობების განთავსებისა და მონტაჟის შესაძლებლობა. აღნიშნული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით; ბ) ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ახორციელებდეს კავშირგაბმულობის არხში არსებული, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე‐8 მუხლის მე‐3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების კოპირებას. ამ შემთხვევაში კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი „ელექტრონული ცვლილებების შეტანის კომუნიკაციების თაობაზე შესახებ“ საქართველოს საქართველოს კანონის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.017492) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად - საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 ნომბრამდე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც განისაზღვრება უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოთა მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარული მიყურადებისას და ჩაწერისას, ინფორმაციის მოხსნისას და ფიქსაციისას სუბიექტთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების პროგრამულად, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვას და აღრიცხული მონაცემების დაცვას, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად - 2014 წლის 1 ნომბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ‐ტექნიკურ დეპარტამენტს უფლება აქვს: ა) ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების, აგრეთვე კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობების განთავსებისა და მონტაჟის შესაძლებლობა. აღნიშნული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით უფლებამოსილი სახელმწიფო 1 ორგანოები კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით; ბ) ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ახორციელებდეს კავშირგაბმულობის არხში არსებული, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე‐8 მუხლის მე‐3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების კოპირებას. ამ შემთხვევაში კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის აგვისტოში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი პარლამენტის წარმომადგენლების, წარმომადგენლებისა წევრების, სახალხო და შესაბამისი სამთავრობო დამცველის, არასამთავრობო სექტორის საკანონმდებლო წინადადების მოცემულ საკითხზე სტრუქტურების ავტორთა შემადგენლობით. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩართული იყვნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მომუშავე, აღიარებული ერვოპელი ექსპერტები, ბატონები: ჯოზეფ კანატაჩი და გრეჰემ სატონი (ევროპის საბჭოს ექსპერტები), დოქტორი ჰანს იორგ ალბრეხტი (მაქს პლანკის სისხლის სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი). 2014 წლის აგვისტოში, ევროპელ ექსპერტებს მიეწოდათ ზემოხსენებული საკანონმდებლო ინიციატივის ჩამოყალიბებისათვის საჭირო საკითხები, რათა მათთან დაკავშირებით შეემუშავებინათ და მოეწოდებინათ თავიანთი პოზიციები. 2014 წლის 24-25 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების დამუშავების მიზნით თბილისში ჩატარდა ღია კონფერენცია ზემოხსენებული სამუშაო ჯგუფის, ევროპელი ექსპერტების, (ბატონები: ჯოზეფ კანატაჩი და გრეჰემ სატონი), ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის - ქალბატონ კატერინა ბოლონეზეს, ასევე მოცემული საკითხით დაინტერესებული სხვა ორგანიზაციების, უწყებებისა და პირების მონაწილეობით. 2 დასამუშავებელ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები სამუშაო ჯგუფს, წერილობითი ფორმით, გერმანულ ენაზე, მოაწოდა დოქტორმა ჰანს იორგ ალბრეხტმა, რომელიც ამჟამად ითარგმნება ქართულად. 2014 წლის აგვისტოში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წერილობით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან მოეპოვებინათ და სამუშაო ჯგუფისათვის მიეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, ახდენდნენ თუ არა კომპანიები მათ მიერ განხორციელებული კომუნიკაციის მაინდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვას, დადებით შემთხვევაში - რა სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციას ინახავდნენ კომპანიები; შეეძლოთ თუ არა მათ მოეხდინათ კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ყველა იმ სახის ინფორმაციის შენახვა, რომელიც გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით; რა სახის დამატებით ტექნიკური აღჭურვილობა და ფინანსური რესურსები იყო საჭირო კომპანიებისათვის რათა მათ შესძლებოდათ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის ორი წლის ვადით შენახვა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პერიოდულად შემოდიოდა ელექტრონული კომუნიკაციის სხვადასხვა კომპანიებიდან მოპოვებული შესაბამისი ინფორმაციები, რომლებიც დასმულ საკითხებთან დაკავშირებით არ იძლევა ერთგვაროვან სურათს. ამგვარად, სამუშაო ჯგუფის მიერ დღემდე განხორციელებული საქმიანობა ობიექტურად ვერ გახდა საკმარისი ინიციატივის ჩამოყალიბებისათვის, მოცემულ მოპოვებული საკითხებზე საკანონმდებლო ინფორმაციები საჭიროებს დამატებით დამუშავებას და ანალიზს. აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც - როგორც ცნობილია, ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით გააუქმა მონაცემების შენახვის შესახებ ერვოპის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 15 მარტის N2006/24/EC დირექტივა; შესაბამისად, ერვოპის საბჭო, ევროპის კომისია და ევროპის პარლამენტი მიზნად ისახავენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი მარეგულირებელი წესების პროექტზე მუშაობის დასრულებას 2014 წლის ბოლოსათვის; ამ მიზნით, 2014 წლის 9 დეკემბერს ქ. ბრიუსელში ორგანიზაცია Management Centre Europe”-ში (MCE) ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია 3 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შეთანხმებულ ევროპულ საკანონმდებლო ბაზასთან დაკავშირებით. ამგვარად საკანონმდებლო მიზანშეწონილია, ინციატივის სამუშაო ჩამოყალიბებისას ჯგუფის მიერ გათვალისწინებული მოცემული იქნას ის პრინციპები და სტანდარტები, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, მათ შენახვასთან და დამუშავებასთან დაკავშირებით შემუშავებული იქნება ევროპის საბჭოს, ევროპის კომისიისა და ევროპის პარლამენტის მიერ. ყოველივე ზემოთქმული განაპირობებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გახანგრძლივებას იმ პერიოდით, რაც შესაძლებელს გახდის მოცემულ საკითხზე სრულყოფილად დამუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას. კერძოდ, აღნიშნულ ნორმებში მითითებული ვადები - „...2014 წლის 1 ნოემბრამდე“ შესაბამისად შეიცვალოს ვადებით „...2015 წლის 1 აპრილამდე“. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გახანგრძლივება იმ პერიოდით, რაც შესაძლებელს გახდის ამ ნორმებით გათვალისწინებულ საკითხებზე სრულყოფილად დამუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით შემოთავაზებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გახანგრძლივება იმ პერიოდით, რაც შესაძლებელს გახდის ამ ნორმებით გათვალისწინებულ საკითხებზე სრულყოფილად დამუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას. კერძოდ, აღნიშნულ ნორმებში მითითებული ვადები 4 „...2014 წლის 1 ნოემბრამდე“ შესაბამისად შეიცვალოს ვადებით „...2015 წლის 1 აპრილამდე“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისიწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება ფინანსური შედეგების წარმოშობას იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან 5 გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა შავგულიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა შავგულიძე 6
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ ნორმების მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილებები მუხლი 2 1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდეა მოპოვებული, შეინახება ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში. 2. საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც განისაზღვრება უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოთა მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით, განხორციელებული ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კომუნიკაციის ინფორმაციის კომპანიის მოპოვების მეშვეობით წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარული მიყურადებისას და ჩაწერისას, ინფორმაციის მოხსნისას და ფიქსაციისას სუბიექტთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების პროგრამულად, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვას და აღრიცხული მონაცემების დაცვას, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი. 3. 2014 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ‐ ტექნიკურ დეპარტამენტს უფლება აქვს: ა) ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების, აგრეთვე კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობების განთავსებისა და მონტაჟის შესაძლებლობა. აღნიშნული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით; ბ) ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ახორციელებდეს კავშირგაბმულობის არხში არსებული, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე‐8 მუხლის მე‐3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების კოპირებას. ამ შემთხვევაში კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით.