„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი
შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:
„ბ1) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული
პირიდან
საქველმოქმედო
საქმიანობის
ფარგლებში
მიღებული
სარგებელი;
ბ2) მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების
მიზნით საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი;“.
2. 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)
ის
ხარჯები,
რომლებიც
არ
არის
დაკავშირებული
ეკონომიკურ
საქმიანობასთან, გარდა:
ა.ა) ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსთვის ან/და
ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების
ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევის შემთხვევისა.“.
3. 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ბ) დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური
საქმიანობისათვის
(გარდა
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
მიერ
სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის
უსასყიდლოდ მიწოდების ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევის შემთხვევისა)
თუ ამ საქონელზე/მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, რომლის
დროსაც:
ბ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების
საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების
ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;
ბ.ბ)
დასაბეგრი
ოპერაციის
განხორციელების
დროდ
ითვლება
საქონლის/მომსახურების გამოყენების დაწყების მომენტი.”.
4.
174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ
დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი:
„ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსთვის ან/და
ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების
ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევისათვის.“.
5. 202-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ
დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი:
„ა.ე) ამ კოდექსის
82-ე მუხლის ბ1 და ბ2 ქვეპუნქტების შესაბამისად
საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლებული შემოსავალი.“.
6. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 64-ე და 65 ნაწილები:
,,64. ამ კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტის, 161-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით დადგენილი დებულებების მოქმედება ვრცელდება
2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
65. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით და
202-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით დადგენილი
დებულებების მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ
სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზია:
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებიდან საქმელმოქმედო
საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე
მომსახურების
ხარჯების
ორგანიზაციიდან
საშემოსავლო
მიღებულ
მკურნალობის ან/და სამედიცინო
დაფინანსების
მიზნით
სარგებელზე
ფიზიკური
გადასახადში
საგადასახადო
საქველმოქმედო
პირებისათვის
შეღავათის
დაწესების
აუცილებლობა;
სახელმწიფოსათვის
ან/და
ადგილობრივი
თვითმმართველობისთვის
საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების ან/და მომსახურების უსასყიდლოთ
გაწევის დროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების გადასახადებით
დაბეგვრის რეგულაციების დაზუსტების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის შემუშავების მიზანია ქველმოქმედების ხელშეწყობის მიზნით
ფიზიკური პირებისათვის
საშემოსავლო გადასახადში
შეღავათის დაწესება და
სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საქონლის
უსასყიდლოდ მიწოდების ან/და მომსახურების უსასყიდლოთ გაწევის
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირების
გადასახადებით
დროს
დაბეგვრის
რეგულაციების დაზუსტება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველ ნაწილს ემატება ახალი „ბ1“
და
„ბ2“
ქვეპუნქტები,
რომლის
მიხედვითაც
საშემოსავლო
გადასახადისგან
გათავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირიდან
საქველმოქმედო
საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების
ხარჯების დაფინანსების მიზნით საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული
სარგებელი.
2-4. ახალი რედაქციით ყალიბდება 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის
მიხედვითაც
იზრდება
იმ
გამონაკლისი
ხარჯების
ჩამონათვალი,
რომელთა
გამოქვითვაც შესაძლებელია მიუხედავად იმისა რომ ისინი არ არინ დაკავშირებული
ეკონომიკურ საქმიანობასთან. კერძოდ, ზუსტდება, რომ საჯარო სამართლის
იურიდიული
პირს,
რომელიც
ან/და
სახელმწიფოს
ადგილობრივ
თვითმმართველობას უსასყიდლოდ აწვდის საქონელს/მომსახურებას, უფლება აქვს
ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს ამ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული
ხარჯები და მიიღოს დღგ-ის ჩათვლა ამ მომსახურებაზე, რის გამოც ზუსტდება 161-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის
არსებული რედაქცია.
5. პროექტის შესაბამისად, სსკ-ის 202-ე მუხლის მე-7 ნაწილს ემატება ახალი
„ა.ე“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნით,
ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ
შემოსავლებში არ გაითვალისწინება ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული
არასამეწარმეო
საქველმოქმედო
საქმიანობის
(არაკომერციული)
ფარგლებში,
იურიდიული
აგრეთვე
პირიდან
მკურნალობის
ან/და
სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების მიზნით საქველმოქმედო
ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი.
6. 309-ე მუხლს ემატება 64-ე და 65 ნაწილები:
- 64 ნაწილის მიხედვით საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა.ბ.“ ქვეპუნქტის,
161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ა.დ“ ქვეპუნქტით დადგენილი დებულებების მოქმედება გავრცელდება 2011 წლის 1
იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე;
- 65 ნაწილის მიხედვით საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის
„ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით და 202-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“
ქვეპუნქტით დადგენილი დებულებების მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 1
იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ზემოაღნიშნული
ამოსაღები
ცვლილებები
გადასახადის
თანხების
გამოიწვევს
უმნიშვნელო
ბიუჯეტის
შემცირებას,
სასარგებლოდ
თუმცა
ზუსტი
ოდენობის დადგენა ფაქტიურად შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი
დადებითად
იმოქმედებს
იმ
პირთა
ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებზედაც ვრცელდება იგი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღება.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც ხორციელდება ცვლილება
მუხლი 82. გადასახადისაგან გათავისუფლება
1. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა
შემოსავლების შემდეგი სახეები:
ა) არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიურ და
მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით მუშაობით მიღებული
შემოსავლები;
ბ) მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო
საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით,
სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით
ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო
ფონდებიდან მიღებული თანხები;
გ)
ოლიმპიურ
თამაშებში,
მსოფლიო
ან/და
ევროპის
ჩემპიონატებში
გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და
მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები;
დ) ალიმენტი;
ე) განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება (შემოსავალი);
ვ) ფიზიკური პირის მიერ:
ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის)
მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ვ.ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში
არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული
ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ
საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
ამასთანავე,
აქტივების
ეკონომიკურ
საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი
ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების
მიზნით;
ზ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან
მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
თ) საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების
ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული
ქონების ღირებულებისა;
ი) საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000
ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების
ღირებულება;
კ) ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის) გაღებული სისხლის საკომპენსაციო
კვებისათვის გაცემული თანხა;
ლ) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო‐სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის
მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი
მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის
განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება
200 000 ლარს;
მ) პრივატიზების წესით (მათ შორის, უსასყიდლოდ) ქონების მიღების შედეგად,
აგრეთვე მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა
მიერ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან
ეკომიგრანტების მიერ სხვა დასახლებულ პუნქტში ბინების უსასყიდლოდ მიღების
შედეგად წარმოშობილი სარგებელი; ( გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
ნ) დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირის, იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის მიერ
პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები; ასევე იძულებით
გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული
ქონების ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული
შემოსავალი;
ო) ფიზიკური პირის (I რიგის მემკვიდრის) მიერ ჯამურად მის და
მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით არსებული
მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
პ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების
რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
ჟ) თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული ნამეტი
შემოსავალი;
რ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული
შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის
დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე;
ს) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი,
რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;
ტ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აგრეთვე საერთაშორისო
ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით
მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
უ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აგრეთვე საერთაშორისო
ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული
ნამეტი შემოსავალი და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ
სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო
ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით;
ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის,
სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან
მიღებულ შემოსავალს;
ქ)
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
დასახიჩრებული
ან/და
დაინვალიდებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის
ან სამხედრო მოსამსახურისათვის, აგრეთვე დაღუპვის შემთხვევაში მათ ოჯახზე
(მემკვიდრეზე) დამქირავებლის მიერ გაცემული დახმარება;
ღ) ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს;
ყ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების გადაცემით
მიღებული შემოსავალი, თუ ამხანაგობის წევრები მხოლოდ ფიზიკური პირები არიან,
ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან
ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების
მომენტისათვის არ არის დამატებული ღირებულების გადასახადი ს გადამხდელი. ამ
ქვეპუნქტის მიზნებისათვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას ამხანაგობის
წევრის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია
არ განიხილება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად;
შ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი,
თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე
საგადასახადო წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა და
შემოსავლის (ხელფასის) გადამხდელი არის არარეზიდენტი დამქირავებელი, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ხარჯი მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი
დაწესებულების ხარჯებს, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების
მიერ არის გადახდილი თუ არა;
ჩ) საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ
ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით
მიღებული ნამეტი, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების
წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი ;
ც) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო‐სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის
მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ ამ
საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;
ძ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის
მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გარდა
სისტემურ‐ელექტრონული
ფორმით
თამაშობის
მოწყობიდან
მიღებული
შემოსავლისა ;
წ ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით
რეგისტრირებული პირის (რომელიც იღებს საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება
შესაბამისი დოკუმენტაციით), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის
ბრძოლაში დასახიჩრებული პირის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისათვის
ბრძოლაში
დაღუპული
პირის
ოჯახის
წევრის
მიერ
საქველმოქმედო
ორგანიზაციისგან უსასყიდლოდ მიღებული ქონების ღირებულება;
ჭ) ადმინისტრაციული ორგანოს (დამქირავებლის) მიერ თანამშრომლისთვის
(დაქირავებულისთვის) უძრავი ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ საკუთრებაში
გადაცემით მიღებული სარგებელი;
ჭ1 ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანამშრომლისთვის სამსახურებრივი
მოვალეობების
შესრულებისას
პირად
მფლობელობაში
არსებული
ავტომობილისათვის განკუთვნილი საწვავის უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული
სარგებელი;
ხ) ამ კოდექსის 249‐ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს
სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის
უსასყიდლო მომსახურების გამწევის მიერ ამ მომსახურებიდან მისაღები კომპენსაცია
და უსასყიდლო მომსახურების მიმღების მიერ მიღებული სარგებელი;
ჯ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე
სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების
მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა
უმეტეს 60 დღის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების)
უსასყიდლოდ გაწევის შედეგად სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული
სარგებელი;
ჰ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების
რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული შემოსავალი;
ჰ 1 ) ფიზიკური პირის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მყოფი
პირისაგან დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი.
ჰ 2) საქართველოს კონსტიტუციის 21‐ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული
საკუთრების სანაცვლო ანაზღაურება.
2. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება:
ა) შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული
დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:
ა.ა) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის
ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების;
ა.ბ) პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;
ა.გ) მარტოხელა დედის;
ა.დ) პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);
ა.ე) პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;
ა.ვ) მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა
18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით
კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო
მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ერთ‐ ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18
წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით
კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ
შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით;
ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ
კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000
ლარამდე.
3. თუ ამ მუხლის მე‐2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საშემოსავლო
გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი საგადასახადო შეღავათის
უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი, უმაღლესი შეღავათი.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის:
ა) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2‐წლიანი ვადა აითვლება:
ა.ა) მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით
საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის
მიხედვით;
ა.ბ) თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია,
– საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან;
ბ) აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც:
ბ.ა) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა
წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის;
და
მასზე
საკუთრების
უფლების
ბ.ბ) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის
საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო
მიღებული.
გ) ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის
მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები:
გ.ა) I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი,
შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი;
გ.ბ) II რიგის მემკვიდრეებად − და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები;
გ.გ) III რიგის მემკვიდრეებად − ბებია და პაპა, ბებიის დედ‐მამა და პაპის დედ‐მამა,
როგორც დედის, ისე მამის მხრიდან;
გ.დ) IV რიგის მემკვიდრეებად − ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და მამიდა.
5. ამ მუხლის მე‐2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის
მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების
მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის
შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი სამუშაო
ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს
შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი.
მუხლი 106. ხარჯები, რომლებიც არ გამოიქვითება
ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება:
ა) ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან,
გარდა ამ კოდექსის 117‐ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) გართობაზე გაწეული ხარჯები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადასახადის
გადამხდელი ახორციელებს გართობითი ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას და
ხარჯები გაწეულია ასეთი საქმიანობის ფარგლებში;
გ) ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯები,
ლატარიებიდან, კაზინოებიდან (სამორინეებიდან), აზარტული ან სხვა მომგებიანი
თამაშობებიდან მიღებულ მოგებებთან დაკავშირებული ხარჯები ან ხელფასის სახით
შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები;
დ) მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან
განთავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები;
ე) იმ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, რომელიც მოგების გადასახადის
მიზნებისათვის არ ითვლება მიწოდებად ან რომლის მიწოდებისას შესაბამისი
შემოსავალი/საბაზრო ფასი არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას,
გარდა ამ კოდექსის მე‐100 მუხლის მე‐4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა;
ვ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ
საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ
სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით
მიღებული შემოსავლები საერთო წესით იბეგრება;
ზ) (ამოღებულია ‐ 26.12.2013, №1886).
თ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან
ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში შეძენილ
საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი;
ი) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ
ფიქსირებული
გადასახადით
დასაბეგრ
საქმიანობასა
და
დამატებით
განხორციელებულ საქმიანობას შორის გაუმიჯნავი ხარჯები.
მუხლი 161. დასაბეგრი ოპერაცია, ოპერაციის თანხა და დრო
1. დღგ‐ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა)
საქართველოს
ტერიტორიაზე
ეკონომიკური
საქმიანობის
ფარგლებში
განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის
დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ‐ის გადამხდელის მიერ
მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების,
მოსაკრებლებისა
და
სხვა
გადასახდელების
ჩათვლით)
დღგ‐ის
ან/და
პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე‐2 ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების
ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული
მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის ან/და
მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის თანხის გადახდის
ვალდებულების მომენტისა;
ა.ბ.ბ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ საქონლის
(გარანტირებული სიმძლავრის, ელექტრო‐ ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის)
მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად. ამასთანავე, თუ პირი მიწოდებას
აღრიცხავს საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღეს არა კალენდარული თვის, არამედ
გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის
მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე
საანგარიშოს წინა პერიოდს, ასეთ შემთხვევაში საანგარიშო პერიოდში მიწოდებულად
ჩაითვლება საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღის მიხედვით აღრიცხული
(გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის
მიხედვით აღრიცხული) საქონლის ოდენობა, მიუხედავად საანგარიშო პერიოდში
ფაქტობრივად მიწოდებულისა;
ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების
გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;
ბ) დღგ‐ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური
საქმიანობისათვის, თუ ამ საქონელზე/მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ‐ის
ჩათვლა, რომლის დროსაც:
ბ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო
ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ‐
ის გარეშე;
ბ.ბ)
დასაბეგრი
ოპერაციის
განხორციელების
დროდ
ითვლება
საქონლის/მომსახურების გამოყენების დაწყების მომენტი;
გ) დღგ‐ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში (გარდა ამ კოდექსის
159‐ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა)
საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა, რომლის
დროსაც:
გ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება რეგისტრაციის გაუქმების
დღისთვის არსებული იმ საქონლის საბალანსო ნაშთით, რომელზედაც გადამხდელს
მიღებული აქვს ჩათვლა;
გ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება რეგისტრაციის
გაუქმების ძალაში შესვლის დღის წინა დღე;
დ) საკუთარი წარმოების შენობა‐ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება,
რომლის დროსაც:
დ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ კოდექსის 148‐ე მუხლით
განსაზღვრული აქტივის ღირებულებით;
დ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება ძირითადი
საშუალების ექსპლუატაციაში მიღების მომენტი;
ე) საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის
ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და
რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:
ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო
ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ‐
ის გარეშე;
ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან
საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი;
ვ) ამ კოდექსის 115‐ე მუხლის მე‐4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში იჯარის
ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ძირითადი
საშუალებების მეიჯარისათვის დაბრუნება, რომლის დროსაც:
ვ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა ტოლია აღნიშნულ ძირითად საშუალებებზე
გაწეული რემონტის ხარჯების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან გამოსაკლები
თანხისა, რომლითაც აღნიშნული ჯგუფი ნულდება;
ვ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება იჯარის
ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის მომენტი;
ზ) ტურისტული საწარმოს სტატუსის მოქმედების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე
შეწყვეტისას სტატუსის გაუქმების მომენტი, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის
თანხა არის სხვაობა ტურისტული საწარმოს მიერ მიწოდებული სასტუმროს
აქტივების/მათი ნაწილის საკომპენსაციო თანხასა და სასტუმროს ფუნქციონირების
შედეგად დღგ‐ით დასაბეგრ დეკლარირებულ თანხას შორის.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო
ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ‐
ის გარეშე:
ა) თუ დღგ‐ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს,
მიიღოს საქონელი/მომსახურება;
ბ) ამ კოდექსის მე‐18 მუხლის მე‐11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში;
დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
3. საქონლის მიწოდებისას, რომელსაც თან ახლავს გადატვირთვა, საქონლის
მიწოდებად ითვლება საქონლის გადატვირთვის მომენტი.
4. საერთაშორისო სატელეფონო საკომუნიკაციო მომსახურებისას დასაბეგრი
ოპერაციის თანხაში არ გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსთვის გაწეული
ასეთი მომსახურებიდან მიღებული ან მისაღები თანხა.
5. საბრუნავი (მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული) დასაბრუნებელი
ტარის ღირებულება არ შეიტანება გადასახადით დასაბეგრ თანხაში, გარდა საცალო
ვაჭრობისა, სადაც დასაბეგრი ბრუნვა მცირდება იმ თანხით, რომელსაც გამყიდველი
უხდის მომხმარებელს ტარის დაბრუნების დროს. თუ აღნიშნული ტარა საქონლის
მიწოდებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში არ დაბრუნდა, იგი
რეალიზებულად ჩაითვლება და დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
6. გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება
ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება
გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან
შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი
განისაზღვრება ამ კოდექსის 142‐ე მუხლის მე‐4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის
გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი.
ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ‐ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174‐ე
მუხლის მე‐3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო
პერიოდის დამთავრებიდან.
7. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ო პერაცი ის თითოეული
მხარისათვის:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე‐2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო განისაზღვრება ამ მუხლის პირველი
ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
8. უძრავი ქონების რეალიზაციისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ
ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში
წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის
თარიღი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა)
დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული
ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე, − ასეთი ვალდებულების
შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
მუხლი 174. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა
1. დღგ‐ის ჩასათვლელი თანხა არის:
ა) დღგ‐ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების
მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას
ან/და საქონლის დროებითი შემოტანისას, მათ შორის, დღგ‐ის რეგისტრაციის ძალაში
შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო‐მატერიალური ფასეულობის ნაშთზე;
ბ) საკუთარი წარმოების შენობა‐ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების
შემთხვევაში ამ ოპერაციაზე დარიცხული და დღგ‐ის დეკლარაციაში ასახული დღგ‐
ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია ;
გ) დღგ‐ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს შორის საქონლის/მომსახურების
გაცვლის (ბარტერულ ი ) ო პერაცი ის შემთხვევაში − თითოეული მხარისათვის
მიწოდებულ საქონ ე ლ ზე / გაწეულ მომსახურებ აზე გადახდილი ან/და
გადასახდელი დღგ‐ის თანხა. ამასთანავე, ჩათვლა ხორციელდება სანაცვლო
საქონლის/მომსახურების
მიღების
მომენტში,
მიღებულ
საქონელთან/მომსახურებასთან მიმართებით ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების
(გარდა ამავე მუხლის მე‐3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა)
გათვალისწინებით.
2. დღგ‐ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება:
ა.ა) დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული
დასაბეგრი ოპერაციებისა;
ა.ბ) საქონლის რეექსპორტში ან/და ექსპორტში;
ა.გ) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის;
ბ) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული
საქონლის წარმოებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის.
3. დღგ‐ის ჩათვლა არ ხორციელდება:
ა) პირის მიერ სოციალური მიზნით, გასართობი ღონისძიებებისათვის გაწეულ
ხარჯზე ან წარმომადგენლობით ხარჯზე გადახდილ დღგ‐ის თანხებზე, გარდა ასეთი
ღონისძიებების ფარგლებში პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდებისა,
როდესაც ასეთი ხარჯის ფარგლებში შესყიდული საქონელი ან/და მომსახურება ამ
პირის მიერ იბეგრება დღგ‐ით;
ბ) ამ მუხლის მე‐4–მე‐11 ნაწილების გათვალისწინებით, ჩათვლის უფლების გარეშე
გათავისუფლებულ დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენებული ან/და გამოსაყენებელი
საქონლის/მომსახურების საწარმოებლად გაწეულ ხარჯზე გადახდილ დღგ‐ის
თანხებზე;
გ)
იმ
საგადასახადო
ანგარიშ‐ფაქტურებით,
რომლებიც
არ
იძლევა
საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას;
დ) (ამოღებულია ‐ 26.12.2013, №1886);
ე) იმ საგადასახადო ანგარიშ‐ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის
(მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის ქვემოთ მოცემულ, შესაბამის
ვადაში წარმოდგენილ ერთ‐ერთ დეკლარაციაში მაინც:
ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს
მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ
დღგ‐ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადაში დაზუსტებული დეკლარაციის
წარდგენით);
ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს
დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის
მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ‐ის დეკლარაციაში (მათ შორის,
იმავე ვადაში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენით);
ვ) უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი
ანგარიშ‐ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ‐ის ჩათვლა მყიდველისათვის
უქმდება;
ზ) საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ ი ) ო პერაცი ის შემთხვევაში − თუ
საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ო პერაცი ის ერთ‐ერთი მხარე არ
არის დღგ‐ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი. ამ შემთხვევაში დღგ‐ის
გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ სანაცვლოდ მიღებული საქონლის
ან/და
გაწეული
მომსახურების
ღირებულება
ტოლია
მიწოდებული
საქონლის/მომსახურების ღირებულებისა, მასზე გადახდილი ან/და გადასახდელი
დღგ‐ის ჩათვლით;
თ) (ამოღებულია ‐ 12.06.2012, №6446);
3 1. ამ მუხლის მე‐3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ
ვრცელდება ამავე მუხლის მე‐7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ,
აგრეთვე საგადასახადო ანგარიშ‐ფაქტურის ელექტრონული ფორმით გამოწერის
შემთხვევებზე.
4. ამ მუხლის მე‐5–მე‐11 ნაწილების გათვალისწინებით, თუ საქონელი/მომსახურება,
რომლის მიხედვითაც დღგ‐ის გადამხდელმა მიიღო დღგ‐ის ჩათვლა, გამოყენებულ
იქნა ისეთ ოპერაციებში, რომელთა დროსაც დღგ‐ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის
მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ‐ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო
პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული.
5. თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ‐ის გადამხდელმა მიიღო
დღგ‐ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა:
ა) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ‐ის გადამხდელს აქვს ჩათვლის
მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ‐ის თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას;
ბ) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ‐ის გადამხდელს არ აქვს
ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ‐ის თანხა ექვემდებარება სრულად
გაუქმებას.
6. თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების
მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია,
მაშინ:
ა) დღგ‐ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის
თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების
თანხის ხვედრითი წონის მიხედვით;
ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ‐ის ჩასათვლელი თანხის
დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის
დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების
გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის
მიხედვით.
7. ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება:
ა) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ‐ის გადამხდელს აქვს ჩათვლის
მიღების უფლება, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო
პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, და ჩათვლილი დღგ‐ის თანხა არ ექვემდებარება
გაუქმებას;
ბ) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ‐ის გადამხდელს არ აქვს
ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება არ აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს
ჩათვლა;
გ) ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე
ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:
გ.ა) თუ დღგ‐ის გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ჩათვლის
უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის 20 პროცენტზე
ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო
პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის
ბოლოს გასაუქმებელი დღგ‐ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო
ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხის
ხვედრითი წონის პროპორციულად;
გ.ბ) დღგ‐ის გადამხდელს, გარდა ამ ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულისა, უფლება
აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული
წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო
ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი
წონის პროპორციულად.
8. ამ მუხლის მე‐7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ყოველწლიურად
გასაუქმებელი („გ.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი („გ.ბ“ ქვეპუნქტის
შემთხვევაში) დღგ‐ის თანხა გაიანგარიშება:
ა) შენობა‐ნაგებობებზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის
განმავლობაში, დღგ‐ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით;
ბ) სხვა ძირითად საშუალებებზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 5
კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ‐ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით.
9. დღგ‐ის ახლად რეგისტრირებული გადამხდელი ძირითადი საშუალებების
მიხედვით დღგ‐ის თანხების ჩათვლას ახორციელებს ამ მუხლის მე‐7 ნაწილის „ა“, „ბ“
და „გ.ა“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
91 . პირს უფლება აქვს, იმ ძირითადი საშუალების მიწოდებისას, რომლის
მიხედვითაც ამ მუხლის მე‐7−მე‐9 ნაწილების გათვალისწინებით არ მიუღია ან/და
გაუუქმდა დღგ‐ის ჩათვლა, დასაბეგრ ოპერაციაზე დასარიცხი დღგ‐ის თანხა
შეამციროს ამ ძირითადი საშუალების მიხედვით მიუღებელი ან/და გაუქმებული
დღგ‐ის ჩათვლის თანხის ოდენობით, შესაბამისი დოკუმენტის ან/და საფუძვლის
არსებობისას.
10. ამ მუხლით განსაზღვრული დღგ‐ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და
გაუქმება სავალდებულო არ არის, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის
უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5
პროცენტზე ნაკლებია.
101 . ამ კოდექსის 168‐ე მუხლის მე‐4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, თუ მხარეების მიერ წერილობითი შეტყობინებისა და საგადასახადო
ანგარიშგების განხორციელების შემდეგ, საგადასახადო შემოწმებით დადგინდება,
რომ განხორციელებული ოპერაცია არ არის საწარმოს ან ამ საწარმოს
დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება, მყიდველი უფლებამოსილია
მიიღოს კუთვნილი დღგ‐ის ჩათვლა ამ მუხლის მე‐3 ნაწილის „ე“ და „ვ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე, ხოლო მიმწოდებელს ამ
ოპერაციის მიხედვით ამ კოდექსის 275‐ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია არ
დაეკისრება.
11. დღგ‐ის ჩასათვლელი თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას:
ა) ამ კოდექსით დადგენილი წესით სასაქონლო‐მატერიალური ფასეულობის
ჩამოწერის შემთხვევაში;
ბ) საქონლის დანაკარგზე.
12. ამ მუხლის მიზნებისათვის საერთო ბრუნვა არის პირის მიერ საანგარიშო
პერიოდში განხორციელებული საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის
თანხათა ჯამი. ამასთანავე, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისათვის
მხედველობაში
მიიღება
მხოლოდ
მუდმივი
დაწესებულების
მიერ
განხორციელებული საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.
13. დღგ‐ის ჩათვლის მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 202. ქონებაზე გადასახადის განაკვეთი
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი
განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის
ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის
საშუალო
წლიური
საბალანსო
ნარჩენი
ღირებულება
(გამოიანგარიშება
კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო
ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ
უძრავ ქონებასთან მიმართები თ უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3‐ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2‐ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5‐ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:
ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების
მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე,
აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4
წლის ვადით;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.
3.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა
ამ
მუხლის 31
ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე
გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო
წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის
დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) არა
უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული
დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის
არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების
ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება,
რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
31 . სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური
გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ
დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული
საბალანსო საწყისი ღირებულების არა უმეტეს 0.6 პროცენტის ოდენობით.
4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ
მუხლის მე‐2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო
შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ
დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების
გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება
მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30‐ე დღიდან, ხოლო
აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება ;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო
ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
5. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი
დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის
განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი
ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის
ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა
და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო
პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8
პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
6. ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე‐7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური
პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში
შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების
გაუთვალისწინებლად, კერძოდ:
ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის
„დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ
არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;
გ) დარიცხული ხელფასი;
დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:
დ.ა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის
25 პროცენტი;
დ.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ
სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს.
მიეკუთვნება
მცირე
ბიზნესის
7. ამ მუხლის მე‐6 ნაწილის მიზნებისათვის:
ა) შემოსავლებში არ შეიტანება:
ა.ა) ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე
მიღებული ქონების ღირებულება;
ა.ბ) ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი
და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული
საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ა.გ) ამ კოდექსის
გათვალისწინებული
შემოსავალი;
82‐ე მუხლის პირველი
ქონების
თავდაპირველი
ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით
რეალიზაციით
მიღებული
ა.დ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის
მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
ბ) საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით
შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული
შემოსავლების მიხედვით.
8. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო
წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.
მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი
1. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118).
2. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118).
3. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118).
31. 2014 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 131‐ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
გადახდილი
პროცენტი
დაიბეგრება
გადახდის წყაროსთან 0‐პროცენტიანი განაკვეთით, თუ კმაყოფილდება ქვემოთ
ჩამოთვლილი ყველა პირობა:
ა) პროცენტის მიმღებ საწარმოს პროცენტის თანხა შეაქვს პროცენტის გამცემი
საწარმოს კაპიტალში;
ბ) ამ კოდექსის 131‐ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში
გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან 5‐პროცენტიანი განაკვეთით
დაბეგვრის მოქმედების პერიოდში არ შემცირდება პროცენტის გამცემი საწარმოს
კაპიტალი.
32 . ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პროცენტის მიმღები
არის არარეზიდენტი საწარმო, პროცენტის გამცემი საწარმოს მიერ გადახდილი
პროცენტი არ ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას, ხოლო უკვე
გამოქვითული ხარჯი ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას იმ
პერიოდში, რომელშიც სესხის პროცენტი შეტანილ იქნა პროცენტის გამცემი საწარმოს
საწესდებო კაპიტალში.
33 . ამ მუხლის 31 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კაპიტალის
შემცირებისთვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში კაპიტალში შეტანილი
პროცენტი ექვემდებარება დაბეგვრას მისი კაპიტალში შეტანის მომენტისთვის
არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლის 31 ნაწილის მოთხოვნათა
გაუთვალისწინებლად.
4. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118).
5. (ამოღებულია – 08.11.2011, №5202).
6. 2011 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიისა და
გარანტირებული
სიმძლავრის
მიწოდება,
გარდა
ელექტროენერგიის
მომხმარებლისათვის („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული პირებისათვის) მიწოდებისა, აგრეთვე
გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება დღგ‐ის გადახდისაგან
განთავისუფლებულია ჩათვლის უფლებით.
7. (ამოღებულია ‐ 26.12.2013, №1886).
8. ( ამოღებულია).
9. ( ამოღებულია).
10. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ
გამოიყენება გადამუშავების სასაქონლო ოპერაციები, გარდა შიდა გადამუშავების
სასაქონლო
ოპერაციისა,
რომელიც
გამოიყენება
საქონლის
შერევის
(კომპაუნდირების) და გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან
გატანის პირობით.
11. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) შესაბამისად გაცემული სანებართვო
მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
12. ამ კოდექსის 143‐ე მუხლის მე‐9 ნაწილისა და 161‐ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“
ქვეპუნქტის მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება მხოლოდ 2009 წლის 7
აგვისტოდან შექმნილ ამხანაგობაზე. 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობაზე
გავრცელდება 2009 წლის 7 აგვისტომდე მოქმედი ნორმები.
13. საქართველოს მთავრობას დაევალოს, საქართველოს ტყის კოდექსში სამონადირეო
მეურნეობების მიერ დაკავებულ მიწებთან დაკავშირებით ტყითსარგებლობით
განსაზღვრულ სახეებთან მიმართებით ცვლილებების განხორციელებისთანავე
მოამზადოს შესაბამისი ცვლილება აღნიშნული მიწების ქონების გადასახადით
დაბეგვრასთან დაკავშირებით.
14. ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით
წარმოშობილი უიმედო ვალი ჩამოიწერება საქართველოს მთავრობასთან
შეთანხმებით, ამ კოდექსის მე‐8 მუხლის 29‐ე ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრული დოკუმენტების გაუთვალისწინებლად.
15. 2015 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო‐სალარო აპარატების გამოყენების
ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ
დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის
(ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან,
მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან
ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ‐ის გადამხდელად ამ კოდექსის
შესაბამისად. ამ ნაწილის მიზნებისათვის:
ა) ბაზარი (ბაზრობა) არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია
სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან
მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული
სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ;
ბ) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა‐ნაგებობა) არის ანაკრები
ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ‐დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო
სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი
არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე
ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
16. ტოტალიზატორის სისტემურ‐ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში
პირისთვის საშემოსავლო/ მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული
საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი
შემოსავალი, რომელიც იბეგრება 5%‐იანი განაკვეთით და ექვემდებარება
დეკლარირებასა და გადახდას საშემოსავლო/მოგების გადასახ ადისათვის
დადგენილი წესის შესაბამისად.
1 7 . ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში
აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ
კოდექსის მე‐18 მუხლის მე‐11 ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტის, 99‐ე მუხლის პირველი
ნაწილის „ ტ “ ქვეპუნქტის ა და მე‐2 ნაწილის და 206‐ე მუხლის პირველი ნაწილის „ ხ “
ქვეპუნქტის დებულებები.
1 8 . ამ კოდექსის 99‐ე მუხლის პირველი ნაწილის „ ტ “ ქვეპუნქტით ა და ამ მუხლის
მე‐1 7 ნაწილით დადგენილი შეღავათები არ მოქმედებს, თუ ტურისტული ზონის
მეწარმე სუბიექტი ან ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის
ფარგლებში აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე აღარ
უზრუნველყოფს სასტუმროს ფუნქციონირებას.
19. „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო
ტერიტორიაზე
შემოტანილი,
კეთილსინდისიერად
შეძენილი
მექანიკური
სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე‐2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის
272‐ე, 289‐ე და 291‐ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა გან,
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და
მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების,
საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების
გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის
გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
სხვა ვალდებულების შესრულებისა გან, თუ იგი „საბაჟო კონტროლის გვერდის
ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი,
კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების
რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1
იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს წარუ დგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1
ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით
ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე
შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და
უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.
20. საქონლის მფლობელი საქართველოს მოქალაქე თავისუფლდება მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და
მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების,
საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების
გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე ამ კოდექსის 272‐ე, 289‐ე და
291‐ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა გან, თუ აღნიშნული
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე
შემოტანილია 2006 წლის 1 ივლისამდე და საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა მისი წარდგენა და გაფორმება.
21. პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272 ‐ე , 289‐ე და 291‐ე მუხლებით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისგან
,
მექანიკური
სატრანსპორტო
საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული
საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის
(საბაჟო)
გადასახადის
გადასახადის
,
გადახდის,
დაკავშირებული
დამატებული
აგრეთვე
საქართველოს
ღირებულების
სასაქონლო
გადასახადის,
ოპერაციის
კანონმდებლობით
აქციზის
გამოყენებასთან
განსაზღვრული
სხვა
ვალდებულების შესრულებისგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განხორციელდა 2007−2009
წლებში.
22. ამ მუხლის მე‐19, მე‐20 და 21‐ე ნაწილებით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისა გან ან ვალდებულებების შესრულებისა გან გათავისუფლება არ
ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევებისათვის
გამოყენებული საგადასახადო სანქციები აღსრულდა „საბაჟო კონტროლის გვერდის
ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი,
კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების
რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
23. დღგ‐ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი
წარმოების შენობა‐ნაგებობებისათვის 2011 წლის 31 დეკემბრამდე შეძენილ
საქონელზე/მომსახურებაზე დღგ‐ის ჩათვლა განახორციელოს არა უგვიანეს იმ
საანგარიშო პერიოდისა, როდესაც ხდება ამ შენობა‐ნაგებობების ექსპლუატაციაში
მიღება. ამასთანავე, უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი
საწარმოსთვის 2011 წლის 1 იანვრამდე პრივატიზების წესით შეძენილი შენობა‐
ნაგებობის ამავე საქმიანობისათვის გამოყენების (ექსპლუატაციაში მიღების)
შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა მცირდება შესაბამისი ქონების (შენობა‐
ნაგებობის) პრივატიზების წესით შეძენისას ბიუჯეტში გადახდილი თანხით.
24. 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ ეკონომიკური
საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის “ 55.2 კოდით
გათვალისწინებულ
საქმიანობას,
კერძოდ,
მის
საკუთრებაში
არსებული
საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის
მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ
იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ ‐ ის გადამხდელად ან ამ
საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000
ლარს.
25. ამ მუხლის 24 ‐ ე ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში ფიზიკური
პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება მოკლე
ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი.
26. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება დაბეგვრის
ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10 ლარს 1
კვადრატულ მეტრზე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დაბეგვრის
ობიექტის
ადგილმდებარეობის
ან/და
სეზონურობის
გათვალისწინებით,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე
შეამციროს ან/და გაზარდოს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.
27. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით
გადაიხდება:
ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 აპრილისა;
ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 ივლისისა;
გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა;
დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 იანვრისა.
შენიშვნა: ამასთანავე, დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი
შემდგომ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
28. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა ხორციელდება გადასახადის
გადამხდელის მიმართვის საფუძველზე. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით
დაბეგვრის პერიოდი შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ კალენდარულ წელს, ი სე
ერთ ან მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლ ებელია არ იყოს უწყვეტი.
29. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში:
ა) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან
დაკავშირებით
დაქირავებული
პირი
თავისუფლდება
საშემოსავლო
გადასახადისაგან, შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გამცემი პირი
– საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან;
ბ) ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საშემოსავლო გადასახადზე ამ
კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ გაითვალისწინება;
გ) ფიზიკური პირი თავისუფლდება საკონტროლო‐სალარო აპარატის გამოყენების
ვალდებულებისა გან.
30. თუ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ამ მუხლის
24‐ ე ნაწი ლით გათვალისწინებული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით
დაბეგვრის ობიექტი გაცემულია იჯარით და მოიჯარე ამ ქონება ს იმავე სახის
საქმიანობაში ი ყენებს:
ა) მოიჯარე საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის
მიხედვით გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისაგან;
ბ) მოიჯარის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით
დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად,
მოიჯარე – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან;
გ) მოიჯარე საქმიანობის ამ ნაწილში თავისუფლდება საკონტროლო‐სალარო
აპარატის გამოყენების ვალდებულებისა გან.
31. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისა და საგადასახადო
ანგარიშგების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
32. დღგ‐ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება ფიქსირებული საშემოსავლო
გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი
ადგილის მოკლე ვადით გაცემა.
33. ფიზიკურ პირებს 2011 წლის 1 იანვრიდან ამ კოდექსის 203‐ე მუხლით
გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით 2007 წლის ქონების
გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისათვის ამავე კოდექსის 274‐ე
მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ ეკისრებათ.
3 4 . 2011 წლისათვის ქონების გადასახადისაგან სრულად თავისუფლდე ბა
მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული
ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი) .
35. 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ
ძირითად საშუალებებზე მოგებისა და ქონების გადასახადების მიზნებისათვის
ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის
ნორმები.
3 6 . გადასახადის გადამხდელის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი №1
ფორმის ქვითრის საგადასახადო ორგანოში წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო
ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება
შესრულებულად ჩაუთვალოს შესაბამისი თანხის ნაწილში.
37. ამ კოდექსის 252‐ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს
ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება 2005 წლის 1
იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული
საურავი და 2005 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ
გადახდილია 2005 წლის 1 იანვრისათვის რიცხული ყველა გადასახადის ძირითად
ნაწილში არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა და პირს 2005
წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია
საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის
დეკლარაციისა/გაანგარიშებისა)
ან
საგადასახადო
ორგანოში
წარდგენილი
საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის
დეკლარაციისა/გაანგარიშებისა)
საფუძველზე
გადასახდელად
დასარიცხი
გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი
საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა
ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას).
38. 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასები იბეგრება
საშემოსავლო გადასახადის 1 2 ‐პროცენტ იანი განაკვეთით .
39. (ამოღებულია ‐ 22.06.2012, №6547).
40. 2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდის მიხედვით დღგ‐ის
გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიმღების
მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ‐ფაქტურის გამოწერისთვის დადგენილი
ვადის (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა)
დარღვევით გამოწერილი და წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ‐ფაქტურებით
მიღებული დღგ‐ის ჩათვლები გაუქმებას არ ექვემდებარება. ამ ნაწილის მოქმედება არ
ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე გაუქმებულ დღგ‐ის ჩათვლებზე, მათ შორის,
ჩათვლებზე, რომლებზედაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა.
41. 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/ პერიოდების
საგადასახადო შემოწმებისას თავდებობისა და სერვიტუტის მიმართ დაბეგვრის
რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 82‐ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტის,
99‐ე მუხლის პირველი ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტისა და 168‐ე მუხლის მე‐2 ნაწილის „ო“
ქვეპუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება
ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით
დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
42. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო‐სამეურნეო
პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ‐ის სტატუსის
მქონე პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას ახორციელებდა
2012 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია მიიღოს სსზ‐ის სტატუსი და 2016 წლის 1
იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო‐სამეურნეო პროდუქციით
ვაჭრობის ორგანიზებისა) განახორციელოს ამ კოდექსის 26‐ე მუხლის შესაბამისად.
აღნიშნული ვადის (2016 წლის 1 იანვარი) გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით.
43. (ამოღებულია – 20.12.2012, №118).
44. ამ კოდექსის 153‐ე მუხლის 31 ნაწილის, 168‐ე მუხლის მე‐4 ნაწილის „გ1“ და „გ2“
ქვეპუნქტებისა და 205‐ე მუხლის მე‐13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება
გავრცელდეს
2011
წლის
1
იანვრიდან
წარმოშობილ
სამართლებრივ
ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99‐ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და
206‐ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის
1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე კოდექსის
105‐ე მუხლის მე‐5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
45. ამ კოდექსის 252‐ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, შემოსავლების
სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი
წესით ჩამოწეროს საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული საურავი და
ჯარიმა, თუ იგი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით არ ითვლება
აღიარებულად, აღნიშნული დავალიანების თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით
გადამხდელისათვის
არ
ყოფილა
წარდგენილი
საგადასახადო
ორგანოს
შეტყობინება/საგადასახადო მოთხოვნა და გასულია მისი წარდგენის 6‐წლიანი
ხანდაზმულობის ვადა.
46. 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე საგადასახადო პერიოდის
(პერიოდების) საგადასახადო შემოწმებისას საერთაშორისო გადაზიდვების და
მათთან დაკავშირებული (მათ შორის, საექსპედიტორო) მომსახურების მიმართ
დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 2006 წლის 28
აპრილის №2955 კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 01.05.2006,
მუხ. 84) განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით. ამ ნაწილის
მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული
საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო
ვალდებულებაზე.
47. ამ კოდექსის 122‐ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10‐წლიანი
ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში წარმოქმნილ
ზარალზე.
48. ამ კოდექსის 142‐ე მუხლის მე‐4 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2011 წლის 1
იანვრამდე დარიცხულ და გადაუხდელ თანხებზე.
49 . 2006 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/პერიოდების
საგადასახადო
შემოწმებისას
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
პირგასამტეხლოსა და სხვა ჯარიმების სახით მიღებული/მისაღები შემოსავლების
მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 136‐ე მუხლის მე‐13 ნაწილის
გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის
ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ
და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
50 . ამ კოდექსის 252‐ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს
ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:
ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ
ტერიტორიებზე არსებული ქონების მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი
ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა;
ბ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწის მიხედვით დარიცხული და
გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ მიწა
მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს
მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;
გ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონების და მასზე დამაგრებული
მიწის მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე
დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით
გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს
ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად)
განსახლების
ობიექტი,
რაც
დასტურდება
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით.
51 . სასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ქონების გადასახადის
დეკლარირების ვალდებულების 2014 წლის 1 იანვრამდე შესრულების შემთხვევაში
ფიზიკური პირი თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი შესაბამისი ჯარიმისაგან.
52 . უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის
დადგენამდე არსებული საგადასახადო პერიოდის/ პერიოდების საგადასახადო
შემოწმებისას:
ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დანაკარგის ნორმა გამოიყენება
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო
პერიოდში/ პერიოდებში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს
მიერ დადგენილზე მეტი ოდენობით;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში დანაკარგის
ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან დადგენილზე
ნაკლები ოდენობით, გამოყენებული დანაკარგის ნორმის ფარგლებში არსებული
ნაკლებობა დანაკლისად არ ჩაითვლება;
გ) არ გაითვალისწინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის ნორმის
დადგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკარგის მაქსიმალური
ზღვრული ოდენობის გამოყენებასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულების
დაზუსტება, თუ გადასახადის გადამხდელი დანაკარგის ნორმად იყენებდა
უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის დადგენილზე ნაკლებ ოდენობას ან
საერთოდ არ იყენებდა მას.
53 . ამ მუხლის 52 ‐ე ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ი მავე ნაწილის
ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ
და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
54. „სასიცოცხლო სამოქალაქო დანიშნულების ტრანსპორტით საზღვრის კვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ 2007 წლის 30 ოქტომბრის ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი
მემორანდუმით გათვალისწინებული სწავლების (წვრთნების) მიზნებისათვის
შემოტანილი საქონელი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან.
55. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული
ინვესტორისა
და
კონტრაქტორის
საგადასახადო
ვალდებულებები, შეღავათები და შეზღუდვები განისაზღვრება ამ კოდექსით და
„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
56. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია
ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადის განსხვავებული განაკვეთი
შემოიღოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ნაწილში, საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში.
57. ამ კოდექსის 82‐ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ1 “ ქვეპუნქტების, 99‐ე
მუხლის პირველი ნაწილის „ც“ ქვეპუნქტის, 153‐ე მუხლის 5 1 ნაწილის, 156‐ე მუხლის
„ზ“ ქვეპუნქტის, 159‐ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და მე‐3 ნაწილის
„დ“ ქვეპუნქტის, 171‐ე მუხლის 1 1 ნაწილის, 176 1 მუხლის მე‐2 ნაწილის, 205‐ე
მუხლის 10 1 ნაწილის, 206‐ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ4 “ ქვეპუნქტისა და 272‐ე
მუხლის 3 1 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად ახორციელებენ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას.
58. ფიზიკური პირისათვის (გარდა შემოსავლების მიღების მომენტში დღგ‐ის
გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი
საწარმოსათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი შემოსავალი
მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას):
ა) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით
გამოქვითულია 2006 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის
ითვლება 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
ბ) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით
გამოქვითულია 2007 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის
ითვლება 2013 წლის 1 ივლისამდე ანაზღაურებულად;
გ) 2013 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით
გამოქვითულია 2008 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის
ითვლება 2013 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
დ) 2014 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით
გამოქვითულია 2009 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის
ითვლება 2014 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
ე) 2015 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით
გამოქვითულია 2010 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის
ითვლება 2015 წლის ბოლოს ანაზღაურებულად.
59. ამ მუხლის 58‐ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ეკისრება
საგადასახადო აგენტისა და შესაბამისი თანხის 5%‐იანი განაკვეთით დაბეგვრის
ვალდებულებები, ხოლო შემდგომ პერიოდში ფაქტობრივად ანაზღაურების
შემთხვევაში შესაბამისი შემოსავალი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება.
60. ამ კოდექსის 123‐ე მუხლით დადგენილი დებულებები არ ვრცელდება 2013 წლის 1
იანვრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
61. ამ კოდექსის 272‐ე მუხლის მე‐4 ნაწილით განსაზღვრული
საურავი − 0,06
პროცენტი − გადასახადის გადაუხდელ თანხას დაერიცხება 2013 წლის 1 იანვრიდან
და გადასახადის გადაუხდელობისათვის საურავის ოდენობის განსაზღვრისას ამავე
კოდექსის 269‐ე მუხლის მე‐2 და 21 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება.
62. ამ კოდექსის მე‐4 მუხლის პირველი, მე‐3, მე‐5, მე‐8 და მე‐9 ნაწილებით
განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადაა:
ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი;
ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი.
63. ამ კოდექსის 173‐ე მუხლის მე‐2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დღგ‐ის
ჩათვლის უფლების გამოყენება შესაძლებელია, თუ საქონლის იმპორტთან ან/და
საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დღგ‐ის დარიცხვის შესახებ
საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულია აღნიშნული ქვეპუნქტის
ამოქმედების შემდეგ.