„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-27
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 1261 მუხლი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1261. ოჯახში ძალადობა
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური
შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა
და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგი, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას
ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო
მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ;
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) პირთა ჯგუფის მიერ;
ე) არაერთგზის, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას
საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე,
დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის
მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე,
შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე
პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული
ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და
საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და
გაგნგრძობადი ხასიათი და სპეციფიური შინაარსისაა, რადგან ხორციელდება ოჯახის
წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ. მათ შორის, არის ასევე
ცოლ–ქმარს შორის კონფლიქტის ნიადაგზე წარმოშობილი ოჯახური ძალადობის
სერიოზული შემთხვევები.
ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული:
ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა,
სექსულაური ძალადობა, იძულება, რაც ხშირ შემთხვეევაში იწვევს ჯანმრთელობის
სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიცშეიძლება
ფატალური შედეგითაც კი დასრულდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
ბრძოლა საქართველოს მთავრობისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთერთი პრიორიტეტული საკითხია. სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას
ოჯახში ძალადობის დაძლევაზე და მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობასთან
დაკავშირებული დღეს მოქმედი სისხლის სამართლებრივი სანქციები არ არის
ძალადობის საფრთხეების ადეკვატური და მნიშვნელოვნად დაბალია. უფრო მეტიც,
ოჯახში ძალადობის ჩადენა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე (1261 მუხლის
პირველი ნაწილი) საერთოდ არ ითვალისწინებს სასჯელის სახით - თავისუფლების
აღკვეთას.
შესაბამისად,
პოლიციას
ამგვარ
შემთხვევებში
დაკავების
უფლებამოსილებაც არ გააჩნია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის შემთხვევაში
სისხლის სამართლებრივი სანქციების გამკაცრება და ამით, ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო გააქტიურება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსის 1261
მუხლში
(ოჯახში
ძალადობა).
აღნიშნული
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული ქმედებისთვის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ
ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია
ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან
120-ე
მუხლით
გათვალისწინებული
შედეგი)
გარდა
საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომისა, ასევე გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა
ერთ წლამდე ვადით. ცვლილება შედის ასევე 1261 მუხლის მე-2 ნაწილში
(დამამძიმებელი გარემოებები) და თავისუფლების აღკვეთით ერთი წლის ნაცვლად,
განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი
არ
იწვევს
სახელმწიფოსათვის
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც
ხორციელდება ცვლილება
მუხლი 1261 . ოჯახში ძალადობა
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური
შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა
და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგი, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას
ორმოცდაათ საათამდე .
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით ორსული
მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ;
ქალის,
არასრულწლოვნის
ან
უმწეო
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) პირთა ჯგუფის მიერ;
ე) არაერთგზის, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას
საათამდე, თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა,
მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე,
ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა,
მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც
ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.