„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-03
ბიუროს ნომერი 214
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „საქართველოს შეყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ.151), პირველი მუხლის
31 პუნქტის მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის
განხორციელებასა
და
ნაღდი
ფულით
ქვეყნის
ეკონომიკის
უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, ასევე საქართველოს
ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტის განსახორციელებლად გარე აუდიტორული
ფირმის მომსახურების შესყიდვაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ
დამტკიცებული ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიდან
გამომდინარე შესყიდვები, გარდა არამატერიალურ აქტივებთან, ოქროს ზოდებთან,
საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ლარის ბანკნოტებსა და
მონეტებთან, ასევე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირებასთან
დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, რეგულირდება ამ კანონით,
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
კანონის,
„საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის“
228-ე
მუხლისა
და
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 59-ე მუხლების
ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა, რომლითაც ნათლად იქნება განსაზღვრული,
რომ შესყიდვების კანონით დადგენილი წესები და პროცედურები არ ვრცელდება
ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტის განსახორციელებლად გარე აუდიტის
მომსახურების
მსოფლიოს
შესყიდვაზე,
დიდი
რადგან
ოთხეულის
აღნიშნული
აუდიტორულ
მომსახურება
ფირმებს
მხოლოდ
შეუძლიათ
და
განსხვავებულ სპეციფიკას ატარებს და გარე აუდიტი საქართველოს ეროვნული
ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების ერთერთი შემადგენელი ნაწილია.
მოქმედი
შესყიდვების
კანონი
ითვალისწინებს
ეროვნული
ბანკის
შესყიდვებზე საგამონაკლისო შემთხვევებს და მის ფარგლებში ეროვნული ბანკის
აუდიტიც ტარდებოდა, რაც გარე აუდიტის ვალდებულება იქნა კანონმდებლობაში
შემოღებული, მაგრამ მიმდინარე წელს გარე აუდიტის პროცედურების დაწყებისას
წარმოიშვა
რედაქციის
ორმაგი
წაკითხვის
შესაძლებლობა
და
აღნიშნული
ეროვნული ბანკის კანონპროექტის განხილვისას საქართველოს მთავრობამაც
დააფიქსირა შენიშვნის სახით (საქართველოს მთავრობის კანცელარიის №20700
2
16.10.2014წ. წერილი) და ამ უზუსტობის აღმოსაფხვრელად მომზადდა აღნიშნული
პროექტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის ა) ქვეპუნქტში და
ზუსტდება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტის განმახორციელებელ
აუდიტორული ფირმის მომსახურების შესყიდვაზე გამონაკლისის სახით არ
ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის ა) ქვეპუნქტის რედაქციული
დაზუსტება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის პირველი მუხლის შესაბამისად ზუსტდება, რომ საქართველოს
ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტის გარე აუდიტორული მომსახურების
შესყიდვაზე გამონაკლისის სახით არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ კანონის მოქმედება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯებს ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება
არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
3
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება
არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ფინანსური თვალსაზრისით
იმ პირებზე ვიზეც უნდა გავრცელდეს აღნიშნული პროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღება.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
4
ორგანიზაციებში
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის
ავტორია
საქართველოს
პარლამენტის
წევრი
დავით
ონოფრიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი დავით
ონოფრიშვილი.
5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად
სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს.
2. ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო
შესყიდვაზე,
„სახელმწიფო
საიდუმლოების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრულ
სახელმწიფო
საიდუმლოებასთან
დაკავშირებული
სახელმწიფო
შესყიდვების გარდა.
3. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების
ნუსხას და შესყიდვების განხორციელების წესს შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული
უშიშროების საბჭო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. (24.09.2013. N1284 ამოქმედდეს 2013
წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის
მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
31. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებზე:
(5.12.2008. N627 ამოქმედდეს 2008 წლის 15 დეკემბრიდან)
ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის
განხორციელებასა
და
ნაღდი
ფულით
ქვეყნის
ეკონომიკის
უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. საქართველოს
ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული და კაპიტალური
ხარჯების ბიუჯეტიდან გამომდინარე შესყიდვები, გარდა არამატერიალურ აქტივებთან,
ოქროს ზოდებთან, საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ლარის
ბანკნოტებსა და მონეტებთან, ასევე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების
რეპროდუცირებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, რეგულირდება ამ
კანონით; (28.06.2012 N 6577)
ბ) იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახსრებით განსახორციელებელ
სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ითვლებიან
რელიგიურ ორგანიზაციებად;
გ) ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი გაზისა და
წყალმომარაგების სახელმწიფო შესყიდვებზე; (6.07.2010. N3353 ამოქმედდეს 2010 წლის 1
სექტემბრიდან.)
დ) ამოღებულია 2010 წლის 1 დეკემბრიდან (28.06.2010. N3164)
დ1) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და
საკონსულო დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს
თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენლებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე,
გარდა ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
6
შემთხვევისა; (28.06.2010. N3163 2010 წლის 1 აგვისტოდან)
ე) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის,
საქართველოს
მინისტრის,
საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის ან/და ქ. თბილისის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების,
საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს პარლამენტის
დელეგაციების
საზღვარგარეთ
ვიზიტების
ორგანიზების
უზრუნველსაყოფად,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების
ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს
მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით
განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე; (28.06.2010. N3163 2010 წლის 1
აგვისტოდან)
ვ)
საბიუჯეტო კლასიფიკაციის „საქონელი და მომსახურების“ მუხლით
გათვალისწინებულ შტატგარეშე მომუშავეთა მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე,
აგრეთვე მივლინების დროს განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვაზე;
ზ) ამოღებულია (20.11.2009. N2107 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)
თ) საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუ აღნიშნული
მომსახურების შესყიდვა ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 144-ე–147-ე მუხლების შესაბამისად; (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1
ოქტომბრიდან)
ი) უძრავი ქონების სახელმწიფო შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების
სარგებლობის უფლებით მიღებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.
კ) ვაუჩერის გამოყენებით განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
შესაბამისი მომსახურების/საქონლის დაფინანსებაზე, აგრეთვე ვაუჩერის განაღდებისა და
განაღდებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე; (20.11.2009. N2107)
ლ) შეხვედრების ჩასატარებლად შესაბამისი ფართობის დაქირავებასთან
დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე; (20.09.2013. N1255)
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ
არარეზიდენტი პირისაგან ტელე-/რადიოპროდუქციის (პროგრამის, გადაცემის, ფილმის,
რეპორტაჟის, კულტურული ღონისძიების) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების,
აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელე-/რადიოპროდუქციის
(პროგრამის, გადაცემის, ფილმის, რეპორტაჟის, კულტურული ღონისძიების)
გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე.
(20.11.2009. N2107)
ნ) სუვერენული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურებისა და სახელმწიფო ფასიან
ქაღალდებთან დაკავშირებული საკრედიტო –სარეიტინგო მომსახურების შესყიდვებზე,
აგრეთვე აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლისათვის საკრედიტო – სარეიტინგო
მომსახურების თანმდევი ხარჯების ანაზღაურებაზე.
(28.06.2010. N3163 2010 წლის 1
აგვისტოდან)
ო) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ან აგენტის
მიერ ლატარიის ბილეთის შენახვის, სარეალიზაციო ან/და ლატარიის ორგანიზატორის
7
სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვაზე; (9.12.2011. N5454 ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან)
პ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ
აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის მართვის უფლების
მქონე პირისაგან მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე; (9.12.2011. N5454 ამოქმედდეს 2012
წლის 3 იანვრიდან).
ჟ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ
ლატარიის ორგანიზებისათვის ან/და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციული და
ტექნოლოგიური მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვაზე; (9.12.2011. N5454 ამოქმედდეს 2012
წლის 3 იანვრიდან).
რ) შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზაციის
მიზნით შეძენილი საქონლის სახელმწიფო შესყიდვაზე; (28.10.2011 N 5169)
ს) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და
საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე. (28.10.2011 N 5169)
ტ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. (5.06.2012 N 6389)
4. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს
მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა
და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის
საკრედიტო ბანკის (KFW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განსაზღვრული
შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ
აღნიშნული
ორგანიზაციები
არ
არიან
შესყიდვების
განხორციელებასთან
დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა
ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. (19.06.2009. N1336)
5. ამოღებულია (2010 წლის 1 იანვრიდან 20.11.2009. N2107)
8