„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ”
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ” (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
II მოსმენა
✓ 68 ✗ 0
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-04-11
ბიუროს ნომერი 175
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისa da
damatebebis შეტანის შესახებ”
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილებები:
1. 83-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა
ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ
არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში
წარდგენასაც აპირებენ.“.
2. 84-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. 112-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისი შედგენის თარიღი და
ადგილი; მოსამართლის გვარი; პირი, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა;
განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, იმის ზუსტი
მითითებით, თუ რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება ის; განჩინების მოქმედების
ვადა; პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს განჩინება და მოსამართლის
ხელმოწერა (მათ შორის ელექტრონული).“.
4. 144-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ საექსპერტო კვლევის ობიექტი მეორე მხარესთან ინახება, იგი ვალდებულია
გადასცეს ობიექტი ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტს. ექსპერტიზის
ინიციატორი მხარე უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა. თუ მხარე
ნებაყოფლობით ვერ იღებს, იგი უფლებამოსილია საექსპერტო კვლევის ობიექტის
ექსპერტისათვის გადაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გამოძიების
ადგილის მიხედვით. შუამდგომლობა განხილულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 48
საათისა. შუამდგომლობის განხილვის დრო და ადგილი ეცნობება მხარეებს.
შუამდგომლობის ავტორის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა არ
განიხილება. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი
მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება.“.
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს 31 ნაწილი:
„31. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის
ინიციატორი მხარის ექსპერტმა ვერ (არ) უზრუნველყო საექსპერტო კვლევის
ობიექტის დაცვა, ექსპერტის დასკვნა დაუშვებელი მტკიცებულებაა, ხოლო ექსპერტის
მოწმის სახით დაკითხვა დაუშვებელია.“.
5. 185-ე მუხლის მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს მე-5 ნაწილი:
„5. მხარეებს უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ერთობლივად
სასამართლოს წინასწარ მიმართონ დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლო
განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის (დადგენილ თარიღზე ადრე ან გვიან
დანიშვნის) შესახებ. სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის
გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.“.
6. 206-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ
განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი;
მოსამართლის, პროკურორის, ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ვინაობა,
წარდგენილი ბრალდების არსი, მითითება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების,
შეცვლის ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამასთანავე, ზუსტად უნდა მიეთითოს, რა
არის განჩინების არსი და ვისზე ვრცელდება; რომელი თანამდებობის პირი ან
ორგანოა ვალდებული, შეასრულოს განჩინება; მისი გასაჩივრების წესი და
მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის ელექტრონული).“.
7. 213-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლო უფლებამოსილია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი
განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის
შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი
განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის, საქმის პროკურორისთვის
დაბრუნების ან შესაბამისად კანონით დადგენილი წესით საქმის არსებითად
განხილვის თაობაზე.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ წინასასამართლო სხდომის ჩატარებამდე იხილება შუამდგომლობა
საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და
სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალის დამადასტურებელი
საკმარისი მტკიცებულებანი, ან დაადგენს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს
მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე
წარდგენილია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, იგი საქმეს უბრუნებს
პროკურორს. სასამართლო პროკურორისათვის საქმის დაბრუნებამდე
მხარეებს სთავაზობს, შუამდგომლობის სასამართლო განხილვისას შეცვალონ
საპროცესო შეთანხმების პირობები, რაც შეთანხმებული უნდა იყოს ზემდგომ
პროკურორთან. თუ სასამართლოს შეცვლილი პირობებიც არ აკმაყოფილებს,
იგი საქმეს უბრუნებს პროკურორს.“.
8. 216-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„განაჩენის გამოტანიდან 3 დღის ვადაში მსჯავრდებულს, მის ადვოკატს და
პროკურორს გადაეცემა განაჩენის ასლები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
mixeil სააკაშვილi
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებისa da
damatebebis შეტანის შესახებ” კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება განპირობებულია სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის ცალკეული მუხლების კორექტირების აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
აღნიშნული პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის ცალკეული მუხლების კორექტირება და მათი
მეშვეობით სასამართლოში მხარეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ტექნიკური ცვილება შედის 83-ე მუხლის მე-6
ნაწილში, რომლის თანახმად მხარეებმა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ერთმანეთს და
სასამართლოს არაუგვიანეს 5 დღისა წინასასამართლო სხდომის გამართვამდე.
მოქმედ რედაქციით 5 დღით ადრე უნდა მომხდარიყო ინფორმაციის მიწოდება.
კანონპროექტით ამოღებულ იქნება კოდექსის 84-ე მუხლი, რადგან უზრუნველყოფილ
იქნას მხარეთა თანასწორობა. აღნიშნული ცვლილებით ისევე როგორ ბრალდების
მხარეს დაცვის მხარეც ვალდებული იქნება სხდომამდე წარუდგინოს სასამართლოს
ყველა მტკიცებულება. კანონპროექტით აგრეთვე ზუსტდება თუ ვის წარედგინება
ექსპერტიზის ობიექტი და რა შემთხვევაშია ექსპერტის დასკვნა დაუშვებელი
მტკიცებულება. კანონპროექტით მხარეებს უფლება აქვთ ერთობლივად მიმართონ
სასამართლოს სხდომის თარიღის შეცვლის თაობაზე. კანონპროექტით მხარეთათვის
გადასაცემი განაჩენის დამოწმება აღარ იქნება სავალდებულო.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის
ოდენობასა და გადახდის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
saqarTvelos parlamentis wevrebi:
pavle kublaSvili, giorgi CiviaSvili da zviad kukava
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
saqarTvelos parlamentis wevrebi:
pavle kublaSvili, giorgi CiviaSvili da zviad kukava