საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.04.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე
ნომერი
#07-3/426/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-04-10
ბიუროს ნომერი 175

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LilJTdMSilqNL JJ6qJAil66IIU }llTdNI, aJqJ6',tilJ0[qtaJ 6n6aJoIrqI Jd6il, Jdnild0[u aJ6bIq3[L J6nucqIdfll, qtFtilblll, ?ill,Jbilb ll .rJd,oqo. 20ll EcRo rojOo N 175 tujs16o3nqob 3o5r'rEoL Jr6o6jgo,,Lojrr6o3nqot ;p8o5obgr4.:go2q U.:8,>6ooqqor4q363oor ;oqnjb?o g3qoq6}nloUr qo qoSognlnloU ?6go5ob ?nLob6I" olt6oqoXq lr.r3oorbors 3o8o$X$o 26 - 29 $6oqo 3-6Omlm lrgoS.Slr'-Lrao1si6r, J,,aoOC6o; cqr&.!5ot XgqC&o,., qo31l$ q,) L*l$qcjo o56cad,ryx,r, Joao6c0o ftu'bAd4 naAE ar 4rl\J!6n l)rSr4',p,Ai<ar L;Jrr6or3nqol-r J.:r6p;035$oL dol6o ;p6nEL: '1,>j;6or3nqrob Jst6qs8n6goL JrnAo$1$JAbr qr l-rrJor6qo335go g<6ojgogd?o q.:o$'golr 5r'rr63r$o3q,o rjgob Jr6r'rnJ$ob 6oStoqgr l-r.: J.:<6or31qoL J.:r6q;065$ob orsgSypoSo6n \o,)8oq) BDddrda
წერილი
l,JdJ60ACRflU )J6RJACEO0I, SC360 L.rl.'dro31qoL Jsr4q'o335$ob sJrrvr"fl olr L.r.r6ls5o1,.:1y,r'r RJrd6'0.\AC56oL ?B6r.rlrtr lorlArflo6 ;1o1116 lr;1os5 'odlL jsqd,>$r'r5o nmnr6' 7-n 3lbr1otr or;6sL8sp $163o6oq616or Jr3q,C Jgbqr03oq'ob,'L3ollp,111.1;3slrr q,r,r o5o11or,$o3oL SXtroor 3r'rBt'>p111q' ,,U:jr6or39q'oU r('Ao6obo5r0o0E) UrAr6orq,(,rf)e3CAror JocQCCUAo" o3q'oqCoCboljr Qr 3obsbnb". "6nf1,r3or, 1,Xlr..rq5oT51q qQraloCbCbob 6COr6oU ,1:5o5oL J6r'r;;l$tr 8oLg1o ?lLrlseolro iltr3qXqo}r ob. q;6,;6oo: 'J' 31dr6q'rq'' J,>$o3oU6n3oo, Jr3q,C JCOq,rA3o<n J/' i tSosp ;j.p3r J6('d)r'r Jq,rSodC 'L' oi "ll
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატებები: 1. 125–ე მუხლის მე–6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქვეითო გადასასვლელის გავლის, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, დგომა–გაჩერების წესების, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, მოძრაობის დაწყებისა და მანევრირების, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების ანდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით“. 2. 1291 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–5 პუნქტი: „5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის ამავე კოდექსის 290–ე მუხლით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, სააღსრულებო ბიურომ ჯარიმის იძულებითი გადახდევინება პრიორიტეტულად განახორციელოს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადებით ან/და მისი რეალიზაციით, რომლითაც ჩადენილ იქნა 1291 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა“. 3. 240ე– მუხლის მე–2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და დაემატოს შემდეგი შინააარსის მე–21 ნაწილი: „2. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა. ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, თუ არიან. „21. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე ხელს აწერს მისი გამომცემი თანამდებობის პირი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება უფლებამოსილი პირის მიერ მისი ამობეჭვდის შემთხვევაში“. 4. 291–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება სამართალდამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, გარდა ამ კოდექსის 2282 მუხლის მე2 ნაწილითა და 2283 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო 1291 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმის იძულებითი აღსრულება განხორციელდება 1291 მუხლის შენიშვნის მე–5 პუნქტის შესაბამისად“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია შემდეგი გარემოებების არსებობით: • საქართველოს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა– გაჩერების ყველა წესის დარღვევისათვის; • 1291 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელების აღსრულებისას არსებობს გარკვეული პროპლემები; • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფების მიერ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას არსებობს გარკვეული პროცედურული სირთულეები. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: კანონპრექტის მიზანია – ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომა–გაჩერების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მოწესრიგება, კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელების აღსრულების უზრუნველყოფა და შსს–ს უფლებამოსილი დანაყოფების მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრების შევსების პროცედურების დახვეწა. ა.გ) კანონპროექტის არსი: კანონპროექტის მიხედვით; 1) 125–ე მუხლის მე–6 ნაწილით გათალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ პირებს, რომლებიც დაარღვევენ ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომ– გაჩერების წესებს; 2) 1291 მუხლის შესაბამისად დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სააღსრულებოს ბიუროს მიერ ჯარიმის იძულებითი გადახდევინება პრიორიტეტულად განახორციელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადებით ან/და მისი რეალიზაციით, რომლითაც ჩადენილ იქნა 1291 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა; 3) შსს–ს უფლებამოსილი დანაყოფების მიერ შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე სავალდებულო აღარ იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ხელმოწერა. სამართლებრივი თვალსაზრისით აუცილებლობას არ წარმოადგენს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე სამართალდამრღვევის ხელმოწერის აღნიშვნა, რაც პრაქტიკული თვალსაზრისით ხელს შეუწყობს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე საქმის სწრაფ და ეფექტურ განხილვა– გადაწყვეტას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) კანონპროექტის მონალოდნელი ფინანსური შედეგების ამ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომელზედაც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დგომა–გაჩერების წესების დარღვევისთვის სამართალდამრღვევებს დაეკისრებათა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, 1291 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად, ჯარიმის იძულებითი აღსრულება პრიორიტეტურად განხორციელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადებით და რეალიზაციით, რომლითაც განხორციელდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ხოლო შსს უფლებამოსილი პირის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე სამართალდამრღვევი პირების ხელმოწერა აღარ იქნება სავალდებულო. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასტან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შჱმუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ მონაწილეობდა დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ მონაწილეობდა დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე. დ.გ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე.