„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-04-10
ბიუროს ნომერი 175
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,idJ6lllililqnb lJdq JAt60lll, lII6nL
aJqrFUilil0llqilIt 6ndaJ0nIqI Jil0il,
Jr(llCdCllU a)6bIqil[L Jdnt]tqXdil,
qJEtCblll, ?Cl,Jbtb
ll sJt6oqo. 2011 ScRo
rnjOo N 175
Usjo<6on3qob 3o5r'r5ob Jtrrrrnjgo ,,bo36ot6r'r bo0ur6oqoL o?6oqo[Ro Jo6ol.,
- Lojor6o36qob 3o5o615 UojS6oo ttSoSobg6ot 3o8Lob2r6nlot Loo6gSgot
3ont6 5r$nlqo So0LobSt6globro3ob qo$gLn}trqo brgrby6ob.: qr 3rq6loL i
?6Lsb6I" LrJ,:<4og6qob 3s6o5?o g3qoqg}6doLr qr q,>Sognlnlot ?6gr5oL
orgrB;tn"
oXr6oqoXq lrt,loorbors 3o0o$3$o-
26 - 29 $r6oqo
3 - 6 3.ro1ro
Lttso5r5lx,-Lr3olr.i6F, J,&6JOp;
g.rt65oMo3o 3,jo5o0o3ols qs 6o5o6o3tr6o
JoRoooJol, ,r(,ao6r6o
Joan6r6da., 6?,ad<,ar abtr,6, llrr4'a,rdJq'tu
Lrjor6ar3nqoL J;rcrq,>3n5$oL bol<6rl rp6n5L:
L.:J;<4or3nqoL Jcr6q;3n5gob JmAo$1$ClLr p,: LsJst4q,.:3X5gcc ar4rjgond?o
qoo$'3t'rb 5r.r6e.:1)o2q,o oJgoL Jr6oXjgoL 5;5boq3.:
L,:Jorrror3Sqo L Jlt6q;3n5$ob
mr306qr.r3.:16X
qo3oo 3;Jt6.:d;
წერილი
l,JdJ6U|SCRtI)U JJ6RJAC5t50l, $0360
boJ;r6orpqr.rlr Jst6ps315$oL sJr6.>$oL
L,>or46.:6o1,sgoo qgJ;dr$s315$oL 1g6r'rLlr
Jrqls$r.r5 nornt6 L3or6;od6t
jssl'f,sgr.r5rn gor06,
trsJ,:rcrogXq,otr ,jo5lr$o$3gooL 67-n 33tglol., osSsL0sp $.>163r'16op6X6or
L..,jsr6or36qolr J,rr6q.'315$oL $nSr6Xlolt Js3q'9 3g6q'r03oq'oU, t3o;p ;1;.r3.:L>
eJ J6qx6o Jq,JgodoL 3onr6 Lil;,>5o60q13rqro o5o6o,>$o3oL $Xlrom 3r'r3t,>qn}lq
Lrilsr6or3nq,otr ,1s5r.r5oL Jr6r'rnJ6L, ,,l)JxJ6o l-rr0r6orq'oU og6oqngq'o JodroU brCr6ogcq,ou aobt 56 lrrCocorr Urao6oUO6oU aoaUrbg53bob l))rM6O(')U 6oc6
6.>$9gq,o 6o0ltbg6SboUro4olr ar$cucauq'o lJJg.>U36oLs qr,: 3rq93bob 03trufu0"
brj.:6o6gq,olr 316r'160o 6q,oq,g0Xbols Ar arAJOCoCbolj tsC$,rbolt oror6.rtrg"
6orbo3o, tr13orq6o?51q .1s5o6oU Jr6olj$L Solrgnrn BlLr[.r8oLo
0Lr3qlqolr.
oh qorSsr6oo: -' g1r611q;q
J;go3oL6X0oor,
Jrgq,g 3gbq,r6goqto
/l
$go.rq ,j1,.1,>3r y
,:6qr6o q,r3odg
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, ¹2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ამ კანინის მე-3 მუხლის „კ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) შიდა ტრანზიტი – საქართველოს ტეროტორიაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილე,
დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე
ნიშანი. შიდა ტრანზიტის გაცემისა და გამოყენების წესი (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის
შენიშვნის მე-17 პუნქტით გასაზღვრული გარემოებისას) დგინდება საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“
2. ამ კანინის მე-6 მუხლის:
ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო
შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა (გარდა ამ მუხლის „ფ1“ და „ქ1“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევისა) – 20 ლარი;
ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული
ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების დათვალიერება, შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენით ან მის გარეშე –
20 ლარი;“
გ) „ქ“ ქვეპუნქტი შემდეგ დაემატოს „ქ1“ “ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ქ1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული
ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების საექსპერტო შემოწმება, შემოწმების აქტის შედგენის გარეშე -20 ლარი;
დ) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „შ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„შ1) ერთ ერთეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ავტოსატრანსპორტო
საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა რეექსპორტისა) -20 ლარი
ე) შენიშვნის:
ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასოთა ან/და
ციფრთა კომბინაციის წყობა არ უნდა იყოს ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
სახელმწიფო სანომრე ნიშნის ასოთა და ციფრთა კომბინაციის მსგავსი. ასოთა ან/და
ციფრთა კომბინაცია არ უნდა აღემატებოდეს შვიდ ერთეულს და არ უნდა შეიცავდეს
მოწოდებას, ადმინისტრაციული ორგანოს სახელწოდებას (აბრივიატურას) ან უხამსობას,
აგრეთვე არ უნდა შეურაცხყოფდეს ან არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ღირსებას,
რელიგიას, ტრადიციასა და ზნეობრივ ნორმებს. ორი იდენტური სახელმწიფო სანომრე
ნიშანი არ გაიცემა.”
ე.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პირის მფლობელობაში (საკუთრებაში) ერთდროულად არსებულ, ერთ
მისამართზე განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე
(გარდა ამ შენიშვნის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ამ მუხლის „ფ“,
„ფ1“ და „ქ1“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის
შესაბამისი საფასური მცირდება 10 ლარით.“
ე.გ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტები შემდეგი
რედაქციით:
„16. სააგენტოს მიერ, შიდა ტრანზიტი (გარდა გრძელვადიანი შიდა ტრანზიტისა)
გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 90
კალენდარული დღისა;“
„17. კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, სააგენტოსთან
შეთანხმებით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო
საშუალებებზე, სატრანზიტო სანომრე ნიშნის ან/და შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება)
შეიძლება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიული პირმა – შემოსავლების სამსახურმა
ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ
პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანზიტო სანომრე ნიშნისა და
შიდა ტრანზიტის გაცემის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და
ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“
„18. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ან/და
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მექანიკურ
სატრანსპორტო საშუალებაზე შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) შემთხვევაში, შიდა
ტრანზიტით
სარგებლობის ვადა განისაზღვრება აღნიშნული მექანიკური
სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ვალდებულების
წარმოშობის დრომდე, მაგრამ არა უმეტეს 90 კალედარული დღისა.“
„19. გარემოება, როდესაც უფლებამოსილი პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების საექსპერო შემოწმება ან დათვალიერება ხორციელდება შესაბამისი აქტის
შედგენის გარეშე, განისაზღვერბა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“
3. მე-12 მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3
პუნქტი:
„3. მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 პუნქტით განსაზღვრული გარომოების
არსებობისას, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფლობელს (საქონლის ფლობელს),
უფლება აქვს შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის ამ კანონით დადგენილი საფასური,
გადაიხადოს
შიდა ტრანზიტით სარგებლობის ვადის ამოწურვამდე, საქონლის
გაფორმებისას. შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის, დაკარგვისათვის, აგრეთვე
სარგებლობისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, საფასურის გადახის
დაანგარიშება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.“
მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
“საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების
შეტანა
გამოწვეულია იმ გარემოებით, დღეისათვის მოქმდეი წესების თანახმად, სატრანპორტო
საშულებების შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშნები სააგენტოს მიერ გაიცემა მხოლოდ
იმპორტის
სასაქონლო
ოპერაციას
დაქვემდებარებულ
მექანიკურ
სატრანსპორტო
საშუალებებზე. ხოლო ვიანიდან ასეთი შეზღუდვა იხსნება და შიდა ტრანზიტული სანომრე
ნიშნების გაცემა იწარმოებს აგრეთვე ექსპორტის სასაქონლო ოპერაციას დაქვემდებარებულ
სატრანსპორტო საშუალებებზე, შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემა, რის გამოც
საჭიროა შიდა ტრანზიტული ნომრების გაცემის უფლებამოსილება მინიჭოს საჯარო
სამართლის იურიდიული პირი –
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურს.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანა მიზნად
ისახავს სააგენტოსთვის დაკისრებული მოვალეობების განხორციელების მექანიზმების
დახვეწა -გამარტივებას.
ა.გ) კანონპროექტის არსი:
- კანონპროექტის თანახმად, ახლებურად ჩამოყალიბდა შიდა ტრანზიტული სანომრე
ნიშნის
განმარტება,
ტეროტორიაზე
დეკლარირებული,
რომლის
მოქმედი,
თანახმადაც
სასაქონლო
დაურეგისტრირებელი
შიდა
ტრანზიტი
ოპერაციისათვის
მექანიკური
არის
საქართველოს
განკუთვნილი
სატრანსპორტო
ან/და
საშუალების
დროებითი სანომრე ნიშანი, რომლის გაცემისა და გამოყენების წესი განისაზღვრება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“
- კანონპროექტის თანახმად, შესაძლებელი გახდება დაინტერესებული პირის მოთხოვნის
საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ერთი
ერთეული
მექანიკური
სატრანსპორტო
საშუალების
დათვალიერება,
შესაბამისი
დათვალიერების აქტის შედგენით ან მის გარეშე, რომლის საფასური განისაზღვრა 20
ლარით. ასევე, შესაძლებელი გახდება დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე,
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ერთი ერთეული
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება შემოწმების აქტის შედგენის
გარეშე, რომლის საფასურიც განისაზღვრა 20 ლართ.
- კანონპროექტის თანახმად, იზრდება სატრანსპორტო საშუალებათა დროებითი შიდა
ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემის ვადა, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ შიდა
ტრანზიტული სანომრე ნიშნების დროებით გაცემა ხორციელდება იმ სატრანსპორტო
საშუალებებზე, რომლებიც დარეგისტრირებული ჯერ კიდევ არ არის და მოქცეული არიან
შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში.
-
კანონპროექტის
თანახმად,
შიდა
ტრანზიტული
სანომრე
ნიშნების
გაცემა
კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, სააგენტოსთან შეთანხმებით
შეუძლიათ
განახორციელონ
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახურს
ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა უფლებამოსილმა
ორგანომ. ასეთ შემთხვევაში გაცემული შიდა ტრანზიტული დროებითი სანომრე ნიშანი
მოქმედებს სატრანასპორტო საშუალების მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენებამდე,
მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.
- კანონპროექტის თანახმად, შესაძლებელი გახდება უფლებამოსილი პირის მიერ მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება ან დათვალიერება განხორციელება შესაბამისი
აქტის შედგენის გარეშე, რომლის წესიც განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანებით.
- კანონპროექტის თანახმად, მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 ქვეპუნქტით განსაზღვრული
გარომოების არსებობისას, შიდა ტრანზიტით მოსარგებლე დაინტერესებულ პირს უფლება
აქვს, შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის ამ კანონით დადგენილი საფასური გადაიხადოს
მომსახურების
გაწევის
შემდგომ,
მექანიკური
სატრანსპორტო
საშუალების
მიმართ
სასაქონლო ოპერაციის გამოყენებდე.“
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) კანონპროექტის მონალოდნელი ფინანსური შედეგების ამ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას, იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება ამ კანონპროექტის მოქმედება;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასტან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შჱმუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
არ მონაწილეობდა
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ მონაწილეობდა
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი,
ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე.
დ.გ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს
კუბლაშვილი, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე.
პარლამენტის
წევრები
პავლე