„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-17
ბიუროს ნომერი 219
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, 20, 04/05/2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე,
პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირზე,
უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის
მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, და მოქალაქეობის არმქონე პირზე.“.
2. 221 მუხლი ამოღებული იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014
წლის 12 სექტემბერს №2/3/540 გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არაკონსტიტუციურად
იქნა ცნობილი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7
პუნქტისა და 221 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც
გამორიცხავს ამავე კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების გავრცელებას
საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის
პირველი პუნქტი უზრუნველყოფს განათლების მიღების შესაძლებლობას ყველა
ადამიანისთვის და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქისთვის. საქართველოს
კონსტიტუცია მიჯნავს უფლებებს, რომელთა სუბიექტიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა,
იმ უფლებებისგან, რომლებიც უნივერსალური ბუნებისაა და „ყველაზე“ ვრცელდება. იმის
გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი არ აკონკრეტებს იმ
პირთა წრეს, რომელმაც უნდა მიიღოს უფასო ზოგადი განათლება, მაშინ როდესაც სხვა
კონსტიტუციურ ნორმებში ხშირად გვხდება რიგი უფლებები, რომლებიც ექსკლუზიურად
მოქალაქეებს ეკუთვნით, კონსტიტუციის მიზნებისთვის ზოგადი განათლების დაფინანსების
სუბიექტებად უცხოელებიც მოიაზრებიან. შესაბამისად,
სასამართლომ მიიჩნია, რომ
საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ზოგადი
განათლების უფასოდ მიღების უფლება თანაბრად ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებსა
და საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე და მიუთითა, რომ ზოგადი განათლების
დაფინანსების ჭრილში სახელმწიფო თანაბრად უნდა ზრუნავდეს როგორც საქართველოს
მოქალაქეზე, ისე საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე.
ამდენად,
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიხედვით
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში 12 წლის განმავლობაში მოსწავლის განათლების სახელმწიფოს მიერ
დაფინანსება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით
გათვალისწინებული პირების გარდა, ასევე, გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქესა და
მოქალაქეობის არმქონე პირებზე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის შემუშავების მიზანია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა ზოგადი განათლების სრულად დაფინანსების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ,
რითაც მითითებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოახდინონ კონსტიტუციით
მინიჭებული განათლების უფლების რეალიზაცია და ისარგებლონ უფასო ზოგადი
განათლებით.
2
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 12 წლის
განმავლობაში მოსწავლის განათლების სახელმწიფოს მიერ დაფინანსების გავრცელებას
საქართველოს მოქალაქეზე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო
დოკუმენტის მქონე პირზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები
თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, აგრეთვე, მოქალაქეობის
არმქონე პირებზე.
ამასთან, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედი რედაქციიდან ხდება იმ ჩანაწერების ამოღება, რომლის მიხედვითაც: უცხო
ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქის არმქონე პირის მიერ ზოგადი განათლების მიღების
უფლება
ხორციელდება
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა
და
შეთანხმებების საფუძველზე, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელთანაც ზოგადი
განათლების მიღების უფლების საკითხი არ არის მოწესრიგებული საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით, საქართველოს სახელმწიფო
დაფინანსება განისაზღვრება ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, ნაცვალგების პრინციპი
მოქმედებს მაშინ, თუ შესაბამის უცხო ქვეყანაში ზოგადი განათლების სფეროს დაფინანსების
სისტემა საქართველოში ზოგადი განათლების სფეროს დაფინანსების სისტემის იდენტურია
და საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და შეთანხმების ან ნაცვალგების პრინციპის
არარსებობის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალქეობის არმქონე პირი ზოგადი
განათლების მიღების უფლებას მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ერთ მოსწავლეზე გათვლილი
ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერით, რომლის მისაღებადაც
განცხადებით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და
აღნიშნული ვაუჩერის შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე შეტანის შემდეგ ეს პირი მიიღებს
სტანდარტულ ვაუჩერს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 2013
3
წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ვაუჩერის გაცემის მოთხოვნით, 467-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა და
მის მისაღებად შესაბამისი თანხა გადაიხადეს 117 495 ლარისა და 75 თეთრის ოდენობით.
თუმცა, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
სტანდარტული ვაუჩერის ღირებულება განისაზღვრება 375 ლარიდან 560 ლარამდე, საჯარო
სამართლის იურიდიულ პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
ინფორმაციით კი ზოგადსაგნამათლებლო დაწესებულებებში ფიქსირდება დაახლოებით
2000-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მოსწავლე. შესაბამისად,
აღნიშნული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები სავარაუდოდ შეადგენს
ერთ მილიონ ლარს, რაც 2014 წელს დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინსტროსთვის უკვე გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში,
ხოლო 2015 წელს, აღნიშნული ხარჯები შესაძლოა დაფინანსდეს კვლავ სახელმწიფო
ბიუჯეტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსტროსთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში ან საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს გამოეყოს დამატებითი
სახსრები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტით დგინდება ფინანსური შედეგი იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის და
მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, რომლებიც მიიღებენ სრულ ზოგად განათლებას
სახელმწიფო დაფინანსების შედეგად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
4
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 22. სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსება
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას. მოსწავლის
განათლების სახელმწიფო დაფინანსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
გრძელდება 12 წლის განმავლობაში.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება ერთ მოსწავლეზე გათვლილი
ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
3. სახელმწიფოს მიერ მოსწავლის განათლების დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ხორციელდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის
შესაბამისი ვაუჩერით. სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობები
განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონისათვის
მაქსიმალური დატვირთვის მიხედვით, განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეთა
ფინანსური
შესაძლებლობების
შესაბამისად,
განათლების
მიღების
უფლების
უზრუნველყოფაში თანასწორობის პრინციპის დაცვით. ვაუჩერით ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების მიმდინარე ხარჯების დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხა შესაძლებელია
გამოყენებულ იქნეს აღნიშნული დაწესებულების კაპიტალური ხარჯების დასაფარავად.
4. ყოველ მშობელს აქვს უფლება, სასკოლო ასაკს მიღწეული ბავშვის განათლების
დასაფინანსებლად მიიღოს ვაუჩერი, რომლის განთავსება შესაძლებელია ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში. სახელმწიფო დაფინანსება გრძელდება იმავე
პუნქტით გათვალისწინებულ სხვა დაწესებულებაში მოსწავლის გადასვლის შემთხვევაში.
5. საჯარო სკოლის კაპიტალურ ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო ან/და საჯარო სკოლა.
6. მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლა, რომელშიც ეროვნული სასწავლო გეგმის
შესრულების ხარჯები აღემატება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივით
დაფინანსების მოცულობას, უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
მიიღოს დამატებითი დაფინანსება გაზრდილი ვაუჩერის სახით ან/და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი
პროგრამის ფარგლებში.
61. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად
დაფუძნებულ პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში სააღმზრდელო
მომსახურების , მოსწავლეთა ზოგადი განათლების , საცხოვრებელი პირობების ,
მკურნალობისა და კვების ხარჯების დაფინანსებას .
6
62 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ პანსიონური
მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში სააღმზრდელო მომსახურების, საცხოვრებელი
პირობების, მკურნალობისა და კვების ხარჯების დაფინანსებას.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე,
პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირზე,
აგრეთვე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე.
უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ზოგადი განათლების
მიღების უფლება ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და
შეთანხმებების საფუძველზე. იმ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელთანაც ზოგადი
განათლების მიღების უფლების საკითხი არ არის მოწესრიგებული საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით, საქართველოს სახელმწიფო
დაფინანსება განისაზღვრება ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. ნაცვალგების პრინციპი
მოქმედებს მაშინ, თუ შესაბამის უცხო ქვეყანაში ზოგადი განათლების სფეროს დაფინანსების
სისტემა საქართველოში ზოგადი განათლების სფეროს დაფინანსების სისტემის იდენტურია.
იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა მოქალაქეების მიერ ზოგადი განათლების მიღებას
საქართველოს სახელმწიფო ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე აფინანსებს, აქვეყნებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე. [ ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი,
რომელიც გამორიცხავს ამავე კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების
გავრცელებას საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე - საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება №2/3/540 –
ვებგვერდი, 29.09.2014წ.]
მუხლი 221. უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ვაუჩერული
დაფინანსება
1. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო
ხელშეკრულების ან/და შეთანხმების ან ნაცვალგების პრინციპის არარსებობის შემთხვევაში
უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქა-ლაქეობის არმქონე პირი ზოგადი განათლების მიღების
უფლებას
მოიპოვებს
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
შესაბამისი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური
ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერით.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული სტანდარტული ვაუჩერის მისაღებად განცხადებით მიმართავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. აღნიშნული ვაუჩერის შესაბამისი
თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო
ანგარიშზე შეტანის შემდეგ ეს პირი მიიღებს სტანდარტულ ვაუჩერს.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებულ ანგარიშზე სტანდარტული ვაუჩერის შესაბამისი თანხის შეტანის
დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
7
სამინისტროში წარდგენა არის ამ პირზე სტანდარტული ვაუჩერის გაცემის საფუძველი.
[ძალადაკარგულია საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება
№2/3/540 – ვებგვერდი, 29.09.2014წ.]
4. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გაზრდილი ვაუჩერის გაცემას
სტანდარტული ვაუჩერის შესაბამისი თანხის გამოკლებით ან დამატებით დაფინანსებას
უზრუნველყოფს სახელმწიფო ამ კანონით დადგენილი წესით.
5. უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ზოგადი განათლების
დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირზე და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე
უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა
და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქის
ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს მოქალაქის ზოგადი
განათლების დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესით.
8