„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.11.2014
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/269/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-17
ბიუროს ნომერი 219

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი პროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 56, 28/12/2005, მუხ.390) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საჯარო საქმიანობა – საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად ექსპერტთა მიერ გაწეული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა (საექსპერტო მომსახურება). ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია პირებმა, რომლებიც სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შრომითი ურთიერთობის საფუძველზე უწევენ საექსპერტო მომსახურებას, შეძლონ პენსიის მიღება. კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად, სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი თანაშრომლობს ქართველ მეცნიერებთან. მეცნიერები, როგორც ექსპერტები, აფასებენ სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში წარდგენილ პროექტებს. ექსპერტებთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფორმდება შრომითი ხელშეკრულებები, სადაც გაწერილია მხარეთა უფლებამოვალეობები, მათ შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შრომითი ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით საჯარო საქმიანობა განმარტებულია როგორც საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. გამომდინარე იქიდან, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში წარდგენილი პროექტების შეფასებას (საექსპერტო მომსახურებას) მეცნიერები ახორციელებენ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სწორედ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე ისინი ვერ მოიპოვებენ შრომითი ანაზღაურების პარალელურად სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებას. მეცნიერთათვის საექსპერტო მომსახურების გაწევის გამო (რაც რიგ შემთხვევაში შეიძლება ერთჯერადი საქმიანობაც იყოს) პენსიის შეწყვეტა ბუნებრივია პრობლემას უქმნის სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ამ ფონდის მიერ გამოცხადებული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების გამართულ მუშაობას და აღნიშნული შესაძლოა გახდეს მეცნიერთა მიერ საექსპერტო მომსახურებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უმეტეს, რომ არაერთი მეცნიერი მიმართავს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს პენსიის შეწყვეტის გამო დახმარების მოთხოვნით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სამეცნიერო საგრანტო კონკურსები უაღრესად მნიშვნელოვანია მეცნიერების წინსვლისათვის და კვლევების განვითარების ხელშესაწყობად, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ქართველ მეცნიერთა მხრიდან კონკურსებში ჩართულობა, ეს გარემოება, შეაფერხებს სამეცნიერო საგრანტო კონკურსების სრულფასოვან მიმდინარეობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეცნიერთა მიერ საექსპერტო მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი ძირითადად მცირე ოდენობისაა და როგორც წესი ნაკლებია პენსიის ოდენობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნულ პირთა ინტერესების დაცვის მიზნით, აუცილებელია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც და სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო საგრანტო 2 კონკურსებში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად ექსპერტთა მიერ გაწეული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა (საექსპერტო მომსახურება) არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის შემუშავების მიზანია საჯარო საქმიანობად არ ჩაითვალოს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად ექსპერტთა მიერ გაწეული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა (საექსპერტო მომსახურება). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად ექსპერტთა მიერ გაწეული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის (საექსპერტო მომსახურება) არ ჩათვლას საჯარო საქმიანობად, რაც თავის მხრივ არ გამოიწვევს სახელმწიფო პენსიის გაცემის შეწყვეტას ექსპერტთათვის. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებას. ხარჯვითი ნაწილის ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას. ახალი მიერ ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტით დგინდება ფინანსური შედეგი იმ ექსპერტებისათვის, რომლებიც ახორციელებენ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას (საექსპერტო მომსახურებას) სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად, კერძოდ ექსპერტებს ასეთი საქმიანობის გამო აღარ შეუწყდებათ პენსია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: 3 კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 4. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განცხადება – უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის თაობაზე ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა ; ბ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) საჯარო საქმიანობა – საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლაპანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ( გავრცელდეს 2014 წლის 15 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) დ) (ამოღებულია – 24.04.2012, №6061); ე) მაძიებელი – პენსიის მიღების უფლების მქონე პირი პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტიდან; ვ) პენსიონერი – პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია; ზ) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; თ) მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელსაც აქვს კანონიერი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, საქართველოს საზღვრების გარეთ კანონიერად მუშაობის, სწავლის ან მოგზაურობის მიუხედავად; ი) პენსია – პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობა; კ) კომპეტენტური ორგანო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო; ლ) (ამოღებულია – 24.04.2012, №6061). 5