საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.09.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზურაბ ბუცხიკიძე და მიხეილ ცქიტიშვილი
ნომერი
#07-3/483/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-26
ბიუროს ნომერი 199

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
t'ldJdUlStqnU JJdq JACGClll, blll14nU AiqIFUlC0[qCbJ 6nt40J6fl XqI JdClll, JdnCdClll, aJGbnqSIU Jdnt]flqXtlllU CtFUtlil, ?flUIbtb 26 trgi,gCAlCd,o. 20ll $gqo erjSo N 199 Lrsj,:r6o3nqoL 3s5o5oL Jr6o6j$o,,Lsjrr6o36qmt bo6oqobrbrqo ;oq6ib?o g3qoq6doL ?3$o5ob ?3bob3b" tcaoSrSto-lr$oX33$r'r,jo0o$X$o p&,3q3t 3,{oAo IJ .r3r6st61q Lr3r'otto.r,p0o$X$o rth^A'?to, doa7par 4Jfur6r lorrA"P,rJA4aJ L.> jrr6or3nqoL ).:r6q s8n5$oL do216r'r,:p6n6L: l-r.: jrr6orSXqoL J,:r6qr3n5$oL 3r'r3o$3$nlb.: ps L;J'>r4q':3X5$r'r 3t6': j3ond?o g.ooo$flr'rL 5or63sgolqo ;j$ot J<6r'rnj$oL 6r5boq3'> LrJ;r6o3nqroL Jo16qr335$otr or,>335po3r14n qr3oor Lojr6rdn
წერილი
l,JdJd, 0l3t R tr) li )J/" R JOC 50 0U rt0360 b.> jrfror33q,r'tb J;t+rq,1036$oli b;oFrSr6otrs gocr q,3JsF)6:036$ob Sg6rnbb j:q,0,:$o6 3or36 lr3or6;od3b j.:q'bs$t'r6o 3ot3t6, Lr:j:6or33q'r'rl-r 3r'16b$o$3ooob 67-3 .03bq'ob'd3lr;br'0ob'rqr' SoSbr3boor b:jr6or33q'ol-r J.:t6q'r036$ob $6t63bob b 03gtr6o3odob: qrl 0.6io6ots3oq'ob 0ogt6 b,:3,:6rn60qr30q'o o6o9o':$o3ol-r $3boor "b,:i,:6a3ig'r'tlt b;5rqr;0rb;qrrr 3.:6r'r6ob JfrcrSj$b $;6Ecrqr636oq, 3t tpSjltdo " (J3(-ogTbolt 01).;6olt fubt bi, ". 6orbr.r3or 0ol-r63o1 63lrsbr0obo 0b3q'3q'r'rbs. J,:go3ol.r630oor. iiarq)iAC60olj $Ca6Cbo' b36rrb 033bt6o3od3 0ob3oqr gjo$o63oq'o
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #54, 12.10.2010, მუხ. 343) 168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0102 10, 0103 10 000 00, 0104 10 100 00, 0104 20 100 00, 0105 11, 0511 10 000 00, 0602 10, 2503 00, 2803 00, 3101 00 000, 3103–3105, 3808 91, 3808 92 და 3808 93 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია მცენარეთა დამცავი საშუალებების იმპორტისა და მიწოდების მიმართ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია დღგ-გან გათავისუფლებული იქნეს სპილენძის ნაერთების ფუძეზე დამზადებული პრეპარატების იმპორტი და მიწოდება მსგავსად სხვა დამცავი საშუალებებისა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის მიხედვით საქართველოს საგადასახდო კოდექსის 168-ე მუხლის, 1-ლი ნაწილის ,,მ“ ქვეპუნქტში უქმდება დაზუსტება, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა 3808 92 100 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციის საქონლის (სპილენძის ნაერთების ფუძეზე დამზადებული პრეპარატების მაგ. შაბიამანი) იმპორტის და მიწოდების დღგ-გან გათავისუფლება. ცვლილებით დღგ-გან გათავისუფლებული იქნება სპილენძის ნაერთების ფუძეზე დამზადებული პრეპარატების იმპორტი/ მიწოდება და მცენარეთა დამცავი საშუალებების იმპორტისა და მიწოდების მიმართ ჩამოყალიბდება ერთიანი მიდგომა, ისინი მოექცევიან შეღავათიან დაბეგვრის რეჟიმში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. კანონპროექტის მიღება დამატებითი ფინანსური წყაროების მოძიებას არ მოითხოვს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: აღნიშნული კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან 168-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ძ“ პუნქტის საფუძველზე, მიღებული 2011 წლის 11 აპრილის 173-ე მთავრობის დადგენილებით დღგ-გან თავისულებულდება ამ საქონლის იმპორტი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება დამატებით ფინანსურ ხარჯებს ბიუჯეტიდან არ მოითხოვს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფო ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ იღებს. ბ.ე) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობები. ბ.ვ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი ფინანსურად დადებითად იმოქმედებს იმ პირებზე ვინც ახორციელებს მცენარეთა დამცავი საშუალებების იმპორტსა და მიწოდებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია პარლამენტის წევრები ზურაბ ბუცხრიკიძე და მიხეილ ცქიტიშვილი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრები ზურაბ ბუცხიკიძე და მიხეილ ცქიტიშვილი.