„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ’’

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.09.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლ.ფეხვაძე, გ. თორთლაძე და გ. ჩახვაძე
ნომერი
#07-3/485/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-26
ბიუროს ნომერი 199

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJ60ttenU JJ'6CJ0il5CnU bIl6nU AJCJFttt0[qCbJ 6n.(aJCIXqI Jd0lll, JdntdC|lI AI6bIqtnt l'(n0CC['{fl[ CJt'UilbIt' ?Cl,JbCb oj0o N 26 tcj$calc6o. 20ll Saqo 199 Lojsr6o6qoL or66o5trqo 3s5o5ob Jr6ogj$o,,bojs6o36qoL rnr65o5trq 3o6o5?o ,,bojor6o3nqoU Lr.:r6B6g5o 3oq3jto" g3qoqgdob ?3$o5ob ooolut3" oXr6oqopq lrcaoottors,jo8o$3$o X8o;qplr 3oqs8o SaWeqoL l)flrirnpo ant4oeo J<'A5rt4tE libpoArbl J6 ,Joaotu'da, aaStq^ aDfur,6J &,,,oA"^d'ar ,a l-rs;lsr6o3nqt'll-r J;<4qs8gSgoL }ol<6ro rq6n5L: brj,:dror3nqotr Jsr6qr335$oL 3r.r3o$n$nlLs p; l-r;J.:t6q;3n5$r'r 3<4;J6ond?o q,:o$';oL 5o<63ogo1qo ojgob Jr6r'rXJgoL 6;5toq3.> br jo16ot33q,ml-r Jo16qs6n5$oL oro335qm3rt63 , qr3oor d;Jr6sd6
წერილი
l, JJ6RJA05O0t S0360 trsj,>dror3nqolr Jsr6qr335$otr sJsr'r.:$oL Lrmr65r5otr1;oo pnJrr6$s015$oL 136rT Ll-r Jsqd.>$ro6 6ornrrr Lnos6sodnlr JrqlsgoSt'r norn6, 6orLo3o, 1,33osq5o?53q ,.;'>5o5oL Jr4o3j$L 3t3q6qols. ot. pr6rt6oo: ,l' 3166q4. Jr$ogol-r6X8oor, qg6.:5 3ngb3rd6 6oo oo6orqrdn 52rir3 ffrb3odX eoUgno ?6lrstr'>3olro
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ’’ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N25, 22.08.2001, მუხ. 107) კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი. მუხლი 92 ამომრჩეველთა სიების დაზუსტება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. 1. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით იქმნება კომისია. 2. კომისიის შემადგენლობაში თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით შედიან ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 21. 3. კომისიის შემადგენლობას პოლიტიკური გაერთიანებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. 4. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი, კომისიის დებულებით დადგენილი წესით. 5. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს ირჩევს კომისია თავისი შემადგენლობიდან. კომისიის თავმჯდომარე არჩეულ უნდა იქნეს ოპოზოციური პარტიების მიერ წარდგენილ წევრთანაგ. 6. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 7. კომისიის სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა საერთო შემადგენლობის მესამედისა. 8. კომისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის დაზუსტებას სხვადასხვა საშუალებებით, მათშორის კარ და კარ გადამოწმების პრინციპით. 1 9. კომისია ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას უზრუნველყოფს 2012 წლის 1 ივლისამდე. კომისიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი სია, წარმოადგენს ამომრჩეველთა ერთიან სიას. 10. სახელმწიფო უწყებები ვალდებულები არიან ითანამშრომლონ კომისიასთან, ამომორჩეველთა ერთიანი სიის დასაზუსტბლად. 11. კომისიის საქმიანობის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანულ კანონის პროექტზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადების მიზეზია ახალი მექანიზმის შექმნა ამომრჩეველთა ერთიანი სიის დასაზუსტებლად. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია სახელმწიფო კომისიის შექმნა, რომელიც მოახდენს ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტებას . ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო კომისიის მიერ შემუშავებულ იქნა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც მოახდენს ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტებას . ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი ფინანსურ შედეგებს არ იწვევს, ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: 3 კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ლ.ფეხვაძე, გ. თორთლაძე და გ. ჩახვაძე დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:ავტორი: წევრები: ლ.ფეხვაძე, გ. თორთლაძე და გ. ჩახვაძე საქართველოს პარლამენტის 4