„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ'

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.09.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე
ნომერი
#07-3/486/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-03
ბიუროს ნომერი 201

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LtdJd0lSilqnb JJdqJAil60lll, blll6nl, AlqJ6'U3il6[qilbJ 6n,40i0[rqI td0llt, JdllildOnl, Ail6bIq3[L l6nUilqI6il, qJFUilInL ?tl,JbJb 3 mJ6oalad,o. 20u $3qo .,JAo I€ 201 j.:t6o3nqoL toSon16or Lo3;5o53qnlqrn oj$?o g3qoqnlotr ?3$s5otr ?6bobgl" Ls j,r16o3SqerL ,;r5r'r5oL Jr6ogj$o ,,Lo lrsJ. Js14q,sCn6goL $'n3163do: ;. ;6p9.>t6od6, r. .!R,)Aod1 lrsj. Jrr6qs365golr [n3t6nBo: .1. r5rysgsr6od3, s. .:qo3odn qr65o}l6o3o g.y'r5o0o3o1rs qc 1io5o3opt6o Joqo$oJol, Jerao$a$o 25 - 28 r,J6r,aia6o 18 - 21 ojg.oarxao Alnlrq$ol l^,nt4:rria artloPo t.r3o5,r6to-l.r.rlo1gX$o 3er3o$3$o ,)aAodCOAAo, 6aanpa.\ PJL,D5' t)rP<'P0arPoi L.: j;r6 or3nqol-r Jor6q s365$oL bo2t6r'r rp6n5L: LsJ;r6or3nqol-r Jsr6q;365$olr,jm8o$X0XlLs Rr LrJr6qr305$m 3<4rjgo3d?o p"n$Xrl, 5r'rr63,>$olqo rj$ob Jr6r'rnj$oL 6r6boq6s b; j.:r6orgXqrnL J.:<6q,:3n5$oL oro33ypo3sr6n -1 _-, 6o $X166ornq'o
წერილი
$.YrnrYArq& l,JdJ60l3CR(rlu JJ6RJA0EO0l, SCB60 LrJrr6or3lqoL Jsr6qo0n66oL .rJrr6r$oL lrsrnr46rSol,rgoo p6J.:r6$s365$oL lglraroLlr j-6 norXr6 tr1os6,:od6L j;qb.>go5o Xondt, tr,:J.:6or3nqoL ;o5l-r$o$2gooU 6'7-C 32bqoL rnsSsLerp L.:;r6o5€pXtrq'er o5o[1o.:6o3olr $nLoor $r63r'r5op615o L.:Jr6rn3nqrnL Jsr6qs315$oL [616nBoL .trUoBrO osxogiof,ndolrs pr rSqdro rq's3odot 3oXr6 3rr0$.:p3}3q ;s5o6Jr6o6j$L: ,,t,"3"O.3Xq,-ti tro6onrrror Ls;oEt'r58pXdpo rJ$?o 6ngoqXSolr tn$r5oL ?XtrsL3B" 6rnbo3o,'LX8orq6o?61q ;r5r'r5Jr6o6j6L SoLglot ?1trsd,r8oLo 3L3q1qo&,. oh. p,sSrdao: ,,8" g761jg';9. Jsgo3oLgnSoor, .phsd316 ;61.>3.16odi1 o6qr6o;q,s3odX .!Q' 0e r tJ
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ლატარიებით, კაზინოებით (სამორინეებით), აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა;“ 2. კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ს“ ქვეპუნქტი: „ს) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ლატარიებით, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა.“ 3. კოდექსის 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 11. ამ კოდექსის 271-ე მუხლის ნაწილის 11 გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოებს უფლება აქვთ სამართალდამრღვევ პირს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის დააკისრონ საურავი. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდამრღვევ პირზე საურავის დაკისრების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მუხლი 2. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 12.04.2005, მუხ. 84) მე-112 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე არა უმეტეს 5000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის (გარდა ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის – 50 ლარი.“ ბ) დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის, არა უმეტეს 100 000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის ბილეთის ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის – 50 ლარი; მუხლი 3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-31 პუნქტს დაემატოს შემდეგ რედაქციის „ო“ -„ს“ ქვეპუნქტი: „ო) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ან მისი აგენტის მიერ, ლატარიის ბილეთის შენახვის, სარეალიზაციო ან/და სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებზე; პ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ, აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის მართვის უფლების მქონე პირისაგან მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე; ჟ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ, ლატარიის ორგანიზების ან/და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციული და ტექნოლოგიური მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვაზე; რ) შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ შემდგომში სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზაციის მიზნით შეძენილი საქონლის სახელმწიფო შესყიდვაზე. ს) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე.“ მუხლი 4. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: ა) „თ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ.ე“ ქვეპუნქტი: თ.ე) ტოტო – ტირაჟიანი ლატარიის ნაირსახეობა, რომელიც ტარდება ბილეთების მეშვეობით და რომელშიც მოგება დამოკიდებულია ორგანიზატორის მიერ წინასწარ შერჩეული სპორტული თამაშობების შედეგების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საპრიზო ფონდი – თანხები, რომლებიც შემოსვლამდე აღიარებულია მყარ ვალდებულებად მესამე პირის (მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის) ან მარწმუნებლის ან პრინციპალის სასარგებლოდ და განკუთვნილია მისთვის გადასაცემად, მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული მოგების ოდენობით. კონკრეტული თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად მოგება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფულადი, ნივთის სახით ან სხვა ფორმით და იგი გაიცემა თამაშობაში მოგებულ ბილეთზე. აკრძალულია საპრიზო ფონდის დატვირთვა რაიმე სხვა ვალდებულებებით, გარდა ვალდებულებისა, რომელიც დადებულია გათამაშების მონაწილეებთან. საპრიზო ფონდი არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფინანსურ, კომერციულ, საწარმოო ან სხვა ბრუნვაში. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება საბანკო დაწესებულებებში საპრიზო ფონდის განთავსებით მიღებულ სარგებელზე; გ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ტ“„უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები: „ტ) აგენტი – პირი, რომელიც სარეალიზაციო მომსახურებას უწევს ლატარიის ორგანიზატორს და აწვდის ლატარიის ბილეთებს საცალო რეალიზატორებს ან სხვა აგენტებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აგენტს უფლება აქვს თავად შეასრულოს საცალო რეალიზატორის ფუნქციებიც. უ) საცალო რეალიზატორი – პირი, რომელიც სარეალიზაციო მომსახურებას უწევს ლატარიის ორგანიზატორს ან აგენტს ახორციელებს რა ლატარიის ბილეთების რეალიზაციას მოთამაშეებზე. ფ) სარეალიზაციო მომსახურება - მომსახურება, რომელიც მოიცავს აგენტის (საცალო რეალიზატორის) მიერ ლატარიის ორგანიზატორის ლატარიის ბილეთების რეალიზაციას (მათ შორის ლატარიის ტერმინალის გამოყენებით), ლატარიის ორგანიზატორის მიერ დადგენილი წესების ფარგლებში მოთამაშეებზე მოგებების გაცემას, მოთამაშეებისათვის ლატარიის ორგანიზატორის სარეკლამო დანიშნულების საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებას და სხვა.“ 2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია, გათამაშების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაცია 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს.“ 3. მე-6 მუხლს: ა) დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები: 5. ლატარიის ორგანიზატორს ლატარიის მხარდაჭერის, საზოგადოებრივი ინტერესისა ან/და ნდობის მოპოვების მიზნით უფლება აქვს განახორციელოს მოთამაშეზე ლატარიის ბილეთის უფასოდ მიწოდება. ასეთი მიწოდება არ ჩაითვლება ლატარიის ბილეთის რეალიზაციად და შესაბამისად არ გაითვალისწინება ერთობლივი ლატარიის ბილეთების ჯამურ ღირებულებაში. ასეთი სახის მიწოდება არ განიხილება ფინანსთა სამინისტროსა და ექსკლუზიური უფლების მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევად. 6. ლატარიის ორგანიზატორს ლატარიის მხარდაჭერის მიზნით შეუძლია განახორციელოს ლატარიის ბილეთის მიყიდვა პირზე, რომელიც ლატარიის ბილეთს გამოიყენებს საკუთარი საქონლის, მომსახურების მიწოდების ხელშეწყობისათვის, თანამშრომელთა წახალისებისათვის და სხვა. ლატარიის ბილეთის ასეთი გაყიდვა ჩაითვლება ლატარიის მოთამაშეზე ბილეთის მიყიდვად ნომინალურ ღირებულებად და იგივე ღირებულებით შეიტანება ერთობლივი ლატარიის ბილეთების ჯამურ ღირებულებაში. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები არ ჩაითვლება წამახალისებელ გათამაშებად და მათზე არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების მოწყობისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 8. ლატარიის ორგანიზატორს უფლება აქვს მოახდინოს საპრიზო ფონდის ნაწილის რეზერვირება, რომელიც მოცემულ თამაშობაში გაცხადებულ საპრიზო ფონდთან ერთად უნდა შეადგენდეს რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45%.“ 4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ტირაჟიანი ლატარიის, ლოტოს, ბინგოს საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს მოცემულ თამაშობაში რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს.“ 5 31-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს თამაშის წესების საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მათი დაუბრკოლებლად მიწოდება, აგრეთვე კომისიის შექმნა (გარადა ტოტოს გათამაშებისა), რომელიც უზრუნველყოფს საპრიზო ფონდის გათამაშებას მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაცვითა და მათ შესაბამისად. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი მოწვეული, ლატარიის ორგანიზატორისგან დამოუკიდებელი წევრისგან.“ მუხლი 5 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორი გახდა საქართველოს სასხელმწიფო და შესაბამისად საჭირო გახდა გარკვეული სახის რეგულაციების შეცვლა, გაუქმება და ახლის დადგენა. კერძოდ, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ლატარიის ორგანიზატორი კომპანიის მიერ გაწეული საქმიანობის: დღგ გადახდისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტი დანახარჯების თავიდან აცილების გამო ლატარიის ბილეთების ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის დადგენილი მოსაკრებლის შემცირება, აღნიშნული საქმიანობის სპეციფიკიდან და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70% მფლობელი გახდა საქართველოს სახელმწიფო, რომელმაც წილის მართვის უფლება გადასცა სახელმწიფო 100% მფლობელ შპს „საქართველოს ფოსტას“ ზემოაღნიშნულ სახელმწიფო კომპანიების მიერ ერთმანეთისთვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების რეჟიმისგან გათავისუფლება. ამასთან, პრაქტიკიდან გამომდინარე ხდება აღნიშნულიო სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში გამოვლენილი ზოგიერთი ხარვეზის გამოსწორება. ყოველივე ზემოაღნიშნული გააუმჯობესებს ლატარიის ორგანიზატორი კომპანიის ფინანსურ ლიკვიდურობას და ხელს შეუწყობს ლატარიის ჩატარებიდან მისაღები შემოსავლის ზრდას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორ კომპანიისთვის, რომლის 70% წილის მფლობელიც გახდა საქართველოს სახელმწიფო შესაბამისი დამატებითი რეგულაციების გაუქმება და ამ სფეროსათვის დროებით როგორც სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული საქმიანობის წახალისება, რაც შემდგომში თავის მხრივ დადებით ასახვას პოვებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტის თანახმად ხორციელდება ლატარიის ორგანიზატორი კომპანიის მიერ გაწეული საქმიანობის: დღგ გადახდისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტი დანახარჯების თავიდან აცილების გამო ლატარიის ბილეთების ექსპერტიზაუტილიზაციისათვის დადგენილი მოსაკრებლის შემცირება, აღნიშნული საქმიანობის სპეციფიკიდან და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70% მფლობელი გახდა საქართველოს სახელმწიფო, რომელმაც წილის მართვის უფლება გადასცა სახელმწიფო 100% მფლობელ შპს „საქართველოს ფოსტას“ ზემოაღნიშნულ სახელმწიფო კომპანიების მიერ ერთმანეთისთვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების რეჟიმისგან გათავისუფლება, პრაქტიკიდან გამომდინარე ხდება ზოგიერთი ხარვეზის გამოსწორება. აღნიშნული ცვლილებები თავის მხრივ გააუმჯობესებს ლატარიის ორგანიზატორი კომპანიის ფინანსურ ლიკვიდურობას და ხელს შეუწყობს ლატარიის ჩატარებიდან მისაღები შემოსავლის ზრდას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ლატარიის ორგანიზატორი კომპანიისათვის, რომლის 70% წილის მფლობელი გახდა საქარტველოს სახელმწიფო, გარკვეული შეღავათების დაწესებას, რადგანაც შემდგომში აღნიშნული საქმიანობიდან შემოსულმა დივიდენდებმა შესაბამისი ასახვა პოვონ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში. კერძოდ, ამ სფეროში გასული წლების გამოცდილებისა და შესაბამისი პრაქტიკის გაზიარებამ მიზანშეწონილი გახადა ლატარიის ორგანიზატორი კომპანიის მიერ გაწეული საქმიანობის: დღგ გადახდისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტი დანახარჯების თავიდან აცილების გამო ლატარიის ბილეთების ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის დადგენილი მოსაკრებლის შემცირება, აღნიშნული საქმიანობის სპეციფიკიდან და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70% მფლობელი გახდა საქართველოს სახელმწიფო, რომელმაც წილის მართვის უფლება გადასცა სახელმწიფო 100% მფლობელ შპს „საქართველოს ფოსტას“ ზემოაღნიშნულ სახელმწიფო კომპანიების მიერ ერთმანეთისთვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების რეჟიმისგან გათავისუფლება, პრაქტიკიდან გამომდინარე ხდება ზოგიერთი ხარვეზის გამოსწორება. აღნიშნული ცვლილებები თავის მხრივ გააუმჯობესებს ლატარიის ორგანიზატორი კომპანიის ფინანსურ ლიკვიდურობას და ხელს შეუწყობს ლატარიის ჩატარებიდან მისაღები შემოსავლის ზრდას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის ხარჯების გამოყოფას. მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას, რადგან გასული პერიოდის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო გახდა ლატარიის ორგანიზატორი კომპანიის მფლობელი, შესაბამისად სახელმწიფოს მიერ მიღებული შემოსავლები აისახება კომპანიის მიერ გადასახდელ დივიდენდებში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა რაიმე სახის გადასახდელს და შესაბამისად არ ადგენს მათ ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის კონსულტაციები მომზადების პროცესში მიღებული დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს კახაბერ ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე პარლამენტის წევრები