„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-06
ბიუროს ნომერი 196
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJ.6Ultilqnb JJdqJail66lll, lllI6lll,
aJqt6urJoIqilbi 6ndai6[rqn Jd0lll,
AJSbIqtflL J6nuJqIt4|lb
Jdlltd0llU
qJFUilbIIL ?TLJbTA
.',JAo
l-ro
6 LcJ$aala6o.20ll Ssqo
N re6
j;16o3nqrrb 3oErrSob J<6r'rn;l$o,,Lr j,><6or3nqrT U 3o5g16r'rqob Jsq;goL ?nL,>bn}"
Lrjo6or3Xqob 3o5rr5to 33qoq33otr ?ngrSob ?nL;bn}"
logo6rStx"-L.$o133$o 3o0o$3$o
20 - 23 tXjgsAbs6o
27
- 30 r,a,joflc6.
)p15r6rr! lrhpoAnXA
naa.t 0ro, 6od7-d 4,14{'6 lo,rirRprAaed
b;Js16or36qob J;<6q;3X5$oL 6o1t6r'r rq6n5l-r,
Lr;1.:<6or33qob Js<4q.:3X5$olr ;r'r3o$n$3dL; Rr brJ,)6qra35$r'r 3r4;J3oXb?o
pro$5r'rL Sm6arOoZRo rJOoL J6r,0d0oL 6.:5boq3s
LsJlt6or3gqr.rl-r J.:t6qr8n5$oL
or,:335qr.r8r16olr 3rnrq5oq,6
_
5or.163o $1t6;tn;q,o
წერილი
l,JdJ603CR0l, )J6RJAC5O0l, SC360
Uojo6or6qoU Jo6q,:335gol-r Uoror66o5"tog"o
qXJo6g.:335goU .jg6-t-rlr joq6.:go5
3or3t6 t-r3o;SoodXtr
joqbogoSo goX6,
Uojo6o,gqr',U 3o6\goglgooU 67-C 81bqoU 33Uo6o0"Uoq,
6.,3tu35oo, b.:3o6o53q3bqco oSogo.r$o3oU $Xtmor
3c'r3toqX61q 3o5rn5ol.r
Jr<rr"3jgu: ,,lt irtorSeg"rlr ,J,'Slfro'qolr aryV*
b.tbl,o?ACqolr,16o6&, OSqryfre W,S.ir AdtW".
6obo3o, 3otr133or E$r'6o3ol-ro 3l-r3q3qr',6o
Jo$o3oUgg3oo,
Jo6qo035goU $636X6o:
3ob3oq gjogoE3oqo
lo3oog 333o3.r
ACrbCA"
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს
კონტროლის
პალატის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, I ნაწ. №1, 15.01.2009, მუხ. 2) მე-6 მუხლის მე-2
პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ი) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ
საქმიანობას,
რომელშიც
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკა
ან/და
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტზე
მეტს. კონტროლის პალატა სახელმწიფოს მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი
მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსოეკონომიკურ საქმიანობას ამოწმებს, თუ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი
აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ საწარმოს აუდიტს სამ წელიწადში
ერთხელ
მაინც
არ
ატარებს
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
განსაზღვრული აუდიტორული კომპანიებიდან ერთ-ერთი. ეს შეზღუდვა არ
მოქმედებს, თუ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოს აუდიტის ჩატარების
მოთხოვნით კონტროლის პალატას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე,
მიმართავს საქართველოს მთავარი პროკურორი ან მისი მოადგილე;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
„კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით
კონტროლის პალატა სახელმწიფოს მიერ 50
პროცენტზე მეტი წილობრივი
მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსოეკონომიკურ საქმიანობას ამოწმებს, თუ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი
აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ საწარმოს აუდიტს სამ წელიწადში
ერთხელ მაინც არ ატარებს მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი აუდიტორული ფირმიდან
ერთ-ერთი. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი
აუდიტორული ფირმის გარდა საქართველოში მოქმედ აუდიტორული კომპანიების
ნაწილსაც გააჩნია შესაბამისი რესურსები კერძო სამართლის იურიდიული პირის
საფინანსო-ეკონომიკური
საქმიანობის
შემოწმების
მიზნით
კომპენტენტური
აუდიტის ჩასატარებლად, მიზანშეწონილია მსგავსად მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი
აუდიტორული ფირმისათვის მინიჭებული უფლებამოსილებისა, ამ უკანასკნელთა
მიერ ჩატარებულმა აუდიტმაც ჩაანაცვლოს საქართველოს კონტროლის პალატის
მიერ განხორციელებული შემოწმება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი აუდიტორული კომპანიების
ნაწილისათვის, რომელთა ჩამონათვალიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
მიერ, სახელმწიფოს მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი
კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის
შემოქმების მიზნით აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მინიჭება, რაც
ჩაანაცვლებს
საქართველოს
კონტროლის
პალატის
მიერ
აღნიშნულ
კერძო
სამართლის იურიდიულ პირთა სავალდებულო შემოწმებას.
ა. გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის შესაბამისად, ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-6 მუხლის
მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, კონტროლის პალატა სახელმწიფოს
მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის
იურიდიული
პირის
საფინანსო-ეკონომიკურ
საქმიანობას
შეამოწმებს,
თუ
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ამ საწარმოს აუდიტს სამ წელიწადში ერთხელ მაინც არ ჩაატარებს საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აუდიტორული კომპანიებიდან ერთერთი მაინც.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
არ ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი ან მოსაკრებელი.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
არ მოდის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაციებს/დაწესებულებებს, ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ
ცქიტიშვილი და ზვიად კუკავა.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ
ცქიტიშვილი და ზვიად კუკავა.