„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.09.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ ცქიტიშვილი და ზვიად კუკავა.
ნომერი
#07-3/470/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
ალტერნატიული წინადადება
✓ 4 ✗ 32
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
III მოსმენა
✓ 85 ✗ 5
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-06
ბიუროს ნომერი 196

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,idJdUliltqnL JJdqJail6OllL lII6nI AJqtEU0t0[qtbJ 6n'4AJOIlqll Jd0lll, Jdntd0llL aJ6bIqtIU J'611BilqI6nL qJFtilllll, ?tl,Jbilb 6 L3jgxaEl6o. 2011 $3qo rnj0o N 196 Lojot6cngnqrrL ;r5o5oL Jr6r'r6j$o ,,t': jo16o3nqoU t:Qtq.6t l-rr3rErnS0qndqo oj$?o 63qoqnlol-r ?3$;5ob orolo$n" q.x63olrcn3o 33oSo&3ols qs x3o6o0o,pt6o .}reo$oJot J.lao$c6o 20 - 23 uai$care. Z7 - 30 lrf$XaAX6o -a-uxt"t't"x"a"7e--"a"q" lrqoS.r6lro -t $o13gX$o 3o0o$1$oi o16oqo1q lr.r3notro.r 3o0o$3$o ,taAodad|Ao, ioeaP P'L,6S! tiqn4-PXdTld, Ls;lsr6or3nqoL J116qs365$ol-r bolt6r'r rq6n5t: Lr,1l;<6or3XqrnL Jor6qs0X5$oL 3r'r0o$n$nbb; Rr L'rJr6Rra35$r'r 36sj3o3b?o p,t"ngXrt 5or63r$o3q'o ;i$oL Jr6r'rnl$oL 6o5boq3'> l.r;Js16or3nqoL J;16qr035$oL urr335qm3tr6ob 3r'r,>q5oq6 C ao('r6Ao $3166orXqo
წერილი
l,JdJ6l fll30 R fllU JJ6 R JA05O0I, S0360 t-rsjo6o33qtob Jor6qo335goU [-roc'r66o5otogoq3J,:drgo835goU jg6c'rt j.rqbcgrn6 3o156 tr3oo6o"dXtr jrqbugoSo 3oX6, Lrojo6o3gqol-r 3ro6Ugog"g6ooU 67-C 3lbqoU 03l-robcSoUoq, So0toq3biq 3o5o5oU J6oXjgU: ,,ltojo6og2qrolt 1n6oX6o> Ltt46o60q2Aqto ol9e' 6o5tog5.,- Uo3o6cn50q33qo o5o6oo$o3ot-r $3U"o OSqqfre AN,6ob oo<r&nfu"- 5ob.3or 0oU63o 03Uo6o0oL,o 0l-r3qgqo6o. Jogo3oUg30oo, Jor6q;035goU $6fu6o: 6ob3oq gjogoB3oqo %oocro r"l roq.:
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პრივატიზება – ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, აგრეთვე წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით.“. 2. მე-2 მუხლს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა - „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 62-ე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა;“. 3. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წილებისა და აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, ასევე გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით.“. 4. 42-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. წილებისა და აქციების პრივატიზება აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით“. 5. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის 451 მუხლით დადგენილი წესით.“. 6. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზების შემთხვევაზე.“. 7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი: „მუხლი 451. წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზების წესი 1. წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს წარდგინების საფუძველზე. 2. სამინისტრო წარდგენამდე საქართველოს განსაზღვრავს მთავრობისთვის წილებისა და აქციების დასაბუთებული გლობალური წინადადების დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ხელსაყრელ დროს და შეიმუშავებს შესაბამისი დოკუმენტების პროექტებს, ასევე ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს. 3. სამინისტროს დასაბუთებული წინადადება, სადაც მოცემულია პრივატიზების ზოგადი პირობები, სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტების პროექტებთან ერთად წარედგენება საქართველოს მთავრობას. 4. საქართველოს მთავრობა სამინისტროს დასაბუთებული წინადადების მოწონების შემთხვევაში განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზების თაობაზე. საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება წილებისა და აქციების პრივატიზების საბოლოო პირობები, მათ შორის, წილებისა და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასური, ანგარიშსწორების პირობები, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ვადა, წილებსა და აქციებზე საკუთრების უფლების მოპოვების წესი და სხვა პირობები, რომელთა შესაბამისად საქართველოს მთავრობა უფლებას აძლევს სამინისტროს განახორციელოს წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით პრივატიზება ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი ფორმით შეთავაზება და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ქმედებები. 5. წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს მიერ იდება შესაბამისი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილ ვადაში. 6. წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური გადაიხდება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილ ვადაში. 7. წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება შეძენილ ქონებაზე გადაეცემა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილ ვადაში.“. მუხლი 2 „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. მუხლი 3 ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზების წესი. მუხლი 4 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით სახელმწიფო ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმებით – ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით. იმის გათვალისწინებით, რომ კანონი თავისი შინაარსით უმნიშვნელოვანესი ხასიათისაა და მიზნად ისხავს სახელმწიფო ქონების განკარგვის ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელი ფორმების ჩამოყალიბებას, საჭიროა კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ქონების განკარგვის ფორმებს დაემატოს წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილის ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმები და ამ ფორმებით პრივატიზების წესი, რა მიზანსაც ემსახურება წარმოდგენილი კანონპროექტი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო ქონების, კერძოდ კი, წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილის ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმებით პრივატიზებისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა და პრივატიზების შესაბამისი წესის დადგენა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ახალი რედაციით ყალიბდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფორმებს ემატება წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილის ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმები. შესაბამისი ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტში და 42-ე მუხლის სათაურში, პრივატიზაციის ახალი ფორმების დამატების სახით. კანონპროექტით ახალი ქვეპუნქტი ემატება კანონის მე-2 მუხლს „გ1“ ქვეპუნქტის სახით, რომელიც წარმოადგენს უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟის განმარტებას. კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა არის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 62-ე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა. კანონპროექტით ახალი პუნქტი ემატება კანონის 42-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს პრივატიზების ახალი ფორმებით განხორცილების წესს. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილის ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმებით პრივატიზება შეიძლება განხორცილდეს მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით და ამავე კანონის 451 მუხლით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით კანონს ემატება ახალი 451 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილის ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზების წესს, კერძოდ, სამინისტროს მიერ საკითხის მომზადებასთან, დასაბუთებული წერილით საქართველოს მთავრობისათვის მიმართვასთან, საქართველოს მთავრობის მიერ წინადადების მოწონების შემთხვევაში განკარგულების გამოცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამავე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილი უნდა იქნეს პრივატიზებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმების, საპრივატიზებო თანხის გადახდის და ქონებაზე საკუთრების უფლების გადასვლის ვადები, ანგარიშსწორების პირობები, ასევე საწყისი საპრივატიზებო საფასური. ამასთან, კანონის 45-ე მუხლს ემატება მე-6 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ წილებისა და აქციების პრივატიზების ახალ ფორმებზე არ გავრცელდება ამავე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პრივატიზების წესები, რამდენადაც მათში მოცემულ რეგულაციებს, როგორც ზემოთ აღინიშნა, განსხვავებულად აწესრიგებს ახალი 45 მუხლი. 1 კანონპროექტით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლს ემატება მე-11 პუნქტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პრივატიზების წესის განსაზღვრისას მითითება კეთდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი ფინანსურ შედეგებს არ იწვევს, ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ ცქიტიშვილი და ზვიად კუკავა. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ ცქიტიშვილი და ზვიად კუკავა.