„ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.04.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/435/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-02
ბიუროს ნომერი 179

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LidJ6fltilqflU JIdqJilt60fll, lllI6nU aJqJ6tilJOfl qta) 6n6aJoIIqfl Jd6il, Jdtlild6llL at6bIq0[b ]6nuilqr6il, qJEttblll, ?il1,)btb ojSo N 2 a.,ol_ro.20tl gsqo 179 L,>Jor6og6qoll 3;5rn5ob Jr6onJgo,,job2qnoobo qo sSo3qoob oro3oLlgoqo glr6otrglqo toSnlob 6sSSoordrnlol-r b6qT3!'Xodob ?6bob6d" Lojsr6o3nqoL,;s5o5?o g3qoqndglol.r ?n$r5olr orso}.:$n" qu65oMo3o gm6cr0o3olrs qs 3m5o0o;16o JoRo$oJoL Joao$a$o 19. 0.1. 1011. xa- 3q3L 3rq.rtso ts:,t6t4y! LA|JaA,\ Ll "6A'a!pL li:Nnri\"1 or 4t5ol' I't:t"ttn^w' o,ittl"tln f 6m*5IR" ,"e"6q,"tr o3ooS0cr6o33qmaoLl qo aj,RJqAox\,5oi6mm6AaoL,I"b0C6.; I r6t6.lt61q ls3ootos JoaoOC$o. pk'ltMit\ 6oe,i,<'ar p,'t'u6.\ l\,0'4',r',i1r1",,, lr.: jr16or;;Jlslc) lr J.r(rq.:i)15$o L Bo116o .:q,6;;51r: lroJ.>6or;1;1qotr.)sr<rq.:3;5$otr,y,r3o$1$ldtr; q.> L;J.r161q.r0;5$o gt6.:;J13o;1d?o q,,:.\i11r,rlr 6r.r/o3.:1)o";q3o s;l$.lr J16ol;J$olr 5.:5bo1q3r', lr.rJs(oor;;;gqrr lr .i.:(,rq.>i)15golr or.>31)tq,r,ri).r(ro L i)r'r.>q5oq;; -=J /, 6oo63o $3r6ryn;qo LJdJ6000R(,L JJ6RJa0660t A0A6(9L AJRJ9USO(9ORCdJ ll,$HNr60T$6rqm[, &)dq&6AF^4Il N 179/2 2 8J010, 20ll vcqo. oL 160-X futqoL A3-2 q.r a3-3 J15jg3aot IoX6o cqgX6L: {, o3o g3ro6o0o3olr.r q,r 33o5o3o316o 3gqtg, to;1.*6opqot Jc6q$X6golr ten.( jtr,1.r3rt ,dohqgool$ Rr ,6caqooU cS3g.rgct6odolt qJ .rd,C}"t tXqts3$goloU tsXt.rbXl" o,nlctX" ltjor6or3Xqot 3c5o5ot -a"6a$aaar, L$.l6q.rA35go j6.r;fuo3b3.r, $6o63lml.r3, Jc6q$X5got .rJ$.rgot 0o.r36olc8 ;.r5o5J6o3j$t3 oc3ocSoo 3L Arqr8o $ct63q6o5r'r6 lt j.r6o36qot .r X3o5o0o336o .!oqo$o3oL 3o0o$3$lr. It;lct6o3Xqot $f,qraC6$ol, oo30gqo3.r6ot &rq6oq3, Io36oL Ubqo0oU oca33qo3.x63 <) 9at63or1q"
წერილი
l,JdJd,CI8CRnU JJ6RJACSO0U $0360 lr,r;lsdrorglqolr,lrr<rq.'8X6flolr iJr6irlol) Lstrr46.'6o$;9oo p6J"r61)oe3515oL 1116r'rLL jsq'6':$t'r5 loxdr l.r3osSrodxlr J.:g{}.\6m6m 0on6, $s5oL moo}.:tn" 5<nbo3o, 1,13osq5oT61q ;':5o5oL 0L3qXqodr. oL. !,16160,o: ,," gY61lqsP' JoOoAolrGCAoo,, J;3q;1 ;3611st3otEo ;sbrlX6 o6jqssr6odn t 3orp .11,.1o3r g J<6oXJ$L 3oL33or ?lLrlrSoLo
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი ,, ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მუხლი 1. ”ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N59, 02.11.2010, მუხ. 375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ”. 2. კანონის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარება და მეწარმეობის ხელშეწყობა, რისთვისაც ეს კანონი ადგენს პირობებს თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს.”. 3. კანონის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”მუხლი 2. ეს კანონი ვრცელდება დანართ 1 და 2-ით გათვალისწინებულ ქობულეთის და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონის და სხვა ტერიტორიებზე, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.” 4. კანონის მე-3 მუხლს დაემატოს ”გ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ”გ) თავისუფალი ტურისტული ზონა ზონა, სადაც მოქმედებს ამ კანონით დადგენილი პირობები და შეღავათები.”. 5. კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ვ) სასტუმროს ტერიტორიაზე განახორციელოს სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობა. 6. კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. ინვესტორს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად.”. 7. კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონზე ”ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; საქართველოში ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების მიზნით, თავისუფალი ტურისტული ზონების შექმნა, ქობულეთისა და ანაკლიის გარდა, ასევე იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, თუმცა კონკრეტული რეგიონების ასახვა საკანონმდებლო აქტში მიზანშეუწონელია და განაპირობებს არსებულ კანონში ხშირ საკანონმდებლო ცვლილებებს. ამდენად, უმჯობესია ტერიტორიების განსაზღვრა განხორციელდეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. კანონპროექტის მიღების მიზეზია ასევე კანონში არსებული გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; კანონპროექტის ძირითადი მიზანია, არსებული კანონის სრულყოფა და თავისუფალი ტურისტული ზონის სამართლებრივი რეგულირება არსებული ტურისტული ზონების გარდა სხვა დამატებით ტერიტორიებზე რომელთა დაკონკრეტებაც მოხდება მთავრობის დადგენილებით, რითაც თავიდან იქნება აცილებული ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტი ითვალისწინებს თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების რეგულირებას, კონკრეტული ტერიტორიების მითითების გარეშე. ამასთან, განიმარტება თავისუფალი ტურისტული ზონის ცნება, ხოლო ინვესტორისთვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის განმხილველი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. ამასთან, ამავე კანონის მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის 2 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის ინვესტორისთვის საკუთრებაში გადაცემისას მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 0,2 ჰა-ს. აღნიშნული პუნქტი მისაღებია ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის მიწის ნაკვეთების შემთხვევაში, სადაც ერთ, საერთო ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს საშუალოდ 30 სასტუმროს შენობა, თუმცა სხვა ტერიტორიული ერთეულის, მაგალითად ანაკლიის შემთხვევაში კი, ტერიტორიის თავისებურებიდან გამომდინარე, ერთი სასტუმროს აშენებამ შესაძლოა მოითხოვოს 0,2 ჰა-ზე დიდი ტერიტორია, ამდენად, პროექტი აღარ ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის ფართობის ზედა ზღვრის განსაზღვრას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ვალდებულებები; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებებსა და ექსპერტებს არ მიუღიათ მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა ორგანიზაციებსა და ექსპერტებს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი; კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი. კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.