„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.04.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/436/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-02
ბიუროს ნომერი 179

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LJdJd0iltqnU JJdqlilil60tll, b[[dnL 0JqJEJilJ0[qrbJ 6n6AJ6[Tqfl ild6ltL J611td6[L aJ6b0qtllb J6nt]tqi6il, qJEUJbltL inilL)btb cnjOo 2 asoLo. 20ll $3qo N 179 l-rrJ.>14 o3Xq o lr 3.>5o5oL Jt6ro3 j$o ,,UrJsr4oSnqol-r ;q3o 5o lr$14 r6o2q b;3ot6orqp,>r6q363.:or 3oqgjL?o g3qoqSdnlol.ro q.: qa0.:$n}6doll ?n$o6ol-r ?nbob6d" IDJ- J#,eraa5$ol' SCA6Cso: 3. r53.g.r6od3, t. 3j3l3.r oXr4oqolq lr.r3oo,bor.r 3ro0o$3$o 29.04.20[. 31 8.ro'lm - 3 o35ol-ro 24 - 27 CsoLo eo(rba ik.'I"?thl' I'nJr6:Wo dritnpo ,jt<'I6nt4 ir'< n t\u"a,\'t I e"r,a-li,.S" OF6",&'j"t . q.r 3,p5oao,if6o soqoooJol 3oao$s$o; 63goo51qo Joqogo3oL, o3oo03st6o33qm8ot.r qs I 4.4'q0oo$o d'C3ff 5C3ot J.4"6C0"; .4c&xrSolr XgqXLuo q.133olrc qr Lfetlqrjo o5$664rnL r.4"046.; .to;L'Ofi1;io, tolTlar \-ntilSr I\i.\* \ '!'t'],,4,a [r;jlr6or3;qolr J.:r6q.>315$ol-r ]o116r'r rq636L: ttJ.:r6or31qotr,)r6q;C166otr,1r'r3o$i1$;dtrr qs boJ;rvrq,>315$r'r 5r6.:J3o3b?o q.;rr(i11'rL 5r,r16fl .>goXrqo,:J$oL Jt6o3J$oL 615boq3.: lr.rJr(orn33qcr b Js6,il,)3l50ob or.:3il5qo3.>6oIr ilosp6orqg a/t 15oo65o $1;16;;cn3qo
წერილი
l,JdJ603CR0l, )J6RJAC5O0L UC360 lt;j.;6anngetb h6<rA05dolt;,)l6o[olt Lsor46l5o?t6oet pnJ.:66,>0n56o It 7gr4o lt L J,:qdoSt t5 na76 lqo;5lodn Lt jsqLsgo6o nont6, l.rrJrr6or3SqoU,jo6L6o636ootr 67-n 3ltqol-r mrSrtr8rp S.',r63o6op6;6o> t,>jsr6mSgqolr .]16q,.r006$ol, $6t618ob ,jrbslnr6 sSSrgsdrodoL., ps $3o.,q ,)?,lriliL 3oX6 L.:,.;s5r'r53p3bpo oSo6osgo3oL SnLoo 3m8'Lrpld1q pEoEJr6r.rgjgL "Lrj.>r4o66qolr sq0oSoUg6rgotrq Ls0.:r4o.rqq.:r63n3rors ;opnJt?o" 6SqoqXlnloL.: qs qrOr$nlglot tsn$s5oL ?nLrtn6" 6orto3o, tg&.rop5o?51q ;,>5o6Jt6oXJgL SoL6Xor ?ltrsbseobo 313,<3q,r'll.>. ob. q.:5st6cno: - " {r?6ORDp. Jr$o3otr660oor, ;st$nr6 oSrysjs6odX J $3o;q 31.p3s I
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები: 1. 125–ე მუხლის შენიშვნის 42 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „42. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურების ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ოქმის შედგენიდან ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. 1252 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: 1. საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. 2. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე, ავტოსატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 3. 135-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 135. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით 1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 2. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი სამსახური, ფიზიკური ან იურიდიული პირი უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, კონტროლის განმახორციელებლის მიერ ნებართვის მფლობელისთვის სანებართვო პირობების დარღვევის თაობაზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების დარღვევის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 4. 1534 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახდელის დადების შემდეგ ნებართვის მფლობელის მიერ დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების დარღვევის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესით.“. 5. 290-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის უკანასკნელი დღე თუ ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს, აგრეთვე დასვენების (შაბათი, კვირა) დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ განმარტებითი ბარათი ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 1. 125–ე მუხლის შენიშვნის 42 ნაწილის დღეს მოქმედ რედაქციაში აღნიშნულია, რომ საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია. აღსრულების პროცესში ხშირია შემთხვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალება გასხვისებულია, რაც აფერხებს აღსრულების დროულად განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციას ჩაენაცვლოს დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება. 2. 1252 მუხლის შენიშვნის დღეს მოქმედ რედაქციაში საჭიროა ჩაემატოს პუნქტი, რომელიც დაიცავს ქმედობაუუნარო და ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის მქონე პირების უფლებებს და იმ შემთხვევაში, თუ ამ კატეგორიის პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირი განახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებას, ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეეძლება ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, ხოლო ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო საჭირო გახდა მუხლის შენიშვნის ახალი რედაქციით ჩამოყალიბება. 3. 361 მუხლის მიხედვით „ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდგომ დადგენილ ვადაში ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად“. ამ ჩანაწერს არ ითვალისწინებს 135–ე მუხლის დღეს მოქმედი რედაქცია, რის გამოც საჭირო გახდა მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბება. 4. 1534 მუხლის შენიშვნაში გაპარულია ტექნიკური შეცდომა და სიტყვები: „მე–2 ნაწილის“ უნდა შეიცვალოს სიტყვებით „პირველი ნაწილის“. 5. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდამრღვევისთვის კოდექსის 290–ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის გადახდის 30–ე დღე ემთხვევა უქმე დღეს, შაბათს ან კვირას და იმის გამო, რომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს შემდგომში არ დაერიცხოს საურავი, იგი იძულებულია ჯარიმა გადაიხადოს კანონით დადგენილზე უფრო ადრე. გასათვალისწინებელია, რომ პირს მიკუთვნებული აქვს უფლება სრულად გამოიყენოს კოდექსით მისთვის მინიჭებული ჯარიმის გადახდის ვადა – შესაძლებელია მას სურდეს ჯარიმის გადახდა ვადის უკანასკნელ დღეს, რისი უფლებაც მას არ უნდა წაერთვას იმის გამო, რომ 3 უკანასკნელი დღე უქმე დღეს, შაბათს ან კვირას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს არ უნდა დაეკისროს ვალდებულება განახორციელოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება ვადის უკანასკნელ დღემდე არსებულ სამუშაო დღეს, თუ ამის თაობაზე პირდაპირ არ არის მითითებული შესაბამის კანონში, ასეთ მითითებას კი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ შეიცავს. ამავე დროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე–2 მუხლის მიხედვით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესი“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით „თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე“, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე–20 მუხლით განსაზღვრულია უქმე დღეები, მაგრამ დასვენების დღეების განმარტება კანონმდებლობისთვის უცნობია. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევების მიერ არაერთხელ იქნა სასამართლოში გასაჩივრებული ჯარიმის უკანასკნელი დღის ნაცვლად (როდესაც იგი დაემთხვა უქმე დღეს, შაბათს ან კვირას) პირველივე სამუშაო დღეს გადახდის კანონიერება, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეების პოზიცია და დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები. ზემოაღნიშნულისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით აუცილებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლს დაემატოს მე-6 ნაწილი წარმოდგენილი რედაქციით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სრულყოფა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის ამოქმედების შედეგად დამატებითი შემოსავლები ექნებათ ადგილობრივ ბიუჯეტებს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ვალდებულებების წარმოქმნას. ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული კანონპროექტის მოქმედება. 4 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა დ.დ) კანონის პროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა 5