„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 19
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-08
ბიუროს ნომერი 229
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №21-22,
31 მაისი, 1997, გვ. 15) მე-19 მუხლში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურთან იქმნება საკონსულტაციო ფუნქციების მქონე სამეთვალყურეო
საბჭო,
რომლის
შემადგენლობაც
განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით. საბჭო შედგება 7 წევრისაგან და მის შემადგენლობაში შედიან
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე,
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,
სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ
წარდგენილი 2 ექსპერტი არასამთავრობო სექტორიდან.
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან
არსებული,
საკონსულტაციო
ფუნქციის
მქონე,
სამეთვალყურეო
საბჭოს
უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც
ამტკიცებს საბჭო“
გ) მე – 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც 5 წლის ვადით, ზედამხედველობის
სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და
ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა.
დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნას
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან არსებული, საკონსულტაციო ფუნქციის
მქონე, სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ნორმების განსაზღვრა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობა და მასთან
არსებული,
საკონსულტაციო
ფუნქციის
მქონე,
სამეთვალყურეო
საბჭოს
ფუნქციონირების ეფექტურობის გაზრდა და იმ ნორმების საკანონმდებლო დონეზე
ასახვა, რომლებიც გამოიკვეთა საბჭოს საქმიანობის განმავლობაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის ცვლილების მიზანია მსოფლიო
ბანკის/სავალუტო ფონდის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც სამსახურის
უფროსი უნდა ინიშნებოდეს გარკვეული ვადით, კერძოდ 5–7 წლამდე პერიოდით. შესაბამისად
გატარდა ცვლილება და სამსახურის უფროსი თანამდებობაზე დაინიშნება 5 წლის ვადით. ასევე,
კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურთან არსებული, საკონსულტაციო ფუნქციის მქონე,
სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, რომელსაც დაემატება ორი წევრი, კერძოდ,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და სოფლის მეურნეობის
მინისტრი, რისი საჭიროებაც გამოიკვეთა საბჭოს საქმიანობის პროცესში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
გაზრდას ან შემცირებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ ითვალისიწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირების
მიმართ, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს;
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
წერილობითი შეფასებები არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით ონოფრიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით ონოფრიშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
კანონის მუხლის სრული რედაქცია რომელშიც შედის ცვლილება
მუხლი 19. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანო
1. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს
სამსახური. სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო მის
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სამსახურის
დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია
საქართველოს მთავრობის წინაშე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს
ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3. სამსახურთან იქმნება საკონსულტაციო ფუნქციების მქონე სამეთვალყურეო
საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისაგან და რომლის შემადგენლობაში შედიან
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე,
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 2
ექსპერტი არასამთავრობო სექტორიდან.
4. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა.
5. სამსახურის უფროსის კანდიდატურას საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამ
მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაც განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.