„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-08
ბიუროს ნომერი 228
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
`პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) 70-ე მუხლის
მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. 2014 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 1 იანვრამდე „საინვესტიციო ფონდების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს
უფლებამოსილებას საინვესტიციო ფონდების მიმართ ახორციელებს საქართველოს
ეროვნული ბანკი.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია საინვესტიციო ფონდების საზედამხედველო
ორგანოდ საქართველოს ეროვნული ბანკის განსაზღვრა 2016 წლის პირველ იანვრამდე
ნაცვლად 2015 წლის პირველი იანვრისა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიღების
მიზანს
წარმოადგენს
ეროვნული
ბანკისათვის
საინვესტიციო ფონდების საზედამხედველო ფუნქციის გაგრძელება 2016 წლის პირველ
იანვრამდე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად 2014 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 1 იანვრამდე
ნაცვლად 2015 წლის 1 იანვრისა საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ორგანოს უფლებამოსილებას საინვესტიციო ფონდების
მიმართ განახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკი
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
e) კანონპროექტის ავტორი
პარლამენტის წერვი დავით ონოფრიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
კანონის მუხლის სრული რედაქცია რომელშიც შედის ცვლილება
მუხლი 70. გარდამავალი დებულებები
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტო 2009 წლის 1 დეკემბერს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი რეორგანიზებულ იქნეს.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის რეორგანიზებულმა სტრუქტურულმა
ერთეულებმა განახორციელონ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს
უფლებამოსილებანი.
4.
საქართველოს
ეროვნული
ბანკი
არის
საქართველოს
საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს სამართალმემკვიდრე.
5. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ბალანსზე რიცხული
შენობა-ნაგებობები, ტექნიკური საშუალებები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს
ეროვნულ ბანკს.
6. საქართველოს საფინანსო სექტორის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ახალი ნორმატიული აქტების გამოცემამდე
ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
7. საფინანსო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიები,
ნებართვები და განხორციელებული რეგისტრაციები, რომლებიც არ არის გაუქმებული,
ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
8. ამ ორგანული კანონის ამოქმედებიდან:
ა) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში
შემავალი სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ ორგანულ კანონთან;
ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისობა ამ ორგანულ კანონთან.
9. ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს
ეროვნული ბანკის 2008 საფინანსო წლის წმინდა მოგების განაწილებაზე, რომელიც
განიკარგება 2008 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. 2014 წლის 1 მარტიდან 2015 წლის 1 იანვრამდე „საინვესტიციო ფონდების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს
უფლებამოსილებას საინვესტიციო ფონდების მიმართ ახორციელებს საქართველოს
ეროვნული ბანკი. (04.04.2014. N2211)