„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.12.2014
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი
ნომერი
#07-3/394/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-08
ბიუროს ნომერი 228

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016866) მე‐3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის შექმნასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის სირთულით. ობიექტური გარემოებების გამო, ამ ეტაპზე კვლავ შეუძლებელია კანონით დადგენილ ვადაში გადახდისუუნარობის საქმეში მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გამარტივებისა და მოწესრიგებისათვის განკუთვნილი ელექტრონული სისტემის შექმნა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება ელექტრონული სისტემის ამოქმედების გადავადების საკითხი. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: 2012 წლის 29 ივნისს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება უპირობოდ უნდა განხორციელდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რაც გულისხმობს საქმის წარმოების პროცესში კანონით გათვალისწინებული მოქმედებების ელექტრონული საშუალებებით შესრულებას, მათ შორის, ინფორმაციის გამოქვეყნებასა და გაცვლას ამავე კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს შორის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მიღებული ყველა სასამართლო განჩინების ელექტრონულ სისტემაში განთავსებას, ასევე კრედიტორთა კრების, მომრიგებელი საბჭოს, მეურვის, გაკოტრებისა და რეაბილიტაციის მმართველის გადაწყვეტილებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებას. კანონპროექტის მიზანია მოცემულ ეტაპზე ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს ელექტრონული კანონის სისტემის ქმედითი სრულყოფილად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რათა დანერგვამდე შესაძლებელი გახდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეუფერხებლად განხორციელება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონში ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომლის თანახმადაც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა უნდა ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. შემოთავაზებული ცვლილებით, 2012 წლის 29 ივნისის კანონის ამოქმედების ვადად, ნაცვლად 2015 წლის 1 იანვრისა, განისაზღვრება 2016 წლის 1 იანვარი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო აღნიშნული პროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ფინანსურ შედეგებზე იმ პირთა მიმართ, ვისზედაც ვრცელდება ეს კანონი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლია ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.