„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-08
ბიუროს ნომერი 228
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 199-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) 2016 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულისა და ნაწარმის იმპორტი;“.
2. 309-ე მუხლის:
ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 2011 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიისა და
გარანტირებული
სიმძლავრის
მიწოდება,
გარდა
ელექტროენერგიის
მომხმარებლისათვის („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული პირებისათვის) მიწოდებისა, აგრეთვე
გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება დღგ-ის გადახდისაგან
განთავისუფლებულია ჩათვლის უფლებით.“.
ბ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. 2016 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების
ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ
დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის
(ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან,
მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან
ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის
შესაბამისად. ამ ნაწილის მიზნებისათვის:
ა) ბაზარი (ბაზრობა) არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია
სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან
მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული
სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ;
ბ) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის
ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური
სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და
მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები,
აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.“.
გ) 24-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24. 2016 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს
„ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“
55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული
საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის
მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ
იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ
საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000
ლარს.“.
მუხლი 2. ეს კანონი აქმოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზია მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით
დადგენილი შეღავათების გარკვეული ვადის გაგრძელების აუცილებლობა, შეღავათების
გაუქმებით გამოწვეული უარყოფით შედეგების თავიდან აცილების მიზნით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი
გარკვეული შეღავათების მოქმედების ვადის გაგრძელება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლი ,,ი“ ქვეპუნქტით 2015 წლის 1 იანვრამდე
გათავისუფლებულია
თამბაქოს
ნედლეულისა
და
ნაწარმის
იმპორტი.
პროექტი
ითვალისწინებს დადგენილი შეღავათის გაგრძელებას დამატებით 1 წლით, 2016 წლის 1
იანვრამდე.
2. ახალი რედაქციით ყალიბდება სსკ-ის 309-ე მუხლის მე-6 ნაწილში, რომლის
შესაბამისად დამატებით ერთი წლის ვადით ხანგრძლივდება მოქმედი საგადასახადო
შეღავათი, რომელიც დადგენილია 2011 წლის 1 იანვრიდან და ეხება ელექტროენერგიისა და
გარანტირებული სიმძლავრის მიწოდებას, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის
მომსახურების დღგ-ის გადახდისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას. აღნიშნული
შეღავათის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2016 წლის 1 იანვრამდე.
ცვლილება შედის 309-ე მუხლის მე-15 ნაწილშიც, რომლის მიხედვით 2016 წლის 1
იანვრამდე
საკონტროლო-სალარო
აპარატების
გამოყენების
ვალდებულებისგან
თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას
და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე არსებული
სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის დახლიდან. შეღავათი არ ეხება იმ პირებს, რომლებიც
რეგისტრირებულნი არიან დღგ-ის გადამხდელებად.
პროექტი ასევე ითვალისწინებს 309-ე მუხლის 24-ე ნაწილის ახალი რედაქციით
ჩამოყალიბებას, რომლის შესაბამისად ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის
რეჟიმის მოქმედების ვადა გახანგძლივდება 2016 წლის 1 იანვრამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
აუცილებელი
ხარჯების
გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, თუმცა ზუსტი ოდენობის განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიშობა
სახელწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი მიღებით, 1 წლით გადავადდება არსებული შეღავათები, რომლითაც
სარგებლობენ საგადასახადო კოდექსის გარკვეული მუხლებით განსაზღვრული პირები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვის პრინციპი:
კანონპროექტით
არ
დგინდება
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის შემოღება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.