„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.12.2014
ავტორი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/276/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-08
ბიუროს ნომერი 228

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე ძაბვის სხვა საფეხურის იმ გადამცემ ქსელებს და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში, გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის; ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; გადამცემი ქსელი, გადამცემი ქსელის ყველა ნაწილი სავალდებულოა სათანადო ხელშეკრულების გაფორმების გზით გადაცემული იყოს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის ოპერირების უფლებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატები ერთი და იგივე პირია.“ ბ) „ტ.ზ“ და „ტ.თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ.ზ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის სპეციალური აუქციონის გარეშე ათვისების პროცედურებსა და პირობებს; ტ.თ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის ათვისებისთვის სპეციალური აუქციონის პრინციპებს და პირობების განსაზღვრის წესს.“; გ) „ჰ24“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ25“ ქვეპუნქტი: „ჰ25. გადამცემი სისტემის ოპერატორი – ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, რომელსაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებთან გაფორმებული აქვს სათანადო ხელშეკრულება მათი კუთვნილი გადამცემი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის უფლებამოსილების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის გადაცემის თაობაზე და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით 1 დადგენილი წესით ასრულებს აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.“ 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე.“. - 3. მე-31 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-32 მუხლი: „მუხლი 32. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა 1. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავების მიზანია გადამცემი ქსელის საიმედოობა, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება, ელექტროენერგიის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა და ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა. 2. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა შეიცავს: ა) ინფორმაციას ელექტროენერგიის არსებული და სამომავლო (საპროგნოზო) მოთხოვნის და მიწოდების შესახებ. ბ) გონივრულ პროგნოზებს ელექტროენერგიის წარმოების, მიწოდების, მოხმარების და სხვა ქვეყნებთან ელექტროენერგიის გაცვლის მოცულობების შესახებ. გ) ინფორმაციას გადამცემი ქსელის იმ ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა აშენდეს ან გაძლიერდეს მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ინვესტიციების განხორციელების კონკრეტული ვადების მითითებით; დ) ინფორმაციას უკვე გადაწყვეტილი ინვესტიციების შესახებ და იმ ახალი ინვესტიციების იდენტიფიცირებას, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ე) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების (მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების) ქსელში ინტეგრირების შესახებ. ვ) ინფორმაციას ახალი გენერაციის ობიექტების ინტეგრაციის მიზნებში მომავალი ქსელის თითოეული კვანძის გამტარუნარიანობაზე; ზ) დასაგეგმარებელი ელემენტების ძალოვანი აპარატურის შერჩევის მიზნებში მოკლე შერთვის დენების განსაზღვრას; თ) ინფორმაციას გენერაციის ობიექტების შიდა ქსელის განვითარების შესახებ. 3. ეკონომიკის, ფინანსებისა და სტატისტიკის სფეროებში მოქმედი სახელმწიფო უწყებები და დაწესებულებები, ენერგეტიკის დარგში არსებული ორგანიზაციები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწვდიან სამინისტროს ინფორმაციას, მონაცემებსა და პროგნოზებს, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავებისას. 4. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პროექტს ყოველწლიურად მომდევნო 10 კალენდარული წლის პერიოდისთვის შეიმუშავებს/განაახლებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი გადაცემის ლიცენზიანტებთან შეთანხმებით (რაც აგრეთვე მოიცავს ყველა საჭირო კვლევის და 2 შეფასების ჩატარებას). გეგმის პროექტი შემუშავების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრამდე ეგზავნება სამინისტროს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გეგმის პროექტის მიღებიდან 1 თვის ვადაში განიხილავს და სამინისტროს მიაწვდის თავის შენიშვნებს და რეკომენდაციებს საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პროექტთან დაკავშირებით. 5. სამინისტრო, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პროექტს და წარმოდგენილ შენიშვნებს და რეკომენდაციებს განიხილავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიასთან, გადამცემი სისტემის ოპერატორთან და გადაცემის ლიცენზიანტებთან ერთად. სამინისტრო, საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, არაუგვიანეს შესაბამისი წლის დასრულებისა, უზრუნველყოფს საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის დამტკიცებას. 6. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში რიგგარეშე ცვლილების განხორციელება შესაძლებელია გეგმის დამტკიცებისათვის ამ მუხლით დადგენილი წესის და პროცედურის დაცვით. გეგმაში რიგგარეშე ცვლილების პროექტი შესაძლებელია შემუშავდეს და წარდგენილ იქნეს განხილვისთვის კალენდარული წლის ნებისმიერ დროს. 7. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო აქტს. განვითარების ათწლიანი გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატები, აგრეთვე გეგმაში ქსელის ცალკეული კომპონენტების განსავითარებლად მითითებული ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სამართალსუბიექტები. 8. გადაცემის ყველა ლიცენზიატი ვალდებულია ყოველწლიურად საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის საფუძველზე შეიმუშაოს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესათანხმებლად წარუდგინოს ყოველი მომდევნო 3 კალენდარული წლის პერიოდზე გათვლილი სამუშაოების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის შემუშავების, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან განხილვისა და შეთანხმების წესი განისაზღვრება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“. 9. ამ მუხლის თანახმად დამტკიცებული გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმით განსაზღვრული ყოველი მომდევნო 3 კალენდარული წლის განმავლობაში განსახორციელებელ ინვესტიციებს გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატები შესათანხმებლად წარუდგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას. აღნიშნული ინვესტიციების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს კომისია. 10. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.“ 4. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-21 პუნქტი: „21. გადამცემი ქსელი, გადამცემი ქსელის ყველა ნაწილი სათანადო 3 ხელშეკრულების გაფორმების გზით, ანაზღაურების ან რაიმე სხვა კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე, გადაეცემა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ოპერირების უფლებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატები ერთი და იგივე პირია. ხელშეკრულება გადამცემი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის უფლებამოსილების ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის გადაცემის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა აწესრიგებდეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის უფლებამოსილებებს გადამცემი ქსელის ოპერირებისა და გადამცემი ქსელის პერსპექტიული განვითარების დაგეგმვის დროს, აგრეთვე გადამცემი ქსელის მართვა-განვითარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და გადაცემის ლიცენზიატს შორის ურთიერთობის სხვა საკითხებს.“ 5. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები: ა) „ი) უზრუნველყოს სათანადო ხელშეკრულების გაფორმების გზით გადამცემი ქსელის მიღება ოპერირების უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით და ასეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატის მიმართ.“ ბ) „კ) უზრუნველყოს დამატებითი/სასისტემო მომსახურების ორგანიზება და ამ მომსახურების „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით გაწევა.“ 6. 412-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის პერიოდში საქართველოსა და შესაბამის მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემას შორის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება და მიღება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დაიშვება მხოლოდ ბაზრის ოპერატორის ან სხვა უფლებამოსილი მეწარმე სუბიექტის მიერ დადგენილი წესით გაფორმებული ელექტროენერგიის ექსპორტის/იმპორტის (გაცვლის), ავარიული დახმარების, ტრანზიტის ან/და სხვა კომერციული ხელშეკრულებების მოქმედების (განხორციელების) შემთხვევაში, თუ სხვა რაიმე გამონაკლისი პირდაპირ არ არის დადგენილი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით.“ 7. 414-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-31 - მე-35 პუნქტები: „31. საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ელექტროენერგიის მოცულობის დაანგარიშება ხდება, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული საანგარიშო პერიოდის (შემდეგში „საანგარიშო პერიოდი“) განმავლობაში, ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი და საქართველოს ტერიტორიიდან გატანილი ელექტროენერგიის თანხვედრილი ჯამური 4 მოცულობების გათვალისწინებით. ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის ფარგლებში ცალკეული დღეების ან/და საათების განმავლობაში საქართველოში შემოტანილი და იმავე დროს ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანილი ელექტროენერგიის ოდენობები შესაძლებელია არ შესაბამებოდეს ერთმანეთს. საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ ტრანზიტად ჩაითვლება საქართველოში შემოტანილი და საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანილი სატრანზიტო ელექტროენერგიის ჯამური მოცულობების თანაბარი ნაწილები. 32. სატრანზიტო ელექტროენერგიის მოცულობის დაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება ტრანზიტის განხორციელებისას საქართველოს გადამცემ ქსელში დანაკარგების ანაზღაურების მიზნით „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად ტრანზიტის დამკვეთის მიერ დამატებით მოწოდებული ელექტროენერგია (საკომპენსაციო ელექტროენერგია) - ასეთის არსებობის შემთხვევაში. 33. ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული სატრანზიტო ელექტროენერგიის მოწოდება-მიღების განაცხადები ცალკეული დღეების ან/და საათების მიხედვით შესაძლებელია მოიცავდნენ ელექტროენერგიის საქართველოში შემოტანისა და იმავე დროს საქართველოდან ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში გატანის არათანაბარ მოცულობებს იმ პირობით, რომ საანგარიშო პერიოდის დასრულებისას ტრანზიტად ჩაითვლება ჯამურად ტრანზიტის განხორციელების ფარგლებში შემოტანილი და გატანილი მოცულობების თანაბარი ნაწილები და ამავდროულად დაკმაყოფილებული იქნება საქართველოს და შესატყვისი მეზობელი ენერგოსისტემების პარალელური მუშაობის (ინტერკონექციის) შესახებ ხელშეკრულებების, აგრეთვე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის სხვა აუცილებელი მოთხოვნები. 34. ტრანზიტის დამკვეთის მიერ ერთი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სატრანზიტო ელექტროენერგიის ორი ან მეტი ქვეყნიდან შემოტანის შემთხვევა, როდესაც ტრანზიტის საბოლოო დანიშნულების ქვეყანა ერთია, განიხილება, როგორც ერთიანი ტრანზიტი. ასეთ შემთხვევაში ტრანზიტის მოცულობა განისაზღვრება ტრანზიტის ფარგლებში საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის მოცულობების ჯამის გათვალისწინებით (მიუხედავად იმისა, ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა ერთი ქვეყნიდან, თუ ორი ან მეტი ქვეყნიდან) ამ მუხლის მე-31, მე-32, მე-33 და მე-35 პუნქტებში მოცემული პირობების გათვალისწინებით. 35. კონკრეტული სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოტანილი ან/და საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში გატანილი ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაში სატრანზიტო ელექტროენერგიის მოცულობა/წილი დგინდება ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“ მუხლი 2 5 1. გადამცემი სისტემის ოპერატორმა 2015 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განსახილველად წარუდგინოს: ა) დამატებითი/სასისტემო მომსახურების ორგანიზების კონცეფცია, რომელიც უნდა მოიცავდეს ასეთი მომსახურების სრულ სტრუქტურას და თითოეული მომსახურების მიზნობრიობას, დამატებითი/სასისტემო მომსახურების საპროგნოზო ღირებულების წინასწარ გაანგარიშებას და მოსალოდნელ ეფექტს, აგრეთვე დამატებითი/სასისტემო მომსახურების ორგანიზება-დანერგვის ეტაპობრივ გრაფიკს; ბ) რეკომენდაციები დამატებითი/სასისტემო მომსახურების შემოსაღებად საქართველოს კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. 2. საქართველოს მოამზადოს ენერგეტიკის სამართლებრივ სამინისტრომ 2015 აქტებში ცვლილებების წლის 1 ოქტომბრამდე პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დამატებითი/სასისტემო მომსახურების შემოღებას. 3. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველი პროექტი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შემუშავდება და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას წარედგინებათ არაუგვიანეს 2015 წლის 31 იანვრისა. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების პირველი ათწლიანი გეგმა უნდა დამტკიცდეს არაუგვიანეს 2015 წლის 15 აპრილისა. 4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა და ელექტროენერგიის გადაცემის ყველა შესაბამისმა ლიცენზიატმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყონ გადამცემი ლიცენზიატისთვის ქსელის ოპერირების ელექტროენერგიის უფლებით გადაცემის დისპეტჩერიზაციის თაობაზე სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება. 5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი რეგულაციის მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 დეკემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 6
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ იკისრა ვალდებულება მოახდინოს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაციების თუ დირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა და მათი იმპლემენტაცია. შესაბამისად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვალდებულებების შესრულების და დაკავშირებული დებულებების ურთიერთობის ენერგეტიკის იმპლემენტაციის ფარგლებში სფეროს მიზნით, ნაკისრი განვითარებასთან საჭიროა ზემოთ აღნიშნული ცვლილებების ეტაპობრივი განხორციელება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში და მასში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 714/2009 (EC) რეგულაციის მოთხოვნის ასახვა, რომელიც ეხება გადაცემის ქსელის ოპერირებას და ქსელის განვითარების გრძელვადიან, მწყობრ დაგეგმარებას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ენერგეტიკის სფეროში გულისხმობს ქვეყნის ენერგეტიკული ბაზრის ევროკავშირის ბაზართან ინტეგრაციას/ჰარმონიზაციას. ამისთვის კი საჭიროა სტაბილური და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება და გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ელექტროენერგეტიკა არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სოციალურ სფეროზე, ამიტომ ელექტროენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარება არის ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა. იმავე ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, აუცილებელია გამოიკვეთოს, თუ ვინ არის მთლიანობაში გრძელვადიანი ელექტროენერგიის (ათწლიანი) გეგმის გადამცემი შემუშავებაზე ქსელის პასუხისმგებელი განვითარების და მთელი გადამცემი სისტემის (მიუხედავად მისი გარკვეული ნაწილების სხვადასხვა პირთა საკუთრებაში ყოფნისა) ოპერირების ფუნქციის განმახორციელებელი, რა ურთიერთვალდებულებები აქვთ ამ პროცესში მონაწილე სტრუქტურებს. 7 ზემოაღნიშნულთან ერთად, სატრანზიტო ქვეყნის სტატუსის განმტკიცება და ელექტროენერგეტიკულ სფეროში სრულფასოვანი რეალიზაცია საჭიროებს გარკვეულ დამატებით ცვლილებებს კანონში ელექტროენერგიის სატრანზიტო გადადინების მოცულობების დაგეგმვისა და განსაზღვრის სპეციფიკური დებულებების ასახვის კუთხით. ასევე დღის წესიგში დადგა ყველა არსებული სისტემათაშორისი ხაზის (და არამარტო ახალი 400 კვ გადამცემი ხაზის) გამტარუნარიანობის თანამედროვე, სამართლიანი და გამჭვირვალე მეთოდოლოგიის გამოყენებით განაწილების პრაქტიკის დანერგვა და ამის რეგულირების აუცილებლობა, რასაც ითვალისწინებს კიდევაც კანონპროექტი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საქართველოს გადამცემი ქსელის ადექვატური განვითარების უზრუნველყოფა საშუალო და გრძელვადიან დასაგეგმ პერიოდებში, მდგრადი, საიმედო, ეკონომიური და ეფექტური ელექტროგადაცემის სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგოსისტემის მუშაობის საიმედოობას, ქსელის უსაფრთხოებას, ელექტროენერგიის ხარისხს, მომხმარებელთათვის ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის მაღალ დონეს, ბაზრის ყველა მონაწილისთვის ქსელში ჩართვის ხელმისაწვდომობას, სათანადო გამტარუნარიანობას, გენერაციის ახალი ობიექტების, მათ შორის განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციას, ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლას. გრძელვადიანი განვითარების მოთხოვნილება განპირობებულია მომავალი ისეთი ენერგეტიკული გადაცემის ქსელის ქსელის არსებობის მოწინავე და საჭიროებით, რომელიც საერთაშორისოდ დააკმაყოფილებს აღიარებულ ტექნიკურ კრიტერიუმებს. გადაცემის სისტემის განვითარების გეგმის შემუშავების მნიშვნელოვანი მიზანია ასევე ინფორმირებულობის და გამჭირვალეობის ამაღლება ელექტრო გადაცემის სისტემის ინვესტირების სფეროში. კანონპროექტის მიზანია ყველა ტრანსასაზღვრო გადამცემი ხაზის (არამარტო ახალი 400 კვ ხაზის) გამტარუნარიანობის განაწილების საკითხის რეგულირება აუქციონის მოწყობის მეშვეობით (კონკურსის არსებობის შემთხვევაში), ასევე მთლიანად გადამცემი ქსელის (მიუხედავად მისი ნაწილების სხვადასხვა პირების 8 საკუთრებაში დაგეგმვის არსებობისა) ოპერირებისა უფლებამოსილების დისპეტჩერიზაციის და გადაცემის ლიცენზიატისთვის გადამცემი ქსელის უზრუნველყოფა განვითარების ელექტროენერგიის ევროკავშირისა და ENTSO-ის მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად. კანონპროექტის მნიშვნელოვანი ამოცანაა ასევე ელექტროენერგიის ტრანზიტის დროს მიწოდებისა და გაცემის საზღვრებზე განსხვავებული გრაფიკების დაშვების დარეგულირება იმ პირობით, რომ საანგარიშო პერიდის (კალენდარული თვე) ჭრილში ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსული და გასული მოცულობები უნდა იყოს თანაბარი. კანონპროექტი ასევე მიზნად სახავს ეტაპობრივი მზადების ამოცანას ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დამატებითი/სასისტემო სერვისების ორგანიზებისა და გაწევის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია ბაზრის წესებით საგანგებოდ გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში დაშვებულ იქნეს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მეზობელი ქვეყნიდან ელექტროენერგიის მიწოდება და მიღება ბაზრის ოპერატორის ან სხვა უფლებამოსილი სუბიექტის კონტრაქტის გარეშეც, იგივე მოცულობის ელექტროენერგიის, რაიმე ანგარიშსწორების ვალდებულების გარეშე, იგივე თვის ფარგლებში უკან დაბრუნების პირობით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს ემატება დებულება, რომლის თანახმადაც, ყველა ტრანსასაზღვრო გადამცემი ხაზი უნდა ოპერირებდეს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ. სწორედ ასეთი უფლებამოსილებებით ფორმალიზებულად აღჭურვილი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი იძენს გადამცემი სისტემის ოპერატორის (TSO – Transmission System Operator) სტატუსს, ევროკავშირის რეგულაციებში და ევროპის გადამცემი სისტემების ოპერატორების საერთაშორისო გაერთიანების (ENTSO-E European Network of Transmission System Operators for Electricity) დებულებებში ასახული მნიშვნელობით. კანონის მე-2 მუხლის „ტ.ზ“ და „ტ.თ“ ქვეპუნქტებში შეტანილი ცვლილებით გამტარუნარიანობის გასანაწილებლად აუქციონის ჩატარების შესაძლებლობა აღარ შეიზღუდება მხოლოდ ახალი 400 კვ ხაზის შემთხვევისთვის და შესაძლებელი იქნება გავრცელდეს ყველა სისტემათაშორისი ხაზის მიმართ. 9 პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, კანონს ემატება მე-32 მუხლი, რომლითაც მოხდება გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავების, მიღების, დამტკიცების და მასში ცვლილებების შეტანის პროცედურების დადგენა. კანონპროექტის ერთხელ თანახმად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი წელიწადში უზრუნველყოფს ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავებას მომდევნო ათწლიანი პერიოდისთვის. ათწლიანი გეგმა ეგზავნება სემეკ-ს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. არაუგვიანეს შესაბამისი წლის დასრულებისა სამინისტრო საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის საფუძველზე უზრუნველყოფს გადაცემის სისტემის განვითარების ათწლიანი გეგმის დამტკიცებას. გეგმის შესრულებას კონტროლს უწევს სამინისტრო. ელექტროენერგეტიკული სისტემის შესატყვისი მონაწილეები ვალდებულნი არიან შეასრულონ დაგეგმვასთან დაკავშირებული პირობები, შემოთავაზებული კანონის დებულებების შესაბამისად. პროექტით, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტს ემატება „კ“ ქვეპუნქტი, რომლითაც განისაზღვრება ეტაპობრივი მზადების ამოცანა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დამატებითი/სასისტემო სერვისების ორგანიზებისა და გაწევისთვის. პროექტით, იცვლება 412-ე მუხლის პირველი პუნქტის რედაქცია, რომლითაც კანონში იქმნება საგამონაკლისო საფუძველი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ბაზრის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბაზრის ოპერატორის ან სხვა უფლებამოსილი სუბიექტის კონტრაქტის გარეშე შემოიტანოს/გაიტანოს ელექტროენერგია - საუბარია, ავარიულ ურთიერთმიწოდებების სპეციალურ რეჟიმზე თურქეთ-საქართველოს შორის თვის შიგნით სრული სალდირებით, ქვეყნებს შორის რაიმე თანხობრივი ანგარიშსწორების გარეშე. პროექტით, 414-ე მუხლს ემატება მე-31, მე-32, მე-33, მე-34 და მე-35 პუნქტები, რომელთა თანახმად, დაშვებულ იქნება ელექტროენერგიის ტრანზიტის დროს გადადინებების განსხვავებული გრაფიკები მიღებასა და გაცემაზე საათურ ან დღიურ ჭრილში, მაგრამ მოწოდებისა და გაცემის საზღვრებზე თვის ჭრილში მიღებული და გაცემული ტრანზიტის ჯამური მოცულობების ტოლობის უზრუნველყოფის პირობით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დამატებითი სახსრების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე 10 კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, მოსაკრებლის ან სხვა სახის მოსაკრებლის ან სხვა სახის რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. უფრო მეტიც, იგი შემუშავებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (პორტუგალია, სლოვაკეთი, გერმანია, ბულგარეთი, ირლანდია) ელექტროენერგეტიკის სფეროში დამკვიდრებულ პრაქტიკის გათვალისწინებით. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის საერთაშორისო მიღება ორგანიზაციებში არ ეწინააღმდეგება წევრობასთან საქართველოს დაკავშირებით მიერ აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და ვალდებულებებს. მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ 11 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, რომლებმაც ან/და საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა USAID-ის ექსპერტების, კომპანია Clean energy-ის კონსულტანტების, პორტუგალიური გადაცემის სისტემის ოპერატორის REN-ის და ირლანდიის რესპუბლიკის გადაცემის სისტემის ოპერატორის Eirgrid-ის წარმომადგენლების კონსულტაციები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 12
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2. განმარტებები ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობა – გადამცემი ქსელის ექსპლუატაცია გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით; ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე ძაბვის სხვა საფეხურის იმ გადამცემ ქსელებს და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში, გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის; ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; გ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებსა და მომხმარებელს. გამანაწილებელი ქსელი მოიცავს 0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელებს, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა. ამავე ტერმინით აღინიშნება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელიც მოიცავს 1,2-0,6-0,30,005 მპა წნევის გაზსადენებს; დ) ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა – ორი ან ორზე მეტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტიდან (გადაცემის ლიცენზიატისა და ელექტროენერგიის მწარმოებლის მფლობელობაში არსებული ორი ან ორზე მეტი ქვესადგურიდან) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიღებული ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე რეალიზაცია (განაწილება), აგრეთვე ელექტროენერგიის გატარება; ე) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის საქმიანობა – ლიცენზიატების და მომხმარებლების ტექნიკური მართვა მიწოდებისა და მოხმარების სტაბილური რეჟიმის უზრუნველსაყოფად და საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის განხორციელება. 13 საქართველოში დასაშვებია მხოლოდ დისპეტჩერიზაციის საქმიანობის ერთი ლიცენზიის გაცემა; ვ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ზ) ლიცენზია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე პირისთვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული, ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება; თ) ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიატი) – პირი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება; ი) მიღების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და განაწილების ლიცენზიატი გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელში მიიღებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას წარმოების ან/და სხვა გადაცემის ლიცენზიატის ან/და სხვა განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელიდან და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემისაგან ელექტროენერგიის იმპორტის ჩათვლით, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ბუნებრივ გაზს, იმპორტის ჩათვლით; კ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და წარმოების ლიცენზიატი გადამცემი ან/და წარმოების ქსელიდან მიაწოდებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემებს; კ1) მომხმარებელი – პირდაპირი მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელი, აგრეთვე პირი, რომელიც წყალმომარაგების სისტემიდან მოიხმარს სასმელ წყალს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის; ლ) პირდაპირი მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო ბუნებრივ გაზს – ტრანსპორტირების სისტემიდან, და რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი; 14 მ) რეგულირების საფასური – „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადასახდელი; ნ) ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა – წარმოების საშუალების მიერთება გადამცემ, გამანაწილებელ ან/და მომხმარებლის ელექტრულ ქსელებთან და ელექტროენერგიის მიწოდება (ან მისი მიწოდებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა) გადამცემ, გამანაწილებელ ან მომხმარებლის ელექტრულ ქსელში, აგრეთვე ამ ელექტროენერგიის გაყიდვა; ო) ექსპორტიორი – პირი, რომელიც მიწოდების პუნქტში ყიდის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) საქართველოს ფარგლებს გარეთ; პ) იმპორტიორი – პირი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან ერთზე მეტ მიღების პუნქტში მიიღებს და გაყიდის ან/და თვითონ მოიხმარს ელექტროენერგიას (სიმძლავრეს); ჟ) (ამოღებულია); რ) (ამოღებულია); ს) (ამოღებულია); ტ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს: ტ.ა) ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას; ტ.ბ) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საქმიანობებს; ტ.გ) პირდაპირი ხელშეკრულებების, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს; ტ.დ) პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს; ტ.ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, განაწილების საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფასთან, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს; 15 ტ.ვ) ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოებისთვის ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარების, იმპორტისა და ექსპორტის განსხვავებული პირობებისა და პროცედურების დადგენას; ტ.ზ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის სპეციალური აუქციონის გარეშე ათვისების პროცედურებსა და პირობებს; ტ.თ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის ათვისებისთვის სპეციალური აუქციონის პრინციპებს და პირობების განსაზღვრის წესს; ტ.ი) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს; ტ.კ) საბალანსო ელექტროენერგიის ფასის განსაზღვრის წესსა და პირობებს; ტ.ლ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ფაქტობრივი დანაკარგების, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტის დროს, განსაზღვრის წესს; ტ.მ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის სტატუსის მინიჭების საფუძვლებსა და კრიტერიუმებს, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ტესტირების წესს; ტ.ნ) საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული სიტუაციის დროს ელექტროენერგიის იმპორტისა და მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიისას ელექტროენერგიის ექსპორტის წესს; ტ.ო) ამ პუნქტით განსაზღვრულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს; უ ) (ამოღებულია); ფ ) „ბუნებრივი გაზი“ ან „გაზი“ _ ნახშირწყალბადები, რომლებიც 1.2 მპა წნევასა და 200C ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ 31.8მჯ/მ3 (7600 კკალ/მ3); ქ ) „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა” ან „ტრანსპორტირების სისტემა“ _ ყველა მილსადენი, საკომპრესორო სადგური, საზომი სადგური და სხვა მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან და რომელთაც ფლობს ან მართავს ან/და ექსპლუატაციას უწევს ტრანსპორტირების ლიცენზიატი. ტრანსპორტირების სისტემა მოიცავს ყველა მილსადენს და მოწყობილობას, რომელიც მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ 16 წნევაზე სამუშაოდ, საკომპრესორო სადგურების, საზომი სადგურებისა და სხვა მოწყობილობების ჩათვლით, რომლებიც მითითებულია ტრანსპორტირების ლიცენზიაში; ღ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობა – ტრანსპორტირების სისტემის ექსპლუატაცია ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით; ყ) ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა – ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიმწოდებლის მოთხოვნით ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მომარაგება კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში; შ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც იძენს ბუნებრივ გაზს და ყიდის მას სხვა მიმწოდებლებზე ან/და მომხმარებლებზე; ჩ) სამინისტრო − საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; ც) ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის, გატარების და ტრანსპორტირების ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს; ძ) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა – ორი ან ორზე მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის (ელექტროენერგეტიკული სისტემების ნაწილის) ერთიანი პარამეტრებით, სინქრონული მუშაობის პროცესი, რომლის მიზანია ენერგოსისტემების მდგრადობის უზრუნველყოფა. ამავე ტერმინით განისაზღვრება ორი ან ორზე მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის (ელექტროენერგეტიკული სისტემის ნაწილის) ასინქრონული მუშაობის პროცესი; წ) (ამოღებულია); ჭ) საიმედოობის სტანდარტები – გადაცემის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს სისტემის მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნები, მიუხედავად მუშაობის პირობების ცვლილებისა. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამის ნორმატიულ აქტში, აგრეთვე შესაბამის ლიცენზიებში; ხ) ხელშეკრულების მხარის საიმედოობის სტანდარტი – მოთხოვნა, რომ დისპეტჩერიზაციის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი და ხელშეკრულების სხვა მხარე ვალდებული იყვნენ ადეკვატურად ასახონ მათი მოსალოდნელი დატვირთვა და ცვლილებები ისე, რომ არ გამოიწვიონ გაუმართლებლად ზედმეტი ხარჯების წარმოქმნა ხელშეკრულების მხარეების მიმართ. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამისი ბაზრის წესებში, ასევე შესაბამის ლიცენზიებში; 17 ჯ) დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიისა და ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის, ასევე ახალი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ქსელების აშენების შემთხვევაში, შესაბამისად ტრანსპორტირების ან განაწილების ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება; ჯ1) ნაწილობრივი დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიის გარეშე და ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის უფლების მინიჭება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის, ასევე ახალი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ქსელების აშენების შემთხვევაში, შესაბამისად ტრანსპორტირების ან განაწილების ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის უფლების მინიჭება; ჰ) საგანგებო მდგომარეობა – „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სიტუაცია; ჰ1) „ბაზრის წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ და „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები“; ჰ2) „მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ და „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები; ჰ3) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატებს, წარმოების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებსა და, მეორე მხრივ, საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს; ჰ4) ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელს, განაწილების ლიცენზიატს ან/და საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს; ჰ5) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური – ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 13 მეგავატს. ამასთანავე, ამ ტერმინით, კონტექსტიდან გამომდინარე, აღინიშნება პირი, რომელიც ფლობს და ექსპლუატაციას უწევს აღნიშნულ ელექტროსადგურს; 18 ჰ6) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან, ხოლო ბუნებრივ გაზს – განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის პირდაპირი მომხმარებელი; ჰ7) პირდაპირი ხელშეკრულება – ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველსა და გამყიდველს (კვალიფიციურ საწარმოებს) შორის, რომლის მიხედვით განისაზღვრება შესასყიდი ელექტროენერგიისა და სიმძლავრის რაოდენობა, ფასი, ვადა, პირობები და ხარისხობრივი მაჩვენებლები და რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ; ჰ8) საბალანსო ელექტროენერგია – კვალიფიციური საწარმოების მიერ შესყიდული ან/და გაყიდული ელექტროენერგია (სიმძლავრე), რომლითაც ხდება მყიდველთა და გამყიდველთა ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება, მათ შორის, პირდაპირი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის სახელშეკრულებო მოცულობების დაბალანსება; ჰ9) გარანტირებული სიმძლავრე – გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრე, რომელიც ემსახურება ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობას, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას და რომლის ოდენობასაც თითოეული გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; 10 ჰ ) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში; ჰ11) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (შემდგომ – ბაზრის ოპერატორი) – სააქციო საზოგადოება „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (საიდენტიფიკაციო კოდი №205170036) ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნათა დაკმაყოფილების (დაბალანსების) მიზნით ყიდულობს და ყიდის საბალანსო ელექტროენერგიასა და გარანტირებულ სიმძლავრეს, აგრეთვე ასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჰ12) გრძელვადიანი ტარიფი – წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ან ზღვრული ფასი, რომელიც დადგენილია არანაკლებ 3-წლიანი პერიოდისთვის; ჰ13) გარანტირებული სიმძლავრის წყარო – ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჭირო მინიმალური გარანტირებული 19 სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თბოელექტროსადგური ან თბოელექტროსადგურები (წარმოების ლიცენზიატი ან წარმოების ლიცენზიატები), რომელსაც/რომლებსაც გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არა უმეტეს 24 საათისა და სიმძლავრის აღება – არა უმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა ასევე განსაზღვრავს შესაბამისი წყაროს მიერ ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდს; ჰ14) გატარება – გადაცემის მომსახურების გარდა, განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ბუნებრივი გაზის გადატანა; ჰ15 ) წყალმომარაგების საქმიანობა – სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, მომხმარებლებისათვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კონკრეტული წყალმომარაგების სისტემის/სისტემების ფარგლებში ; ჰ16) სასმელი წყალი – სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისი ხარისხის წყალი; ჰ17) წყალარინება – ჩამდინარე წყლის გატარება და გამწმენდი ნაგებობების საშუალებით დასაშვებ ნორმამდე გაწმენდა; ჰ18) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა – წყლის მიღების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელის (მილსადენები, რეზერვუარები, ღია და დახურული არხები, საჭიროების შემთხვევაში სატუმბავი სადგურები და სხვა) ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მისაწოდებლად; ჰ19) სასმელი წყლის მიწოდება – წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მიწოდება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით. ჰ20) სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს; ჰ21 ) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა – წყალმომარაგების ტარიფის გაანგარიშებისას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ თითოეული წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის 20 ინდივიდუალურად განსაზღვრული ერთ სულ მოსახლეზე სასმელი წყლის ნორმა, რომელიც აისახება წყალმომარაგების ტარიფში; ჰ22) განახლებადი ენერგიის წყაროები – არაწიაღისეული, მდგრადი ენერგიის ყველა წყარო, რომელიც წარმოიშობა, მაგრამ არ შემოიფარგლება: ბიო- და ჰიდროენერგიებით, გეოთერმული, მზის, ქარისა და ზღვის (მათ შორის, დინებების, ტალღების და თერმული) ენერგიებით; 23 ჰ ) ქსელის წესები − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს გადაცემის ქსელის წესებს და განაწილების ქსელის წესებს. ქსელის წესები მოიცავს გადაცემისა და განაწილების ქსელების მართვის და ამ ქსელებით სარგებლობის პროცედურებს, პირობებს, პრინციპებს, სტანდარტებს და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს; ჰ24) ტრანზიტის დამკვეთი − პირი, რომელსაც ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან გაფორმებული აქვს ამ კანონის 414 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება. მუხლი 3. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება 1. სამინისტრო შეიმუშავებს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს მათ განხორციელებას . ამ ამოცანის გადაწყვეტის პროცესში სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია: ა) ენერგეტიკის დარგში განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტების, აგრეთვე მათზე დაფუძნებული ენერგეტიკული სექტორის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ბ) ენერგეტიკის დარგში რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე-, საშუალოდა გრძელვადიანი ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა, აგრეთვე სახელმწიფო ინვესტირების განხორციელება; გ) ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვისა და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე ამ დარგებში ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიისა და წესების შემუშავება; 21 დ) ენერგეტიკის დარგში საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობა, დარგის ტექნიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგი; ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; ვ) ენერგეტიკის დარგში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა, აგრეთვე სახელმწიფო ინვესტირების განხორციელება; ზ) ენერგეტიკის დარგში ბუნების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, პროგრამების შემუშავებისას და განხორციელებისას ეკოლოგიური ასპექტების ოპტიმალურად გათვალისწინება; თ) ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებსა და უცხო ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა, აგრეთვე ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში ტრანზიტისა და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობების ხელშეწყობა; ი) საგანგებო მდგომარეობისთვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება; კ) ენერგეტიკის დარგის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის განსაზღვრა, რეკომენდაციების შემუშავება, ასევე მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება; ლ) ენერგეტიკული რესურსების მოპოვების გაფართოების, განახლებადი (ალტერნატიული) ენერგიის წყაროების უპირატესი ათვისების, ენერგოეფექტიანი ღონისძიებების ხელშეწყობა, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტიანობის გაზრდასთან; მ) (ამოღებულია). 2. სამინისტროს ფუნქციებს არ მიეკუთვნება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მესაკუთრის, მარეგულირებელი და ოპერატიულ-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება. 22 3. სამინისტრო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ასევე ამტკიცებს შემდეგ დოკუმენტებს: ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსს; ბ) ბუნებრივი გაზის ბალანსს; გ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებს“; დ) „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებს“; ე) ენერგეტიკული ობიექტების, მოწყობილობებისა და დანადგარების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმებსა და წესებს. 4. ენერგეტიკულ დარგში სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დერეგულირების ან ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე. 5.(ამოღებულია ). 6. ენერგეტიკული ობიექტების დაცვის ზონები, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფები, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრები, დაცვის ზონებში მოქმედი შეზღუდვები და სამუშაოთა წარმოების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 31 . მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები 1. სამინისტრო უფლებამოსილია საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები. 2. სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. 3. სამინისტრო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მის მიერ შექმნილი ან მასთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ელექტრონულ ასლს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს. 5. სამინისტროს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით. მუხლი 34. გადაცემის ლიცენზია 23 1. კომისიის მიერ გაცემული გადაცემის ლიცენზია უფლებას აძლევს იურიდიულ პირს, განახორციელოს გადაცემის მომსახურება გადამცემი ქსელის საშუალებით. 2. ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს გადამცემი სისტემა, რომელიც ჩართული იქნება გადამცემ ქსელში, რომელსაც ექსპლუატაციას გაუწევს ლიცენზიატი, რაც გულისხმობს საშუალებებს მიღების პუნქტსა და მიწოდების პუნქტს შორის. თუ საჭიროა წარმოების ლიცენზიატის საშუალებების პირდაპირი მიერთება განაწილების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის საშუალებებზე, კომისიას უფლება აქვს, გადაცემის მომსახურების პარამეტრების დადგენის მიზნით მოითხოვოს მიღებისა და მიწოდების პუნქტების ურთიერთდაკავშირების განცალკევება გადამცემი ქსელის მინიმალური სექციით. 3. (ამოღებულია ). 4.(ამოღებულია ). 5.(ამოღებულია). 6. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში: ა) უზრუნველყოს გადამცემი ქსელის ფუნქციონირება შესაბამისი ნორმატიული აქტის შესაბამისად; ბ ) შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა; გ ) შეიმუშაოს სათანადო ინსტრუქციები გადამცემი ქსელისა და მიერთებული საშუალებების უსაფრთხო, საიმედო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაკავშირებისა და ექსპლუატაციის შესახებ; დ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ე) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები. 7. (ამოღებულია). 8. გადაცემის მომსახურება გაიწევა პირდაპირი ხელშეკრულების ან პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არ გამოიყენება ელექტროენერგიის ექსპორტთან ან/და ტრანზიტთან დაკავშირებული გადაცემის მომსახურებაზე. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მოქმედებს, თუ კონკრეტულ კვალიფიციურ საწარმოსთან არ არის გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულების არარსებობა გამოწვეულია 24 კვალიფიციური საწარმოს მიერ ხელშეკრულების პირობების ან კანონმდებლობის დარღვევით. გადაცემის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს გადაცემის ლიცენზიატის წინადადების საფუძველზე ამტკიცებს კომისია. მუხლი 35. დისპეტჩერიზაციის ლიცენზია 1. კომისიის მიერ გაცემული დისპეტჩერიზაციის ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვა ცენტრალური და რეგიონალური სადისპეტჩერო სამსახურების საშუალებით. 2.(ამოღებულია). 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში: ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად, დამტკიცებული ბალანსებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის მოთხოვნების თანახმად; ბ) დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა საშუალებას, რომლებიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლის მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად; გ) იხელმძღვანელოს დამტკიცებული ბალანსებით, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესითა და პირობებით უზრუნველყოს პირდაპირი ხელშეკრულების შესრულება, საბალანსო ელექტროენერგიითა და სისტემაში არსებული თავისუფალი სიმძლავრის გამოყენებით კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნის დაკმაყოფილება, მოახდინოს ელექტროენერგიის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ან შეწყვეტა; დ ) შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა; ე) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ვ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები; 25 ზ) აწარმოოს პირდაპირი ხელშეკრულებების ერთიანი ნუსხა; თ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, ბაზრის ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია პირდაპირ ხელშეკრულებებში გასაყიდად დაფიქსირებულ ელექტროენერგიის რაოდენობაზე. 4. დისპეტჩერიზაციის მომსახურება გაიწევა პირდაპირი ხელშეკრულების ან პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არ გამოიყენება ელექტროენერგიის ექსპორტთან ან/და ტრანზიტთან დაკავშირებული დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მოქმედებს, თუ კონკრეტულ კვალიფიციურ საწარმოსთან არ არის გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულების არარსებობა გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოს მიერ ხელშეკრულების პირობების ან კანონმდებლობის დარღვევით. დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წინადადების საფუძველზე ამტკიცებს კომისია. მუხლი 412. პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება და ელექტროენერგიის სალდო-გადადინება 1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის პერიოდში საქართველოსა და შესაბამის მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემას შორის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება და მიღება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დაიშვება მხოლოდ ბაზრის ოპერატორის ან სხვა უფლებამოსილი მეწარმე სუბიექტის მიერ დადგენილი წესით გაფორმებული ელექტროენერგიის ექსპორტის/იმპორტის (გაცვლის), ავარიული დახმარების, ტრანზიტის ან/და სხვა კომერციული ხელშეკრულებების მოქმედების (განხორციელების) შემთხვევაში. 2. ბაზრის ოპერატორი ვალდებულია „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში გააფორმოს ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის ხელშეკრულებები მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის უფლებამოსილ მეწარმე სუბიექტთან ელექტროენერგიის იმ ფაქტობრივ გადადინებებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს დაგეგმილი გრაფიკიდან გადახრებით. მუხლი 414. ელექტროენერგიის ტრანზიტი 1. საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით, ტრანზიტის განხორციელებით დაინტერესებული პირი ვალდებულია 26 ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან. 2. ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებისას (განხორციელებაზე) რეგულირების საფასური არ გადაიხდება. ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფისას ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე არ ვრცელდება კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ტარიფები. ტარიფების ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 3. ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასური უნდა უზრუნველყოფდეს ყველა ხარჯის ანაზღაურებას, რომლებიც დაკავშირებულია ტრანზიტის უზრუნველყოფასთან. ამასთანავე, საქართველოს გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ელექტროენერგიის დანაკარგები შეიძლება ანაზღაურდეს შესაბამისი ელექტროენერგიის (საკომპენსაციო ელექტროენერგია) მოწოდებითაც. 4. ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სარგებლობს გადაცემის ლიცენზიატების ქსელებითა და მომსახურებით, რისთვისაც დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებს შორის ფორმდება ცალკე ხელშეკრულება, გადაცემის ლიცენზიატების ქსელებითა და მომსახურებით სარგებლობის საკომპენსაციო საფასურის ოდენობის მითითებით. თუ დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებს შორის არ არის გაფორმებული ასეთი ხელშეკრულება, საკომპენსაციო საფასურის განსაზღვრა და გადახდა ხდება ბაზრის წესებით დადგენილი წესით. 5. გადაცემის ლიცენზიატის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შემთხვევაში ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით იგი ვალდებულია ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა და გასწიოს გადაცემის მომსახურება. 6. ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ კანონით, რეგულირდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით. 27