„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-15
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, 56, 28/12/2005, მუხ.390) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7
მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. „მუხლი 7. პენსიის ოდენობა და დაფინანსების წყარო
1. პენსიის ოდენობად განისაზღვროს - 220 ლარი.
2. პენსიის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი (160 ლარის
ოდენობით) და კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული თანაინვესტირების
ფონდი (60 ლარის ოდენობით).”.
2. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. 2015 წლის პირველი აპრილიდან 2015 წლის პირველ სექტემბრამდე პენსიის
დაფინანსების
წყაროა
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტი
(150
ლარის
ოდენობით) და კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული თანაინვესტირების
ფონდი (70 ლარის ოდენობით).”.
მუხლი
2.
საქართველოს
მთავრობამ
2015
წლის
პირველ
იანვრამდე
უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისთვის საჭირო, შესაბამისი საკანონმდებლო
ცვლილებების, თუ სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის პირველი აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ კანონის პროექტზე
ა). ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური
მდგომარეობა, რომლის დაძლევაზე, წინასაარჩევნო პერიოდში, პასუხისმგებლობა
აიღო კოალიციამ ,,ქართულმა ოცნებამ“. როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი
და მისი გუნდის წევრები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო
პერიოდში მოსახლეობას (პენსიონრებს) არაერთგზის დაპირდნენ პენსიების
გაზრდას. მათი დაპირების შესაბამისად სახელმწიფო პენსიის ოდენობა უნდა
ყოფილიყო 220 ლარის ოდენობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, პენსიონერთათვის
შემოსავლის გაზრდა. „ქართული ოცნების“ მიერ 2012 წლის საპარლამენტო
არჩევნებისას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
იმისათვის, რომ აღნიშნული დაპირება რეალურად შესრულდეს, საჭირო
გახდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში
შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რითაც პენსიის ოდენობა იქნება 220
ლარი და ამასთანავე, პენსიის დაფინანსების წყაროდ დამატებით განისაზღვრება
კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული თანაინვესტირების ფონდი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტზე, ვინაიდან დამატებითი
ხარჯები გაღებულ იქნება სპეციალური ფონდებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი
ვალდებულებების აღებას.
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი აუმჯობესებს პენსიონერთა ფინანსურ მდგომარეობას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის განსაზღვრა.
გ).
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ). კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრი - გიორგი ხაჩიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრი - გიორგი ხაჩიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 7. პენსიის ოდენობა და დაფინანსების წყარო
1. პენსიის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.
2. პენსიის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
მუხლი 22. 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოპოვებულ უფლებათა შენარჩუნება
1. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერს, რომელსაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე
აქვს დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“
პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი
გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი
შემთხვევებისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება შესაბამისი
ასაკობრივი ჯგუფისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული
ფულადი
გასაცემლის
ოდენობას,
უწყდება
ზემოაღნიშნული
კოდებით
დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხის გაცემა
უგრძელდება შეჯამებულად, „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით, ამ
კანონის
მე-17
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
პენსიის
შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე.
2. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერს, რომელსაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე
აქვს დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“
პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი
გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი
შემთხვევებისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია შესაბამისი ასაკობრივი
ჯგუფისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს
ფულადი
კანონით
დადგენილი
„საპენსიო
გასაცემლის
ოდენობაზე,
უწყდება
პაკეტით“
განსაზღვრული
ზემოაღნიშნული
კოდებით
დაფინანსებული გასაცემლები და მისი „საპენსიო პაკეტი“ განისაზღვრება
საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს
კანონით.
3. პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე
უფლების მქონე პირი და იყო საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და
„სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის
ყოველთვიური ფულადი გასაცემლის (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრული
მოპოვებული
გამონაკლისი
ფულადი
შემთხვევებისა)
სარგებლის
იმავე
მიმღები,
ოდენობით
შეუნარჩუნდება
მიღების
უფლება
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „სოციალური პაკეტის“ სახით,
პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიზნებისათვის 2012 წლის 1
სექტემბრამდე
დანიშნული
საქართველოს
შესაბამისი
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და
„სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის
ყოველთვიური ფულადი გასაცემლის (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას
ასევე გათვალისწინებულ იქნეს ყველა გასაცემელი (გარდა საქართველოს
მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომელთა
გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6
თვის განმავლობაში.