„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 97 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-15
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ.4) შეტანილ იქნეს ცვლილება და 897 მუხლის
შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 898 მუხლი:
,,მუხლი 898. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების
ხელშესაწყობად განსახორციელებელი ღონისძიებები
1. „ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის
კორპორაციის სახელით, და საქართველოს შორის „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების
(კომპაქტის)“ რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 4
ოქტომბრის დადგენილებით რატიფიცირებული ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმებით
გათვალისწინებულ
ვალდებულებათა
შესასრულებლად,
საქართველოს
მთავრობა
უფლებამოსილია განსაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უცხო
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებასთან თანამშრომლობით განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის (შემდგომში - საქართველოს პარლამენტის მიერ
რატიფიცირებული
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული პროგრამა)
განხორციელების, კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტის გაცემის და აღიარების განსხვავებული წესი და პირობები, ასევე ჩარიცხვისა და
დაფინანსების განსხვავებული წესი და პირობები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის მიერ
რატიფიცირებული
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულების
ფარგლებში
განხორციელებული პროგრამა ჩაითვალოს აკრედიტებულად იმ ვადით რა ვადითაც
ითვლება აღიარებულად/აკრედიტებულად შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის/წესების
მიხედვით.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარება
და მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროში აშშ-ს
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისათვის ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ
რატიფიცირებულ იქნა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება „ამერიკის შეერთებულ
შტატებს, რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახელით, და
საქართველოს შორის „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმება (კომპაქტი)“, რომლის
ფარგლებში გათვალისწინებულია მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და
მათემატიკის დარგებში
ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების
განვითარებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების მიერ ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სააკრედიტაციო
საბჭოსაგან
აკრედიტაციის მიღებისათვის ხელშეწყობა. ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სააკრედიტაციო
საბჭო (ABET) არის ამერიკული ასოციაცია, რომელიც აკრედიტაციას უწევს საუნივერსიტეტო
პროგრამებს გამოყენებით მეცნიერებებში, ინფორმატიკაში, ინჟინერიაში და საინჟინრო
ტექნოლოგიაში. ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სააკრედიტაციო საბჭოს მიერ სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში
საძიებელი/მისანიჭებელი აკრედიტაცია მოითხოვს მატერიალური და ინფრასტრუქტურული
აღჭურვის გაუმჯობესებას, სასწავლო პროგრამების განვითარებას, აკადემიური პერსონალის
პროფესიულ განვითარებას და ინსტიტუციონალურ ხელშეწყობას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობასა და სან
დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი,
რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის
სპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების
დანერგვას ან/და ინჟინერიისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სააკრედიტაციო საბჭოს
ან სხვა საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება ინგლისურენოვანი
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდგომ უზრუნველყოს სან
დიეგოს
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
შესაბამისი
დიპლომების
გაცემა
კურსდამთავრებულებზე, ასევე ხელი შეუწყოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და
მათემატიკის დარგებში ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებზე ABET ან
სხვა საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტოს აკრედიტაციის მოპოვებაში. ამავე
მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზადყოფნა თავისი
უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
შესაბამისი მხარდაჭერით მემორანდუმის მიზნების მისაღწევად.
იმისათვის, რომ განხორციელდეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ
მემორანდუმის ფარგლებში, ხოლო საქართველოს მიერ როგორც მემორანდუმის ასევე 2013
2
წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებები,
ამასთან მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის დარგებში მოხდეს
მაღალი
ხარისხის
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამების
მიწოდება
სტუდენტებისათვის, რაც თავის მხრივ გაზრდის დასაქმების შესაძლებლობებს,
აუცილებელია კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის შემუშავების მიზანია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და
მათემატიკის დარგებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო საკანონმდებლო საფუძვლის
შექმნა. ასევე, სამომავლოდ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა
და უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის
ხელშეწყობა და წახალისება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი ითვალისწინებს 2013 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის
მიერ რატიფიცირებული ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმებით გათვალისწინებულ
ვალდებულებათა
შესასრულებლად,
საქართველოს
მთავრობისათვის
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებასთან
თანამშრომლობით
განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში - საქართველოს
პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების
ფარგლებში განხორციელებული პროგრამა) განხორციელების, კვალიფიკაციის მინიჭების,
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის და აღიარების განსხვავებული
წესი და პირობები, ასევე ჩარიცხვისა და დაფინანსების განსხვავებული წესის და პირობების
განსაზღვრის უფლებამოსილების მინიჭებას.
კანონპროექტი
ასევე
ითვალისწინებს
საქართველოს
პარლამენტის
მიერ
რატიფიცირებული
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულების
ფარგლებში
განხორციელებული პროგრამის აკრედიტებულად ჩათვლას იმ ვადით რა ვადითაც ითვლება
აღიარებულად/აკრედიტებულად შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის/წესების მიხედვით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
3
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/
დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
4