„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.12.2014
ავტორი
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/284/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 58 ✗ 29
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 57 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-22
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
ιtt Jさ 41n30q円 し ささ q00060nL b01 mし qさ 6さ FJ0000qObさ 6rlF10δ o n l q nさ JonL ̲ b)J〕 hln330∩ b 〕 )hCD03600 卜1 さ rloJ o nL 6o5bnq3nL こ oOヽ l F10 L 鸞さ ̀円 『 J030L 10し さbOb 235/4 も 。 」 22 q16aE66o, 2014 $Cqo 080ROt 3` 6060も 3600J60"` 小 50000 bObOも ■ Ob 0ふ ''も 可 o 080ROも 0も £0"(07‐ 2ノ 284; 1812.2014) 3b60酬 0 08ROR030も ■00s6ot の、 ol6ogoXq lr.r3oorbor.r JoAoi5C6o 24022015 ごくhloO` o O'022015 ‐ ‐ `も 0嗚 ` 'い 0'022015 17022015 いざ が0 18022015 ‐04032015 iroUAhL lbl.\tt,\,4'n a.nnoy ,\!! il' \t4W I r tt:'ail,il,,l )6ht.-aoI I'nlntinaul o\\t6 !a' asSS6oXqolot q63o1l qs 1iogosq16 t,r3oobo,r ,ioao6:lrlo カ ′哄%● レ● わの″(″ ヽo,'い る 0′ ″ぐ ′″κイ L.:jrr6rn31qob Jrr6rq.>335goL }o76r'r ;q6X5L: lt j.>16or3;qob J.:<6q.:366goL .;oSogXgSbLr p; l-ru.).>16q,.:3n6gro 3r4.:j1;ogd'iJo p.>o$1ob 5or63,>go2qo rjgob Jt6r'r;J1)oL 6r5bolq3.> lr.,J.rr6or3gq,oL Jor6q.r365floL rn.'3a1p.AnOntr Jotl3Xq,o 3..>q6.,qX 4 I f f-) / il,:6.r6r 3r'rB.:l,od;;
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bδ JS̀m80ROb Om58̀円 bδ bljr6or3gqrott Jr6qrr096gti brj,:6or33q,r.rb 3obbrJogg6ool-r 67-X Egbq,otr 6gtl:bs0ottqr, I-t3$o60qrgbq,o o6ogosgo3o[ $3boor $r66<n5oqg636or brjl6or3gqrcrLt 3$rT6ob J6mgigb,,lr.r5b;o 0r'rdt6.:r'rbol.r 80brbgb" brjr6o65q',rnb 3sbn6tso g3q,oq,36ob ACOrSob orobrbC". ;q6o66gq, 3s6orbJ6o3jgb3 bsjr6or3Sq,erb 3r6q,$g6gob L'.i3r'r0ogggcr (,r 3q'36:69q, lrbqrr.rflg}t3 0r'r0bttg6gbq,.lqr qr;6o05gq,or b.:j;6or3gq,r'rb tso6.>6:6 brj8gor.t 0o6obgt6ol-t Erntqr6oq,g q,33rb obo6ol, boq,rn lr:jt6or3gq'r'rlt Jr6tq,t0g6golr l53r.rEog3gqr bbqrcrO3O9ca 0r'r0bbg6g0q,.:qr qrl$ots$gq,or lrsar6rn lrs0.>6orq,ob ogtioqro:]q,o Jo6ob - brj:6or3Jq,eru 0obrbrb LrjE3or: b;0o6obg6ol-r 0r,rdticbg6lbob bllSg6gmb lt$rfiorq,3bt6o3o gb63633q,gogob Lr00rtnor33q,r.rb go;6rnbo 6oo66o OobquosB3oq,o. 3600o06‑Oo5oじ 06ol. lq,o RJ6oA503oq,o N42973 18122014
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
50065▼ 060 ltjr6o6gq,erb 0orr36tnbob 2014 $q'ob l8 qggg0b6oti lrbqro0otr N,41 oj6oqrs6 I. lrcjr6o4gqxdr 3r6<'r6ob &6oCd6o ,,lt6'brcn 0od6rcrboL 03Lrb90" L: jrr6o6gqrrL 306<'160o ggq,oq,gboU 09616olr orx'rbr$g" qpr br jr6o65q'oll 0orr36ro6ob 6.:63.>6r6gq,c0ot, Jdmgl$o ,,q'.otx'r6orb qr 6.0obqrrrts3oqol-t l)Jjr6o6gq,ol-r 0or:g6obolr l$3.r6o60cagbq'o o6o6o.r$o3ob $C1,"ljJjrr6o,3gq,olr 3u6q,raC6o0o Sr6AbC6oq, 3r6t'r6J6ogj$bg 0o0bl46gbq'96rq qrrbotsgbolr 031[bgb" (aoabUg6gbgq,o ltjr6o6gq'otr SoEr6rE LrjaSorr Oo6oLO6ob Ao.)C.oAoq,3 q,.otot6or) l. 0r.rSgr6gbgq, oj6xlt 6s6boqryq,o l.rrjs6or30qrrU 3r6o6oU Jt6ogi$o qtc $r6Cqq6o6ott t !Cc6o,35q,<' Js6q,c036$U 6.>6brboq'gq'rqg. 2- Ooqgbgq, oj63tr $r6aoq,6c6(ryo brj.>6o6xq'olr 0orr36cr0otr 6'>63r659q'5botr J6crCdOo. l-r.> jr6ol3gq,ob J630oCffi cl6cll.,06rl o.qr6o65B3oq,o ls jl6or3gq,<'rU doro36obott rq0o6ob664cnlr gg6oln 6r'r3rq5<'rboU 390U6ryq,9bgq,o .JobrbodC
განკარგულება
しOJ3ハ O130Rttb 3m03ム 円ふnし 305JOハ 3]燿 10bb ].1i2327 2014 gq,ol-r 18 qg6g0bg6o j. oboq,ol-ro q,. obgr6orb qrr 6.0o6qos0goq'ol-r brjr6or3gq,r'rb dors36c'r0olr bs3rbo60q30q,o c)6o0oro%ol, $Cboor l-t.rj.:6o39q,erlr 3c6qs0366tso $,rt6qr566oqr 3r6o636oCCObC AoAbbg6gbqr30rq.o qg$otsgbolr B3brbgb ,,1-t.:Jr6qr.r8g6go 0qro36o1-t tsgbrb0b" lr.: jr6ror3gqroli Jr6m6ol., 05-4 Egbq,ol-t 63-6 Jg6igob ts3bsbrOobrqr, ltjsfm3gq,r.rb 0or.:36rr.r0oli br3r6r.r60qg3bq,r'r o6ogorgo3ol-r Sglioor lr.:j.rt6orpq,otr Jr6qrrOg66tso $,:6qr6g6oq, 3:6r.rEJ6r'r3j- gt3 ,,bs5bro 6c'rd6.:rnbob Egl-t,lb3b" br j,:6org3q,ol.t 3rbo6tso 93q,oq,gbolt tsC0)6ob ol)t'rbrSC" brjr6o63q,ob Jrt6q'r0g6golr [r3r'r0ogggo SQr JqTC- 6r6gq, bbqgo3gbbg Orn8bbgbg0q,rqg qrro6ots6ob bsjr6cn33q,ob Eobs6r6 brj0Xor,: 0o6ol-t$6ob Or.tqg5oq,3 q,,Cgr6 obr.160r, boqro l-rr jr6orggq'oli J$q,r0X66ob b.r3oOog3gr.r Ubpgr0gbbg 0m8bl-rg6gbq',rcg qrro6o86r'rl.r b,:a,:6r'r b,10,:6orq,ob ogt6oqrogqro Jot6ol.r - L.ljr6o33qrol-r Eo6,>g,:6 b.>j03o,: bsEo6obg6r'rb 0r'r0brbp6gbob bu6g66r'rb br0r6orq,9b6o3o pb6g63gq,9r'rgoLr br00r6or3gq,r'rb 396robo 6oo63o 0o6qo.:63oq,o. 8600006‑005ob06o n, 鰊 ot613q,o qr6obrE3oq,o 盗
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 03.01.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 25-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მძღოლი არ უნდა შევიდეს ქვეითთა გადასასვლელზე, თუ წინასწარ არ დარწმუნდება, რომ ის იძულებული არ გახდება გაჩერდეს მასზე.“. 2. 31-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აუცილებელი შემთხვევების გარდა მძღოლმა უნდა იმოძრაოს მხოლოდ იმ გზაზე, გზის სავალ ნაწილზე, მოძრაობის ზოლზე ან ბილიკზე, რომელიც მისი კატეგორიის (ან ქვეკატეგორიის) საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის არის განკუთვნილი.“; ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა.“. 3. 33-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილისრელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზემეტი სიჩქარით, ნებადართულია: ა) „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; ბ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა: ბ.ა) თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; ბ.ბ) თუ ის ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; გ) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა: დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; დ.ბ) დადგენილი წესით, ძარათი მგზავრების გადაყვანის შემთხვევაში ყველა გზაზე არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით; ე) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; ვ) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.“. 4. 34-ე მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კანონის 31-ე მუხლით (გარდა მე-5 პუნქტისა) დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში გზაზე, სადაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის არანაკლებ ორი მოძრაობის ზოლია და ისინი აღნიშნულია გრძივი მონიშვნით, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მისთვის უფრო მოსახერხებელი მოძრაობის ზოლით (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა). სხვა მოძრაობის ზოლზე ის უნდა გადავიდეს მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის, გასწრების, გაჩერების ან დგომის მანევრის შესრულების მარეგულირებელი წესების შესაბამისად.“. 5. 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში მძღოლმა მოძრაობის ზოლის შეუცვლელად უნდა შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის განახლება დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრული აღდგენის შემდეგ.“. 6. 51-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15 და მე-16 პუნქტებითა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება იქნას დაყენებული სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყო. სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები ერთდროულად ირთვება მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში“. 7. 55-ე მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. თუ პირს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფლებამოსილი პირის რეკომენდაციის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოების გამო ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვაზე დაუწესდა შეზღუდვა, დაკავშირებული რაიმე მოწყობილობის ტარებასთან ან/და სატრანსპორტო საშუალების ადაპტაციასთან, ან/და შეეზღუდა რაიმე ქმედების განხორციელება ან/და დაუწესდა სხვა შეზღუდვა, მძღოლისათვის მინიჭებულ მართვის უფლებას იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ ამ შეზღუდვებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები კოდირებული სახით აისახება მართვის მოწმობაში. გარდა ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვებისა, მართვის მოწმობაში შეიძლება დადგენილი წესით მიეთითოს დამატებითი ინფორმაციის შემცველი მონაცემები.“. 8. 56-ე მუხლს დაემატოს მე-15 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „15. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში შესაბამისი რეკომენდაციის დაფიქსირების შემთხვევაში, მართვის უფლების მქონე პირს შეიძლება არ მიენიჭოს ან შეეზღუდოს მოპოვებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის ფარგლებში დაწესებული ამ მუხლით განსაზღვრული ეკვივალენტური კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან/და დაუწესდეს სხვა სახის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების მართვაზე.“. 9. 58-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირისათვის „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის ან/და „A1“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის (შემდგომ - − მართვისმოწმობა) გაცემით, ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება −-ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემით; ამასთანავე: ა) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თარიღად ითვლება ამკატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის გაცემის თარიღი; ბ) „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობა გაიცემა: ბ.ა) 15 წლის ვადით (გარდა კანონმდებობით გათვალისწინებული შემთხვევებისა); ბ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის დაფიქსირების შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადით, მაგრამარაუმეტეს 5 წლისა; გ) „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და„D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტოსაშუალებათამართვისუფლების მინიჭების დამადასტურებელიმართვისმოწმობა გაიცემა: გ.ა) 5 წლის ვადით (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა); გ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის დაფიქსირების შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადით, მაგრამარაუმეტეს 3 წლისა; დ) ტრამვაისმართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვისმოწმობაგაიცემა: დ.ა) 5 წლის ვადით (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა); დ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის დაფიქსირების შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამარაუმეტეს 3 წლისა.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მართვის მოწმობისა და ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემად ითვლება სააგენტოს მიერ მინიჭებული კატეგორიისათვის (ქვეკატეგორიისათვის) მართვის მოწმობის დამზადება (დაბეჭდვა) და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში შესაბამისი ჩანაწერების ასახვა. მართვის მოწმობის გაცემამდე პირი ითვლება მართვის უფლების არმქონედ.“. 10. მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება შესაძლებელია ახორციელებდეს მძღოლთა მომზადების თეორიული ან/და პრაქტიკული სწავლების კურსს. თუ პირმა მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში წარმატებით გაიარა მხოლოდ თეორიული ან პრაქტიკული სწავლების კურსი, მას უფლება აქვს, დარჩენილი სწავლების კურსის (თეორიულის ან პრაქტიკულის) გავლა გააგრძელოს იმ მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს ამ სწავლების კურსით მომზადებას. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება, თუ მან დადგენილი წესით წარმატებით გაიარა მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრული კურსი.“. 11. კანონის დანართი N1-ის: ა) პირველი პუნქტის „მაფრთხილებელი ნიშნების“ შენიშვნის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) 1.4.1−1.4.3 ნიშნებიიდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4−1.4.6 ნიშნები −გზის მარცხენა მხარეს. 1.4.1 და 1.4.4 ნიშნები იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, 1.4.3 და1.4.6 ნიშნები− მოძრაობის მიმართულებით დუბლირებულ 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, ხოლო 1.4.2 და 1.4.5ნიშნები− დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშნებს შორის.“; ბ) მე-4 პუნქტის „მიმთითებელი ნიშნების“ შენიშვნის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) 4.1.1 ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოშიდა გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიაზე შესასვლელად.“; გ) მე-5 პუნქტის „განსაკუთრებული მითითებების ნიშნების“ 5.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.5.„ცალმხრივმოძრაობიანი გზა“− გზა ან სავალი ნაწილი, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა მთელ სიგანეზე ხორციელდება ერთი მიმართულებით.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად ხდება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზების გასწორება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტექნიკური და გრამატიკული ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მომზადების საფუძველს წარმოადგენს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტექნიკური და გრამატიკული ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრა. კერძოდ: კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედი რედაქცია სწორდება გრამატიკულად და ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად რედაქციული ტექნიკის გათვალისწინებით ზუსტდება ნორმით დადგენილი აკრძალვის სუბიექტი; კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტში ხდება სიტყვების „განსაკუთრებულ შემთხვევაში“ ამოღება, რითაც სწორდება აღნიშნულ პუნქტში არსებული რედაქციული უსწორება; კანონის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტში ხორციელდება გრამატიკული შინაარსის შესწორების შეტანა და პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლითაც რედაქციული ტექნიკის გათვალისწინებით ზუსტდება მოქმედი ნორმით დადგენილი რეგულაციის გავრცელების არეალი; კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი შესატანი ცვლილებებით ხდება სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას გზაზე და მიმდებარედ არსებული საგზაო პირობების ჩამონათვალის გაფართოება. ამასთან, მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა ასეთი პირობების გათვალისწინებას მხოლოდ სიჩქარის შეცვლის დროს მოქმედი რედაქციით კი საგზაო პირობების გათვალისწინება უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ზოგადად; კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტში ხორციელდება კანონის მოქმედ რედაქციაში გაპარული ტექნიკური შეცდომის გასწორება; კანონის 34-ე მუხლის მე-13 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად მოქმედი რედაქციიდან ხორციელდება სიტყვა „და“-ს ამოღება, რითაც ზუსტდება ნორმით დადგენილი რეგულაციის გავრცელების არეალი; ახალი რედაქციითაა ჩამოყალიბებული ასევე, კანონის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში მძღოლმა მოძრაობის ზოლის შეუცვლელად უნდა შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის განახლება დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრული აღდგენის შემდეგ. კანონის 51-ე მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების ახალი რედაქცია ითვალისწინებს ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალებისა, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს არსებობას. კანონის 55-ე მუხლის მე-13 პუნქტში ცვლილება მიზნად ისახავს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის წესის ევროპის კავშირის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის მართვის მოწმობების შესახებ დირექტივის (Directive 2006/126/EC of the European Parliament and of the Council of 20 December 2006 on driving licences) მოთხოვნებთან და შესაბამისად ევროპულ გამოცდილებასთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ხელმოწერილი „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ VI თავი ითვალისწინებს საქართველოში ევროპის კავშირის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის მართვის მოწმობების შესახებ დირექტივის (Directive 2006/126/EC of the European Parliament and of the Council of 20 December 2006 on driving licences) დანერგვას, რომლის მიხედვით სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისა და ავტობუსის მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ახორციელებს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულება შესაბამისი კომპლექსური გამოკვლევების ჩატარების გზით. კანონის მოქმედი რედაქციით სამედიცინო შემოწმებას ახორციელებას ექიმი-სპეციალისტი და ვინაიდან ზემოთ აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსური წესით სამედიცინო დაწესებულებაში შემოწმების თაობაზე მოქმედ ნორმაში მითითებული არ არის, კანონის 55-ე მუხლის მე-13 პუნქტში ტერმინი „ექიმ-სპეციალისტი“ იცვლება ტერმინით „უფლებამოსილი პირი“, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გულისხმობს როგორც ექიმსპეციალისტს, ასევე სამედიცინო დაწესებულებას. კანონის 56-ე მუხლს ემატება მე-15 პუნქტი, რომლის შესაბამისად კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში შესაბამისი რეკომენდაციის დაფიქსირების შემთხვევაში, მართვის უფლების მქონე პირს შეიძლება არ მიენიჭოს ან შეეზღუდოს მოპოვებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის ფარგლებში დაწესებული ამ მუხლით განსაზღვრული ეკვივალენტური კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან/და დაუწესდეს სხვა სახის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების მართვაზე. აღნიშნული ნორმის შემოღების საჭიროება გამომდინარეობს ევროპის კავშირის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის მართვის მოწმობების შესახებ დირექტივის (Directive 2006/126/EC of the European Parliament and of the Council of 20 December 2006 on driving licences) მოთხოვნებიდან. კანონის 58-ე მე-2 პუნქტის ,,ბ.ა“ ,,გ.ა“, ,,დ.ა“ ქვეპუნქტებში ტერმინის „ექიმსპეციალისტი“-ს ტერმინით „უფლებამოსილი პირი“ შეცვლა გამომდინარეობს კანონის 55-ე მუხლის მე-13 პუნქტში კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებიდან. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული რედაქცია მიზნად ისახავს ევროპის კავშირის სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარებისა და მძღოლის მიერ მართვის მოწმობის მიღების პროცედურის დახვეწას. მაგალითად, დღეს მოქმედი კანონმდებლობით მართვის მოწმობა გაიცემა მსუბუქ ავტომობილზე 15 წლის ვადით, აღნიშნულ პერიოდში მართვის მოწმობის შეცვლის ან დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში მძღოლს ევალება ყოველ ჯერზე ჯანმრთელობის მდგომარეობის განმეორებითი შემოწმება. აღნიშნული საკითხი რიგ ევროპულ ქვეყნებში რეგულირდება შემდეგნაირად: მართვის მოწმობის მოქმედების ვადაში, მართვის მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მძღოლს ეძლევა შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს გაიაროს თუ არა დამატებით სამედიცინო შემოწმება მართვის მოწმობის აღსადგენად. მაგალითისათვის, თუ მსუბუქი ავტომობილის 15 წლის ვადით გაცემული მართვის მოწმობის აღებიდან 4 წლის შემდეგ, მძღოლს სურს მართვის მოწმობის შეცვლა ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა, იმ შემთხვევაში თუ იგი დამატებით გაივლის სამედიცინო შემოწმებას, მართვის მოწმობის შეცვლის/აღდგენის საფუძველზე გაცემული ახალი მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 15 წლით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მძღოლს არ სურს სამედიცინო შემოწმების გავლა აღდგენილი მართვის მოწმობა გაიცემა მართვის მოწმობის მოქმედების დარჩენილი ვადით, მოცემულ სიტუაციაში 11 წლით. მოქმედი ნორმის რედაქციის ცვლილება მიზნად ისახავს მის მოქნილებას, რაც შემდგომში საშუალებას მოგვცემს ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით კანონქვემდებარე ნოქმატიული აქტით შემოვიღოთ მართვის მოწმობის შეცვლის ან აღდგენის უფრო დახვეწილი პროცედურები. კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ცვლილების შესაბამისად ტერმინი „გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა“ იცვლება ტერმინით „გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა“. აღნიშნულის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შესაბამისი საგამონაკლისო ნორმები დადგინდეს კანონქვემდებარე ნორმატიული ქტით, რაც უფრო მოქნილს გახდის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირის დაშვების საკითხს. გარდა აღნიშნულისა წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს კანონის დანართით განსაზღვრული დანართების გასწორებას რედაქციულად და ტექნიკურად. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ფინანსურ შედეგებს არ იწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მომსახურების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქციები, რომლებშიც შედის ცვლილება მუხლი 25. ქვეითებთან მიმართებით მძღოლის ქცევის წესები და მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისას გასათვალისწინებელი ზოგიერთი გარემოება 1. გზაზე მოძრაობისას მძღოლმა არ უნდა განახორციელოს ქვეითთათვის საფრთხის შემქმნელი მოქმედება. 2. ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან, ხოლო როცა მოძრაობის გაგრძელების უფლებას მიიღებს, არ უნდა დააბრკოლოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეითთა გადასასვლელზე შესულ ქვეითებს. თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები; ბ) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები. 3. ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, გზის სავალ ნაწილზე შესაბამისი საგზაო მონიშვნით, საგზაო ნიშნით ან შუქნიშნით აღნიშნული ქვეითთა გადასასვლელის არარსებობისას მძღოლი, რომელიც სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს, ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზის სავალ ნაწილზე შესულ ქვეითებს. მან უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე იმ ქვეითების მიმართ, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე გადადიან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაში ჩასასხდომად ან იქიდან გადმოსხდომის შემდეგ. 4. მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა. 5. იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უფლება აქვს, შევიდეს ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილ ადგილებში, ვალდებულია გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე და იმოძრაოს დაბალი სიჩქარით, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს. 6. მძღოლი არ უნდა შევიდეს ქვეითთა გადასასვლელზე, თუ წინასწარ არ დარწმუნდება, რომ ისინი იძულებული არ გახდებიან, გაჩერდნენ მასზე. 7. მძღოლმა მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გამოსვლისას ან გზიდან ასეთ ტერიტორიაზე შესვლისას გზა უნდა დაუთმოს ქვეითებს. 8. გზაზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გასწვრივ მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ჩართული გარე სანათი ხელსაწყოს ან ღია კარის მქონე სატრანსპორტო საშუალების მიმართ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში დროულად უზრუნველყოს გზაზე ქვეითთა და ბავშვების მოულოდნელი გამოჩენით წარმოშობილი საფრთხის თავიდან აცილება. 9. თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი. 10. გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: ა) არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის; ბ) გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლება რთული შესამჩნევია; გ) ღამით, ცუდად ან არათანაბრად განათებულ გზის მონაკვეთზე მოძრაობისას გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა; დ) მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას. ამასთანავე, მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე; ე) ვინაიდან წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთანავე, ნალექი აუარესებს ხილვადობას, მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის; ვ) წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით; ზ) წვიმიან ამინდში მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს ქვეითთა მიმართ, რადგან მათი შესაძლო სიჩქარის გამო შეიძლება შეიქმნას საფრთხის შემცველი სიტუაცია; თ) მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ (განსაკუთრებით გზის სველი ზედაპირის არსებობისას) შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლის დაკარგვა; ი) გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება გართულებულია, ამასთანავე, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა (განსაკუთრებით გაცვეთილი საბურავებით ან მაღალი სიჩქარით მოძრაობისას); კ) თუ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი გრძნობს დაღლილობას, მიზანშეწონილია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დასვენება, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში − საჭესთან სხვა მძღოლის დასმა; ლ) თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება; მ) გასწრებისას ყველაზე უფრო ხშირად საავარიო სიტუაცია იქმნება დისტანციის დაუცველობის და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამოჩენის გამო; ნ) დიდი ხნის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობა აქვეითებს კონცენტრაციასა და მაღალი სიჩქარის შეგრძნებას; ო) მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს მშვიდად, არ უნდა იჩენდეს აგრესიულობას და არ უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე; პ) ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 3 წამისა. აღნიშნული წესი არ ვრცელდება გასწრების მიზნით იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლიდან გამოსვლის შემთხვევაზე, რომლის მძღოლსაც გასწრების განზრახვის თაობაზე მიცემული აქვს შესაბამისი სიგნალი, აგრეთვე ამ პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე; ჟ) მოყინულ გზაზე მოძრაობისას ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 6 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 9 წამისა. აღნიშნული წესი არ ვრცელდება გასწრების მიზნით იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზოლიდან გამოსვლის შემთხვევაზე, რომლის მძღოლსაც გასწრების განზრახვის თაობაზე მიცემული აქვს შესაბამისი სიგნალი. მუხლი 31. სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება 1. საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულებად დადგენილია მარჯვენა მხარეს მოძრაობა. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აუცილებელი შემთხვევების გარდა, მძღოლმა უნდა იმოძრაოს მხოლოდ იმ გზაზე, გზის სავალ ნაწილზე, მოძრაობის ზოლზე ან ბილიკზე, რომელიც მისი კატეგორიის (ან ქვეკატეგორიის) საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის არის განკუთვნილი. 3. ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით ან/და 5.15.1, 5.15.2, 5.15.7 და 5.15.8 საგზაო ნიშნებით, ხოლო მისი/მათი არარსებობის შემთხვევაში – თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით. ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება გამყოფი ზოლის მარცხნივ არსებული სავალი ნაწილი, გამყოფი ზოლის არარსებობის შემთხვევაში − სავალი ნაწილის სიგანის ნახევარი, რომელიც განლაგებულია მარცხნივ. სავალი ნაწილის შუაში, მასთან ერთ დონეზე ტრამვაის ლიანდაგის მდებარეობისას, საპირისპირო მოძრაობის მხარეების გამყოფად მიიჩნევა საპირისპიროდ მოძრავი ტრამვაის ლიანდაგებს შორის წარმოსახვითი შუა ხაზი. საგზაო მონიშვნით აღნიშნული სამი მოძრაობის ზოლის მქონე ორმხრივმოძრაობიან გზაზე თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება მხოლოდ მარჯვენა მხარეს მდებარე მოძრაობის ზოლი, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, აგრეთვე ველოსიპედის ან სხვა უძრავო სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს, მათთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის ან ბილიკის არარსებობის შემთხვევაში, შეუძლიათ ისარგებლონ მოძრაობის მიმართულებით არსებული ნებისმიერი ამისთვის ვარგისი გზისპირით, თუ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. 5. გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა გარემოება, უნდა იმყოფებოდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან ახლოს. 6. თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა. 7. სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით. 8. ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც ოთხი მოძრაობის ზოლი მაინც აქვს, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გავიდეს იმ ზოლებზე, რომლებზედაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. 9. ამ კანონის 34-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, თუ საგზაო ნიშნით მოძრაობის ზოლი განკუთვნილია ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის, ამ სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლებმა აღნიშნულ ზოლზე უნდა იმოძრაონ. 10. დასახლებულ პუნქტში ამ მუხლის მე-11−მე-13 პუნქტებით, 38-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით მძღოლს შეუძლია იმოძრაოს მისთვის უფრო მოსახერხებელ თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლზე. მოძრაობის ზოლის შეცვლა ნებადართულია მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის, მობრუნების, გასწრების ან გაჩერების მიზნით. 11. დაუსახლებელ და დასახლებულ პუნქტებში სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა. 12. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნებისმიერ სავალ ნაწილზე, თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სამი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობისას განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლის დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობისას, როცა სხვა მოძრაობის ზოლები დაკავებულია, აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით, ხოლო სატვირთო ავტომობილისათვის − მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მოძრაობის ზოლზე დგომა-გაჩერების მიზნით გასვლა შეიძლება მხოლოდ ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. 13. ნელმავალი სატრანსპორტო საშუალება უნდა მოძრაობდეს განაპირა მარჯვენა ზოლზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი ახორციელებს დაბრკოლების შემოვლას ან გასწრებას, ან მარცხნივ მოხვევას ან მობრუნებას. ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით აღჭურვილ საგზაო-საექსპლუატაციო და კომუნალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებებზე მათ მიერ გზებზე სამუშაოების წარმოებისას. 14. დასაშვებია მოძრაობის ზოლზე მოპედების ან/და უეტლო მოტოციკლების თანმხვედრი მიმართულებით ორ რიგად მოძრაობა. 15. ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი ყველა მოძრაობის ზოლი დაკავებულია, აგრეთვე დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების, ან მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია. 16. თუ სავალი ნაწილი მოძრაობის ზოლებად დაყოფილია საგზაო მონიშვნის ხაზებით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს მონიშნულ მოძრაობის ზოლებზე. საგზაო მონიშვნის (წყვეტილი ხაზების) გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ დაბრკოლების შემოვლის, გასწრების, მარცხნივ ან მარჯვნივ მოხვევის, გაჩერების ან მობრუნების მანევრის შესრულებისას. 17. შესვლის მიზნით იმ სავალ ნაწილზე მოხვევის დროს, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ისე უნდა იმოძრაოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას განაპირა მარჯვენა მოძრაობის ზოლი დაიკავოს. სხვა მოძრაობის ზოლზე გადაჯგუფება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდება, რომ აღნიშნულ მოძრაობის ზოლზე ნებადართულია თანმხვედრი მოძრაობა. 18. ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გვერდულაზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, ველობილიკზე, ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე. მოძრაობის უსაფრთხოების ზომების დაცვით ნებადართულია უშუალოდ გვერდულასთან, ველოსიპედის მოძრაობის ზოლთან, ველობილიკთან, ტროტუართან და ქვეითთა ბილიკთან განლაგებულ საწარმოსა და ობიექტთან ტვირთის მიმტანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უმოკლესი გზით მიდგომა, თუ ამისათვის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება საგზაოსაექსპლუატაციო და კომუნალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებებზე. 19. იმ სავალ ნაწილზე, რომლის განაპირა მოძრაობის ზოლი/ზოლები ან ველობილიკები განკუთვნილია განსაზღვრული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის, ტერმინი „სავალი ნაწილის კიდე“ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის ნიშნავს დარჩენილი სავალი ნაწილის კიდეს. მუხლი 33. სიჩქარე და დისტანცია 1. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. 2. სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს. 3. მძღოლმა განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობით არ უნდა გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. 4. მძღოლს ეკრძალება მკვეთრი დამუხრუჭება, გარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭებისა. 5. მძღოლი, რომელიც აპირებს შესამჩნევად შეამციროს სიჩქარე, თუ სიჩქარის ეს შემცირება გამოწვეული არ არის უშუალო საფრთხით, წინასწარ უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ეს ისე გააკეთოს, რომ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს საფრთხე არ შეუქმნას და ზედმეტად არ გაართულოს მათი მოძრაობა. გარდა ამისა, მძღოლმა ხელით წინასწარ მკაფიოდ უნდა ანიშნოს მოძრაობის შენელების განზრახვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის უკან არ არის სატრანსპორტო საშუალებები ან ისინი ძალიან დიდ მანძილზე იმყოფებიან, თუმცა ეს მოთხოვნები არ გამოიყენება, თუ სიჩქარის შენელების სიგნალის მიცემა ხდება სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული „სდექ“ სიგნალის მეშვეობით. 6. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე. 7. გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ა) „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; ბ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა: ბ.ა) თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; ბ.ბ) თუ ის ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; გ) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა: დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; დ.ბ) დადგენილი წესით, ძარათი მგზავრების გადაყვანის შემთხვევაში ყველა გზაზე არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით; ე) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; ვ) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. 8. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია: ა) „T“ და „S“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით; ბ) მოპედისა და მასთან გათანაბრებული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ყველა გზაზე, სადაც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია, არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით; გ) ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მოძრაობა ყველა გზაზე, სადაც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით; დ) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით; ე) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს იმ სიჩქარით, რომელიც მითითებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს (უწყების) მიერ გაცემულ შეთანხმებაში; ვ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს გადაზიდვის პირობებით განსაზღვრული სიჩქარით. 9. გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება: ა) სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარის გადაჭარბება; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა“ მითითებული სიჩქარის გადაჭარბება; გ) საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება. 10. მიუხედავად გზაზე შესაბამისი საგზაო ნიშნით ან სიგნალით უფრო მაღალი სიჩქარით მოძრაობის დაშვებისა, მძღოლს ეკრძალება ამ მუხლის მე-6−მე-9 პუნქტებით მისთვის დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის ზღვრის გადაჭარბება. 11. იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა. მუხლი 34. გასწრება და რიგებში მოძრაობა 1. გასწრება უნდა განხორციელდეს მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან გასწრება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ, მისცა სიგნალი, რომ მარცხნივ მოხვევას აპირებს, და თავისი სატრანსპორტო საშუალება ისე მიმართა, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ან გაჩერდეს ამ მხარეს. 2. საკმარისი ადგილის არსებობისას ველოსიპედისტსა და მოპედის მძღოლს შეუძლიათ გაჩერებულ ან დაბალი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს მარჯვენა მხრიდან შემოუარონ. 3. გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია; ბ) მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს, გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას. აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც ახორციელებს გასწრებას ან დაბრკოლების შემოვლას; გ) მას შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ან დაბრკოლება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. იგი აგრეთვე უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა; დ) იმ ზოლზე გასვლის შემთხვევის გარდა, რომელზედაც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია, მას შეუძლია კვლავ დაიკავოს ამ კანონის 31ე მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებში მითითებული ადგილი, ისე, რომ არ შეუქმნას საფრთხე გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებას; ე) გასწრების დამთავრების შემდეგ გასასწრები სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შეუქმნელად შეძლებს ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებას, თუ აღნიშნულ ვალდებულებას ითვალისწინებს ეს კანონი. 4. აკრძალულია გასწრება შეზღუდული ხილვადობის პირობებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ადგილებში არსებობს შესაბამისი გრძივი მონიშვნა და გასწრება ხდება საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლებზე გაუსვლელად. 5. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასწრების მომენტში მძღოლმა გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებას/საშუალებებს უნდა დაუტოვოს საკმარისი გვერდითი სივრცე. 6. თუ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სულ მცირე ორი ზოლია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც გასწრების დამთავრების შემდეგ ამ კანონის 31-ე მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა შესასრულებლად ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებისთანავე ან დაბრუნებიდან მოკლე დროში მოუწევს ახალი გასწრების დაწყება, ამ მანევრის შესასრულებლად შეუძლია დარჩეს პირველი გასწრების დროს დაკავებულ მოძრაობის ზოლზე, თუ წინასწარ დარწმუნდება, რომ ეს არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს. 7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოძრაობის ინტენსივობა ისეთია, რომ სატრანსპორტო საშუალებებს არათუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სავალი ნაწილის მთელი სიგანე უკავიათ, არამედ ისეთი სიჩქარით მოძრაობენ, რომელიც დამოკიდებულია მოცემულ რიგში მათ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე: ა) ის ფაქტი, რომ ერთი მოძრაობის ზოლის სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობს მეტი სიჩქარით, ვიდრე სხვა მოძრაობის ზოლის სატრანსპორტო საშუალებები, არ განიხილება, როგორც ამ მუხლით გათვალისწინებული გასწრება, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ ათავისუფლებს მძღოლს ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან; ბ) იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც არ იმყოფება სავალი ნაწილის მარჯვენა კიდის უახლოეს მოძრაობის ზოლზე, შეუძლია გამოვიდეს რიგიდან მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის ან სადგომზე გასვლის მიზნით. 8. თუ სავალი ნაწილი მოძრაობის ზოლებად დაყოფილია საგზაო მონიშვნის ხაზებით, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით რიგებში მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს მონიშნულ მოძრაობის ზოლებზე. საგზაო მონიშვნის (წყვეტილი ხაზების) გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ დაბრკოლების შემოვლის, გასწრების, მარცხნივ ან მარჯვნივ მოხვევის, გაჩერების ან მობრუნების მანევრის შესრულებისას. 9. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია: ა) წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა: ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული მარჯვნიდან ნებადართული გასწრების შემთხვევისა; ა.ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება; ა.გ) იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად; ბ) რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით, რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება; გ) იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც ახორციელებს გასწრებას ან შემოვლას; დ) გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე; ე) შეზღუდული ხილვადობის პირობებში საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით; ვ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარემოების არსებობისას. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები არ ვრცელდება ორთვლიანი ველოსიპედის, მოპედისა და ორთვლიანი უეტლო მოტოციკლის გასწრების შემთხვევებზე. 11. სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უახლოვდება ქვეითთა გადასასვლელს ან რომელიც შეჩერდა უშუალოდ ამ გადასასვლელის წინ, გაუსწროს მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რათა უზრუნველყოს დროული გაჩერება გადასასვლელზე ქვეითის აღმოჩენის შემთხვევაში. აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე გასწრება, თუ მასზე ქვეითი მოძრაობს. 12. მძღოლი, რომელიც დარწმუნდება, რომ მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გასწრებას აპირებს, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შეძლებისდაგვარად უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს და არ უნდა გაზარდოს სიჩქარე. თუ გზის არასაკმარისი სიგანე, პროფილი ან სავალი ნაწილის მდგომარეობა, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით, არ იძლევა ნელმავალი ან დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების ადვილად და უსაფრთხოდ გასწრების საშუალებას, ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა შეანელოს მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში პირველივე შესაძლებლობისას დაუთმოს გზა მის უკან მომავალ სატრანსპორტო საშუალებებს. 13. ამ კანონის 31-ე მუხლით (გარდა მე-5 პუნქტისა) დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში და გზაზე, სადაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის არანაკლებ ორი მოძრაობის ზოლია და ისინი აღნიშნულია გრძივი მონიშვნით, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მისთვის უფრო მოსახერხებელი მოძრაობის ზოლით (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა). სხვა მოძრაობის ზოლზე ის უნდა გადავიდეს მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის, გასწრების, გაჩერების ან დგომის მანევრის შესრულების მარეგულირებელი წესების შესაბამისად. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლებში სატრანსპორტო საშუალების უფრო სწრაფი მოძრაობა, ვიდრე სავალი ნაწილის კიდესთან ახლოს მდებარე ზოლებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისა, არ ითვლება გასწრებად ამ მუხლის შინაარსით, თუმცა მასზე ვრცელდება ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. 15. ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ავტომაგისტრალზე, მასთან გათანაბრებული საავტომობილო მოძრაობისათვის განკუთვნილ და 5.3 საგზაო ნიშნით მონიშნულ იმ გზაზე, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება, აგრეთვე ნებისმიერ გზაზე, რომელზედაც მოძრაობის ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ-ს აღემატება. 16. გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება, ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით. 17. თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომლის გათვალისწინება მძღოლს არ შეეძლო გასწრების დაწყებამდე, ან თუ მან ვერ შეძლო სიტუაციის სწორი შეფასება, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს გასწრება. თუ მძღოლმა გასწრება შეწყვიტა და ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლში დაბრუნებას აპირებს, მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მას უნდა მისცენ ამის შესაძლებლობა. 18. გზაზე ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით გაჩერებული ოპერატიული ან ჩართული ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით გაჩერებული სპეციალური ან საგზაოსაექსპლუატაციო სამსახურის სატრანსპორტო საშუალების, ნელა მოძრავი ტექნიკური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების ან კომუნალური სამსახურის საგზაო სამუშაოების შემსრულებლის გასწრება, შემოვლა ან მისთვის გვერდის აქცევა, სავალ ნაწილზე მისი განლაგების, სიტუაციისა და საფრთხის გათვალისწინებით, ნებადართულია როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან, მიუხედავად აღნიშნულ გზის მონაკვეთზე არსებული საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის მოთხოვნებისა. 19. დაუსახლებელ პუნქტში, თანმხვედრი მიმართულებით მხოლოდ ერთი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მოძრაობს მოცემულ გზის მონაკვეთზე ნებადართულ მაქსიმალურ სიჩქარეზე დაბალი სიჩქარით, და მძღოლმა, რომლის სატრანსპორტო საშუალების ან სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის გაბარიტული სიგრძე აღემატება 7 მეტრს, გასწრების გასაადვილებლად, გასწრების დაწყების ან განხორციელების მომენტის გარდა, თავის სატრანსპორტო საშუალებასა და წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის უნდა დაიცვან ისეთი დისტანცია, რომ მათ გამსწრებ სხვა სატრანსპორტო საშუალებას სრული უსაფრთხოების დაცვით შეეძლოს, დაიკავოს განსაზღვრული ადგილი რიგში, გადასწრებული სატრანსპორტო საშუალების წინ. ეს წესი არ გამოიყენება ინტენსიური მოძრაობისა და გასწრების აკრძალვის შემთხვევებში. მუხლი 49. გარე სანათი ხელსაწყოების გამოყენების პირობები 1. დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები, ხოლო მისაბმელზე – წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე. 2. შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: ა) დასახლებულ პუნქტში, თუ გზა საკმარისად არის განათებული, და დაუსახლებელ პუნქტში, თუ სავალი ნაწილი თანაბრად არის განათებული და ეს განათება საკმარისია მძღოლისათვის საკმარის მანძილზე კარგი ხილვადობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე იმისათვის, რომ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები საკმარის მანძილზე ხედავდნენ მოცემულ სატრანსპორტო საშუალებას; ბ) შემხვედრისთვის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, რათა ფარების შუქმა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს თვალი არ მოსჭრას და მას მიეცეს მოძრაობის მშვიდად და უსაფრთხოდ გაგრძელების საშუალება, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპირო მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარის/ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე; გ) ნებისმიერ სხვა პირობებში, როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა. 3. საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში მძღოლმა მოძრაობის ზოლის შეუცვლელად უნდა შეანელოს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის განახლება დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრული აღდგენის შემდეგ. 4. თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, ორი, ხოლო მოტოციკლზე − ერთი. წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები ისე უნდა დაყენდეს, რომ მათი გამნათებელი ზედაპირის არცერთი წერტილი არ იყოს ახლო განათების ფარების გამნათებელი ზედაპირის ყველაზე მაღალი წერტილის ზემოთ. თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი წითელი უნდა იყოს. 5. არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მოძრაობისას ნისლსაწინააღმდეგო ფარები ირთვება შორი ან ახლო განათების ფარებთან ერთად. 6. წინა საგაბარიტო სინათლეებით აღჭურვილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ასეთი სინათლეები უნდა ჩაირთოს შორი ან ახლო განათების ფარებთან ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებთან ერთად. 7. დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავ ნებისმიერ მოტოციკლზე წინ ჩართული უნდა იყოს ახლო განათების ერთი ფარა მაინც, ხოლო უკან − წითელი მაშუქი. 8. დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: ა) ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას; ბ) ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარათი ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას; გ) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას; დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე; ე) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას. 9. დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით. სქელი ნისლის, ხშირი თოვის, ძლიერი წვიმის დროს ან ანალოგიურ პირობებში შეიძლება ჩართულ იქნეს ახლო განათების ფარები ან წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარები. ასეთ პირობებში უკანა საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩართულ იქნეს უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები. 10. დასახლებულ პუნქტში წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ნაცვლად შეიძლება ჩართულ იქნეს პარკირების ნათურები იმ პირობით, რომ: ა) სატრანსპორტო საშუალების სიგრძე არ აღემატება 6 მეტრს, ხოლო სიგანე − 2 მეტრს; ბ) სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს მისაბმელი. 11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ა) იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე; ბ) სავალი ნაწილისა და მკვრივი საფრის მქონე გვერდულების მიღმა. 12. უკუსვლის მაშუქის ჩართვა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ან აპირებს უკუსვლით მოძრაობას. 13. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს. 14. ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული ფარები ერთი ფერის უნდა იყოს. ლუწი რაოდენობის ფარები და შუქამრეკლი მოწყობილობები სატრანსპორტო საშუალების შუა გრძივ კვეთასთან მიმართებით სიმეტრიულად უნდა იყოს განლაგებული, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის გარეგანი ფორმა არ არის სიმეტრიული. ერთნაირი დანიშნულების ფარების ყოველ წყვილს აშკარად ერთნაირი შუქძალა უნდა ჰქონდეს. 15. ფარა-პროჟექტორითა და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. 16. საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი“ უნდა ჩაირთოს ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც. მუხლი 51. სპეციალური ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის გამოყენება 1. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებს ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალება და რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები. 2. საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ. 3. ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შეძლოს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერება. 4. მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან საინკასაციო სატრანსპორტო საშუალებით გადააქვს ძვირფასეულობა ან ფასიანი ქაღალდები, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15 და მე-16 პუნქტებითა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის. 5. აკრძალულია სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის გამოყენება, თუ ეს არ არის დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. 6. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური შეფერილობა. 7. ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ ნარინჯისფერ ან ყვითელ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად სპეციალური ხმოვანი სიგნალი ირთვება მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში. 8. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. მუხლი 55. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდა (თეორიული ან/და პრაქტიკული). 2. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება, თუ: ა) მან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გაიარა მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრული კურსი მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში/დაწესებულებებში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) იგი აკმაყოფილებს მართვის უფლების მინიჭებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) აღმოფხვრილია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძველი და გასულია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ვადა; დ) არ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი; ე) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 3. „B“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას 18 წლის ასაკს მიღწეული ის პირი, რომელსაც არ გაუვლია სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი აგრეთვე ვრცელდება 21 წლის ასაკს მიღწეული პირის „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშვებისას. 4. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია შემდეგი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი: ა) „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი; ბ) „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის: ბ.ა) 21 წელი, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ.ბ) 24 წელი, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება; გ) „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 16 წელი; დ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი; ე) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი; ვ) „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 18 წელი; ზ) „C“ და „CE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი; თ) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი; ი) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 24 წელი; კ) „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი; ლ) „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი; მ) ტრამვაისათვის − 21 წელი. 5. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 6. „C“ და „D“ კატეგორიების, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებიდან 1 წლის შემდეგ (ამ ვადაში არ ითვლება მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის დრო). 7. „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 8. „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 9. „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 10. „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 11. „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 12. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გარემოებათა არსებობისას სავალდებულოა უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებისას, აგრეთვე შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 13. თუ პირს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმი-სპეციალისტის რეკომენდაციის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოების გამო ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვაზე დაუწესდა შეზღუდვა, დაკავშირებული რაიმე მოწყობილობის ტარებასთან ან/და სატრანსპორტო საშუალების ადაპტაციასთან, ან/და შეეზღუდა რაიმე ქმედების განხორციელება ან/და დაუწესდა სხვა შეზღუდვა, მძღოლისათვის მინიჭებულ მართვის უფლებას იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ ამ შეზღუდვებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები კოდირებული სახით აისახება მართვის მოწმობაში. გარდა ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვებისა, მართვის მოწმობაში შეიძლება დადგენილი წესით მიეთითოს დამატებითი ინფორმაციის შემცველი მონაცემები. 14. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნები, ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული, მართვასთან დაკავშირებული კოდირებული შეზღუდვები და მათი დაწესების პირობები, აგრეთვე დამატებითი ინფორმაციის შემცველი მონაცემების მითითების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 15. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნებიც. 16. ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული მოთხოვნები. 17. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას არ ასრულებს შეზღუდვებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ითვლება მართვის უფლების არმქონედ. მუხლი 56. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა ეკვივალენტურობა 1. „A“, „B“, „C“ ან „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „A1“, „B1“, „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 2. „CE“ ან „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 3. „CE“ ან „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 4. „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 5. „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 6. „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც. 7. „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან 1 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიყვანოს მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარათი, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება. 8. „C“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან 3 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარათი გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი. 9. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს. 10. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს. 11. „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს. 12. ამ მუხლის მე-9−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. 13. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელზე ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის კანონმდებლობა. 14. ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული ეკვივალენტურობის გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა სხვა ეკვივალენტურობაც. მუხლი 58. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია 1. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებას, მართვის უფლების მინიჭებასა და გაუქმებას, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას, აგრეთვე მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემას (მათ შორის, შეცვლასა და აღდგენას) და გაუქმებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო). 2. სააგენტოს მიერ პირისათვის „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის ან/და „A1“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის (შემდგომ − მართვის მოწმობა) გაცემით, ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება − ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემით; ამასთანავე: ა) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თარიღად ითვლება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის გაცემის თარიღი; ბ) მინიჭებული „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა: ბ.ა) 15 წელი (გარდა ამ მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); ბ.ბ) ექიმი-სპეციალისტის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის დაფიქსირების შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა; გ) მინიჭებული „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა: გ.ა) 5 წელი (გარდა ამ მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); გ.ბ) ექიმი-სპეციალისტის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის დაფიქსირების შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა; დ) ტრამვაის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა: დ.ა) 5 წელი (გარდა ამ მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); დ.ბ) ექიმი-სპეციალისტის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის დაფიქსირების შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მინიჭებული კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განახლდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 4. მართვის მოწმობის მოქმედების საერთო ვადა უნდა შეესაბამებოდეს მასში ასახული მინიჭებული კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების მაქსიმალურ ვადას. 5. მართვის მოწმობისა და ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემად ითვლება სააგენტოს მიერ მინიჭებული კატეგორიისათვის (ქვეკატეგორიისათვის) მართვის მოწმობის დამზადება (დაბეჭდვა) და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში შესაბამისი ჩანაწერების ასახვა. მართვის მოწმობის გაცემამდე პირი ითვლება მართვის უფლების არმქონედ. 6. მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება სააგენტოს მიერ წარმოებულ მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში. მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებსა და მართვის მოწმობაში, ტრამვაის მართვის მოწმობაში ან საერთაშორისო მართვის მოწმობაში ასახული ჩანაწერების შეუსაბამობისას უპირატესობა ენიჭება მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 7. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 8. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტები (ბილეთები) მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 9. ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 10. მინიჭებული კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება შემცირდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 60. მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება 1. მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება და ინსტრუქტორ-მასწავლებელთა უფლება-მოვალეობები, საქმიანობის წესი, საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურტექნიკური ბაზა, მათი საქმიანობის კონტროლის განხორციელების წესი და ფორმები, აგრეთვე მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსის სასწავლო პროგრამები განისაზღვრება „მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულებებისა და ინსტრუქტორ-მასწავლებელთა საქმიანობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება შესაძლებელია ახორციელებდეს მძღოლთა მომზადების თეორიული ან/და პრაქტიკული სწავლების კურსს. თუ პირმა მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში წარმატებით გაიარა მხოლოდ თეორიული ან პრაქტიკული სწავლების კურსი, მას უფლება აქვს, დარჩენილი სწავლების კურსის (თეორიულის ან პრაქტიკულის) გავლა გააგრძელოს იმ მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს ამ სწავლების კურსით მომზადებას. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ან/და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება, თუ მან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გაიარა მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრული კურსი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დანართი №1 საგზაო ნიშნები 1. მაფრთხილებელი ნიშნები მაფრთხილებელი ნიშანი საგზაო მოძრაობის მონაწილეს აუწყებს იმ გზის სახიფათო მონაკვეთთან მიახლოებისა და მასზე არსებული საფრთხის ხასიათის თაობაზე, რომელზე გადაადგილებაც შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვს. მაფრთხილებელი ნიშნებია: 1.1. „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი“ − იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის შლაგბაუმიან გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. 1.2. „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი“ − იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. 1.3.1. „ერთლიანდაგიანი რკინიგზა“ − იძლევა გაფრთხილებას ერთლიანდაგიანი რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. 1.3.2. „მრავალლიანდაგიანი რკინიგზა“ − იძლევა გაფრთხილებას ორი ან ორზე მეტი ლიანდაგის მქონე რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. 1.4.1–1.4.6. „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება“ − დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. 1.5. „ტრამვაის ხაზის გადაკვეთა“ − იძლევა გაფრთხილებას ტრამვაის ხაზის გზასთან გადაკვეთის თაობაზე. 1.6. „თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა“ − გზაჯვარედინი თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით. 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“,1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან – 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან – 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. 1.7.1−1.7.7 ნიშნები სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებელ პუნქტში 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. 1.8. „წრიული მოძრაობის გადაკვეთა“ −იძლევა გაფრთხილებას 4.3ნიშნით აღნიშნულ წრიულმოძრაობიან გზაჯვარედინთან მიახლოების თაობაზე. 1.9. „შუქნიშნით რეგულირება“ − გზაჯვარედინი, ქვეითთა გადასასვლელი ან გზის მონაკვეთი (გარდა რკინიგზის გადასასვლელისა), რომელზე მოძრაობაც შუქნიშნით რეგულირდება. 1.10. „გასახსნელი ხიდი“ − იძლევა გაფრთხილებას გასახსნელ ხიდთან ან საბორნე გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. 1.11. „სანაპიროზე გასასვლელი“ − სანაპიროზე ან წყალსაცავის ნაპირზე გასასვლელი. 1.12.1, 1.12.2. „სახიფათო მოსახვევი“ − მცირერადიუსიანი ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევი: 1.12.1. – მარჯვნივ, 1.12.2. – მარცხნივ. 1.13.1, 1.13.2. „სახიფათო მოსახვევები“ − გზის მონაკვეთი სახიფათო მოსახვევებით: 1.13.1. – პირველი მოსახვევით მარჯვნივ, 1.13.2. – პირველი მოსახვევით მარცხნივ. 1.14. „ციცაბო დაღმართი“ − იძლევა გაფრთხილებას ციცაბოდაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე. 1.15. „ციცაბო აღმართი“ − იძლევა გაფრთხილებას ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე. 1.16. „მოლიპული გზა“ − გზის მოლიპული მონაკვეთი, რომელზედაც საბურავის გზის საფართან ჩაჭიდების კოეფიციენტი 0,4-ზე ნაკლებია. 1.17. „უსწორმასწორო გზა“ − გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილი დაზიანებულია ტალღოვანი, ღრანტეებიანი, ხიდთან უსწორმასწორო შეუღლებებით და ა. შ.. 1.18. „ხელოვნური უსწორმასწორობა“ − გზის მონაკვეთი, რომელზედაც მოწყობილია ხელოვნური უსწორმასწორობა სიჩქარის იძულებით შემცირებისათვის. 1.19. „ქვის ასხლეტა“ − გზის მონაკვეთი, რომელზედაც შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების თვლებიდან ღორღის, ხრეშის ასხლეტა და ა. შ.. 1.20. „სახიფათო გზისპირი“ − გზის მონაკვეთი, რომლის გზისპირის მდგომარეობა არ შეესაბამება არსებულ სტანდარტებს. 1.21.1–1.21.3.„გზის შევიწროება“ − გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება: 1.21.1 − ორივე მხრიდან, 1.21.2 − მარჯვნიდან, 1.21.3 − მარცხნიდან. 1.22. „ორმხრივი მოძრაობა“ − გზის (სავალი ნაწილის) ორმხრივმოძრაობიანი მონაკვეთის დასაწყისი, რომელსაც წინ უსწრებდა უბანი ცალმხრივი მოძრაობით. 1.23. „ქვეითთა გადასასვლელი“ − იძლევა გაფრთხილებას 5.19.1 და 5.19.2 ნიშნებით ან/და 1.14.1–1.14.3 მონიშვნებით აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. 1.24. „ბავშვები“ − იძლევა გაფრთხილებას გზის მონაკვეთთან საბავშვო დაწესებულების არსებობის თაობაზე, საიდანაც დიდია ბავშვების სავალ ნაწილზე გამოჩენის ალბათობა. 1.25. „ველობილიკის გადაკვეთა“ − იძლევა გაფრთხილებას 4.4 ნიშნით აღნიშნული ველობილიკის სავალი ნაწილის გადაკვეთის ადგილთან მიახლოების თაობაზე. 1.26. „საგზაო სამუშაოები“ − გზის მონაკვეთი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები მიმდინარეობს. 1.27. „პირუტყვის გადარეკვა“ − გზის მონაკვეთი, რომელიც გადის პირუტყვის (საქონლის) სადგომთან, ფერმასთან ან/და პირუტყვის (საქონლის) მუდმივი გადარეკვის ადგილთან, სადაც მოსალოდნელია მისი სავალ ნაწილზე გამოჩენა. 1.28. „გარეული ცხოველები“ − ნაკრძალთან, სანადირო მეურნეობასთან, ტყის მასივთან გამავალი გზის მონაკვეთი ან სხვა უბანი, სადაც მოსალოდნელია გარეული ცხოველების გამოჩენა. 1.29. „ქვის ცვენა“ − გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილი არ არის დაცული ზვავისაგან, მეწყრისაგან ან ქვის ცვენისაგან. 1.30. „გვერდითი ქარი“ − გზის მონაკვეთი, რომელზედაც შეიძლება ძლიერი გვერდითი ქარი ამოვარდეს. 1.31. „დაბლამფრენი თვითმფრინავი“ − აეროდრომთან ახლოს გამავალი გზის მონაკვეთი, რომელზედაც თვითმფრინავები ან ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ. 1.32. „გვირაბი“ − გვირაბი, რომელშიც არ არსებობს ხელოვნური განათება ან რომლის შესასვლელი პორტალის ხილვადობა ადგილის რელიეფის გამო 150 მეტრზე ნაკლებია. 1.33. „ხერგილი“ − გზის მონაკვეთი, რომელიც დროებით ჩახერგილია. 1.34. „სხვა საფრთხეები“ − გზის მონაკვეთი, რომელზედაც შეიძლება წარმოიშვას ისეთი საფრთხე, რომელიც არ არის განსაზღვრული სხვა მაფრთხილებელი ნიშნებით. 1.35.1−1.35.6.„მოხვევის მიმართულება“ − მიუთითებს შეზღუდული ხილვადობის მქონე მცირერადიუსიან გზის მრუდეზე მოძრაობის მიმართულებას (1.35.1−1.35.3 − მარჯვნივ, 1.35.4−1.35.6 − მარცხნივ) ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილის შემოვლის შესაბამის მიმართულებას. 1.36.1, 1.36.2. „მოხვევის მიმართულება“ − მიუთითებს „T“-სებურ გზაჯვარედინზე ან გზების განშტოებაზე მოძრაობის მიმართულებას (მარჯვნივ და მარცხნივ) ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილის შემოვლის შესაბამის მიმართულებას. შენიშვნა: ა)1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე; ბ) 1.1, 1.2, 1.10, 1.11, 1.23, 1.24 და 1.26 ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 და 1.26 ნიშნები − დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე; გ) თუ აღმართი და დაღმართი (ან დაღმართი და აღმართი) ერთმანეთს მიჰყვება, 8.1.1 დაფის გარეშე 1.14 და 1.15 ნიშნები შეიძლება დაიდგას შესაბამისად უშუალოდ აღმართის და დაღმართის წინ; დ) 1.26 ნიშანი სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოს ჩატარებისას იდგმება სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10−15 მეტრ მანძილზე, 8.1.1 დაფის გარეშე; ე) 1.3.1 და 1.3.2 ნიშნები იდგმება უშუალოდ რკინიგზის გადასასვლელის წინ; ვ) 1.4.1−1.4.3 ნიშნები იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4−1.4.6 ნიშნები − გზის მარცხენა მხარეს. 1.4.1 და 1.4.4 ნიშნები იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, 1.4.3 და 1.4.6 ნიშნები − მოძრაობის მიმართულებით განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, ხოლო 1.4.2 და 1.4.5 ნიშნები − დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანს შორის. 2. პრიორიტეტის ნიშნები პრიორიტეტის ნიშანი ადგენს გზაჯვარედინის, სავალი ნაწილის გადაკვეთის ან გზის ვიწრო მონაკვეთის გავლის რიგითობას. პრიორიტეტის ნიშნებია: 2.1. „მთავარი გზა“ − გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ. 2.2. „მთავარი გზის დასასრული“ − გზის იმ მონაკვეთის ბოლო, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს. თუ მთავარი გზა იმ გზის გადაკვეთის წინ მთავრდება, რომელზედაც დაწესებულია მოცემული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა, 2.2 ნიშანს დაუსახლებელ პუნქტში დგამენ წინასწარ 2.4 ნიშანთან ერთად, დასახლებულ პუნქტში − გზაჯვარედინიდან 25 მეტრ მანძილზე ან/და 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად. ნიშანი შეიძლება დაიდგას სხვა, 8.1.1 დაფაზე მითითებულ მანძილზედაც. 2.3. „დაუთმე გზა“ − გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. 2.3 ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე 8.1.1 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.3 ნიშანი, ან 8.1.2 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.4 ნიშანი. 2.4. „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“ − უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებლად, ხოლო თუ იგი არ არის – გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. ნიშანი იდგმება, თუ არ არის უზრუნველყოფილი გადამკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ხილვადობა. ის აგრეთვე შეიძლება დაიდგას რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ (ამ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზის წინ, ხოლო თუ იგი არ არის – ნიშნის წინ). 2.5. „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა“ − უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მოპირდაპირე მისასვლელთან ან გზის ვიწრო მონაკვეთზე იმყოფება. 2.6. „უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან“ − ანიჭებს მძღოლს უპირატესობას გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით. შენიშვნა: ა) 2.3 და 2.4 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი; ბ) 2.5 და 2.6 ნიშნები იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ. 2.5 ნიშანი შეიძლება დაიდგას წინასწარ 8.1.1 დაფით. 3. ამკრძალავი ნიშნები ამკრძალავი ნიშანი ზღუდავს მოძრაობას ან აუქმებს შეზღუდვას. ამკრძალავი ნიშნებია: 3.1. „შესვლა აკრძალულია“ − კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით. 3.2. „მოძრაობა აკრძალულია“ − კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას. 3.3. „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“ − კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას. 3.4. „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია“ − კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულ ნებადართული მაქსიმალური მასის ზღვარს. 3.5. „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია“ − კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას. 3.6. „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია“ − კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით მოძრაობას. 3.7. „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია“ − კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას. 3.8. „საჭაპანო ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია“ − კრძალავს საჭაპანო ტრანსპორტით, სასაპალნე და დასაჯდომი ცხოველებით მოძრაობას, აგრეთვე პირუტყვის გადარეკვას. 3.9. „ველოსიპედით მოძრაობა აკრძალულია“ − კრძალავს ველოსიპედითა და მოპედით მოძრაობას. 3.10. „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია“ − კრძალავს ქვეითთა მოძრაობას. ნიშანი იდგმება იმ ადგილას, სადაც ქვეითთა მოძრაობა დაუშვებელია, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. 3.11. „მასის შეზღუდვა“ − კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. 3.12. „ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა“ − კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. 3.13. „სიმაღლის შეზღუდვა“ − კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. 3.14. „სიგანის შეზღუდვა“ − კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. 3.15. „სიგრძის შეზღუდვა“ − კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. 3.16. „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა“ − კრძალავს სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულ მანძილზე ნაკლები დისტანციით. 3.17.1. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ − კრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას. 3.17.2. „საფრთხე“ − კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო. 3.17.3. „კონტროლი“ − კრძალავს საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელთან, ფასიან გზაზე გასასვლელთან და ა. შ.) გაუჩერებლად გავლას. 3.18.1. „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“ − კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას. 3.18.2. „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“ − კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას. 3.19. „მობრუნება აკრძალულია“ − კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას. 3.20. „გასწრება აკრძალულია“ − კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. 3.21. „გასწრების აკრძალვის დასასრული“ −3.20 საგზაო ნიშნის („გასწრება აკრძალულია“) მოქმედების ზონის დასასრული. 3.22. „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია“ − კრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა). 3.23. „სატვირთო ავტომობილით გასწრების აკრძალვის დასასრული“ −3.22 საგზაო ნიშნის („სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია“) მოქმედების ზონის დასასრული. 3.24. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ − კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით (კმ/სთ). 3.25. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული“ −3.24 ნიშნის („მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“) მოქმედების ზონის დასასრული. 3.26. „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია“ − კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. 3.27. „გაჩერება აკრძალულია“ − კრძალავს სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. 3.28. „დგომა აკრძალულია“ − კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. 3.29. „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში“ −კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის კენტ რიცხვებში. 3.30. „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში“ −კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში. შენიშვნა: 3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას სატრანსპორტო საშუალების გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე. ამ პერიოდში დგომა ნებადართულია სავალი ნაწილის ორივე მხარეს. 3.31. „ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული“ −3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნებიდან ერთდროულად რამდენიმე ნიშნის მოქმედების ზონის დასასრული. 3.32. „სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“ −კრძალავს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით. 3.33. „ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“ − კრძალავს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული, 1.22–2.4, 3.1, 3.2, 5.2 კლასის ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“. შენიშვნა: ა) 3.32 და 3.33 ნიშნები იდგმება სახიფათო, ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი მარშრუტიდან გადახვევის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე მითითებული სატრანსპორტო საშუალებებით ისეთ გზაზე ან რაიონში შესვლის აკრძალვისათვის, სადაც ისინი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან ადამიანებს; ბ) 3.2–3.9, 3.32 და 3.33 ნიშნები კრძალავს შესაბამისი სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას და მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია; გ) ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19 და 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე; გ.ბ) 3.2–3.8 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს.ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე; გ.გ) 3.28–3.30 ნიშნებისა – საფოსტო ავტომობილზე, რომელსაც ძარაზე აქვს თეთრი დიაგონალური ზოლი ლურჯ ფონზე, აგრეთვე ტაქსიზე, რომელსაც ჩართული აქვს ტაქსომეტრი; გ.დ) 3.2, 3.3, 3.28–3.30 ნიშნებისა – იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს; დ) 3.18.1 და 3.18.2 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი; ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსასვლელთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი; ვ) 5.23.1 და 5.23.2 ნიშნებით აღნიშნული დასახლებული პუნქტის წინ დადგმული 3.24 ნიშნის მოქმედება ვრცელდება შესაბამისად დასახლებული პუნქტის აღმნიშვნელ 5.23.1 და 5.23.2 ნიშნებამდე; ზ) ნიშნების მოქმედების ზონა მცირდება: ზ.ა) 3.16 და 3.26 ნიშნებისა – 8.2.1 დაფის გამოყენებით; ზ.ბ) 3.20, 3.22 და 3.24 ნიშნებისა – მათი მოქმედების ზონის ბოლოში შესაბამისად 3.21, 3.23 და 3.25 ნიშნების დადგმით ან 8.2.1 დაფის გამოყენებით; ზ.გ) 3.24 ნიშნისა − მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარის სხვა მნიშვნელობის მქონე 3.24 ნიშნის დადგმით; ზ.დ) 3.27–3.30 ნიშნებისა – მათი მოქმედების ზონის ბოლოში 8.2.3 დაფის მქონე განმეორებითი 3.27–3.30 ნიშნების დადგმით ან 8.2.2 დაფის გამოყენებით, ან 7.4 ნიშნის, 8.2.1 დაფის დადგმით; თ) 3.27 ნიშნის გამოყენება შეიძლება 1.4 მონიშვნასთან, ხოლო 3.28 ნიშნისა – 1.10 მონიშვნასთან ერთად. ამასთანავე, ნიშნების მოქმედების ზონა მონიშვნის ხაზის სიგრძით განისაზღვრება; ი) 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული. 4. მიმთითებელი ნიშნები გამოიყენება მოძრაობის რეჟიმის მიმთითებელი ნიშანი გაუქმებისთვის. მიმთითებელი ნიშნებია: 4.1.1. „მოძრაობა პირდაპირ“. 4.1.2. „მოძრაობა მარჯვნივ“. 4.1.3. „მოძრაობა მარცხნივ“. 4.1.4. „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ“. 4.1.5. „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ“. შემოღებისთვის ან 4.1.6. „მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ“. შენიშვნა: ა) 4.1.1−4.1.6 ნიშნები რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას, ხოლო ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა. 4.1.1−4.1.6 ნიშნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისრების კონფიგურაციით, რომელიც შეესაბამება კონკრეტულ გადაკვეთაზე მოძრაობის საჭირო მიმართულებას; ბ) 4.1.1−4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი; გ) 4.1.1−4.1.6 ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე; დ) 4.1.1 ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ ეზოში მოხვევას და სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლას. 4.2.1. „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან“ − მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარჯვნიდან შემოვლის მიმართულებას. 4.2.2. „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან“ − მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას. 4.2.3. „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან“ − მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას. 4.3. „წრიული მოძრაობა“ − რთავს ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას გზაჯვარედინზე, რომელზედაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. 4.4. „ველობილიკი“ − ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი ბილიკი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან.4.4 ნიშანს ძირითად ნიშნად დგამენ ველობილიკის დასაწყისში, განმეორებითად კი − გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ. 4.5. „ქვეითთა ბილიკი“ − ქვეითთამოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული ბილიკი. 4.5 ნიშანს ძირითად ნიშნად დგამენ ქვეითთა ბილიკის დასაწყისში, განმეორებითად კი − გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ. 4.6. „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ − ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას − დასახლებული პუნქტის ბოლომდე. 4.7. „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული“ − 4.6 ნიშნის მოქმედების ზონის დასასრული. 4.8. „მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აუცილებელია“ − გზის მონაკვეთი, რომელზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები უნდა ჰქონდეს დამაგრებული. 4.9.1−4.9.3.„სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება“ − მიუთითებს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით ნებადართული მოძრაობის მიმართულებას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“: 4.9.1 – პირდაპირ, 4.9.2 – მარჯვნივ, 4.9.3 – მარცხნივ. 5. განსაკუთრებული მითითებების ნიშნები განსაკუთრებული მითითების ნიშანი ადგენს ან აუქმებს მოძრაობის განსაკუთრებულ რეჟიმს. განსაკუთრებული მითითებების ნიშნებია: 5.1. „ავტომაგისტრალი“ − ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.1.1 დაფით. 5.2. „ავტომაგისტრალის დასასრული“ − მიუთითებს 5.1 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს. 5.2 ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის ბოლოში, ავტომაგისტრალიდან გასასვლელში და წინასწარ 8.1.1 დაფით ავტომაგისტრალის ბოლომდე 400 და 1000 მეტრ მანძილებზე. 5.3. „საავტომობილო გზა“ − გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის. 5.4. „საავტომობილო გზის დასასრული“ − მიუთითებს 5.3 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს. 5.5. „ცალმხრივმოძრაობიანი გზა“ − გზა ან სავალი ნაწილი, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალება მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით მოძრაობს. 5.6. „ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული“ − მიუთითებს 5.5 ნიშნით აღნიშნული გზის ან სავალი ნაწილის დასასრულს. 5.7.1, 5.7.2. „ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა“ − მიუთითებს ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას. ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.5 ნიშნით აღნიშნული გზიდან. 5.8. „რევერსული მოძრაობა“ – გზის მონაკვეთის დასაწყისი, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება საპირისპიროდ შეიცვალოს. 5.9. „რევერსული მოძრაობის დასასრული“ − მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნული გზის მონაკვეთის დასასრულს. 5.10. „გასვლა გზაზე, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა“ − მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გასვლას. ნიშანი იდგმება ყველა გვერდითი გასასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.8 ნიშნით აღნიშნული გზიდან. 5.11. „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა“ − გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. 5.12. „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზის დასასრული“ − მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს. 5.13.1, 5.13.2. „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ − მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზაზე გასვლას. ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნული გზიდან. 5.14. „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“ − გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე. 5.15.1. „ზოლებზე მოძრაობის მიმართულებები“ − მიუთითებს ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. 5.15.2. „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები“ − მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. შენიშვნა: ა) 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვევის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევა; ბ) 5.15.1 და 5.15.2 ნიშნების მოქმედება, რომლებიც გზაჯვარედინის წინაა დადგმული, ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მასზე დადგმული სხვა 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებას არ იძლევა; გ) 5.15.1 და 5.15.2 ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. 5.15.3. „ზოლის დასაწყისი“ − მიუთითებს აღმართზე ან განშტოებასა და გადაკვეთაზე დამუხრუჭების ან დამატებითი ზოლის დასაწყისს. თუ დამატებითი ზოლის წინ დადგმულ 5.15.3 ნიშანზე გამოსახულია 4.6 ნიშანი („მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“), სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არ შეუძლია განაგრძოს ძირითად ზოლზე მითითებული ან მეტი სიჩქარით მოძრაობა, დამატებით ზოლზე გადაადგილდება. 5.15.4. „ზოლის დასაწყისი“ − მიუთითებს სამზოლიან გზაზე შუა ზოლის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის. 5.15.5. „ზოლის დასასრული“ − მიუთითებს აღმართზე დამუხრუჭების ან დამატებითი ზოლის დასასრულს. 5.15.6. „ზოლის დასასრული“ − მიუთითებს სამზოლიან გზაზე იმ ზოლის მონაკვეთის დასასრულს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის. 5.15.7. „ზოლებზე მოძრაობის მიმართულება“ − მიუთითებს ზოლების რაოდენობას და თითოეულ ზოლზე მოძრაობის მიმართულებას. თუ 5.15.7 ნიშანზე გამოსახულია სხვა ნიშანი, რომელიც კრძალავს რომელიმე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, შესაბამის ზოლზე ამ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია. 5.15.8. „ზოლების რაოდენობა“ − მიუთითებს მოცემული მიმართულებით ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობისათვის დადგენილ რეჟიმებს. ნიშანი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში გზის უბნის დასაწყისიდან 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–150 მეტრ მანძილზე. 5.16. „ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი“. 5.17. „ტრამვაის გაჩერების ადგილი“. 5.18. „მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილი“. შენიშვნა: 5.16−5.18 ნიშნები აღნიშნავს შესაბამისი სახის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გასაჩერებელ პუნქტსა და მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილს. 5.19.1, 5.19.2. „ქვეითთა გადასასვლელი“ − გზაზე ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოყოფილი ადგილი. 5.19.1 ნიშანი იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 5.19.2 ნიშანი − გზის მარცხენა მხარეს. გადასასვლელზე 1.14 მონიშვნის არარსებობისას 5.19.1 ნიშანი იდგმება გადასასვლელის ახლო საზღვართან, ხოლო 5.19.2 ნიშანი − გადასასვლელის შორ საზღვართან. 5.20. „ხელოვნური უსწორმასწორობა“ − მიუთითებს გზის სავალ ნაწილზე არსებულ ხელოვნურ უსწორმასწორობას. ნიშანი იდგმება ხელოვნურ უსწორმასწორობასთან ან 1.25 მონიშვნასთან მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების მხარეს. 5.21. „საცხოვრებელი ზონა“ − ტერიტორია (ზონა), სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში. 5.22. „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ − მიუთითებს 5.21 ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში. 5.23.1. „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ − მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. 5.23.2. „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ − მიუთითებს განაშენიანებული გზის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში და რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები და ა. შ.). 5.24.1, 5.24.2. „დასახლებული პუნქტის დასასრული“ − მიუთითებს შესაბამისად 5.23.1 და 5.23.2 ნიშნებით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულს. 5.25. „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ − მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. 5.26. „დასახლებული პუნქტის დასასრული“ − მიუთითებს 5.25 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულს. შენიშვნა: 5.23.1, 5.23.2 და 5.25 ნიშნები იდგმება დასახლებული პუნქტის ყველა შესასვლელში, ხოლო 5.24.1, 5.24.2 და 5.26 ნიშნები − ყველა გამოსასვლელში განაშენიანების ფაქტობრივ საზღვარზე. 5.27. „ზონა დგომის შეზღუდვით“. 5.28. „დგომის შეზღუდვის ზონის დასასრული“. 5.29. „რეგულირებადი სადგომი ზონა“. 5.30. „რეგულირებადი სადგომი ზონის დასასრული“. 5.31. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონა“. 5.32. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული“. შენიშვნა: ა) 5.27, 5.29 და 5.31 ნიშნები აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისად რეგლამენტირებულია დგომა ან შეზღუდულია მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე; ბ) 5.28, 5.30 და 5.32 ნიშნები მიუთითებს შესაბამისად 5.27, 5.29 და 5.31 ნიშნებით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს. 5.33. „ქვეითთა ზონა“ − ტერიტორია, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ქვეითებისათვის. 5.34. „ქვეითთა ზონის დასასრული“ − მიუთითებს 5.33 ნიშნით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს. 5.35. „საავადმყოფო“ −მიუთითებს გზასთან ახლოს სამედიცინო დაწესებულების არსებობის თაობაზე. ნიშანთან გავლისას მძღოლი შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოს ზედმეტ ხმაურს. 5.36. „შერწყმის ადგილი“ − ავტომაგისტრალთან სხვა გზიდან ამოსასვლელის (გაქანების ზოლის) შერწყმის ადგილი. შენიშვნა: 5.27, 5.29, 5.31 და 5.33 ნიშნები იდგმება ტერიტორიის ყველა შესასვლელში, ხოლო 5.28, 5.30, 5.32 და 5.34 ნიშნები − ყველა გამოსასვლელში. 6. ობიექტებისა და სერვისის ნიშნები ობიექტებისა და სერვისის ნიშნები საგზაო მოძრაობის მონაწილეს აძლევს ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის ან სერვისის თაობაზე. ობიექტებისა და სერვისის ნიშნებია: 6.1. „პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი“. 6.2. „ავტოგასამართი სადგური“. 6.3. „ავტომობილის ტექნიკური მომსახურება“. 6.4. „ავტომობილის რეცხვა“. 6.5. „ტელეფონი“. 6.6. „კვების პუნქტი“. 6.7. „სასმელი წყალი“. 6.8. „სასტუმრო ან მოტელი“. 6.9. „კემპინგი“. 6.10. „დასვენების ადგილი“. 6.11. „საპატრულო პოლიციის საგუშაგო“. 6.12. „პოლიცია“. 6.13. „საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკონტროლო პუნქტი“. 6.14. „საგზაო მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის გადამცემი რადიოსადგურის მიღების ზონა“. 6.15. „საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონა“. 6.16. „საცურაო აუზი ან პლაჟი“. 6.17. „საპირფარეშო“. 7. საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი საგზაო მოძრაობის მონაწილეს აუწყებს გზაზე დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტის განლაგების, აგრეთვე რეკომენდებული მოძრაობის სიჩქარის თაობაზე. საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნებია: 7.1. „მაქსიმალური სიჩქარის ზოგადი შეზღუდვები“ −იძლევა ინფორმაციას სიჩქარის ზოგადი შეზღუდვების თაობაზე, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილია საქართველოს გზებზე. ნიშანი იდგმება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელში საკონტროლო გამშვებ პუნქტთან. 7.2. „რეკომენდებული სიჩქარე“ − მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად − სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე. 7.3.1. „მობრუნების ადგილი“ − მიუთითებს მობრუნების ადგილს. 7.3.2. „მობრუნების ზონა“ − მიუთითებს მობრუნების ზონის სიგრძეს. შენიშვნა: 7.3.1 და 7.3.2 ნიშნები იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ 8.1.1 დაფით. ნიშნები მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს. 7.4. „დგომის ადგილი“ − ადგილი, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალებების დგომისთვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვით განისაზღვრება, ხოლო მისი არარსებობისას ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე ან იზღუდება 8.2.1 დაფით. 7.5. „საავარიო გაჩერების ზოლი“ − მიუთითებს ციცაბო დაღმართზე საავარიო გაჩერების ზოლის არსებობის თაობაზე. ნიშანი იდგმება საავარიო გაჩერების ზოლის შესასვლელის წინ. 7.6. „ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი“ −ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი. 7.7. „ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი“ − ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი. შენიშვნა: 7.6 და 7.7 ნიშნები იდგმება ქვეითთა გადასასვლელის ყველა ჩასასვლელთან და გადასასვლელთან. 7.8.1−7.8.3.„ჩიხი“ − გზა, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი. 7.8.1 ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში, ხოლო 7.8.2 და 7.8.3 ნიშნები − იმ გზის გადაკვეთის წინ, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი. 7.9.1. „მიმართულებათა წინასწარი მაჩვენებელი“, 7.9.2 „მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი“ − მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას, აგრეთვე გზის იმ უბნის შემოვლის მიმართულებებს/მიმართულებას, რომელზედაც შეზღუდვებია შემოღებული. 7.9.1 და 7.9.2 ნიშნებზე აგრეთვე აღიბეჭდება 7.14.1 ნიშნის გამოსახულება, მიეთითება ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები. 7.9.1 ნიშანზე აღიბეჭდება სხვა ისეთი ნიშნების გამოსახულებებიც, რომლებიც იძლევა ინფორმაციას მოძრაობის თავისებურებებზე. 7.9.1 ნიშნის ქვემოთა ნაწილში მითითებულია მანძილი ნიშნის დადგმის ადგილიდან გზაჯვარედინამდე ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისამდე. 7.9.3. „მოძრაობის სქემა“ − მიუთითებს მოძრაობის სქემას გზაჯვარედინზე ცალკეული მანევრების აკრძალვის დროს ან რთულ გზაჯვარედინზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ. 7.10.1. „მიმართულებების მაჩვენებელი“, 7.10.2. „მიმართულების მაჩვენებელი“ − მიუთითებს დასახლებული პუნქტისა და სხვა ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებებს/მიმართულებას. ნიშნებზე მიეთითება მანძილი (კმ) მათზე აღნიშნულ ობიექტამდე, აგრეთვე ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები. 7.11. „ობიექტის დასახელება“ −მიუთითებს დასახლებული პუნქტისაგან განსხვავებული ობიექტის დასახელებას – ქუჩა, მდინარე, ტბა, უღელტეხილი, ღირსშესანიშნაობა და სხვა. ნიშანი იდგმება უშუალოდ ობიექტის წინ. 7.12. „მანძილის მაჩვენებელი“ − მიუთითებს მანძილს (კმ) მარშრუტზე მდებარე დასახლებულ პუნქტამდე და სხვა ობიექტამდე. 7.13. „საკილომეტრო ნიშანი“ − მიუთითებს მანძილს (კმ) ნიშნის დადგმის ადგილიდან გზის დასაწყისამდე ან ბოლომდე. ნიშანი იდგმება ყოველი 1 კმ-ის შემდეგ. 7.14.1, 7.14.2. „მარშრუტის ნომერი“ − მიუთითებს დადგენილი წესით დამტკიცებული გზის (მარშრუტის) ნომერსა და მიმართულებას. 7.15.1–7.15.3.„სატვირთო ავტომობილით მოძრაობის მიმართულება“ −მიუთითებს სატვირთო ავტომობილის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას, თუ გზაჯვარედინზე ერთ-ერთი მიმართულებით მათი მოძრაობა აკრძალულია. ნიშნები იდგმება რეკომენდებული მიმართულების დასაწყისში გზაჯვარედინის წინ ან გზაჯვარედინამდე 100−150 მეტრ მანძილზე. 7.16. „„სდექ“ ხაზი“ −მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს რეგულირებულ გზაჯვარედინსა და არარეგულირებულ რკინიგზის გადასასვლელზე; 7.17. „შემოვლის სქემა“ − მიუთითებს მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის სქემას. ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინიდან, სადაც იწყება შემოვლის მარშრუტი, 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში − 50−100 მეტრ მანძილზე. 7.18.1−7.18.3.„შემოვლის მიმართულება“ − მიუთითებს მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას. ნიშნები იდგმება შემოვლის მარშრუტზე ყოველი გზაჯვარედინის წინ. 7.19.1, 7.19.2. „სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი“ − მიუთითებს მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, ან მოძრაობის მიმართულებას მარჯვენა სავალ ნაწილზე დასაბრუნებლად. შენიშვნა: დაუსახლებელ პუნქტში დადგმულ 7.9.1, 7.9.2, 7.10.1 და 7.10.2 ნიშნებზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ 7.9.1, 7.9.2, 7.10.1 და 7.10.2 ნიშნებზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან სხვა ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია. 8. დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) აზუსტებს ან ზღუდავს იმ ნიშნის მოქმედებას, რომელთანაც გამოიყენება. დამატებითი ინფორმაციის ნიშნებია (დაფებია): 8.1.1. „მანძილი ობიექტამდე“ − მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოღების ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). 8.1.2. „მანძილი ობიექტამდე“ − მიუთითებს მანძილს 2.3 ნიშნიდან გზაჯვარედინამდე, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.4 ნიშანი. 8.1.3, 8.1.4. „მანძილი ობიექტამდე“ − მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე. 8.2.1. „მოქმედების ზონა“ − მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას. 8.2.2. „მოქმედების ზონა“ −მიუთითებს 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონას. 8.2.3. „მოქმედების ზონა“ − მიუთითებს 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს. 8.2.4. „მოქმედების ზონა“ − მძღოლს აწვდის ინფორმაციას მისი 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონაში ყოფნის თაობაზე. 8.2.5, 8.2.6. „მოქმედების ზონა“ − 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონა გაჩერებისა და დგომის აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა. შ. ერთი მხარის გასწვრივ. 8.3.1−8.3.3.„მოქმედების მიმართულება“ − მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან უშუალოდ გზასთან მდებარე აღნიშნული ობიექტისკენ მოძრაობის მიმართულებას. 8.4.1–8.4.8.„სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ − მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. შენიშვნა: დაფები ნიშნის მოქმედებას ავრცელებენ: ა) 8.4.1 − სატვირთო ავტომობილზე (მისაბმელით ან მის გარეშე), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტ-ზე მეტია; ბ) 8.4.2 – სატვირთო ავტომობილზე ან ტრაქტორზე ნებისმიერი სახეობის მისაბმელით და ნახევარმისაბმელით, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მაბუქსირებელ სატრანსპორტო საშუალებაზე; გ) 8.4.3 − მსუბუქ ავტომობილზე; დ) 8.4.8 – საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე. 8.5.1. „შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეები“, 8.5.2. „სამუშაო დღეები“, 8.5.3. „კვირის დღეები“ − მიუთითებს კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშნები. 8.5.4. „მოქმედების დრო“ − მიუთითებს დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშანი. 8.5.5–8.5.7.„მოქმედების დრო“ − მიუთითებს კვირის დღეებსა და დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშნები. 8.6.1–8.6.9.„სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“ −განსაზღვრავს სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ხერხს; ამასთანავე, 8.6.1 დაფა მიუთითებს, რომ სადგომზე ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა დადგეს სავალ ნაწილზე ტროტუარის გასწვრივ, ხოლო 8.6.2–8.6.9 დაფები მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის ტროტუართან მიმდებარე სადგომზე დაყენების ხერხზე. 8.7. „დგომა გამორთული ძრავათი“ − მიუთითებს, რომ 7.4 ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომა ნებადართულია მხოლოდ გამორთული ძრავათი. 8.8. „ფასიანი მომსახურება“ − მიუთითებს, რომ 7.4 ნიშნით აღნიშნულ სადგომზე მომსახურება ფასიანია. 8.9. „დგომის ხანგრძლივობის შეზღუდვა“ − მიუთითებს, რომ 7.4 ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეზღუდულია. 8.10. „ავტომობილის დათვალიერების ადგილი“ − მიუთითებს, რომ 7.4 ან 6.10 ნიშნით აღნიშნულ მოედანზე არის ესტაკადა ან დასათვალიერებელი თხრილი (ორმო). 8.11. „ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა“ −მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება დაფაზე მითითებულს. 8.12. „სახიფათო გზისპირი“ − მიუთითებს, რომ გზისპირზე გადასვლა სახიფათოა მასზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო. დაფა გამოიყენება 1.26 ნიშანთან ერთად. 8.13. „მთავარი გზის მიმართულება“ − მიუთითებს მთავარი გზის მიმართულებას გზაჯვარედინზე. დაფა იდგმება 2.1, 2.3 და 2.4 ნიშნებთან ერთად, როცა გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას. 8.14. „მოძრაობის ზოლი“ − მიუთითებს მოძრაობის ზოლს, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის ან შუქნიშნის მოქმედება. დაფა თავსდება მოძრაობის ზოლის ზემოთ. 8.15. „უსინათლო ქვეითები“ − მიუთითებს, რომ ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობს უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული პირი. დაფა გამოიყენება 1.23, 5.19.1 და 5.19.2 ნიშნებთან და შუქნიშნებთან ერთად. 8.16. „სველი საფარი“ − მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია. დაფა გამოიყენება 1.16, 3.20, 3.22 და 3.24 ნიშნებთან ერთად. 8.17. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ − მიუთითებს, რომ 7.4 ნიშნის მოქმედება ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“. 8.18. „გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა“ − მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“. 8.19. „სახიფათო ტვირთის კლასი“ − მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც გადააქვს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული, დაფაზე მითითებული სახიფათო კლასის ტვირთი. დაფა გამოიყენება 3.32, 3.33 და 4.8.1−4.8.3 ნიშნებთან ერთად. 8.20.1, 8.20.2. „სატრანსპორტო საშუალების საწევრის ტიპი“ − მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების ერთმანეთთან მიახლოებული ღერძების რაოდენობას, რომლებზედაც თითოეულისათვის 3.12 ნიშანზე აღნიშნული მასა დასაშვები ნორმაა. 8.21.1. „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ − მიუთითებს მეტროპოლიტენის სადგურთან არსებულ სადგომ მოედანს. დაფა გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად. 8.21.2. „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ − მიუთითებს მეტროპოლიტენის სადგურთან არსებულ ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის სადგომ მოედანს. დაფა გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად. 8.21.3. „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ − მიუთითებს მეტროპოლიტენის სადგურთან არსებულ ტრამვაის სადგომ მოედანს. დაფა გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად. 8.22.1. „წინააღმდეგობა“ − გამოიყენება 4.2.1 ნიშანთან ერთად, დაბრკოლების შემოვლისას მძღოლის უკეთ ორიენტირებისათვის. 8.22.2. „წინააღმდეგობა“ − გამოიყენება 4.2.2 ნიშანთან ერთად, დაბრკოლების შემოვლისას მძღოლის უკეთ ორიენტირებისათვის. 8.22.3. „წინააღმდეგობა“ − გამოიყენება 4.2.3 ნიშანთან ერთად, დაბრკოლების შემოვლისას მძღოლის უკეთ ორიენტირებისათვის. შენიშვნა: ა) დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) თავსდება უშუალოდ იმ ნიშნის ქვემოთ, რომელთანაც ისინი გამოიყენება. 8.2.2–8.2.4 და 8.13 დაფები თავსდება სათანადო ნიშნის გვერდით, თუ ეს ნიშანი განლაგებულია სავალი ნაწილის, გზისპირის ან ტროტუარის ზემოთ; ბ) თუ დროებითი საგზაო ნიშნების (გადასატანი სადგარი) და სტაციონარული საგზაო ნიშნების მოთხოვნები ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლი ხელმძღვანელობს დროებითი ნიშნებით; გ) საგზაო პირობების აღქმის გასაუმჯობესებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები).
დასკვნები
しもbO■ X000080し 0 椰̲∠̲摯̲/ 460(り . :'■ m、 obo, (,60,IR(1 0る 00000じ 6008 26 ̲′ 1̲̲̲∠ ′ 201"OR0 brj$cnggq,arb Jo6q,$966ob bsrn65r6olu6o<n q.oCJr6g$96gob gg6obb jtqrot6o6 gorgdr lrgor6rodglt q.orb336r brjr6or3pq,ob 0orlg6obolr 0o96 br3r6tn68q.ogbqro o6o6orgqob $Xboor $r60erqr6X6oq,o brjr<6or3gq,erlr 3.:6o6ob Jt6<ngjgob ,,ls6trcr Ernd6robob 0gltbgb" btjr6or3gqxnb 3r6et68o ggq,oqlbolr 0g616olr orsrnbrlr g" (07 -2n84, 18.12.14) brjr6orSgqxnb 3r<6qrr0g66oU 6g6q,.:0g6gob 145-9 Ogbqnlr 09-2 Sgbigob $gJg6igcr,,>6 tsgbrb$oln0ob cnrobrsg "b" brjr6orgq,rnb 3r6q,r036gob b$ogagg<n rngobOr grboboq,r brj,:t6orpq,ob 0orr36crbot-t 0o96 lrt3t6ar60SgCbgo o6o6orgo3ob $gboco $r60rnp6g6oqro brjs6cn3gq,r'rt-t 3r6rn6ol-r J6r'rSjgob ,,tt69c.r<n 0r'rd6srnbob 6gb.>bgb" ttjr6o6gq,r.rtt 3s6or60o 63q,oq,gbotr tsC$rbotJ orrrn0,rtX" Q7-2/284, 18.12.14) b,>jr6or3gq,rnt-r Jrt6q,s0g6gott 695q,$g6gol-t 145-3 @gbq,otr aX-2 Jgbjgob ,,b" &gJgbjgo,rb 0gUrbs0obrnbob br3oorbo qgr 0o95r60ggcl6oq,rqr 0o186or 3r6o6Jt6rn3jgob grbboq,gott J6c63pg6ob qgr$gbr. SrgogoL6g0oor, 6oo65o ag6g6r03oq,o b$ogaggm crgolrob gg6crbo 080RObめ 6駅故〕8欧50b b紬 Ob 0360R03RO R3獅 db:XЮ 檄o0 LEGAL DEPARTMENT OF STAFF OF PARLIAPIENT OF GEORGIA 嚇 し ∽oo響 0,」 JO∽ いし 0, ∞,o.お 調o00b δ鋼 .26 ,Jざ ら oがで:2289168 0qP・ 90bOユ lCgaldep@parliament.ge 【 b〕 J〕 hO1390mb 26 Abashidze Avenuc,4600,Kutaisi,Georgia Tel:2289168 〕 〕 hC)03600 e‐ mail:膊 galdep@pa‖ iament.gc 滲 望 ,,21-,,,gySi$o" 2ot4 v. etb3gEr brj$co3gq,ertr 0orr36cnbolt 0o96 b;3$al60qCbE,o o6o6orgo3ob $gboor $,:60cnqg5g6oqro,,bt6jbrer 0r'rd6rrnbob Egbrbgb" tr;jr6o6ggcnb 3r6rn60o 63qroqSbob 0ggr6ob or,:cnbfbg" brjt6or3gq,erb 3tbr'r6ob S6rngjgob (07-2/284,78.12.2014) brju6cn3gq,arb 3s6q,r0 g6gob 6g6q,$g6gob I 45 - g Ogbq,ob 0rncrrbcn36gborsb Bgb$r0obcrbob orrr'rbtbg Itjl6cn33q,arb Jr6q,r0g6gob $16rgolr op6oqgogq,0r qggJr6g$g6g0r 5r6oboq,r b.:j,:6o6gq,r'rb 0orr36rnbob 0o96 b3$rn60qgcbqo o6ogosgo3ob $gboor $$0r'rqgbc6oq,o ,,lt6b;c'r 0rnd6rrnbob 0gtt;bgb" brjrttror3Cqob 3tbc'r60o g3q,oq,3bob Eggr6olr ortr.rbtbg" b.:jr6o6gq,e'rlr 3r6o6otr J6ergjgob (07-2/284, 18.12.2014) tl.>jr6or3cqt,rtJ &6q,r0g6gotr t6g6q,.:0g6gob 145-g 0gbq,ob 0erorbcn36gbcnr6 0gb.>br0obc,rbolr bt3oorbo er 0olcr6tsg$r'r5oq,rqr 0o186o1 3r6er5ob St6ergjgob 5rbboq,3ob J6er6gqgg6otr qg.>$ggbr. / / / 一一 / 一 ″ ︶ /聟 tpb6oδ Oo50o10860b0