საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.12.2014
ავტორი
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები"
ნომერი
#15645/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2014-12-25

📜 ტექსტი

წერილი
t3イ )δ mδ 80し 1)135響 0 ヽ000)3イ )δ め‖ふ0¨ J005、 、 iι 豊圭 、 ̲̲̲̀ ″̲̲∠ ん̲̲知 夕 Ⅶ時 o brj.:t6or3gq,rnb 3s6q,$366o1-t bogt6ob gt6rjgor ,,orr3ol-rggrq, eCAoJ6r0CAo" 8o'br6tsg$o6oq,rC9 0ooB66b, 0rqrq',o lrlbo6.rpr'rgb6o3o (,r l.,rxr6o o6OC6Cbob po6rq,otl$obg6oor, bsjr6orSgq,erl.l Js6qrra36$6.> qr.:o$grnb b,>gq6obogrBrqorbob r6jgrnq,o6q36 rnbojgica 6!6gool)6CbUq',o 0r.r3q,3636o1-t b63q,o q9.: rrboSj$g6o tsgb$r3q,r. ar6tJrJ3o6cbool 2014 $qnb 12 qgg6bt6oqgrb 6r63oor.:6gbgq,o 6r'r3q,3fubob, 6xnp3bsg 3r'r0Jr6or ,,RMG-Gold"-6.: 3gq,gg6ot-ro q)r dC6q,orr qrsg3ob So6obgt6obr qt JUqlOgE{Jq>o 0g033oqr63crbolr gdx'r36gqo qrrggob bu6g6gob qnt6$gert6ob 66d.>6gbgbob brggdgq,b3 qrggo3fu\,o3 orbrrbq,r 0bb3oq,8$6rbor6o br03tsrrnp6ob $r60rngbr' 6oo4 3ri$r'rb6o3rqr tsgadqpbgq,o arber ar0oocagq'o b6d.:6x09bob 6rbrtso369bob B3brdqgbqobr. rq6oB6Sqro BrCOo Jo b;0r6orqrosb g$31l brlggbtl, 6r.10 6r63oorrt63bgq,o Ern3q,g636o $o6.:tr$.r6 ogr'r qt.r6960oqro. gg6rqrt-rrqgbor brjr6or33q,ob g6r'r36gqo 03bggaob p66brqtgbr, t6rn0qo[ @ob3p3ocnlg lrl36orrBer6olro bgr6qrr6ggboor Br6.:r6X63q,o 33q',63bob brggdmq,bS, lrrgqP6obo $r60ersqr636l-r 6l-rogq,oo 06o636gqxn6oL r6jgnggr6og6 d35q,b. rOrp q6rnb, 169 3gq'$g6olt qrr dggq,,or.> qrrg3ob lt0o6ob$6rn0 ps 160 SCqOU6Cq,o fuO$oqg6Crnbob qrrS3ob 3t6rn36Aqo bu536$r'rE ,>t6 6roo4rq,ob$o6r olr BJCOo, 6r'10 bsgq6ol-r-glBrqo;6cnl6 q.:3;3tso63boor 0oEqrobr6grnbb bslt0r6cnq,r'r qtr3Sbo qrr Obrnq,erqr .:0 qr.:396ob brboq'rnr"rqr 54r.:$gp$ob E36q6o0 36q,1 0rn0bqrt6ogrn Egbbr0oUo 64rr$g3ggoqXbob 6opgbr. 3g6m E3So6, cnboq,obob brj.:q,.:jo brb$.:r6orq'ob 2014 $q,ob 30 0rolroU 6r6Bo6Xboor, ltlr$r6orq,erb ttboq,rno 6rq.or$g3XQoq,3b.>6q93, tsXtsX6qgr 3gq$36obr QJ dCAq',oJ qrrg3ob 0o6o1166ol-1 2014 $q,ob 13 0r6$ob b6dr6Sbotr 8oja0q.ogbr, 6otr b.rggdpq,gcAg ,,RMG-Gold"-b 0bb3oq,8r0grbor6o bragorr.rgbob $.:t60r.rg6otr CBqCbr jer6qgs. raAgr6 gocrlr6CbrBo rq6o063q,6r Uo0o6ob6ttrrn6 Qr 6rqr$g0Ooqgbg0o EooqStr 6.:g0r6rcnqgbqrra.o 6rBjr6mrqr q.os tJl9srn5rqrngbob tr>r616$rn0 icA63b 9316. rqbr6o86r3or ob 5r6g8grnbrg, 6rn6 qgqgOqgg .:t6 SoEbqr.:6s brgq6otro-grBrqor6ob, 6rn5r'r63 r6jgrnq,o6cry6o r.rbo3jgob erbor6Cbol-, SrCOCbotr brAsldoCbr, 6r.r03q,bug rQAoE o jo6qrr 2014 $q,ob 8 or63r6t-rr qg! 13 0r6OtJ. UoSCqoSC t30rnqojSgq'oqrcb 6rOo0qn6J6C, o33Cocbr 33q,r$36obl Qr dC0q''olr ('ro3ou brAo6otJ$6otJr AJ JUq,OU6Uqo 09033oq63obob qrr63ob lr,:.:6366ob 03brbrOob orbraQCbmbob Jo6orr Sb6oqrb 3r6o6ob Egbsdq'o s.or6e3CaotJ StCOcbo. $r39 qr6ol-t' Ar63oor6cbUq''o oo3qpbgbot-r tsglr$r3q,r brb3q,SSogrn er brboAreoCb6o3o or3rq,b.:9ct6oboorrg 3rq63b.:qr 86ots363q,r'r3r6or, 6r6trrJuo(6Cboor o0 gr.r6b3, 6rnqrgbr6 b,:5r0r.rdogbqro Oooo,bo3b brjrr6or3gqxn0o Or'rj0gqn r6rlr.:6orr3r6obrn r.rr66r6ogcrgogbo 3r,r6obooU 63j06,11_r eJ uriboareoc.r, r6.:b.:6 Ern$0r'rbb ob gri$og, 6rn. qr6rnSbooo br6.r0.doxbqo 3rn.oboob agj06ob 0r,rorb.r36oco 03033r663q, Jggo6otb g6cno qrgob 6r68l3q,rnbl6o rn6o ror.:l_r.:0qrg rqu0os60r 0rn.:$gr6r b3qro. g6rjgo.: ,,cnt3obggrq> q38o3r6.r6gbb" 0ouB6or, r5r.r0 3,:q6gblqr Orqrqro brbcngrqrergbr6o3o o6ggt6Xbob ger6%9 brlo6err 09oj66.>b l_r.:qx6oUo-grBsqor6ob or663q,o3 6s63oorr63bgqo 0r'r3q,36Xbob Bg8ltflr3qpqo qr6r.rgboon bl6s8erdogbq,rn 3r,rOotror. 3er6o[oo! $336ort 6roqrgbobr 6r6ob,>bq36r'rb 12 $33r6ob oqrg6o6oor. $$or3gqx.rb 3rn6bgogg6ootr 56-9 Ogbqrob 09-2 Jg6j6olr qgr tlrCr6ol3CqloU Jrr6q,r096gob fu6qr.>096$ob 55-3 Sgbqob Jo633q,o Jg6jgob bsg3dgq,b3, Or.r60r6cnr3or $r6qr6o63boor .rq6o06gq'o qg6ar3bocr, l'6$erdog0rn 3e6olroob tsgj66ob 0obr60g$rn6oqrnbob lt3oorbo Egogrbercn Jr6qrr0366ob g.:bq,r'rgbo Jqp6.:6gqo bbqrrnfloU qpob $3b6o6tso. 6o6o 6r'15g$9 or>301qrn6rt6ob 6rnrqr6oqg 36rj6or,,orr3obgg.>q,o qrg8rn36rggbo'
წერილი
り J00δ 、 ,O1580b■ 85RO R0008る Ot89obo・ ` ̀δ Aむ 盗 笙 ̲42̲̲∠ ん̲̲2Ⅲ 夕 VJR0 t-rcjr6cn3Xq,r'rb 3r6qrr036gob lscr66r6obr6on qgJr6$s0366ob Sg6rnli-t Crq,6r$r.rb ColC6 lr3or6rodgt-t Crq,bro(')6(.I ccDc(6, 0q<6 6o5bt36oor bsjr6o6gq,rnb Jr6q,$36$ob gr6rj6or,,cnr3ob33lq'o QCAoJ6rOCbo'lb tsg8gtsr3Xbgq, qg.se6gboq,XbotJ J6er$$b ,,bgqr6obo-grB;qor6ob tJrbr('srliorrb qr'r3r38o69bgq'o 0rn3q,g63bob tsg6tl$r3q,3q,o q6erg6ocno lr.r6$odo36o 3eraotroolr agj06ob 0o%r66gSrn6oq'r'rbou o)ra)brb0". bobr.rgo, aobgCor E3br0r0obo 6tl3q'3q'rnb' 5o5o6o前 orr301qrer0s6ob 0r'rrqr6oq'X g6rjgo.:,,orr3obggrq'o qr30rn36l$36o"
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
Jr6r.rgdOo brjr6o6gqrrnb Jr6qrr036$ob qrrqr636oq5br bgqr6obo-grB.:qo.:6oU ltbsqrrborrE C9r3.>3Bo6gbgq,o 0o3q36g6oL 6g0tr$caqpq,o qg6xngbocno bu6.>0odogbo 3o0olroolr ts3 06ob 0ob$83$o6oq,r'rbo! otrnblgcg brju6or3gqrnb Jr6q,r0g6got-r 6ggqr$36gott 55-g OgQobr Cgr 56-C flgbqrob Jo63gq,o Jgbjgotr S3bsbs0oltqr brjc6or3gq>r'rt-r Jr6q,JAC6Oo {9bC6b: 1. 8ob.>6ts3$r.r6oq,rq9 oj63tJ 0oB63gqo ltjr6or3Sq,olr J;6q,r8g6gob g6rj6os ,,or.r3o!gg,:qro q.o30o36rggbob" $r6qr5o636oor 6rcn3sqnb$o6gbgq,o q6r.rgbooro b.:6.:Sodogbo JmAobooL fui06r, 6er0gq,o6 63otr$r3q,ob brgp6olro-gsBrqor6ob lr;0rqertxn.:6 qrr3r3Bo6g6oor 6r63ocor63bgq, 0o3q)c63bb. 2. brjrt6co3gqrob 3$q,$36gob qr6ergboon l-rr6rOcrdogbrn 3r.r0oboob 6gja6ob ltggd3gq,or brgqr6olrolr lrs8or$rp6rn dt63$gq,r'r6olr gdpq'3bo d36q,obor3ob 3UCpOU6,.Jq,o 8g06oq.o5gobob dg5qnb b$r$Ulrob 0rnbt-r6r qrr 3r'r0J$o.: "RMG"-olr Eog6 .:g6o06gq, ggt6ogo6orlcA rnj6rnl-r Ern0Jer3gbgq,o 0bb3og0l6gr0o$o b.:Og0rrnbob Brg,:6gbr. 3gqgg6oU.: qrr dg6qurr qrrg3ob lr0o6olrg6obs qrs JUqlOUF)Uqlo 0g633oq6gr.rboU qr43olr g6o36gq,o lt.:l6g6goll ts3brbr0olr orrbr8qrXbrnbolr Sot6orr 0b6oqs6 3.:6r'r6ob 03bsdq,cr qx6q393ob BrCOC6o. rj3qs6 6r0r.r6q9obr69, rq6oB6gqn tt3ocobob 09U$r3q,s Urbgq,O$ogrn qr,: U$cr.r6rqm3b6o3o o5rq,b,>Sr6obocotg glq6gbrqr 06oB36gqxn3r6or. 3. ltjs6or3Sqr.rb Jr6qr.:836$ob qr6rng6oon lrt6rOr'rdogbo 3rnOolroolr 6r0rnbr33q'33o br3ocnbos 3gq,ggt6obr qrr dX6qcos qrg3olr br0o6ob66r.rbr ar JUgOU6Uqm 0g833oqx63erbot_r g6r'r36gqn lr;.:636$r'rlr cDJEJAeCbmAob Jo6ot 6o3t6 lrrgqx6obo-grBrqorbotr lrsbrqrrntrcnr6 qr.:3r38ot63boor 6$br.r66ogqgbgqo jAgqmhbob, 0ro tsr.r6ob tl.:9qr6obo-grts.:qo$otl bbcqrnbrcn3olr JUqlOU6Uqlo 0g8gop69rn6ob dg6q,ot-r lr6r6gboU 0r'rbb6olrs qrr 3rn@J.:6or ,,RMG"-ob 0oXt6 b.:btqxnbg 6r6bot66o3qpbgqn brOgtsrrn3bolr br3oorbob tsgb$r3q,.:. 4. qr6r'r3boon br6s0odo3Qr.r 3o0otrob ggq',3br0<nlroq,gbob 3lqrrqr 6.:6otr:bq36r'rb 3 orgg. 5. qx6og6oon br6r0edo3fuo 3rnOobootr $gg6ors ts38rqr6g6q,rnb,: 6$olr,:tq3r6rnb 12 $X36ocn. 6. gb q.orq.o636oq,9bc r0ojE3q.oe3b Ooqgbobcnsbr3S. br jrt6or33q,rnb Jr6qr.:036gob cnr30aqrer6.:69 qr.:3oor SlrggrB3oqn
სტენოგრაფიული ჩანაწერი
საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 25 დეკემბრის რიგგარეშე სესიის სხდომა სხდომას თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მ.კობახიძე თავმჯდომარე. შემდეგ ჩვენ განვიხილავთ საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს, ეს გახლავთ „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივა, ქალბატონი ნინო გოგუაძე. გთხოვთ. ნ.გოგუაძე. დიდი მადლობა. დღეს ვფიქრობ, ჩართულია? დღეს ვფიქრობ, საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ვერ აცნობიერებს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის პრობლემა ცდება ქონებრივი, თუ მეცნიერული დავის ფარგლებს და მთელი სიგრძე-სიგანით გამოხატავს მთელი ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ხელისუფლების მორალურ და ფასეულობითი სისტემის საკითხს. საზოგადოების ერთი ნაწილი, საყდრისის დაცვის კომიტეტი მიიჩნევდა, რომ აუცილებელი იყო, რომ ოქროს მომპოვებელი კომპანია ანადგურებდა კულტურულ და ისტორიულ ძეგლს და რომ აუცილებელი იყო მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ ეს ასე არ არის და მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, კომპანიის მიერ სამუშაოების გაგრძელება. ეს იყო ძალიან ცივილიზებული და სამართლიანი მოთხოვნა. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, ამ ადამიანების მოთხოვნას უმაგრებდა მეცნიერული დასაბუთებული ვარაუდი და თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ საყდრისი წარმოადგენდა მრავალსაუკუნოვან, მრავალი საუკუნეების წინ წარმოადგენდა ოქროს საბადოს და ოქროს მაღაროს და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ეს არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული და კულტურული ძეგლია, არამედ იგი წარმოადგენს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურის ძეგლს. სამწუხაროდ თანამედროვე ცივილიზებულ საზოგადოებაში, თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოებში ბნელი ეპოქებისაგან და იმ საზოგადოებისგან განსხვავებით, სადაც ფუნდამენტალიზმია გაბატონებული, მეცნიერული არგუმენტული, არგუმენტირებული და ლოგიკური თვალსაზრისების გაბათილება ხდება მხოლოდ ასევე მეცნიერული, საფუძვლიანი კვლევების შედეგად არგუმენტებით, მეცნიერების მიერ მოპოვებული არგუმენტებით და მათი შეპირისპირებით. საქართველოში კი ასე არ მოხდა, საქართველოში ხელისუფლებამ საზოგადოების სრულიად სამართლიან და ცივილიზებულ მოთხოვნას დაუპირისპირა ძალა და მოხდა კულტურული ძეგლის აფეთქება. ჩვენი, „თავისუფალი დემოკრატების“ შეფასებით ეს იყო ხელისუფლების დანაშაული, ეს იყო ძალადობა საკუთრი ქვეყნის მოქალაქეებზე და ეს იყო ძალადობა საკუთარ ისტორიაზე და საკუთარ კულტურაზე. ემოციები არ ცხრება საზოგადოებაში, სანამ მომხდარს შესაბამისი სახელი არ დაერქმევა ემოციები არც ჩაქრება და საზოგადოება ვერ დაწყნარდება. აპროტესტებენ სტუდენტები, აპროტესტებენ არქეოლოგები, აპროტესტებენ გარემოს დამცველები, აპროტესტებს არასამთავრობო ორგანიზაცია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს მოუწოდა და შემოიტანა პეტიცია, რომ შექმნას საგამოძიებო კომისია. პარლამენტი ეს არის მთავარი პოლიტიკური ინსტიტუცია, სწორედ პარლამენტის ვალდებულებაა დააკმაყოფილოს საზოგადოების აბსოლუტურად საფუძვლიანი ინტერესი და შექმნას ასეთი კომისია, ამიტომ, ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ გამოვდივართ წინადადებით, რომ პარლამენტმა გამოიყენოს თავისი უფლება და შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გაარკვევს და ყველა მოვლენას დაარქმევს თავის სახელს და ამიტომ ვაყენებ თქვენს წინაშე, რომ კენჭი ვუყაროთ კომისიის, საგამოძიებო კომისიის მიზანშეწონილობის საკითხს და მე წავიკითხავ დადგენილებას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლისა და 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1.მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წარდგინებით გათვალისწინებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. 2.საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია საყდრისის სამთამადნო მრეწველობის უძველესი ძეგლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა და კომპანია „აერ- ემ-ჯის“ მიერ დაწეულ ტერიტორიაზე ოქროს მომპოვებელი მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამის თანამდებობის პირთა მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტები. აქედან გამომდინარე, აღნიშნული საკითხის შესწავლა სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანია. 3.საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს თანამდებობის პირთა მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების, მათ შორის საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნისა და კამპანია „აერ ემ ჯის“ მიერ საბადოზე განხორციელებული სამუშაოების საკითხი. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს 3 თვე, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა შემადგენლობა განისაზღვროს 12 წევრით. გმადლობთ. თავმჯდომარე. გმადლობთ, ქალბატონო ნინო. კითხვებია თქვენს მიმართ. გიორგი გაჩეჩილაძე. გ.გაჩეჩილაძე. დიდი მადლობა. ქალბატონო ნინო, პირველ რიგში ვაფიქსირებ, რომ მხარს გიჭერთ ამ კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა ჩემი თხოვნა არის ასეთი და მერე კითხვასაც დავსვამ, რომ არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ და მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობით რაც, რა თქმა უნდა, ბარბაროსობაა, ის აფეთქება, რაც მოხდა და ის უბედურება, არამედ დავამატოთ ამ საკითხებს ორი, ეკოლოგიური და პოლიტიკური საკითხები. ერთი, რაც შეეხება ეკოლოგიურ საკითხებს, მოგეხსენებათ რა უბედურება ტრიალებს ბოლნისის რაიონში იმ მძიმე ლითონებიდან გამომდინარე, რომლითაც იწამლება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და რომელიც მერე ნაყოფში გადადის და იქ ჯანმრთელობის რა მდგომარეობაა ეს ერთი და ეს გრძელდება წლების განმავლობაში, ამას არ დაესვა წერტილი უკვე, არ ვიცი, ათეული წლებია. მეორე, პოლიტიკური საკითხი. 2005 წელს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსულ კომპანიას გადასცა აი, ეს ობიექტი გაანთავისუფლა კანონის დარღვევით ისინი ყველა ეკოლოგიური, ასე ვთქვათ, დანაშაულისგან. 2010 წლის, 2012 წლის მარტში მიღებული იქნა კანონი, ჰქვია ამ კანონს შეთანხმება გარემოს დაცვის სფეროში, რომელიც არის, რომელიც იყო შინაარსით ინდულგენცია ბუნების მკვლელობაზე, რომელიც იძლეოდა საშუალებას, რომ გაენადგურებინათ ბუნება ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, თუ ფულს გადაიხდიდნენ და ერთ-ერთი სუბიექტი, რომელსაც ფული გადაახდევინეს ამაში, იყო სწორედ ეგ ობიექტი, ის რუსული კომპანია. საბედნიეროდ, მე პირადად საკონსტიტუციო სასამართლოთი გავაუქმებინე ეს კანონი, როგორც ანტიკონსტიტუციური და სხვათა შორის, ადამიანთა უფლებათა თავში დევს ის 37-ე მუხლი, რომლის საშუალებითაც ეს გაუქმდა, ეს ანტიკონსტიტუციური კანონი. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება თქვენდამი და კითხვაც, შესაძლებელია თუ არა, რომ აი, ამ თქვენი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში განხილული იყოს, როგორც ეკოლოგიური კატასტროფა, ამავე დროს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობები, რომელიც ეკისრება გარკვეულ პირებს და პარტიებს, რომლებმაც ეს დანაშაული, ასე ვთქვათ, სტიმულირება მისცეს ამ დანაშაულს. გმადლობთ. თავმჯდომარე. სერგო რატიანი. ს. რატიანი. ქალბატონო ნინო, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და საუბარი იყო იმაზე, რომ მიეცეს მთავრობას რეკომენდაცია, რათა შეჩერებულ იქნას ეს სამუშაოები და მეორე, მიეცეს რეკომენდაცია მთავრობას რათა ბრძანება, რომელითაც მოეხსნა ძეგლს სტატუსი ეს, ამ ბრძანების, ასე ვთქვათ, მოქმედება შეჩერდეს იქამდე, სანამ კომისია არ მიიღებს გადაწყვეტილებას და თუ შეიძლება გვითხარით, ჩვენი პოზიცია შევა თუ არა აქ, თქვენ დადგენილებაში, ესა და თუ არ შევა რატომ. გმადლობთ. თავმჯდომარე. აკაკი ბობოხიძე. ა. ბობოხიძე. ქალბატონო ნინო, მართალია, ბატონმა გიორგიმ იცრუა, როცა თქვა, რომ ჩვენ ვინმეს ლიცენზია უფასოდ მივეცით, ტყუილია ეს, რა თქმა უნდა. 110 მილიონი დოლარის გადახდა მოხდა ერთ-ერთი კომპანიის მიერ აღებულ ლიცენზიაში. მეორე კომპანიას უბრალოდ გაუგრძელდა, კი არ გაუგრძელდა, ბატონო გიორგი, 2014 წელს გასდიოდა და ეხლა სწორედ ახალმა ხელისუფლებამ გაუგრძელა, უპირებს რომ გაუგრძელოს ლიცენზია და თან უფასოდ, მაგრამ პირიქით, მე წინადადება შემომაქვს, ოღონდ ხმა მისცეს ბატონმა გიორგიმ და უმრავლესობის დიდმა ნაწილმა მაინც და ბარემ მოთხოვნაში ხომ არ ჩავამატოთ, რომ ამ კომისიამ შეისწავლოს, მათ შორის, აქ დღევანდელი ხელისუფლების შეცდომებთან თუ დანაშაულთან ერთად ის სისხლიან 9 წლიანი მმართველობის შედეგებიც. არ არის პრობლემა, ოღონდ ხმა მისცეს ამ კომისიის შექმნას უმრავლესობის უმრავლესობამ მაინც და ბატონი გიორგი რომ ხმას მისცემს. ამისთვის დიდი მადლობა, უკვე გავიგეთ. თავმჯდომარე. გიორგი გაჩეჩილაძე ითხოვს დაზუსტებას და შემდეგ უპასუხეთ. ნ. გოგუაძე. მე მგონი უნდა ვუპასუხო და მერე დააზუსტოს. გ. გაჩეჩილაძე. ბატონო კაკო, დაზუსტება მინდა, უბრალოდ და თან ბატონ კაკოსაც... თავმჯდომარე. ბოდიში, ბატონო გიორგი, ერთი წუთით. დაზუსტება ხდება, ბოდიშს ვიხდი, ჯერ უპასუხოს და... გ. გაჩეჩილაძე. აქ, ლიცენზიაზე არ არის ლაპარაკი, იმ დანაშაულებრივ კანონებზე ლაპარაკი, რომელიც თქვენმა, ბატონო კაკო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, რომლითაც თქვენ მკვლელობის ინდულგენცია დაუშვით საქართველოში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. ამაზეა ლაპარაკი და განთავისუფლებაზე კიდევ, იმ ცოდვებისაგან, რომელიც 2005 წელში გაანთავისუფლეთ თქვენ ეს ობიექტი, აი, ამაზეა ლაპარაკი. (ხმა ადგილიდან). თავმჯდომარე. ბოდიშს ვიხდი, უკაცრავად. გაეცით პასუხი, ქალბატონო ნინო. ნ. გოგუაძე. უკაცრავად, ბატონო გიორგი, დიდი პატივისცემის მიუხედავად, რეგლამენტი ითვალისწინებს საგამოძიებო კომისიის შექმნას მხოლოდ ფაქტზე. ასეთი ფაქტი არის ეხლა, რაც მოხდა და სწორედ ამ ფაქტზე ვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას. რაც თქვენ ბრძანეთ, ეს ცდება ამ ფაქტს. შეიძლება მოითხოვოთ სხვა კომისიის შექმნა და მე მხარს დაგიჭერთ. რაც შეეხება, ბატონო სერგო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და, რა თქმა უნდა, ჩვენ გეთანხმებით, რომ სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. მე მეტს გეტყვით, რომ ახალგაზრდა იურისტებმა პარასკევს შეიტანეს სარჩელი სასამართლოში და სარჩელის მიღებისთანავე უნდა შეჩერებულიყო სამუშაოები, მაგრამ ეს არ შეჩერდა და თუ გვინდა იქ რამე გადავარჩინოთ აუცილებელია, რომ სამუშაოები დაუყოვნებლივ შეჩერდეს, მაგრამ სწორედ ჩვენი კონსულტაციების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ და მე დღესაც იგივე აზრზე ვარ, რომ ეს ორი დადგენილება გავიდეს ცალ-ცალკე, რადგან უმრავლესობას ჰქონდეს არჩევანი. იქნებ მათ მხოლოდ კომისიის შექმნას დაუჭირონ მხარი, ან დაუჭიროთ თქვენ დადგენილებას, სადაც ორივე ეს ასახულია დადგენილების პროექტში. ბატონო კაკო, რა უნდა გიპასუხოთ, არ ვიცი. თავმჯდომარე. დაზუსტებები თუ სურთ? არ ითხოვს დაზუსტებას არავინ. შესაბამისად, შეგიძლიათ დაბრძანდეთ. კომიტეტებს თუ სურთ გამოსვლა? კომიტეტებიდან, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ივანე კიღურაძე ადგილიდან. ი. კიღურაძე. დიახ. შეიძლება ადგილიდან, არა? ახლა, ეს არის ისეთი, უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი. საზოგადოების დიდი ინტერესი სავსებით გასაგებია ამ პრობლემის მიმართ და მე, რომ გითხრათ გულახდილად, არ მესმის მაინც და მაინც ამ პრობლემის პოლიტიზირება და მიზანშეუწონლად მიმაჩნია. ეს ისეთი საკითხია, სადაც საბოლოო დასკვნა უნდა გამოიტანონ მეცნიერებმა (ხმა ადგილიდან). ბატონო? დიახ. ახლა, აქედან გამომდინარე, ჩვენმა კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორშაბათს დაინიშნოს საკომიტეტო მოსმენა საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის თაობაზე. დაბარებული გვყავს ბატონი მინისტრი. ვთხოვთ, რომ მობრძანდნენ სპეციალისტები, არქეოლოგები და, მე მგონი, ეს იქნებოდა ყველაზე უპრიანი, რომ ჩვენ დღეს ასეთი ღონისძიება ჩაგვეტარებინა. ვიწვევთ წარმომადგენლებს ოპოზიციიდან და ყველას მიეცემა საშუალება, რომ თავისი აზრი გამოთქვან და მოგვეცემა საშუალება, რომ მეცნიერების არგუმენტებსაც მოვუსმინოთ, მოვუსმინოთ, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. აი, ეს არის ჩემი წინადადება, რომ, იქნებ, აი, ჯერ, ჯერ ჩავატაროთ ეს საკომიტეტო მოსმენა და ზუსტად იქ გავარკვიოთ, რამდენად საჭიროა, რამდენად აუცილებელია საგამოძიებო კომიტეტის შექმნა. გმადლობთ. თავმჯდომარე. გმადლობთ. გია ცაგარეიშვილი, გარემოს დაცვის კომიტეტის სახელით ითხოვს გამოსვლას. კოლეგებო, გთავაზობთ, რომ სხდომა გავაგრძელოთ 9 სთ-მდე. გთხოვთ, თანხმობას. გმადლობთ. მიღებულია, გაგრძელებულია სხდომა 9 სთ-მდე. გ. ცაგარეიშვილი. მოგესალმებით. მე წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებას, „თავისუფალი დემოკრატების“, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით. უფრო დეტალურად შევეხები იმ მომენტებს, რომლებიც თვალში საცემია ჩვენთვის. პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ, ჩვენი აზრით, საყდრისის საბადოს აფეთქება განხორციელდა აბსოლუტურად უნებართვოდ და ამას ადასტურებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია და მე მაქვს აქ წერილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ტექნიკური სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოგზავნილი, მას ხელს აწერს სააგენტოს უფროსი ბატონი გრიგოლ კაკაურიძე. აქ აღნიშნულია, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ საყდრისის საბადოს N1 უბანზე სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა გაცემული არ ყოფილა. „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ გაცემული ნებართვის გარეშე სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისის საბადოს 1-ლ უბანზე განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოები, ჩვენი აზრით, უკანონოა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას ექვემდებარება აუცილებლად. „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით აღნიშნული სამართალდარღვევა ექვემდებარება ადმინისტრაციულ სასჯელს, რომელიც დამრღვევს არ ათავისუფლებს, სხვათა შორის, დარღვევის გამოსწორებისა და დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. მძიმე შედეგის დადგომის შემთხვევაში სამართალდარღვევა კვალიფიცირდება სისხლის სამართლის დანაშაულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლის მიხედვით - „ფეთქებადი მასალების გამოყენების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით. სამთო-მომპოვებელ საწარმოებში ბურღვა-აფეთქების სამუშაოებისა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია. საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, ინსპექციამ დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად, უნდა გასცეს ობიექტის ან მისი ცალკეული უბნის მუშაობის გაჩერების მოთხოვნის მიწერილობა, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ინფორმაცია უნდა გადასცეს და მისი შესრულება სთხოვოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს. ინსპექცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, პასუხისმგებელ პირთა მიმართ ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და დადგენილი წესით ასრულებს მას, საჭიროების შემთხვევაში კი მასალებს გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისთვის“. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აფეთქება და შესაბამისი სამუშაოები ამ აფეთქების შემდეგ წარმოებული ამ საბადოზე, დღესაც ხორციელდება კანონის დარღვევით. მე ხაზს გავუსვამ რამდენიმე მომენტს, რომელიც ჩვენი კანონმდებლობითაა ასევე გამყარებული, როცა ჩვენ სამთო-მოპოვებით სამუშაოებზე ვსაუბრობთ. კერძოდ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, აუქციონის გამოცხადებისა და შესაბამისი რესურსით სარგებლობის საკითხები რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონებით. აღნიშნული კანონების თანახმად, დადგენილია აუქციონის გამოცხადების პროცედურები, შესაბამისი სალიცენზიო პირობები და ყველა ის შემაკავებელი და აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც ეკისრება საქმიანობის განხორციელებით დაინტერესებულ პირს, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაინტერესებული პირი გამოვლინდება მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების აუქციონის გამოცხადების შემდგომ, რომელსაც აუქციონში გამარჯვებისას უფლება ეძლევა, განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა და ამავდროულად უდგინდება ვალდებულებები, მათ შორის, დაიცვას „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი და დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამუშაოები კულტურული, ხაზს ვუსვამ, კულტურული ან არქეოლოგიური ღირებულების ობიექტის გამოვლენის შემთხვევაში. ამასთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არ ეხება მხოლოდ ლიცენზიის მფლობელს, კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის ვალდებულებას, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისთვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ სახელმწიფო ორგანოებს... თავმჯდომარე. 5 წუთი დაუმატეთ ცაგარეიშვილს. გ. ცაგარეიშვილი. კი, ბატონო, დიდი მადლობა. ამგვარი პირობები არ იყო, რა თქმა უნდა, შესრულებული, დაკმაყოფილებული, ჩვენი აზრით, ჩვენი ფრაქციის აზრით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ, სულ მცირე, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი შეიძლება დაისვას ამ მიმართულებით. სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვეთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და ვფიქრობთ, რომ პარლამენტია სწორედ ის დაწესებულება, სადაც ასეთ მტკივნეულ საკითხებზე ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ. მე მოგახსენებთ ისეთ, კიდევ ერთ დეტალს, საკმაოდ მნიშვნელოვანს: ამ მონაკვეთზე მეწარმეს სამთო-მოპოვებითი სამუშაოების ლიცენზიის მოქმედების ვადა უმთავრდებოდა ამ წელს, 2015 წლის 1 იანვრამდე შეეძლო მას განეხორციელებინა ამ მიმართულებით სამთო-მოპოვებითი სამუშაოები. სწორედ აქედან გამომდინარე, რომ მას ვადა გასდიოდა, როგორც ჩანს, ვიღაცამ ჩათვალა საჭიროდ, რომ ასე, ღამის საათებში თუ შებინდებისას, მოეხდინათ იქ დამანგრეველი ძალის აფეთქება, შემდეგ შეეყვანათ შესაბამისი ტექნიკა და ფაქტიურად მიწასთან გაესწორებინათ ეს საბადო. მე ვისმენდი თანამდებობის პირების შეფასებებს ამ დღეების მანძილზე. ყველა ერთხმად ამბობს, რომ თუ იქ იქნება აღმოჩენილი რაიმე სახის არქეოლოგიური ღირებულების მქონე ელემენტი, ყველაფერი ეს შესაბამისი წესით იქნება გადატანილი სამუზეუმო სივრცეებში ანუ ამით ისინი ცალსახად აღიარებენ იმას, რომ დიახაც, ამ ობიექტს ჰქონდა, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ისტორიული, არქეოლოგიური თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა მოხად ის რაც მოხდა მე... თავმჯდომარე. დაასრულოს წინადადება. გ. ცაგარეიშვილი. მე ეხლა მივმართავ ჩემ კოლეგებს, რა თქმა უნდა, ყველას ერთად და განსაკუთრებით კოლეგებს უმრავლესობიდან, თქვენ და მეც მათ შორის ძალიან არ მოგვწონდა, როცა აქ, ამ ადგილზე თავის დროზე ხელისუფლება, წინა ხელისუფლება „ ნაციონალური მოძრაობა“ აფეთქებდა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ობელისკს. არ მოგვწონდა ბაგრატის ტაძარზე წარმოებული სამუშაოები, კიდევ შეიძლება ბევრი რამ არ მოგვწონდა, ამას ჩვენ ვასაჩივრებდით, ვაპროტესტებდით. მე არ მინდა ეხლა ასეთი პარალელები გავავლო და წავიდე. დავასრულებ ფრაზას, თუ შეიძლება. გავავლო უფრო შორს მიმავალი პარალელები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია, თქვენი თანამონაწილეობა, რა თქმა უნდა, ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში გარანტირებული იქნება რეგლამენტით და კონსტიტუციით და გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ კომისიის შექმნას და ნათელი მოეფინოს ყველა იმ საკითხს, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და ორშაბათის შეკრება ხელს არ უშლის, მე ვფიქრობ, ამ საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილებაზე მსჯელობას დღეს აქ და დადებით გადაწყვეტილების მიღებას. გმადლობთ. თავმჯდომარე. გმადლობთ, სხვა გამომსვლელები კომიტეტებიდან თუ არიან, არ არიან, ჩაწერილი არიან გამომსვლელები, ცალკეული დეპუტატები, პავლე კუბლაშვილი. პ. კუბლაშვილი. დიდი მადლობა, კოლეგებს, მე ვფიქრობ, რომ საკითხს, რომელსაც ვიხილავთ, არის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველამ გადაწყვეტილება ერთად უნდა მივიღოთ, სწორედ ამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მით უფრო, რომ ის საკითხი რომელზეც ჩვენ ვმსჯელობთ, რამოდენიმე თვის განმავლობაში, წელიწადის განმავლობაში თითქმის იყო მსჯელობის, განხილვის საგანი, შემდეგ უცებ მოხდა გადაწყვეტილებების მიღება კულტურის მინისტრის მხრიდან, შესაბამისი, ასე ვთქვათ, პროცედურების ძალიან სწრაფი გავლით, რამაც საზოგადოებაში შესაბამისი რეაქცია გამოიწვია და დღეს ვართ ისეთი რეალობის წინაშე, როდესაც ძალიან ბევრი კითხვა, ამ კითხვებზე პასუხები უნდა გაეცეს, ამ კითხვებზე პასუხი უნდა ჰქონდეს კულტურის სამინისტროს, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხი ამ ეტაპისთვის არ ჩანს. როდესაც კონკრეტული კითხვა ისმევა, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება საყდრისის აფეთქებასთან დაკავშირებით, ამაზე პასუხი არ არის, კუტურის მინისტრი გვეუბნება, რომ მას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია, ყველა სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ამაში იყო ჩართული ამბობს, რომ მათ ეს გადაწყვეტილება არ მიუღია. საბოლო ჯამში ასე გამოდის, რომ გეგონება თავსით აფეთქდა ეს ყველაფერი და არავის პასუხისმგებლობა არა აქვს. როდესაც ჩვენ შესაბამისი კომიტეტი აქ გვეუბნება, რომ ორშაბათს იქნება შეხვედრ, მოვა კულტურის მინისტრი, თბილისში გაიმართება და მე არ მჯერა ბოლომდე ამ შემოთავაზების რეალურობის იმიტომ, რომ თუ მართლა უნდოდა კომიტეტს გარკვეულიყო ამ საკითხში, თუ მართლა უნდოდა, რომ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები ყოფილიყო გაცემული, ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ კვირაში, შეიძლებოდა ქუთაისში სადაც კულტურის მინისტრიც მობრძანდებოდა, ჩვენც ყველანი ერთად მივიღებდით მონაწილეობას ამ საკომიტეტო განხილვაში და თუ კითხვის ნიშნები დარჩებოდა, შემდეგ იმსჯელებდა უკვე პარლამენტი კომისიის შექმნის ან არ შექმნის საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ კომიტეტმა, როგორც ჩანს, ეს ვადა გაუშვა შეგნებულად ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ორშაბათს რაიმე ფორმით საპარლამენტო კომიტეტზე ამ საკითხის განხილვა არ იქნება ეფექტური. გარდა ამისა ჩვენ უკვე გვაქვს სამწუხარო მაგალითები, როდესაც მინისტრების დამოკიდებულება პარლამენტის მიმართ და მათი ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ ძალიან ზერელეა და ამას პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ უმრავლესობა უნდა უფრთხილდებოდეს ასეთი პრეცედენტების შექმნას, ჩვენ გვაქვს მაგალითი, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი 9 თვის განმავლობაში არ მოდის. გვაქვს მაგალით, როდესაც თავდაცვის მინისტრთან მიმართებაში იყო კითხვები და მან უარი განაცხადა მოსვლაზე აქ, კომიტეტზე არ არის საუბარი, მანამდე იყო სურვილი და ჩვენგან იყო შეთავაზება, რომ კულტურის მინისტრი მობრძანებულიყო, კითხვებზე პასუხი გაეცა და ამაზეც უარი მივიღეთ, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის სწორედ კომისიის შექმნა, რომელიც ყველა ამ კითხვაზე გასცემს პასუხს... თავმჯდომარე. წინადადება დაასრულებინეთ და გთხოვთ, რომ 3 წუთში ჩაეტიოთ. პ. კუბლაშვილი. ჩავეტიე, გმადლობთ. თავმჯდომარე. გმადლობთ. მარიამ საჯაია. მ. საჯაია. გმადლობთ, საყდრისის სტატუსი არ არის ის საკითხი, რომელზეც დავა ერთი და ორი კვირაა დაიწყო და ის არ არის ის თემა და ის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ერთი, რომელიმე უწყების ან ერთი რომელიმე პიროვნების გადაცდომასთან, როდესაც ვინმემ თავხედურად მიიღო გადაწყვეტილება ძეგლის სტატუსის მოხსნაზე. აქ არის ძალიან კონკრეტული სქემა, ძალიან გათვლილი სქემა, რომელშიც არა მხოლოდ კომპანია არენჯი, არამედ კულტურის სამინისტრო, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი, მაშინ, როდა იგი პრემიერ-მინისტრი იყო და ახლა, როცა იგი პრემიერ-მინისტრი აღარ არის, მისი პირადი იურისტი, რომელიც შემდეგ უკვე იყო საქართველოს მთავარი პროკურორი და ახლა წარმოადგენს არენჯის ინტერესებს და ასევე მასთან დაახლოებული პირები, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ასევე ღარიბაშვილთან დაახლოებული პირები იკვეთებიან ამ სქემაში. სტატუსი საყდრის-ყაჩაღიანის კულტურული ძეგლის სტატუსი, მას მიენიჭა 2006 წელს, როგორც იცით ამის შემდეგ გაიცა ლიცენზია და მე წაგიკითხავთ ამონარიდს იმ აუქციონიდან, რა პირობით გაიცა ეს ლიცენზია, რომ იგი არ მოიცავდა საყდრისის საბადოს, ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ანუ, როდესაც კომპანია არენჯი იწყებდა ამ მოქმედებებს, მას არ შეიძლება ბიზნეს-გათვლა ჰქონოდა იმ ოქროს საბადოზე, რომელიც არის ყაჩაღიანის ტერიტორიაზე. ამასთანავე ამის შემდეგ, როდის დაიწყო საერთოდ საყდრისის სტატუსთან დაკავშირებით განხილვა, პირველი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, მთელი 2006 წლიდან მოყოლებული, არავის გახსენებია საყრდნისი, დიახ, ბატონებო, იმიტომ, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, საფრთხე დაემუქრა მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს კუტურის სამინისტროში გაგზავნა წერილი, რომლითაც კულტურის სამინისტრომ მას მოსთხოვა, რომ შესაბამისი ზომები მიეღო საყდრისის სტატუსთან დაკავშირებით და რა იყო ეს შესაბამისი ზომები. ეს იყო, რომ კულტურის სამინისტრომ შექმნა ერთი კომისია, მეორე კომისია, დაშალა პირველი კომისია იმიტომ, რომ არ მოეწონა მისი დასკვნა, შექმნა მეორე კომისია, რომელმაც მისთვის სასურველი დასკვნა დადო და საბოლოოდ მივიღეთ, რომ მოეხსნა უძრავი ძეგლის სტატუსი საყდრისს და ამის შემდეგ იყო სასამართლო, პროცესი იყო სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო მოსაწონი ამ მთავრობისთვის, ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ, რომ მინისტრმა გიორგაძემ ახლა უკვე ხელახლა გამოსცა ბრძანება, რომელიც იყო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ აბსოლუტურად უკანონო, იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულებები და ამის გამო აუცილებელია შეიქმნას კომისია. ჩვენ მივიღებთ, რომ საყდრისის გარეშე ვრჩებით, წარსულის გარეშე ვრჩებით, მომავლის გარეშე განადგურდება ჯერ კიდევ უცნობი ჩვენი მომავლა, ჩვენი ისტორია განადგურდება და შესაბამისად მომავალი უკვდება ამ რეგიონს და... თავმჯდომარე. გიორგი კანდელაკი. გ. კანდელაკი. დიდი მადლობა, დღევანდელ პრობლემას აქვს კონკრეტული სახელი და გვარი და ეს სახელი და გვარი არ არის კომპანია არენჯის, რომელიღაც დირექტორი, ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ის, რაც ხდება საყდრისის გარშემო არის, კარგი მაგალითი იმისა, თუ რისთვის მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის სათავეში და რა უნდა საერთოდ ამ კაცს და იმას, რაც ერთ-ერთი მიზანი, რისი მიღწევაც უნდა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი ყველას ხარჯზე, ასევე აქვს სახელი, ეს არის ფული იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში იმის მაგივრად, რომ დაეხარჯა საკუთარი სახსრები ისევე, როგორც დაპირდა ხალხს, იგი აკეთებს ფულს და საყდრისი არის ერთ-ერთი მაგალით ამ ყველაფრისა ის, რომ საყდრისი არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი, მტკიცდება მტკიცებულებათა აურაცხელი რაოდენობით. პირველ რიგში, მოგეხსენებათ, რომ ბატონი კბილაშვილი და სწორედ პირველი მოძრაობები ძეგლის სტატუსის მოხსნისათვის დაიწყო მისი მზეობის პერიოდში და ეხლა, ესეც ალბათ სიმბოლურია, რომ ბატონი კბილაშვილი შევარდნაძის ჭაობის ერთ-ერთი სიმბოლო, ბატონ ბალუაშვილთან ერთად, პროკურატურის რეფორმას ახორციელებს, თურმე სწორედ მან დაიწყო პირველი მოძრაობები. კომპანია არენჯის ... არის დიდი რაოდენობა ივანიშვილთან დაკავშირებული ადამინებისა მე-9 არხიდან, ქართუდან და ა.შ. ამ ადამიანებმა დააორგანიზეს, რომ იმ ვითომ მეცნიერების კომისიას, რომელმაც დადებითი დასკვნა გასცა პირდაპირ ... „ერენჯი,“ აფინანსებდა და ასევე მრავალი სხვა მტკიცებულება, რომელიც რამდენჯერმე ნაციონალურმა მოძრაობამ გამოაქვეყნა და ამ კომისიის შესწავლის საგანი, ცხადია უნდა იყოს სწორედ ეს მტკიცებულებები. როცა თავის დროზე ამ კომპანიამ მიიღო ოქროს მოპოვების ლიცენზია , თავის დროზე, რამდენიმე წლის წინ, ამ ლიცენზიაში არაფერი, არც საყდრისის შესახებ, არც მიმდებარე ტერიტორიის შესახებ, საერთოდ არ იყო ნახსენებიც კი. შესაბამისად ,ეს კომპანია ვერც გაითვალისწინებდა და არც გაუთვალისწინებიათ საკუთარ ბიზნეს გეგმაში, აი, ამ ტერიტორიის დამუშავება და ასე ვთქვათ, არანაირი ბრმა, იმას შორის დაამუშავებდა თუ არა საყდრისის ტერიტორიას და დაუშვათ მეტი ადამიანი მუშაობდა თუ ნაკლები, ამ კომპანიაში დასაქმდებოდა ადგილობრივი მოსახლეობა, არ არსებობდა. ის საერთოდ არ არსებობდა, ეს ყველაფერი გაჩნდა ბიძინა ივანიშვილის, პრემიერობის პერიოდში. ასე, რომ აუცილებელია ამ კომისიის შექმნა და ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახავთ, თუ სინამდვილეში, რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში. დიდი მადლობა. თავმჯდომარე. სერგო რატიანი. ს. რატიანი. დღეს, ჩვენს წინაშე, არის ორი ძირითადი ამოცანა, პირველი ამოცანა არის საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისათვის, რომ გავარკვიოთ რა ხდება, ამ მიმართულებით რა დანაშაული არის ჩადენილი, საერთოდ, რა მოხდა. მეორე, მნიშვნელოვანი ამოცანა, არის შევაჩეროთ, ის ნგრევა, ამ ძეგლის ნგრევა, რომელიც დღეს მიმდინარეობს , ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულად გადავწყვიტეთ, რომ ორივე საკითხი არ ჩაგვედო ერთ დადგენილებაში, იმისათვის, რომ უმრავლესობა, არ ყოფილიყო შეზღუდული და ერთი გადაწყვეტილება მაინც გასულიყო, ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ ამჯერად ამ დადგენილებაში არის კომისიის შექმნა, აქ ასე ვთქვათ არა გვაქვს გათვალისწინებული შეჩერება, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ ამ ასე ვთქვათ დადგენილებას, მხარი დაუჭიროთ კომისიის შექმნას, რომ მარტივი რაღაცა გაიგოთ ,თქვე, უმრავლესობამ, ჩვენ ვიცით, უმრავლესობამ გაარკვიოს რა ხდება მთავრობაში. რა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ეს ან საერთოდ მოუხსნათ მთავრობას ის პრობლემა რომ დღეს ნახევარი საქართველო თუ არა ასე ვთქვათ ძალიან დიდი ნაწილი ნამდვილად მიიჩნევს, რომ ჩადენილი, არის დანაშაული ქართული კულტურული ძეგლის მიმართ. გმადლობთ. თავმჯდომარე. თამარ კორძაია. თ. კორძაია. მოგესალმებით, ვისაუბრებ მხოლოდ ფაქტებზე, 2014 წლის 12 დეკემბერს, სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა 5 სამართლებრივი აქტი, რომელიც თავის მხრივ წარმოშობდა იურიდიული მნიშვნელობის შედეგებს. ამ საკითხზე დისკუსიების დროს, პირველი არგუმენტი სამინისტროს მხრიდან იყო ის, რომ რა, ჩვენ კანონი გვიკრძალავს თუ არა 5 აქტის მიღებას ერთ დღეში. რა თქმა უნდა, კანონი, ამას პირდაპირ არ კრძალავს, მაგრამ ადამიანმა, რომელმაც იცის ადმინისტრაციული სამართლის ანბანი, იცის, რომ 5 სამართლებრივი აქტის ერთ დღეში მიღება სხვადასხვა უწყებების მიერ, მათი გადაგზავნა და გადმოგზავნა პრაქტიკულად შეუძლებელია კანონდარღვევის გარეშე. ეხლა, რა კანონდარღვევებზე, ედავებიან სამინისტროს და სააგენტოს. პირველი ის, რომ განცხადებით „აერემჯიგოლს“ არ ჰქონდა მოთხოვნილი ძეგლის სტატუსის მოთხოვნა. და ის გასცდა სამინისტრო უფლებამოსილებას და მოუხსნა ძეგლის სტატუსი საყდრისს. გარდა ამისა, ედავებიან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კანონის მე-13 მუხლის დარღვევაში. ედავებიან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კანონის მე-17 მუხლის დარღვევაში. ედავებიან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 96-ე მუხლების დარღვევაში, რაც მნიშვნელოვან პროცესუალურ გარანტიებს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, ასევე იცის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, გადაწყვეტილების მიღების დროს, არ გაითვალისწინა, ის ფაქტები, რომ სასამართლოში ამ საკითხზე მიმდინარეობს დავები. არ გაითვალისწინა, ის გარემოება, რომ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ყველა ამ გარემოების შესწავლის და გაანალიზების გარეშე ..., დაინტერესებული პირების მონაწილეობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომაც დღეს კიდევ არის საჩივარი შეტანილი. ამ დარღვევების ფონზე დავების ფონზე, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ დარჩება ზედამხედველის როლში, ის უნდა გახდეს პროცესის მონაწილე და სწორედ, ამ კომისიის მეშვეობით შექმნას მეტი გამჭვირვალობის და კანონის დაცვის გარანტიები. დიდი მადლობა. თავმჯდომარე. ჩიორა თაქთაქიშვილი. ჩ. თაქთაქიშვილი. გმადლობთ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის რეგლამენტში და საქართველოს კონსტიტუციაში, არსებული დებულებები არაფერს არ ნიშნავს, კონკრეტულად დებულებები, იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტს აქვს უფლება და ზოგიერთ შემთხვევაში ეს ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებაც არის, რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისია, როდესაც ვხედავთ, რომ სახელმწიფო უწყებები ჩადიან დანაშაულს და არ არსებობს ამ დანაშაულის გამოძიების ეფექტური მექანიზმი და საშუალება ქვეყანაში. ფაქტი არის, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტი, უარს ამბობს უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. გაგახსენებთ ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებას და საგამოძიებო სტრუქტურების უმოქმედობას, გაგახსენებთ შალვა თათუხაშვილის წამების ფაქტს, რაზეც ასევე არაფერს არ აკეთებდა საგამოძიებო სტრუქტურები, გაგახსენებთ არა ერთ სხვა ფაქტს, ყველა შემთხვევაში პარლამენტმა გადაწყვიტა გაეზიარებინა ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მათ მთავრობას ამ მნიშვნელოვან საქმეებში ეკისრებათ. დღესაც არის ასეთი მომენტი, როდესაც ან პარლამენტი თვითონ უნდა ჩაერთოს იმ დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც მოქმედებს საყდრის ყაჩაღიანთან დაკავშირებით. ამ დანაშაულის სქემაში გაერთიანებული არის აბსოლუტურად ყველა შესაბამისი უწყება, კულტურის სამინისტრო, მთავრობა, შუშის სასახლეში მოთავსებული რეალური მმართველი საქართველოსი, პროკურატურაც ჩართული არის. ამ ყველაფერში, რამდენადაც დაწყებული არის გარკვეული მიმართულებით გამოძიება, თუმცა არაფერი არ კეთდება, სისხლის სამართლის კოდექსიც კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება, არის ისეთივე დანაშაული, როგორიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, მე პირადად ვწუხვარ, რომ სანქციები, ძალიან მსუბუქი არის ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დანაშაული საქართველოს ისტორიის წინაშე და არა მარტო საქართველოს ისტორიის წინაშე და ასევე ევროპის ისტორიის წინაშე იმიტომ, რომ თუკი მეცნიერების მოსაზრებები და ფაქტებით გამყარებული მოსაზრებები არის სწორი და სანდო, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს ისტორიული და ევროპისთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე კულტურული ძეგლის განადგურებასთან. საინტერესო არის, რომ აი, ამ ყველაფერში ჩვენ ბოლო დღეებში ვხედავთ არგუმენტებს, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოსახლეობის შეჭირვებულ, ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ შეიძლება ადამიანი უმუშევრები დარჩნენ, ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ მიჩნდება კითხვა იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ სწორი, ეკონომიკური პოლიტიკა განახორციელოს, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, მთავრობის პოზიცია და გადაწყვეტილება არის, რომ ამ ადამიანების დასაქმების ერთადერთი გზა არის ჩვენი ისტორიის განადგურება და ამ ადამიანების და მათი შვილების ისტორიის განადგურება. აი, ასეთი რამ დაუშვებელი არის, მიმაჩნია, რომ კომისია, აუცილებლად უნდა შეიქმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ ამოვიღოთ კონსტიტუციიდან საგამოძიებო .... თავმჯდომარე. ზურაბ ჯაფარიძე. ზ. ჯაფარიძე. მადლობა. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ პარლამენტმა გაარკვიოს, საქმე გვაქვს თუ არა არქეოლოგიურ ძეგლთან, ან არის თუ არა ის, ზოგადად, არქეოლოგიური ძეგლი, თუ არ არის, საქმე არის იმაში, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ძალიან მაღალი ალბათობა, რომ ამ საქმეში არსებობდეს კონკრეტულად ივანიშვილის ინტერესები. რამდენიმე მათგანს მხოლოდ ჩამოვთვლი: 2013 წლის 2 მაისს, სწორედ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საყდრის-ყაჩაღიანის საკითხის განხილვა დაავალა სწორედ ივანიშვილმა, როდესაც იყო პრემიერ-მინისტრი. კომპანიის მენეჯმენტში ამჟამადაც მონაწილეობენ ადამიანები, რომელსაც კავშირი აქვთ მანამდე ივანიშვილის სხვა კომპანიებთან, კერძოდ, მე-9 არხთან, ასეთი არის ვინმე ბატონი ბალანჩივაძე და კომპანიის ინტერესებს დღესაც წარმოადგენს ბატონი კბილაშვილი, რომლის კავშირებიც ივანიშვილთან ყველასთვის ნათელია. გარდა ამისა ............. უბრალოდ, რომ გავიაროთ რა მოხდა 2014 წლის 12 დეკემბერს, 2014 წლის 12 დეკემბერს, „არ-ემ-ჯიმ“ შეიტანა განაცხადი სამინისტროში, სამინისტრომ გადაუგზავნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს , სააგენტომ მოიწვია კომისია, კომისია შეიკრიბა, მიიღო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შემდეგ მობრძანდა ბრძანება, რომლის საფუძველზეც შემდეგ მინისტრმა მოამზადა და გამოსცა მინისტრის ბრძანება და „არემჯი“ არ დაელოდა ამის შემდეგ სასამართლოში გასაჩივრების ვადებს და შემდეგ, მეორე დღესვე დაიწყო აფეთქებები. სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივია, მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში უკვე 2 წელია ყველაფერი არის გაჩერებული, როდესაც ყველა პროექტი სცდება ვადებს და ვერც ერთი პროექტი ვერ სრულდება დადგენილ ვადებში, როდესაც ყველა შეწუხებულია, როგორც ქვეყნის მოქალაქეები, ისე უცხოელები, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ იმით, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფო სტრუქტურებში არის უკიდურესად გაჯანჯლებული ერთადერთი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში, ვისაც შეეძლო ასეთი გადაწყვეტილების მიღება და ერთ დღეში აღსრულება, ეს არის ივანიშვილი. აქ იყო განცხადებები, რომ როგორც ჩანს, ვიღაცას აქვს რაღაცა ინტერესი, არანაირი- ვიღაცას აქვს რაღაცა ინტერესი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს ხელეწიფებოდა არის ივანიშვილი. ქალბატონი თინასი არ იყოს, „მაესტრო“ ვიღაცამ წაიღოო. ვიღაცამ არა, ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომ არის საჭირო ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ მათ შორის შესწავლილი იქნას რამდენად არის იქ ივანიშვილის ინტერესები და თუ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას ეს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება კიდევ ერთი გამარჯვება ივანიშვილისა ამ პარლამენტზე. დიდი მადლობა. თავმჯდომარე. გმადლობთ. ხათუნა გოგორიშვილი. ხ. გოგორიშვილი. გმადლობთ. დავიწყებ იმით, რომ ქალბატონო ნინო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ, რა თქმა უნდა, თქვენს მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტს საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. რატომ მაინც საგამოძიებო კომისია, რატომ გახდა ამის აუცილებლობა, უბრალოდ, ეს არის პარლამენტის მოვალეობა, გამომდინარე იმ მოვლენებიდან, რაც განვითარდა იმიტომ, რომ არანაირი საგამოძიებო კომისია არ იქნებოდა საჭირო, მთავრობას მიეღო ადეკვატური ზომები და დროულად შეეჩერებინა ის პროცესები და ის, პირდაპირ ვიტყვი, ვანდალიზმი, რაც მიდის საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ ეს თურმე არის რაღაცა ცარიელი ორმო, პრემიერ-მინისტრის განცხადება და ეს არის გადამეტებული, აქ რაიმე ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბარი, ყველაფერი გახდა ნათელი, მთელმა საქართველომ ძალიან კარგად იცის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გამარჯვებას და ნახვამდის არ ამბობს ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე, ასე, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ეს არის ცარიელი ორმო, არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, შეიძლება, ზოგადად, წარმოაჩინო, რომ ეს არის ცარიელი ორმო, ოღონდ ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ნათესავებისთვის, ეს ორმო ფულით სავსეა და ეს არის მთავარი არგუმენტი, რატომაც ეს ყველაფერი ხდება. ამიტომ, რადგან მთავრობას ასეთი პოზიცია აქვს, ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც რჩება, რომ პარლამენტმა განახორციელოს გარკვეული ზეწოლა და ამის შედეგად შეჩერდეს და ელემენტარულად გავიგოთ, რა მოხდა. რატომ ხდება ის, რომ ფეთქდება და ამ დროს არავის განკარგულება , თურმე გაცემული არა აქვს და ეს ყველაფერი ზეპირსიტყვიერად ხდება. რატომ ხდება, რომ კომისიის წევრები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას სტატუსის მოხსნის შესახებ, შემდეგ კულტურის სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან. ხდება, რომ კულტურის მინისტრი მაქსიმალურად თავს არიდებს პასუხების გაცემას და პარლამენტში, არც ერთ მოწვევაზე არ მოდის, ჩვენ ამ კვირაში გვყავდა ის სწორედ მოწვეული და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ორშაბათს კომიტეტის სხდომაზე მოვიდეს, ძალიან ბევრი შეკითხვაა და არა მარტო შეკითხვა, არამედ ყველაფერზე ამაზე პასუხი გასაცემია და პასუხი სიტყვიერად კი არ არის გასაცემი, ყველამ თავის ქმედებებზე უნდა გასცეს პასუხი და ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც „არენჯიში“, ამ კომპანიაში შეიცვალა მენეჯმენტი და ამ მენეჯმენტში მოვიდნენ ახალი ადამიანები, რომლებიც ივანიშვილ-ღარიბაშვილთან დაახლოებული პირები არიან და სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ეს ყველაფერი და ამის შემდეგ დადგა ეს პრობლემა. ასე, რომ გამოსავალი არის ერთადერთი, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ საგამოძიებო კომისიამ მინიმუმ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული და მე მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ ამ გადაწყვეტილებას, მინიმუმ 3 თვე იქნება განსაზღვრული ვადა მუშაობისა, ამ 3 თვის განმავლობაში, მე მესმის ხოლმე ძალიან ხშირად, რომ იქ აღარაფერი აღარ არის დარჩენილი და რაღაზე არის საუბარი, მინდა გითხრათ, რომ დანამდვილებით მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ საყდრისის თემაზე, ისინი ამტკიცებენ, რომ შესწავლილი ძალიან მცირე ნაწილია და ძალიან ბევრი ჯერ კიდევ შესასწავლია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე, რომელიც არ შეიძლება ასე ხელაღებით გავანიავოთ და ერთადერთ რამეს შეგახსენებთ, მეგობრებო, რამდენიმე კვირის წინ ... თავმჯდომარე. დაასრულოს წინადადება. გოგორიშვილს ჩაურთეთ. ხ. გოგორიშვილი. რამდენიმე კვირის წინ, საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა, საქართველოს პატრიარქმა განაცხადა, რომ ყველამ, ვინც იყო ჩარეული საყდრისის აფეთქებაში, პასუხი უნდა აგოს და პატრიარქის მიერ პატივისცემა მარტო განსაკუთრებით დღევანდელ დღეს მილოცვებით კი არ გამოიხატება, არამედ გამოიხატება იმითი, რომ მის რჩევას პატივი ვცეთ და გავიზიაროთ. გმადლობთ. თავმჯდომარე. გმადლობთ. დასრულდა გამომსვლელების რაოდენობა. ბატონი შოთა ხაბარელი ითხოვს, უბრალოდ აქ ხდება ხოლმე ჩაწერა და თუ გნებავთ, ფრაქციის დროით ისარგებლეთ რაღაც ნაწილი. სამდივნოში ხდება ხოლმე, ბატონო შოთა, წინასწარ ხდება განცხადება გამომსვლელების, ასე ვთქვათ და ამიტომ ფრაქციას დრო აქვს და შეგიძლიათ ფრაქციის დროით ისარგებლოთ. შ. ხაბარელი. კი, ბატონო. კარგით. თავმჯდომარე. მთლიანად იყენებთ ფრაქციის დროს? არა, ხომ. შ. ხაბარელი. არა, არა. მთლიანად არა, თავმჯდომარე. 3 წუთი ალბათ, 3 წუთი. შ. ხაბარელი. კი, კარგით. დიდი მადლობა, ქალბატონო მანანა. ნამდვილად, მტკივნეული თემა არის საყდრისის თემა, ამაში ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ყველაფერი ის, რაც აქ ხდება, ნამდვილად არ არის ამ ბატონებისგან დაკავშირებული საყდრისთან, მათ აინტერესებთ თავისი პირადი პოლიტიკური ინტერესები, მე ეხლა, რამდენიმე ყველა თითქმის მწყობრში ერთნაირად გამოდიან და მარტო ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ. აქ არის ზუსტად, მათ როგორც აქამდე არ აინტერესებდათ საქართველოს ბედ-იღბალი და მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, დღესაც დაამტკიცეს, მარტო მიმართული არის მაგათი ქმედება აგიტაციაზე, იმ დემაგოგიაზე, რომელიც მათ აგებული ჰქონდათ 9 წლის განმავლობაში, დღესაც მაგის მომსწრენი ვართ ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა იქნეს გამოძიებული ის ქმედებები თუ არის არასწორად ჩადენილი საყდრისთან მიმართებაში, მაგრამ არსებობს შესაბამისი ორგანოები, არსებობს კომიტეტი, რომელიც ორშაბათს არის მოწვეული, თავისთავად ცხადია, ძალიან ბევრი რამ გაირკვევა, საზოგადოება გაიგებს ყველაფერ სიმართლეს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამ ადამიანების ქმედება არაფერში, არაფერთან არ არის დაკავშირებული, ეს არის სიცრუე, სიცრუეზე აგებული მათი ქმედება და არავის არ სჯერა, მეგობრებო, თქვენი, დამიჯერეთ, საქართველოში, არც ერთ ადამიანს. დიდი მადლობა. თავმჯდომარე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ დანარჩენ დროს გამოიყენებს გია ვოლსკი. გ. ვოლსკი. გარკვეული საკითხები, რომელიც დღეს წამოიჭრა, რასაკვირველია, არ შეიძლება არ აღელვებდეს თითოეულ ადამიანს, ყველას, მთელ საქართველოს, საზოგადოებას და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რასთანა გვაქვს დღეს საქმე. დეტალურად გაანალიზა ეს ვითარება მეცნიერთა ჯგუფმა, გარკვეული ჰიპოთეზა არსებობს, თავისი პოზიცია არსებობს და არსებობს მეორე ჯგუფი, არანაკლებ ავტორიტეტული, ნუ, შევაჯიბრებთ, რომელი უფრო ავტორიტეტულია და არსებობს სასამართლოში შეტანილი სარჩელები. არსებობს ასევე ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება კულტურის სამინისტროსი, ძალიან სერიოზული, იმდენად, რამდენადაც შეგვიძლია გავეცნოთ მათ მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით. იმედია, ამის საშუალება მალე გვექნება, თუ როგორ უნდა მოხდეს საერთოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და მათ შორის საყდრისის ვითარების შესწავლა დეტალური ანალიზი გაკეთებული აქვს და ხშირ შემთხვევაში ეს მოსაზრებები საწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია. ეხლა, აქ პირდაპირ გვეუბნებიან გამომსვლელები, ჩვენი ოპონენტები, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს და ბრალი უკვე წაუყენეს, გადაწყვეტილება უკვე მიიღეს, რომ ეს არის და არც მეტი და არც ნაკლები, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიზნესინტერესები და სულ დაავიწყდათ, ვისი ბიზნესინტერესები იყო საერთოდ აქ ჩადებული და დღეს რა როლი აქვს იმ ჯგუფს, რომელსაც ადრე ჰქონდა ინტერესი. აქედან გამომდინარე, საკითხთა აი, ეს ერთობლიობა, რომელსაც დღეს ჩვენ გავეცანით ჩვენი ოპონენტების მხრიდან და იყო ხმამაღალი განცხადებები, აბსოლუტურად კავშირში არ არის სურვილთან, რეალურად შეაფასოს საერთოდ რა მდგომარეობაა საქართველოში ამასთან დაკავშირებით და საერთოდ გვაქვს თუ არა, აქვთ თუ არა მორალური უფლება, საერთოდ, ამ თემაზე ისაუბრონ. რასაკვირველია, ამას უნდათ, რომ გვერდი აუარონ, მე ძალიან შორსა ვარ, რომ იგივე შეფასებებით ვისაუბრო „თავისუფალი დემოკრატების“ მოსაზრებებთან, დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვანწილად შინაარსით და ხასიათით განსხვავდება ეს პოზიციები ერთმანეთისაგან. პირდაპირ გვეუბნებიან, არა მყავს ვთქვათ, ამ შემთხვევაში „თავისუფალი დემოკრატები“ მხედველობაში და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს ვიშვერ ხელს. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს არის უკვე გადაწყვეტილი და უნდა ატყდეს ახალი ამბავი, ასეთი სურვილი აქვთ. რომ დადანაშაულება და ვერდიქტი, რაც უკვე გამოიტანეს, ეს გახდეს ა, ამ კომისიის მთავარი ამოცანა, რომ ეს კიდევ კომისიაში, სადღაც უკვე ოფიციალურ ფორმატში, თქვან იგივე, რასაც დღეს ამბობენ. აქ რომ ყოფილიყო საუბარი იმაზე, რომ, რაც თუნდაც ქალბატონმა ნონო გოგუაძემ ისაუბრა, რომ შევისწავლოთ, გავარკვიოთ, ჩავიხედოთ, კიდევ შეიძლებოდა რაღაც დეტალებში გარკვევა, თუმცა როდესაც მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა, როდესაც კულტურის სამინისტრო მობილიზებულია, რომ ეს თემა შეისწავლოს და დადოს საკმაოდ ავტორიტეტული დასკვნა ამის თაობაზე, ვფიქრობ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ შეიქმნას ისეთი გუნდი, ისეთი ჯგუფი, რომელსაც ამოცანად ექნება დისკრედიტაცია, ამოცანად ექნება დესტაბილიზაცია და ამის ნიშნები, ფაქტია, აი, ეხლა ჩვენ თვალწინ, სპეციალურად ვუსმენდით, რასაკვირველია, ყველანი ვუსმენდით, თუ რა მიზნებს ისახავს. არ უნდა მივცეთ ამ მიზნის, იმიტომ, რომ მთავარი საკითხი, იმიტომ, რომ ეს სერიოზულად დაარტყამს მთავარ მიმართულებას, რასაც ჰქვია კომპეტენტური და ავტორიტეტული მუშაობა ამ საკითხებთან. და ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კიდევ, არ მინდოდა, რომ ეს ფაქტორი წინა საკითხად წამომეწია, მაგრამ ეს არის იმ ადამიანების, იმ ოჯახების პრაქტიკული იგნორირება, რომლებსაც სხვა წყარო, თუ არა მუშაობა, არა აქვთ საკუთარი ოჯახების სარჩენად და ასეთი არის 3 ათასი ოჯახი, ასე რომ დავფიქრდეთ და გადაწყვეტილება მივიღოთ, არა ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიტიკოსების, პოლიტიკური სპეკულანტების, არამედ მივიღოთ გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. თავმჯდომარე. გმადლობთ. რესპუბლიკური პარტიიდან ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელები“, ბატონი დავით ბერძენიშვილი. დ. ბერძენიშვილი. გმადლობთ. თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელები“ მხარს დაუჭერენ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კენჭისყრის დროს. ამასთანავე აქვე მინდა ვთქვა, რომ არავითარი პერსპექტივა არ ექნება მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომ უმრავლესობაში შემავალი „რესპუბლიკელების ფრაქცია“ რატომ უჭერს მხარს „თავისუფალი დემოკრატების“, ოპოზიციონერების მიერ შემოთავაზებულ პროექტს. საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კვალიფიციური, რესპუბლიკელი მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ ამ თემაზე, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჩახედული ამ საქმეში, ქვემო ქართლის არქეოლოგიაში, დიდი ხნის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გოდერძი ნარიმანიშვილი ჩვენი პარტიის წევრია, სხვებიც არიან ჩვენი პარტიის წევრები, რომლებთანაც ჩვენ კარგა ხანია გვაქვს ინფორმაციები, რა ხდება იქ. ჩვენ ვენდობით ჩვენს კვალიფიციურ სპეციალისტებს. ამასთანავე, თავად კომპანიაც კი ეჭვის ქვეშ არ აყენებს, რომ საქმე გვაქვს ძეგლთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან და გვთავაზობს მუზეუმის აშენებას, აი, ამ ძეგლზე მოპოვებული მასალების განთავსებას და მოსაპოვებელი მასალების განთავსებას. ასე, რომ სრულიად არაკვალიფიციურია, მეტი რომ არ ვთქვა, საუბრები იმაზე, რომ დასადგენია ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის თუ არ არის, აქ არის საყოველთაო თანხმობა და არა მარტო მეცნიერებს შორის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ეს თემა ერთი კენჭისყრით არ უნდა შემოიფარგლოს. მე მივესალმები კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ბატონი ვანო კიღურაძის შემოთავაზებას, უკვე ორშაბათს, რომ დაგეგმილი არის კომიტეტის სხდომა, სადაც იქნებიან წარმოდგენილი სპეციალისტები, მიიღებენ მონაწილეობას ამ სხდომის მუშაობაში, მათ შორის ჩვენი სპეციალისტები, ჩვენი პარტიის წარმომადგენლებიც. ამასთანავე, მე მიმაჩნია, რომ ჩვენი კოლეგების, უმრავლესობიდან გაჟღერებული ჩვენი საუბრების, მსჯელობის დროს და უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ მრეწველებს, წინადადება, რომ შექმნას მომხსენებელთა ჯგუფი, ასევე არის ანგარიშგასაწევი, დასაფიქრებელი წინადადება, მაგრამ თუ კენჭისყრის შედეგად ეს კომისია ახლა ვერ შეიქმნება ამ შემთხვევისთვის, განსაკუთრებით ამ შემთხვევისთვის, მე ფრაქციის სახელით შემოგთავაზებთ სხვა წინადადებას, რომ ჩვენ შევქმნათ დროებითი კომისია, არა საგამოძიებო, არამედ დროებითი კომისია, ასეთი კომისია კარგა ხანია პარლამენტში გვაქვს, ამ სტატუსის, რომელიც შეისწავლის კულტურული მემკვიდრეობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, სახელმწიფოს დამოკიდებულებას ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ კომისიის შექმნის შემთხვევაში, როგორც დღევანდელი, ისე წინა ხელისუფლების დამოკიდებულებები, პლუსები და მინუსები, შეცდომები, დანაშაულები, თუ ასეთი აღმოჩნდება იქნება სერიოზულად შესწავლილი არაერთჯერადად და ეს არ ეხება, ბუნებრივია, მხოლოდ რომელიმე ერთ ძეგლს. მე მაინტერესებს, ბუნებრივია, პარლამენტის მიერ შექმნილი ასეთი კომისიის დასკვნა, რა დაემართა ბაგრატს, რატომ დაკარგა მან იუნესკოს მიერ მინიჭებული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ბევრი სხვა რამ მაინტერესებს, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს. ასევე მაინტერესებს, რა შეცდომები არის დაშვებული, თუ არ არის დაშვებული, რა ტიპის საფრთხეებია ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში. ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, რომ პროფესორი იულონ გაგოშიძე, რომლის კვალიფიკაციაშიც ქართული ისტორიოგრაფიის მიმართ დაინტერესებულ, ისტორიოგრაფიით დაინტერესებულ არც ერთ ადამიანს ეჭვი არ შეიძლება შეეპაროს, რომ ბულდოზერს გადაუდგა და როცა ვიხილეთ, რომ მიმდინარეობდა ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლის ნგრევის პროცესი, ბუნებრივია, საყდრისთან და სხვა საკითხებთან ერთად, სხვა თემებთან ერთად, სხვა პროცეს-ძეგლებთან მიმდინარე პროცესებთან ერთად, კიდევ უფრო აძლიერებს იმის საჭიროებას და მოთხოვნილებას, რომ ჩვენ შევქმნათ ასეთი დროებითი კომისია. მე მოგიწოდებთ, რომ ვიფიქროთ ამ თემაზე და ვიფიქროთ სწრაფად და იქნებ მივიღოთ გადაწყვეტილებები. შეგნებულად „რესპუბლიკელების ფრაქციას“ არ წამოუწყია ინიცირება, რომ დღეს აქ, მე გამომეტანა უკვე ასეთი კომისიის შექმნის პროექტი, იმიტომ, რომ ეს არ არის რომელიმე ერთი ფრაქციის თემა, ეს არ არის უმრავლესობა-უმცირესობას შორის კამათის თემა, ჩემი პოზიცია ასეთია, უკეთესი იქნება თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ ასეთი, ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე კომისია შეიქმნას პარლამენტში, დროებითი კომისია კულტურული მემკვიდრეობის დამოკიდებულების შემსწავლელი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ შემოტანილ წინადადებას ფრაქცია დაუჭერს მხარს. გმადლობთ. თავმჯდომარე. გმადლობთ. „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ბატონი ზურა აბაშიძე. ბატონო? ვიქტორ დოლიძესთან გაიყოფს დროს შუაზე. ზ. აბაშიძე. დიახ, გავიყოფთ (ხმა ადგილიდან). მე მისვამთ, ბატონო კაკო, ამ შეკითხვას? თავმჯდომარე. არა, არა, თქვენ ისაუბრეთ, ბატონო ზურაბ. ზ. აბაშიძე. გმადლობთ. მოგესალმებით, კოლეგებო. დიდი მადლობა, ქალბატონო მანანა. მე მგონი, საკითხი არც ისე რთულია ამ შემთხვევაში, რასაც კომისიის შექმნა ჰქვია. საკითხი თავად კი, რა თქმა უნდა, ძალიან პრობლემურია და საკმაოდ აქტუალური, მაგრამ ის, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მგონი, საზოგადოებაში ამ მიმართულებით არანაირი ეჭვი არ არსებობს იმიტომ, რომ თვითონ საზოგადოებამ, ხალხმა მოითხოვა და მაღალ დონეზე აიყვანა ეს საკითხი და მაღალი ინტერესი შეიქმნა ამ თემასთან დაკავშირებით. დღეს, ჩვენ, პარლამენტს გვაქვს შანსი რეალურად, რომ დავფიქსირდეთ, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი და დღეს უმრავლესობას აქვს შანსი იმისა, რომ დაფიქსირდეს, როგორც ინსტიტუტის წარმომადგენლები და რომ არ არიან ამ შემთხვევაში მთავრობის დავალებების მხოლოდ და მხოლოდ მიმთითებლები. მე ძალიან კარგად მესმის, რა არის დასაქმება, მე ძალიან კარგად მესმის, რა არის ბიზნესი, მაგრამ ბიზნესი და დასაქმება არ უნდა ხდებოდეს ძალადობის ხარჯზე და არ უნდა ხდებოდეს ნგრევის ხარჯზე. ძალიან კარგად მესმის, რომ ადამიანები უნდა იყვნენ დასაქმებულები და იმასაც ძალიან კარგად ვხედავთ ჩვენ, ყველანი, რომ დღევანდელი მთავრობა ამას ვერ უმკლავდება და ვერ გადაჭრა ყველაზე პრინციპულად მნიშვნელოვანი თემები, რასაც ჰქვია ადამიანების დასაქმება, მათი კეთილდღეობა და წინსვლა ქვეყნის, რაც ძალიან სამწუხაროა თავისთავად, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ რეალურად ვითარება მიმდინარეობს იქეთკენ, რომ მიმდინარეობს გარკვეული ნგრევა, აფეთქებები და კულტურული ძეგლი, რომელიც, ჩემთვის სამწუხაროდ, მაგრამ პრემიერ-მინისტრისგან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ეს არის სტერილური კულტურული ძეგლი და მე პირადად დავინტერესდი ამ ტერმინის მნიშვნელობით. მე მგონი, სტერილური რას ნიშნავს, ყველანი კარგად ვერკვევით, მაგრამ ის, რომ კულტურულ ძეგლთან მიმართებაში ამ ტერმინის გამოყენება შესაძლებელი თუ იყო, ეს მე, თვითონ, თავად ამ დარგის სპეციალისტებმა პირველად გაიგეს. ასე, რომ გარკვეულ ნოვაციებთან გვაქვს საქმე, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩვენი, „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიცია, როდესაც ქალბატონმა ნინო გოგუაძემ, ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ, გამოიტანა ამ საკითხის აქტუალობა და მნიშვნელობა, რომ ჩვენ უნდა გამოვეხმაუროთ საზოგადოების ინტერესებს, ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ აქ, რომ ჩვენ მზადა ვართ იმისათვის, რომ გამოვიძიოთ ეს საქმე იმიტომ, რომ აქ აშკარაა, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, ხომ. როდესაც არსებობს დანაშაულის ნიშნები, იმიტომაც არსებობს სპეციალური კომისიები, რომლებმაც უნდა გამოარკვიოს, რეალურად მოხდა თუ არა დანაშაული. ჩვენ ეს გვაინტერესებს, თორემ იქ ჩემთვის, მაგალითად, პირადად და საზოგადოების ძალიან უმრავლესობისთვის არ არის სადავო, რომ ის იყო კულტურული ძეგლი. ახლა ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რეალურად რა დანაშაულთან გვაქვს საქმე. და რა თქმა უნდა ახლა, მე მგონი, არ დარჩა ადამიანი, რომელიც ამას არ შეხმიანებოდა, ვინც ერკვევა ამ სფეროში და ვინც დაინტერესებულია, არასამთავრობო ორგანიზაციებით დაწყებული და საპატრიარქო თავად. პატრიარქი გამობრძანდა და თქვა, რომ ის არის შეშფოთებული ამ ფაქტის გამო და თვითონ დააყენა საკითხი, რომ უნდა გაირკვეს დამნაშავე პირები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მგონი, ამაზე მაღალი ლეგიტიმაციის და ამაზე მაღალი მოთხოვნა, მე მგონი, არ დაფიქსირებულა, ხომ, ბოლო პერიოდის განმავლობაში და მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ მიმართულებით მაინც გამოვხატოთ ნება და მოვითხოვოთ ერთად და ერთად დავდგეთ ამ საკითხში. და რა არის საშიში იმასთან დაკავშირებით, რომ გამოვიძიოთ ეს საკითხი. მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა კულტურისა და განათლების კომიტეტის მიმართ და ბატონი ვანოს მიმართ, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ დაგვიანებულია. დაგვიანებულია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. როდესაც მოხდა ეს ძალიან ვანდალური აქტი, შეეძლო კომიტეტს უკვე გაეკეთებინა გარკვეული რეაგირება, მოეხდინა ამაზე მკვეთრი ნაბიჯები და დღეს ამ ვითარებაში არ აღმოვჩნდებოდით. მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ კომიტეტში რესურსს, რომ რაიმე პრობლემას მოაგვარებს. ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ამავდროულად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უმრავლესობაში არის განსხვავებული პოზიციები. ახლა ვუსმენდით ჩვენს კოლეგას ბატონ დავით ბერძენიშვილს, რომელმაც გამოხატა ფრაქციის პოზიცია, რომ ის უჭერს კომისიის, საგამოძიებო კომისიის შექმნას. მაგრამ მიუხედავად ამისა, ალბათობა იმისა, რომ ეს კომისია არ შეიქმნება, ესეც დაფიქსირდა და მოითხოვა ამავდროულად ზოგადად დროებითი კომისიის შექმნა, რომელიც მთლიანად შეისწავლის კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს ქვეყნის მასშტაბით. ასე, რომ ესეც მისაღებია ჩვენთვის, მინდა გითხრათ გულწრფელად იმიტომ, რომ მთავარია ჩვენ პირველ რიგში გავერკვეთ, ამ მიმართულებით რასთან გვაქვს საქმე, რა ტიპის დანაშაული მოხდა, ვინ იდგა ამის უკან, რატომ ჩაიდინეს ეს დანაშაული და შემდეგ უკვე ყველანი საბოლოო ჯამში მივიდეთ უკვე დასკვნამდე, რომ შეიქმნას ასეთი დროებითი კომისია პარლამენტში, რომლის პრეცედენტები არსებობს და მთლიანად შევისწავლოთ ქვეყნის მასშტაბით უკვე, რა ვითარება გვაქვს ამ მიმართულებით. ასე, რომ კოლეგებო, მე ვფიქრობ, რომ საკითხი საკმაოდ მარტივია გადაწყვეტილების თვალსაზრისით იმიტომ, რომ დღეს ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ გულწრფელად, რომ ვაფიქსირებთ, ვდგავართ ჩვენ, როგორც ინსტიტუტი, ვიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებებს თუ არ ვიღებთ... თავმჯდომარე. გმადლობთ. სხვა გამომსვლელი ფრაქციები (ხმა ადგილიდან). უკაცრავად, ვიკას დარჩა დრო და გამოიყენოს „თავისუფალი დემოკრატების“ დრო. ვ. დოლიძე. მადლობა. მოგესალმებით ყველას. მე შეიძლება ბოლომდეც არ გამოვიყენო დრო, ქალბატონო მანანა, იმიტომ, რომ ბევრი ითქვა დღესაც და საერთოდ, ამ პერიოდის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით და, ალბათ, რაც უფრო ნაკლებ პოლიტიზირებას გავუკეთებთ ჩვენ ამ საკითხს და რეალურად მივუდგებით პრობლემის გადაწყვეტის კუთხით, მე ვფიქრობ, უკეთესი იქნება იმიტომ, რომ კულტურული მემკვიდრეობა და თვითონ საყდრისის თემა იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად, მე ვიტყოდი, სახელმწიფოებრივად აუცილებლად გადასაწყვეტი თემაა, ოღონდ, არა ასეთი ქირურგიული ჩარევით, რაც ახლა დღეს ხდება, რომ ამის პოლიტიზირება არ არის სწორი. მე არ მინდა ახლა ვისაუბრო რაღაც ჩემს წარმოდგენებზე, რაღაცა კონსპირაციის თეორიებზე, ვისი ინტერესი შეიძლება იდგეს, რა იყო, რა შეიძლება ამის უკან იყოს და ა.შ. ნამდვილად არ მჩვევია. რაც არ ვიცი, იმას ვერ ვისაუბრებ, ჩვენი კოლეგა ოპოზიციის ასევე წარმომადგენლებისგან განსხვავებით. მე გეთანხმებით თქვენ, ბატონო შოთა, აბსოლუტურად იმაში, რაც თქვენ ისაუბრეთ ღირებულებების თაობაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა, რაც ხდებოდა, ვთქვათ, გასული ხელისუფლების განმავლობაში. მაგრამ მე არ მინდა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლებაც ასე მოიქცეს და ანალოგიური ნაბიჯები გადადგას. იმიტომ, რომ სააკაშვილი როგორც კი გაუცხოვდა და გაუცხოება ჰქონდა მას, პირველ რიგში, საკუთარ ხალხთან, და როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აი, სწორედ ეს ნაბიჯები გადადგა და ამდაგვარი კიდევ ძალიან ბევრი იყო, მაშინ დაიწყო მათი დასასრული და მაშინ დაიწყო იმ ხელისუფლების ყველაზე მეტი კოლაფსი. ამიტომ ნამდვილად, ჩვენ თანამებრძოლები ვართ ბოლო-ბოლო, ახლა მე დღეს, ვთქვათ, ოპოზიციაში ვარ და თქვენ ხელისუფლებაში დარჩით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი გზა არ გაგვივლია ერთად და ძალიან ისეთი, სერიოზული გეგმებით და იმ მიდგომებით, რომელ მიდგომასაც რეალური დემოკრატიული, შორსმიმავალი, ევროპისკენ მიმავალი სახელმწიფო ეფუძნება. მაგრამ ეს არ არის ის მაგალითი, მე ვფიქრობ, ეს არ არის ის, რითაც ჩვენ მოვდიოდით ხელისუფლებაში იმ პერიოდში. სწორედ ამიტომაც გეუბნებით, რომ ამ გზით ამის გადაწყვეტა არ შეიძლება, გაუცხოება იმ ხალხთან არ შეიძლება, განსაკუთრებით იმ ხალხთან, რომლებსაც წარმოადგენენ მეცნიერები, იმ, ვთქვათ, სფეროში მომუშავე უმაღლესი პროფესიონალები, რომლებიც, საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას ჰყავს და ამდენი ხანია უკვე გვეხვეწებიან ელემენტარულად, რომ მათთან რაც შეიძლება დროულად გვემუშავა, მოსულიყვნენ, მობრძანებულიყვნენ, გაევლოთ კონსულტაციები, რეალურად პროფესიონალურ დონეზე გაგვევლო თემა, რომელიც შეეხება მის დანგრევის შესაძლებლობას თუ არა და ა. შ. მაგრამ აი, იმაზე, რაზედაც ქალბატონმა თამარმა ისაუბრა დღეს, 12 დეკემბერს, ერთ დღეს მიღებული წერილები და ერთ დღეში მიღებული, ვთქვათ, ის კორესპონდენცია, რომელიც გაიგზავნა უწყებებს შორის და მოხდა იმავე პერიოდში, ძალიან მალე უკვე ნგრევა ამ კულტურული ძეგლისა. ათასწლეულების მანძილზე, კაცმა არ იცის დღეს, რამდენად ძველია იგი და რეები ინახება შიგნით. არიან ქვეყნები, რომელთაც ელემენტარულად არა აქვთ ამდაგვარი და იგონებენ. ეს მარტო ტურისტულ, ვთქვათ, ღირებულებაზე და ფასეულობაზე ხომ არ არის, ამას კულტურული, სახელმწიფოებრივი ფასეულობა და ღირებულება აქვს. მე არ ვიცი ახლა, სასწორზე თუკი დავდებთ, ქალბატონო თავმჯდომარევ, ჩვენ ამ ორ, ვთქვათ, ელემენტს, პირველი, რომელიც შეეხება 3 000 ოჯახს და, ვთქვათ, იქ მომუშავე ხალხს და მეორე, კულტურული, რამდენად სწორი იქნება ან საერთოდ არის თუ არა აუცილებელი ამის გაკეთება. ძალიან კარგად მესმის მე ისიც, რომ იმ 3 000-მა ოჯახმა და იქ მომუშავე ხალხმაც დასაქმებულად უნდა იგრძნონ თავი და გააგრძელონ მუშაობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამის ცოტა სხვანაირად გადაწყვეტა შეიძლებოდა და სწორედ ამგვარი ღირებულების კულტურული ძეგლის ნგრევა, მე არ ვიცი, ელემენტარულად, დანაშაულია, ჩემის აზრით. ამიტომ არის ჩვენ, რომ გადავწყვიტეთ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და მოვიფიქრეთ ერთ-ერთი, ალბათ, ეს არ არის ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი გამოსავალი, რომელიც შეეხება სწორედ ამ გვარი კომისიის შექმნას პარლამენტში და დიახაც, პარლამენტი, ჩემის აზრით არის სწორედ იმის ადგილი, რომელმაც შესაძლებელია იმსჯელოს და არა მხოლოდ იმსჯელოს, კონკრეტული გადაწყვეტილებებიც მიიღოს ამ თვალსაზრისით. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ჩვენ კოლეგას, რომელმაც მხარდაჭერა აღგვითქვა და ასევე მინდა ვთხოვო სხვებსაც, რომ ღრმად ჩაიხედონ საკითხის მნიშვნელობაში და ასევე დაუჭირონ მხარი ამგვარი კომისიის შექმნას და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად, ამ კომისიის ფარგლებში, მუშაობის პირობებში, ნამდვილად, მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. თავმჯდომარე. გმადლობთ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ აკაკი ბობოხიძე შემდეგ... ა. ბობოხიძე. ბატონებო, ქალბატონმა ნინომ თავისი გამოსვლა დაიწყო იმით, რომ საქართველოში არ მოიძებნება ადამიანები, ვისაც ეჭვი ეპარება საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურულ ღირებულებასა და ... მორწმუნენი იმიტომ, რომ ქალბატონო ნინო, როგორ არ ეპარებათ. საქართველოს მთავრობა, ბატონი ღარიბაშვილი, პრემიერი, კუტურის სამინისტრო, მისი მინისტრი ბატონი გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის უმრავლესობა, როგორც ჩანს იმიტომ, რომ დღეს გავიგეთ ორი ფრაქციის პოზიცია, ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია, პირდაპირ ამ სახელწოდების მქონე ფრაქციის, ძალიან კარგია რესპუბლიკელების პოზიცია, დანარჩენი ფრაქციების პოზიცია, რატომღაც არ მოგვისმენია, არც საყდრის-ყაჩაღიანზე ამბობენ რაიმეს და ისიც კი არ უცდიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაფარებოდნენ. სამწუხაროდ, ძალიან მწყდება გული ჩემს მეგობრებზე, ბატონ ზვიად ძიძიგურზე და ბატონ გუბაზ სანიკიძეზე, რატომღაც ისინი დღეს საერთოდ არ ჩანან, ცუდია, რომ კონსერვატორების მიერ დაცვა ტრადიციებისა, დავიდა მხოლოდ ჩოხაზე და ახალუხზე და მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ძეგლებიც აქვთ საქართველოს, ბატონო ვიკა, ბატონო გიორგი, ცაგარეიშვილს გისაყვედუროთ, მართალია, ჩვენც ვანდალურად ვექცეოდით ქართულ კულტურას, ჩვენ ხომ ვანდალურად აღვადგინეთ ბაგრატი, ჩვენ ვანდალურად აღვადგინეთ მოწამეთა, ვანდალურად გავალამაზეთ მცხეთა, ვანდალურად გავალამაზეთ კულტურის ძეგლი ქალაქი სიღნაღი და უამრავი სხვა რამის ჩამოთვლა შემიძლია, ვანდალურად გადავიტანეთ დავით აღმაშენებლის ძეგლი ერთი ადგილიდან მეორეზე. ვანდალურად ერთადერთ შენიშვნას გეტყვით მარტო, რომ აი, აქ, სამწუხაროდ სადაც ჩვენ ეხლა ვიმყოფებით, მართლაც, ძალიან ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მაგრამ მაინც მინდა იცოდეთ, ბატონებო, რომ ის, რაც კულტურული ღირებულების იყო , არ დაზიანებულა, ის, სამწუხაროდ, გაძარცული დაგვხვდა, მოვხსენით, შენახულია და მხოლოდ რკინა ბეტონის ნაგებობა აფეთქდა, ერთადერთი ეგ არის, სადაც კუტურის ძეგლს მთლად ბოლომდე ვანდალურად არ მოვქცევივართ. მაგრამ მაინც არის, ალბათ, მნიშვნელოვანი განასხვაოთ, რა არის განსხვავება ვანდალურ მშენებლობას და ვანდალურ აფეთქებას შორის. ჩვენ ვანდალურად გავალამაზეთ ბათუმის ბულვარი და მინდა გითხრათ, რომ ერთ მყისიერად, როგორც ბატონ ბიძინას უყვარს თქმა, მყისიერად შეიძლება ჩვენ მიერ დაშვებული ვანდალური შეცდომების გამოსწორება. მოხსენით გუმბათი ბაგრატს და დაუბრუნდება ძველი სახე. მოხსენით მოწამეთას დღევანდელი გადახურვა, დაახურეთ ზევიდან კომუნისტების დროინდელი დაჟანგული ჟეშტი, არა, თუ მუქი ჟეშტი იმიტომ, რომ უფრო გასაგებ ენაზე მინდა გელაპარაკოთ იმიტომ, რომ თქვენ ბელადს ტრუბები, ვერტალიოტები უყვარს და ეს ენა უფრო გესმით ალბათ, მოხსენით ბათუმს, ჩააბნელეთ და დადგით უკან, ჩაღუნული, თუ, როგორ იყო, როგორი სკამები ენატრებოდათ ოცნების წარმომადგენლებს, ჩაზნექილი სკამები და მყისიერად დავბრუნდებით იმ კულტურულ საქართველოში, რომელშიც თქვენ საქართველოს ნელ-ნელა აბრუნებთ, საყდრის-ყაჩაღიანს, სამწუხაროდ, ვეღარავინ ვეღარ დააბრუნებს, ვეღარავინ ვეღარ დააბრუნებს. აი, კიდე ერთი მინდა გითხრათ, რომ ბატონმა ვოლსკიმ, მე გუშინ ვთქვი, რომ ბატონი გიორგი ერთ რამეში მართალი იყო, მან სწორად უთხრა ბატონებს, გავიხსენოთ რას ვაკეთებდით ჩვენ, როცა ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში და ეხლა ისე არ გამოგვივიდეს, რომ ჩვენივე ნათქვამების საწინააღმდეგოდ ვიქცეოდეთო. მე არა ერთხელ მითქვამს ბატონებო დროა უკვე თქვენ შეეჯიბროთ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ, დროა უკვე გავიხსენოთ, რას ლაპარაკობდით და როგორ იქცევით დღეს თქვენ. და მინდა ერთი რამ ვთქვა, მე, გაგახსენეთ გუშინ, ეტყობა გულმა მიგრძნო, რომ აუცილებლად იტყოდნენ ამას, მე გაგახსენეთ, რა ჭორებს ავრცელებდნენ ოქროს საბადოსთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პირადი საკუთრება მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ,როგორც პარტიისა. ბატონებო, ბატონო ვოლსკი გიორგი, მიხეილ სააკაშვილის დროს ხელისუფლებამ 110 მილიონი გადაახდევინა მხოლოდ ლიცენზიაში და მხოლოდ მოპოვების უფლებაში და 110 მილიონი დოლარი და რას შემოიტანდა მოპოვების შემდეგ ეს კომპანია საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, მე მინდა იმ მოსახლეობამ, რომელიც კაზრეთშია დღეს და რომელიც მართლა მძიმე დღეშია, რომელსაც ეუბნებიან, რომ სამუშაოს დაკარგვის ხიფათი ემუქრებათ. მე მინდა მათ იცოდნენ, არა, ბატონებო, საყდრის-ყაჩაღიანი ააფეთქებინეს ფირმას, რომელსაც ლიცენზიის ვადა გასდის სულ რაღაც 5 დღეში და თუ თქვენ მას, ბიძინა ივანიშვილის და მისი საყვარელი დეიდაშვილის უჩას ხათრით არ გაუგრძელებთ ლიცენზიას, ის უკვე ამთავრებს თავის მოღვაწეობას. 2012 წელს 20 წლიანი ლიცენზია გაიცა სხვა, სხვა ფირმაზე. არ ვიცი, მე, ეხლა, შიგნით როგორ არის გადანაწილებული ახალი ხელისუფლების მიერ, მაგრამ ახალ, იმ სწორედ, იმ ახალ ორგანიზაციაზე, რომელმაც 110 მილიონი დოლარი გადაიხად და თქვენ რას ფიქრობთ110 მილიონი გადაიხადა ორგანიზაციამ და ის მუშაობას არ აპირებს, თან იცით, როგორ იყო გაცემული ლიცენზია, ირგვლივ გაცემულია ლიცენზია, ერთადერთი კუნძულად იყო დარჩენილი საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორია, ანუ ამ ადმიანებს სამუშაოს დაკარგვის ხიფათი არ ემუქრებოდათ. ემუქრებათ სწორედ იმიტომ, რომ იმ ლიცენზიის მქონე კომპანიას თქვენ გაუჩერეთ, მოქმედების საშუალება არ მიეცით, როგორ შეიძლება ორგანიზაციამ უარი თქვას მუშაობაზე, რომელსაც 110 მილიონი დოლარი აქვს ამ უფლების მოპოვებაში გადახდილი და გაუჩერეთ იმას, ვინც გადაიხადა 110 მილიონი და უგრძელებთ უფასოდ იმას ვინც წილში ჩასვა თქვენი ბატონი უჩა და საყვარელი დეიდაშვილები, სწორედ ამიტომ, ბატონებო, მე მინდა გითხრათ დღეს, ბატონმა ზურამ, ერთი შეცდომა დაუშვა, ჩვენ მართლა დაუშვით შეიძლება ერთი შეცდომა, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც არ იყავით თქვენ ამ კომისიაზე შექმნისთვის მზაობაში, ამიტომ ჩვენ გამოვიყენეთ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოსახლეობას უთხრათ სიმართლე იმიტომ, რომ თქვენსავით ჩვენ ასავალ-დასავლებით არ ვაპირებთ საქართველოს მოსახლეობამდე ჭორების მიტანას, ოფიციალური ტრიბუნიდან ოფიციალური ორგანოთ ველაპარაკებით საქართველოს მოსახლეობას. თუმცა ტაქტიკურად, ერთი შეცდომა დაუშვით, რა თქმა უნდა, როდესაც ღიად დავიწყეთ ლაპარაკი, რომ თუ ეს კომისია შეიქმნება და მართლა იმუშავებს, მისი კვალი აუცილებლად მივა ბიძინა ივანიშვილამდე, მერე, არავის ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, მეგობრებო, რომ უმრავლესობის დიდი ნაწილი ამას მხარს არ დაუჭერს, რაზეა ლაპარაკი, მაგ ჭკუაზე არიან სწორედ, ბიძინას თბილ უბეს გაექცნენ და ოპოზიციის მწარე და მძიმე ხვედრი... ამ ჭკუაზე არის თურმე ჩვენი დღევანდელი უმრავლესობა. დიდი მადლობა. მე მინდა საქართველოს მოსახლეობამ კარგათ იცოდეს, იმ ადამიანებს ხიფათი, იმათ ადამიანებს სამუშაოს დაკარგვის ხიფათი არ ემუქრებათ, თუ მისცემენ მუშაობის საშუალებას იმ ორგანიზაციას, რომელმაც 110 მილიონი დოლარი გადაიხადა სულ, რაღაც 2 წლის წინ და ღარიბაშვილის ცრემლები, ვითომ ზრუნვა იქ დასაქმებულ ადამიანებზე, სინამდვილეში, არის ზურგს უკან ამოფარება ამ ადამინებზე, რომ ბატონმა ღარიბაშვილმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ ... ბიძინა და ბოდიშს ვიხდი, მე ვთხოვ ჩემ მეგობრებს, მოდი ბატონ ბიძინას დაუბრუნოთ ის სახელი, რომელიც მან თვითონ სწორად დაირქვა. ბორის ივანიშვილს და უჩა მამაცაშვილის ინტერესებს შეეწირა დღეს საქართველოს უზარმაზარი კულტურული მნიშვნელობის ძეგლი და ბორის ივანიშვილის და უჩა მამაცაშვილის ინტერესებს, სამწუხაროდ, ეწირება სრულიად საქართველო. დიდი მადლობა. თავმჯდომარე. შემდეგი გიორგი ვაშაძე თუ დარჩიაშვილი, დავით დარჩიაშვილი და შემდეგ ვაშაძე, 5-5 წუთი. დ. დარჩიაშვილი. კოლეგებო, ამასობაში, ამ კამათში სრულიად დაივიწყეს უმრავლესობის წევრებმა, გადმოერთვნენ ჩვენს არგუმენტებზე, დაივიწყეს ის, რაც ქალბატონმა ნინო გოგუაძემ თქვა, არსებობს, არსებობს კონკრეტულად საყდრისი-ყაჩაღიანის მონაკვეთი, საქართველოს ტერიტორიაზე, ბატონო შოთა, თქვენც გიპასუხებთ, თუ მაცლით გიპასუხებთ, და მერე თქვენ, თქვენ გამოიყენეთ თქვენი მიკროფონის დრო. თავის დროზე ხომ, საუბარი რაზე არის, რომ არის 6 ათასი წლის ძეგლი, კულტურული ძეგლი, ასე იყო ეს მიღებული, არა მხოლოდ საქართველოს წინა ხელისუფლების კულტურის მინისტრის მიერ, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული და იმ კომპანიას, რომელმაც დღეს ააფეთქა ეს ძეგლი, ხომ თავის დროზე, 2013 წელსაც კი საიტზე ეწერა , რომ ეს ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეწერა ესეც, არის დოკუმენტი და კომისია ამასაც ნახავდა, თქვენ რომ მხარს უჭერდეთ ასეთი კომისიის შექმნას და საუბარი რაზეა, აფეთქდა, მოხდა კონკრეტული ფაქტი, ტრაგიკული ფაქტი, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტი და ეს არის გამოსაძიებელი, რატომ მოხდა, ვინ მოახდინა და ბატონო შოთა, თქვენ მოჭიდავე ბრძანდებით პროფესიით და ნამდვილად ვერ დაგიწყებთ რაიმე ტიპის შესწორებებზე, ასე ვთქვათ, საუბარს, რა წესები არსებობს ჭიდაობაში. თავის წესები აქვს, თქვენ ხართ პროფესიონალი, მე ბუნებრივია არა ვარ მაგრამ, პოლიტიკას, პოლიტიკას ბატონო შოთა, თავის წესები აქვს და ეხლა პოლიტიკური ჯგუფები, რა თქმა უნდა, თავის შეფასებებს აკეთებდნენ, თქვენ ათასგვარ, დაუჯერებელს, ჭორ-მართალს ურევდით და „ასავალ-დასავალის“ ენით აბრალებდნენ . . . წინა ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, ყველა წარმოუდგენელ თუ წარმოსადგენ დანაშაულს. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ აფეთქების უკან შეიძლება იყოს უშუალოდ თქვენი ლიდერის, რეალური მმართველის ინტერესი. არ გამოჩნდება ეს ინტერესი, ხომ გაიხარებთ ყველანი თქვენ. ამ კომისიამ სწორედ ამაზე უნდა იმუშაოს არის აქ ინტერესი, თუ არ არის, აქ ინტერესი. ბუნებრივია, პოლიტიკოსები ასეთ რამეებს ილაპარაკებენ ერთმანეთზე და ერთმანეთის ლიდერებზე. ბატონმა ვოლსკიმ პოლიტიკური მასტერკლასი გიჩვენათ , პოლიტიკური დემაგოგიის, როდესაც თქვა, რომ ეს კომისია იქნებაო დესტაბილიზაციის საშუალებაო, კაცო, სულ არ შევიდეთ ეგება ჩვენ იმ კომისიაში. მიაბარეთ, ქალბატონ ნინო გოგუაძეს, ჩვენ, ჩვენ დოკუმენტებს მივაწვდით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავისას, თქვენ, თქვენი თუ გაქვთ რამე მიაწოდეთ და ნახოს ამ კომისიამ, რეალურად რა მოხდა და რატომ მოხდა. ხო, დაგვიანებულია, კომიტეტზე ეს ვერ გაირჩევა, კომიტეტზე შეიძლება ამ ძეგლის ღირებულებაზე იმსჯელოთ, თავისთავად კრიმინალური ფაქტის შესწავლა კომიტეტზე ვერ მოხდება, ამის პროცედურა და მექანიზმები არა ააქვს კომიტეტს. ამიტომ არის საჭირო ასეთი ტიპის კომისიის შექმნა და მაშინ გამოჩნდება, რასთან გვაქვს საქმე, თუ არა და გარწმუნებთ, რომ ეხლა, რაც არ უნდა გვაბრალოთ ჩვენ, რაც არ უნდა არ მოგწონდეთ ჩვენი განცხადებები, პარლამენტი ის ადგილია, სადაც ეხლა ერთმანეთს დითირამბებსა და ქათინაურებს არ ეუბნებიან ხოლმე და არც ეს არ გეშლებათ არანაირად, უბრალოდ, როდესაც ჩვენ, რაღაც საკითხებზე მწვავე კრიტიკით გამოვდივართ, თქვენ ძირითადად პიროვნულ შეურაცხყოფას იყენებთ ხოლმე, ამაში უფრო ხართ გამოცდილები. მაგრამ ნუ ასეთია, ეს პარლამენტი. და თუკი აქ არ შეიქმნება კომისია და აქ არ ვიმსჯელებთ ამაზე, საზოგადოება ამას უსმენს და როდესაც ბატონი ვოლსკისავით შეადარებთ ქალბატონი ნინო გოგუაძეს თქვენგან, გუშინ გამოყოფილი ფრაქციის წარმომადგენლის იდეას, რომ შეიქმნა საგამოძიებო კომისია, იმასთან, რომ თურმე ეს გახდება დესტაბილიზაციის, ვთქვათ, ნიადაგი ივანიშვილის, ოცნების დამსხვრევის ნიადაგი. ნუ, ამას ვერ გაგიგებთ საზოგადოება, გარწმუნებთ, ერთადერთი, უბრალოდ მინდა, რა თქმა უნდა, დავიჯერო გულწრფელობა ამ ინიციატივის ავტორებისა, ახალი „თავისუფალი დემოკრატებისა“, რომ მათ არ უნდათ საკითხის პოლიტიზაცია, თუმცა, ნუ, ასევე ვთქვათ, მართლა, არაკორექტულია, გნებავთ მოგწონდეთ, გნებავთ არა, მაგრამ აშენებულ, განახლებული ძეგლების შედარება, ძეგლის აფეთქებასთან. არაკორექტულია ეს, თორემ, ის, რაც დათო ბერძენიშვილმა თქვა, რომ ზოგადად, ცალკე კომისია, არასაგამოძიებო კომისია შეიქმნას და კულტურულ მემკვიდრეობასთან დამოკიდებულებების პოლიტიკა როგორი იყო, როგორი უნდა იყოს ამაზე იმსჯელოს. კი, ბატონო, მაგრამ მანამდე სანამ ეს შეიქმნება და სანამ ეს იმსჯელებს და რაღაც, ასე ვთქვათ, მონოგრაფიას დადებს თუ ანგარიშს, მანამდე თუკი რამე გადარჩა იქ საყდრისში, აი, ეს არის მისახედი და ამიტომ ჩვენი დადგენილების ის ნაწილი, რომ სანამ გადაწყდება, სანამ შეიქმნება, სანამ დასკვნები დაიდება შეწყდეს იქ მუშაობა და აცალონ საგამოძიებო სტრუქტურებს, პარლამენტის ჩათვლით, დასკვნის დადება, რასთან გვაქვს საქმე. აი, ეს დაიკარგება, ის რაღაცა პროექტი, რომელიც დათოს აქვს, ამ პრობლემას ვერ გადაგვიწყვეტს დღეს. დღეს კიდევ ეს პრობლემა თავმჯდომარე. გიორგი ვაშაძე. შემდეგ კვორუმიდან ითხოვს ქალბატონი ანი მიროტაძე. გ. ვაშაძე. მეგობრებო, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საკითხზე, რომელსაც აქვს ორი მნიშვნელოვანი შემადგენელი. პირველი, ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, ისტორიული ძეგლი, რომელიც აფეთქდა და ერთ წუთში განადგურდა, ფაქტობრივად და მეორე მხრივ, ეს არის კონკრეტული, კორუფციულ დაინტერესებასთან დაკავშირებით ეჭვი, თუ ვინ მიიღო და რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რატომ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. პირველ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში არც ერთი ისტორიკოსი, სპეციალისტი, არქეოლოგი, არ ვიცი, მეცნიერი არ არსებობს, რომელმაც თქვა, რომელიც არ ამბობს, რომ ამ ძეგლს სჭირდებოდა შესწავლა და ეს ძეგლი უნდა შესწავლილიყო ბოლომდე, იმიტომ, რომ ეს არის, მართლაც, ისტორიული მნიშვნელობის, ასე ვთქვათ, ისტორიული მნიშვნელობის ადგილი, სადაც შეიძლება ძალიან ბევრი საინტერესო მიკვლევა ყოფილიყო, რაც საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობითი, ჩვენი ისტორიის დამტკიცებისთვის და იგივე, თუნდაც ფინანსური რესურსებისთვის, მომავალში მოსაზიდად იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მსგავსი ძეგლების კვლევას, მსგავსი ძეგლების სწორ დამუშავებას მოჰყვება ხოლმე საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადი, რომელიც არა ერთი მიმართულებით საქართველოში, იმ გასული პერიოდის მანძილზე , რომელიც ესე არ გიყვართ თქვენ , მართლაც, განხორციელდა და ამან კონკრეტული შედეგები მოუტანა. მე შეგახსენებთ , რომ სწორედ, სწორად წარმართული ძეგლთა დაცვის პოლიტიკის შედეგი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს იყო, რომ საქართველოში, წლიდან წლამდე ხან 30, ხან 40, ხან 22%-ით იზრდებოდა ტურისტების რაოდენობა ,რასაც კონკრეტული შემოსავალი მოჰქონდა საქართველოს მოსახლეობისთვის. აი, ერთ-ერთი ასეთი ნაგებობა, ერთ-ერთი ასეთი მემკვიდრეობა, მართლაც გაანადგურა „ქართულმა ოცნებამ“ ღარიბაშვილის და ივანიშვილის უშუალო გადაწყვეტილებით. იმიტომ, რომ, გადავალ მეორე საკითხზე, ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოში ვინმეს წარმოუდგენია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ ივანიშვილის და ღარიბაშვილის ჩართვის გარეშე იქნებოდა შესაძლებელი. მოდით, ფაქტები ავიღოთ. 2011 წელი, როცა მომიჯნავე ტერიტორიაზე ლიცენზიები გაიცა, გაიყიდა აუქციონის წესით და 110 მილიონი დოლარი, რომელიც შემოვიდა საქართველოს ბიუჯეტში, 110 მილიონი დოლარი, 2014 წელი „ქართული ოცნების“ მთავრობამ სრულიად უფასოდ, უსასყიდლოდ, ხაზს ვუსვამ, უსასყიდლოდ გაუგრძელა ლიცენზიის მოქმედება ძველი ლიცენზიის მფლობელს, იმიტომ, რომ ამ ტერიტორიაზე არის ორი ლიცენზია. მე მინდა აქვე ხაზი გავუსვა, 2011 წელს გასხვისებულ ლიცენზიაში პირდაპირ არის მითითებული , რომ იქ არ შედის საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორია, არ შედის და არ ჰქონდა კომპანიას უფლება ეწარმოებინა სამუშაოები ამ ტერიტორიაზე. იგივე, ძველ ლიცენზიასთან მიმართებაში, 2006 წელს მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საყდრისი-ყაჩაღიანი ეს არის ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობა და იმ ტერიტორიაზე არ შეიძლებოდა შესაბამისი სამუშაოების წარმოება. მაგრამ უცებ რაღაც მოხდა, რაღაც მოხდა საქართველოს ხელისუფლებაში და ერთ დღეში ძალიან სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება, მოუხსნეს სტატუსი ამ ტერიტორიას, გაუგრძელეს უფასოდ ლიცენზია, ლიცენზიის მეპატრონეს. ააფეთქეს ისტორიული მნიშვნელობის ობიექტი და დაიწყეს მოპოვებითი სამუშაოები. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ 1 იანვრამდე, სანამდეც გაუგრძელეს მათ ვადა, ისინი ვერ მოასწრებენ თავიდან ბოლომდე ამ სამუშაოების ჩატარებას, არავის ეჭვი არ ეპარება, მაგრამ ასევე უტიფრად, ეხლა მთავრობა დაგვიწყებს მტკიცებას, რომ სრულიად უფასოდ და უსასყიდლოდ კიდევ ერთხელ უნდა გაუგრძელონ კომპანიას ლიცენზიის მოქმედების ვადა. ფაქტი სხვა რამეში მდგომარეობს და საკითხი სხვა რამეშია. მთელი საქართველოს ქართული საზოგადოება ხელისუფლებამ დააყენა ფაქტის წინაშე, როცა უეცრად მიღებული გადაწყვეტილებით აფეთქდა, 1 წუთში განადგურდა ისტორიული მემკვიდრეობა. სწორედ ამიტომ, გამოსავალი არის ძალიან კონკრეტული და საკითხი არის ძალიან კონკრეტული. ერთი მხრივ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია და მე, პირადად ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა შეჩერდეს სამუშაოები, ასე ვთქვათ, მოპოვებითი სამუშაოები ამ ტერიტორიაზე. რატომ, იმიტომ, რომ უნდა დადგინდეს ვინ მიიღო კონკრეტული ფინანსური სარგებელი, ნაცვლად საქართველოს მოსახლეობისა, ნაცვლად ბიუჯეტისა, რატომ გაუგრძელდა უფასოდ ლიცენზია კომპანიას. რატომ მოხდა ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილებით, განადგურება ისტორიული მემკვიდრეობის. ამ ყველაფერს პასუხი სჭირდება და იცოდეთ ერთი რამ ყველამ, რომ თუ ამას არ გავეცით დროულად პასუხი, მაშინ, რაღა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა, მართლაც, გასცემს საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს პასუხს იმიტომ, რომ მოთმინების ფიალა ივსება, საქართველო დღეს წალეკა კორუფციულმა სქემებმა და კორუფციულმა გარიგებებმა, გზა არ იგება საქართველოში, თუ „ატკატი“ არ არის გათვალისწინებული ვისი იყოს, მაგრამ რაც შეეხება, ბატონო შოთა, რატომ ვამბობ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ, რომ ასეთ მსხვილ გარიგებას საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე, სამწუხაროდ ვერავინ ვერ მიიღებდა და სწორედ ის არის პირადად პა.... თავმჯდომარე. ფორუმიდან, გუბაზ სანიკიძე. გ. სანიკიძე. მოგესალმებით. დიდი მადლობა. ძალიან გთხოვთ, ნუ შემახსენებთ მაგას, მე ყოველდღე მახსოვს, სეზონურად არ უნდა გახსოვდეთ ეგა. რაც შეეხება ამ საკითხს, რომელიც საკმაოდ ბინდით არის მოცული, ძალიან ბევრი ჭორები დადის საყდრისის შესახებ და კარგა ხანია, ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქიდან, როცა სხვათა შორის, იუსტიციის მინისტრი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი, ბევრი ჭორები არის, ვისი ინტერესები შეიძლება იყოს და ეს ჭორები დღესაც გრძელდება. ასე მარტივად არ არის საქმე, ახლა საყდრისი რომ ისტორიული თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანია, მერწმუნეთ, ამას დავიჩემებ მე გარკვეულად ვიცი ეს საკითხი და რა შეიძლება იყოს იქ, საერთოდ ქვემო ქართლი არის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობით, ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგიური თვალსაზრისით, თუნდაც, რად ღირს მანოტიფების აღმოჩენა, რომელმაც ფაქტიურად კაცობრიობის ისტორია შეცვალა რადიკალურად, ყოველ შემთხვევაში ადამიანის მიგრაციის საკითხი და ბევრი რამ არის იქ, ბევრი ჭორები დადის, მე ვერაფერს ვერ დავიჩემებ, ხმები დადის ძალიან სერიოზული, რომ ამ საქმის უკან ნაყოფია დგას, მანამდე მიხეილ სააკაშვილი იდგა, აგერ თქვენი მხრიდან არის ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებია, თუმცა, მე ძალიან ეჭვი მეპარება ამაში. მოწოდებას, ბატონ აკაკის მივმართავ, ერთი წუთით, თუ შეიძლება, კოლეგებო, მოწოდებას, ბატონ აკაკის მივმართავ, საჭირო არ არის და საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხის პოლიტიზირება არის ძალიან სერიოზული შეცდომა ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის. მე ვთვლი, რომ ის, ერთი წუთით რა, აკაკი, დამშვიდდი, დაწყნარდი, თუ არადა ცივი წყალი არის აგერ, უკან. მე ვთვლი, რომ კომისიის შექმნა არ შეაჩერებს იქ მუშაობას, ყოველ შემთხვევაში და თუმცა მე მიმაჩნია, რომ ეს კომისია რომც შეიქმნას, მაინ და მაინც სერიოზულ შედეგებს ვერ დადებს იმიტომ, რომ განწყობა არ არის შეთანხმების ჩვენ საზოგადოებაში, პოლიტიკურ ძალებს შორისაც, მხარეებს შორისაც, საერთოდ შეთანხმების პრობლემა გვაქვს ჩვენ, მე გეტყვით, რომ მე პირადად და „ეროვნული ფორუმი“ დაუჭერთ მხარს კომისიის შექმნას იმიტომ, რომ სალაპარაკო არ იყოს იმიტომ, რომ ყოველთვის დარჩება ერთი კაცი ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, მე, პირადად წამომაძახოს, რომ შენ ის გუბაზ სანიკიძე არა ხარ, რომელმაც საყდრისი დაანგრიაო. მე ამას ვერ დავუშვებ, მე დიდი ხანია ამ საქმეში ვარ, რასაც ქართული პოლიტიკა ჰქვია და ყველაზე უფრო, რასაც ვუფრთხილდები, ეს არის ჩემი სახელი. ჩვენ დავუჭერთ ამას მხარს, თუმცა ისევ ვიმეორებ, ძალიან სკეპტიკურადა ვარ განწყობილი, საერთოდ, კომისიის შექმნის მიმართ, არა მგონია, რომ ამ კომისიამ რამე გაარკვიოს, უფრო მეტი ბუნდოვანება იქნება ამ საკითხში, მაგრამ ისევ ვიმეორებ, სალაპარაკო რომ არ იყოს, ჩვენი ფრაქცია ამას მხარს დაუჭერს. საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ვფიქრობ, რომ საქმე უნდა აღიძრას ამ საკითხთან დაკავშირებით, რა მოხდა, როგორ მოხდა, მოვუწოდებ პროკურატურას, რომ ცოტა მობილიზებულად იმუშაოს იმიტომ, რომ არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა, რომელზედაც პასუხი არის გასაცემი, მე რატომღაც მგონია, რომ რაღაც-რაღაცეები ამოტივტივდება საკმაო ხანის და ხნოვანების, ამ საქმის შემდეგ, ამიტომ მშვიდად, წყნარად, მოგიწოდებთ ყველას, ისტერიას ნუ ქმნით, დღევანდელი ხელისუფლება არ არის ქართული კულტურის მტერი, მერწმუნეთ და ვერც იქნება ვერანაირად. მშვიდად გავაკეთოთ ეს საქმე „ეროვნული ფორუმი“ ამას დაუჭერს მხარს, კომისიის შექმნას, თუმცა ისევ ვიმეორებ, საკმაოდ სკეპტიკურადა ვარ მე განწყობილი, რომ რამეს გავარკვევთ ჩვენ. მაინც ასეთი გამწვავებული სახე ექნება ამას, მაგრამ ამ გამწვავებაში ჩვენი ფრაქცია „ეროვნული ფორუმი“ მონაწილეობას ვერ მიიღებს იმიტომ, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ, რომ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, უფრო სერიოზული პრობლემები, ვიდრე საყდრისს არ ვგულისხმობ, ვიდრე ის პრობლემები, რომელზედაც დღეს საუბრობს ქართული მედია, ქართული საზოგადოება, გაცილებით უფრო სერიოზული ხიფათები, პრობლემები გვაქვს და ვფიქრობ, რომ სიმშვიდე, სიმშვიდე არის ძალიან მთავარი, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, უახლოეს პერიოდში მით უმეტეს იმიტომ, რომ ჩვენ დენთის კასრზე ვსხედვართ და თუ ხშირ-ხშირად გავიხსენებთ ამ საფრთხეებს, უკეთესი იქნება ჩვენთვის. მე აღარ გავაგრძელებ ჩემ გამოსვლას, ვერაფრით გამორჩეული ვერა ვარ ამ შემთხვევაში, მაგრამ ვამბობ, ვიმეორებ, „ქართული, ეროვნული ფორუმი“ მხარს დაუჭერს კომისიის შექმნას იმიტომ, რომ ის სამუშაოების შეჩერებას არ გამოიწვევს იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იქ დასაქმებული ადამიანების ბედ-იღბალი, რომელიც ასევე ჩვენ გვევალება, რომ ყოველთვის მოვიკითხოთ, თუმცა გამოვთქვამ სკეპტიციზმს, რომ ჩვენ მაინც ვერაფერს ვერ გავარკვევთ. გაურკვევლად დარჩება ეს საკითხი, სამწუხარო. ღმერთმა ქნას, მე გავმტყუნდე, შემეშალოს, შემიძლია ბოდიშიც მოვიხადო. გმადლობთ. თავმჯდომარე. „მრეწველები“ ბატონი ზურაბ ტყემალაძე. კოლეგებო, დამშვიდდით, დაწყნარდით. დამშვიდდით, კოლეგებს გთხოვთ, სიწყნარე შეინარჩუნეთ, სიწყნარე და ვაგრძელებთ სხდომას, ბატონო ზურაბ, გთხოვთ. თქვენი დროა. ზ. ტყემალაძე. დიახ. ძვირფასო კოლეგებო, ნამდვილად ძალიან რთული საკითხია, დღეს ამ საკითხის გადაწყვეტა რთული განა იმიტომ არის, რომ რაღაც გადაწყვეტას ან ერთი მხარე, ან მეორე, ან ყველა ერთად ვერ მივიღებთ, შეიქმნას კომისია, თუ არ შეიქმნას. რთულია თავისთავად ის, რამდენი ბრალდებების კასკადი, რომელიც მოდის ასე ხელაღებით და ვლაპარაკობთ, რომ აქ ორ გვარს ვახსენებთ, ივანიშვილი-მამაცაშვილი და აი, ინგრევა ქვეყანა და რაღაცა, ეს ხომ თქვენც კარგად იცით და საზოგადოებამაც იცის და ეს თქვენ გჭირდებათ, ამ გვარების ხსენება და იმიტომ საუბრობთ ამ გვარების .....მე ვერც გუბაზს დავუჭერ მხარს, გულახდილად გეტყვი, იმ მიდგომაში, რომ იცით, რა, იმიტომ დავუჭერ მხარს კომისიის შექმნაში, რომ მერე ვინმემ რამე არ თქვას. ვინმემ რა უნდა თქვას, მე მინდა გითხრათ, რომ რამდენი წელიწადია, საერთოდ, არ შექმნილა საგამოძიებო კომისია ჩვენს, საქართველოს პარლამენტში. რამდენი წელია, ერთადერთი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელიც ეროვნული კომუნიკაციების დროებით შემსწავლელი კომისია იყო, საგამოძიებო კომისია და რატომ იყო, რატომ შეიქმნა ეს, იმიტომ, რომ კომიტეტმა განიხილა ძირფესვიანად ყველა საჩივარი, ყველა საკითხი, ყველა მიმართულება, ყველა და მხოლოდ ამის შემდეგ კომიტეტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ მოემართა პარლამენტისათვის, უკვე შესწავლილი თითქმის, თითქმის კი არა ბოლომდე შესწავლილი საკითხები და ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, მარტო ემოციები და იმის ლაპარაკი, რომ იცით კომისია უნდა შევქმნათ, იმიტომ და ამიტომ და ეხლა, რაც ხმამაღლა იტყვის ბატონი აკაკი მამაცაშვილის გვარს, ან ივანიშვილის გვარს, ამიტომ ამ ემოციას ავყვეთ? ვერ ავყვებით ამ ემოციას, ჩემო კარგებო. გენაცვალოს ჩემი თავი, ხო, ვერ ავყვებით ამ ემოციას ნამდვილად. მშვიდად, წყნარად, ჩვენი მოწოდებაა და ჩვენი პრინციპია იმასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ უმრავლესობის სხდომაზე, ბევრი ვარიანტები ვატრიალეთ, როგორ ჯობია, რა არის საქმისთვის და არა პიროვნებისთვის და არა ჩემთვის და არა რომელიმე პარტიისთვის. ჩვენ ეხლა ვატყობთ ამას, რომ უკვე პოლიტიზირებას ვახდენთ, როგორ იცით, უმაღლეს წერტილში გვინდა ავიყვანოთ და პოლიტიზირება მოვახდინოთ იმის, რომ აი,, კომისია, მერე როგორ იქნება. მე ხომ მომსწრე ვარ საგამოძიებო კომისიების შექმნის დროსაც და მერე არ შექმნის დროსაც და რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. ეს არის სწორედ ის, რომ აი, ტრიბუნა გამოვიყენო და ხალხო, თქვენ გატყუებენ, ამას აკეთებენ, ამას აკეთებენ. მე მხარს ვუჭერ, რა თქმა უნდა, ქალბატონი ნინოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად გული შემტკივა იმასთან, რომ შესწავლილი იყოს ეს საკითხი, ნამდვილად და ყველას, მართლა, არავინ არ არის აქ, რომ ამ საკითხის შესწავლა არ ადარდებდეს და არ იყოს შესწავლილი ეს საკითხი. მაგრამ, როგორ უნდა შევისწავლოთ, თუნდაც ის, რომ მომხსენებელმაც აღნიშნა და აღნიშნულია და ფაქტიც არის და ყველაფერი, რომ სწავლობს პროკურატურა, სასამართლოში არის გადაცემული საკითხი და ამ დროს გვინდა ჩვენ პოლიტიზირებული რგოლი შემოვიტანოთ და შევქმნათ კომისია? მე მხარს დავუჭერ იმას, რომ საერთოდ შესასწავლია, რატომ მოხდა ეს აფეთქება. ნუ ნერვიულობთ, დაწყნარდით, ჩემო ბატონო. მე არ ვნერვიულობ, თქვენც ნუ ინერვიულებთ. ხო. შეისწავლის ამას კომიტეტი, მინდა გითხრათ, ძალიან კვალიფიციურად, ყველა მხარეს მოიკვლევს, იმიტომ, რომ მეცნიერებშიც არიან განსხვავებული პოზიციის მქონე პიროვნებები. ესე აპრიორი იმის თქმა, რომ ნამდვილად ეს ესეა და ნამდვილად ეს დაანგრიეს, ნამდვილად ეს გააკეთეს, ის გააკეთეს და იქ, მე გეტყვით, ძალიან ბევრია კიდევ შესასწავლი ალბათ, მარტო იმ ერთ ადგილზე არ არის, ბევრია შესასწავლი და სწორედ თქვა გუბაზმა, აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ქვემო ქართლი, საერთოდ პოლიგონია, შესასწავლია, საჭიროა, რომ შესწავლილი იქნას და გამორკვეული იყოს. მე ეხლა არავითარი ნიშნისგებით, მაგრამ საერთოდ არის, ვეთანხმები დავითსაც იმაში, რომ საერთოდ არის შესასწავლი არა მარტო, არ ვსაუბრობ მე 9 წელიწადს, ბოლო 20 წელიწადი, 15 მაინც, მოყოლებული 90-იანი წლებიდან, საერთოდ, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ რას ვაკეთებთ, რა გზით მივდივართ საქართველო და რა მდგომარეობაა და რანაირად არის, ამას უნდა შესწავლა და ამას უნდა ნამდვილად ყურადღების მიქცევა და ამ მიმართულებით ნამდვილად არ ემსახურება პოლიტიზირებული დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც იქნება გამიშვი-გაგიშვებ, რომ იტყვიან და რაღაც ბრალდებების კორიანტელი, ბრალდებების აჟიტირება და აი, ერთი მხარე იმათ დააბრალებს, მეორე ამათ დააბრალებს, იქნება გვარების ბრახა-ბრუხი, არაფრის მომცემია ბრახა-ბრუხი, მინდა გითხრათ და თუ საქმის გაკეთება გვინდა და თუ გვინდა, რომ მართლა შესწავლილი იყოს, ბატონო ვანო, ძალიან გთხოვთ რა, თქვენ გაქვთ ეს ინიციატივა აღებული, ორშაბათს ჩაატარეთ ნამდვილად კომიტეტი და ნამდვილად მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მიგაჩნიათ, რომ სწორი უნდა იყოს და კომიტეტი შემოვიდეს ამ წინადადებები, მაგრამ შემოვიდეს მას შემდეგ, რაც თავად დარწმუნდება მის ავკარგიანობაში, მის სიკეთეში, მის უარყოფით მხარეებში. ყველაფერი ეს უნდა შევაფასოთ, თუ არ შევაფასეთ ეს და, გუბაზ, ბოდიშს ვიხდი, გასული იყავი და მე ვთქვი, მარტო იმ ემოციით, რომ იცი, ვინმემ არ თქვას, რომ აი, მხარი არ დაუჭირა და ვიღაცამ გამაქილიკოს, ამიტომ დავუჭირო მხარი არ მიმაჩნია სწორი და მოდით, თანმიმდევრულად გავაკეთოთ ყველაფერი ის და არ ავყვეთ რაღაც-რაღაც ემოციებს და დაველოდოთ ბატონი ვანოს, იმაში დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ერთი კომიტეტი არ ეყოს მაგას და რამდენიმე დღე დასჭირდეს და ძალიან კარგი იქნება და გვაქვს პრეცედენტები, ხო, ჩემო კარგებო, ჩემო მეგობრებო, იმის, რომ როცა სერიოზული, მნიშვნელოვანი საკითხია თქვენ მობრძანებულხართ, რა ჰქვია, ბიუროზეც და კომიტეტზეც თბილისში და ამაზე მეტად მნიშვნელოვანი რა არის. ეხლა ქუთაისში ვერ მოვასწარი, დღეს, ორშაბათს ჩატარდება და თუ საჭიროა სამშაბათსაც გაგრძელდება და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. მე, ჩემი სურვილი ეს არის, ჩემი თხოვნა ეს არის, ასე ნუ ავყვებით ემოციებს და ამ მიმართულებით მე დღესდღეობით ნამდვილად ვერ დავუჭერ კომისიის შექმნას, ვერცერთნაირ კომისიას, ვერც კომისიას, ვერც საგამოძიებო კომისიას და ვერც მომხსენებლის ინსტიტუტს. ახსენა ბატონმა დავითმა და ამიტომ უნდა შევეხო კიდევაც, განვიხილავდით, რა თქმა უნდა, ყველაფერს განვიხილავდით, მაგრამ დაველოდოთ კომიტეტს და კომიტეტის რეკომენდაციის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. დიდი მადლობა. თავმჯდომარე უმცირესობის სახელით, გოკა გაბაშვილი. გ. გაბაშილი. დიდი მადლობა. დღეს რამოდენიმეჯერ მოუწოდეს კოლეგებმა ერთმანეთს ორივე პოლიტიკური გუნდიდან, რომ განსაკუთრებული ემოციების გარეშე მივუდგეთ ამ საკითხს. რა თქმა უნდა, რთულია ემოციის გარეშე მივუდგეთ ამ საკითხს, მაგრამ შევეცდები გავითვალისწინო რჩევა და უბრალოდ ვისაუბროთ იმაზე, რატომ არის აუცილებელი ამ კომისიის შექმნა და რატომ არის აუცილებელი ამ სამუშაოების გაჩერება. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საყდრისს უწოდა ბორცვი, როგორც ჩანს მისი მნიშვნელობის დასამცირებლად, მინდა ვუთხრა მას და იმ ადამიანებს, რომლებიც ასე უდგებიან კულტურულ მემკვიდრეობას, რომ საერთოდ ბორცვის შესწავლით გახდა ეს მეცნიერება, არქეოლოგია, პოპულარული მსოფლიოში. სწორედ ერთი ბორცვის მიმართ რწმენამ შეცვალა სამუდამოდ ადამიანების წარმოდგენა საკუთარ თავზე, საკუთარ ისტორიაზე, საკუთარ კულტურაზე და როცა ჰაინრიხ შლიმანმა ირწმუნა, რომ ის, რაც არის ლეგენდა, ის რაც არის ჰომეროსის მიერ ამოთქმული, ასე ვთქვათ, ლექსი, ილიადა, ეს იქნებოდა რეალობა. ის ამ რწმენას გაჰყვა, მასაც ძალიან ბევრი აქილიკებდა, რომ ეს მხოლოდ ლეგენდაა და ის ბორცვი მხოლოდ ბორცვია, მაგრამ ჯიუტად ამ ადამიანმა, რომელიც არქეოლოგიც არ იყო, იყო მეწარმე, მაგრამ ჰქონდა რწმენა აი, ამ ბორცვისა, კონკრეტულის და აი, ამ ბორცვის გამოკვლევის შედეგად მან აღმოაჩინა ტროა და დაადასტურა ის, რომ ძალიან ხშირად მეცნიერებს შეუძლიათ გაჰყვენ ლეგენდებს და ამ ლეგენდების აღმოჩენით, ამ ლეგენდების შეთავაზებით კაცობრიობისთვის მოიტანონ იმხელა სიმდიდრე, რისი ფასი არ არის არც ოქრო, არც ბრინჯაო, არც სპილენძი და არც არაფერი. ამას, რომ ამ ერთმა ადამიანმა ირწმუნა ამ ერთი ბორცვის, მოჰყვა ის, რომ ადამიანებმა სამუდამოდ, იმ დროიდან, იმ მომენტიდან, XIX საუკუნიდან სხვანაირად დაუწყეს ყურება თავის თავს, ლეგენდებს, თქმულებებს და ძალიან აქტიურად დაიწყეს შესწავლა აი, ამ ლეგენდების, ძალიან აქტიურად დაიწყეს შესწავლა ამ ჰიპოთეზების. ასე ეწყობა კულტურა, ასე ეწყობა კულტურული ცხოვრება, ასე ეწყობა ინტელექტუალური ცხოვრება და ვისაც სჯერა, რომ ბორცვები უბრალოდ ბორცვებია, ისინი ამას ვერ გაიგებენ. ვისაც სჯერა, რომ ნებისმიერი ბორცვის უკან შეიძლება იმალებოდეს უდიდესი სიმდიდრე, უდიდესი წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ, უდიდესი ინფორმაცია, იმ ადამიანებს უნდა დავაცადოთ მუშაობა, ამის გააზრება, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაშიც ჩვენ, როცა ვლაპარაკობთ ამ რაღაც უბრალო ბორცვზე, ამის უკან შეიძლება იმალებოდეს უზარმაზარი სიმდიდრე, ამის უკან შეიძლება იმალებოდეს ძალიან დიდი ინფორმაცია ჩვენი საკუთარი თავის შესახებ და ადამიანის დანიშნულება, ყველა დამეთანხმებით ალბათ, არის საკუთარი თავის შეცნობა, პირველ რიგში და საკუთარი როლის, საკუთარი ერის როლის გააზრებაც ისტორიულ კონტექსტში, ამაზე გვაქვს ჩვენ ლაპარაკი და ამიტომაა ეს საკითხი მტკივნეული, სწორედ ამით არის განპირობებული, იმითი, რომ ეს მეცნიერები, ეს არქეოლოგები ძალიან ღელავენ და სხვათა შორის, შლიმანის დროიდან ძალიან განვითარდა, შლიმანს საყვედურობდნენ უხეშ მოპყრობას აი, ამ თხრების დროს, როცა მას ეს რწმენა ჰქონდა, რომ იქ ტროა იყო, ამის მერე ძლიან განვითარდა ეს მეცნიერება და ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტი, რომელიც ამ ტიპის ინფორმაციას აგროვებს, ამუშავებს, შეისწავლის ეს არის ბოხუმის მერგბაოუ, სწორედ, რომელიც სწავლობდა ჩვენს ძეგლს, ამ საყდრისს. სწორედ მათი მომართვის საფუძველზე და სწორედ ქართველი მეცნიერების მომართვის საფუძველზე და სწორედ ეროვნული მუზეუმის მომართვის საფუძველზე 2006 წელს მე თვითონ, ჩემი ხელმოწერით, მივანიჭე ამას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი და დავუდგინეთ არქეოლოგიური დაცვის ზონა. იმიტომ, რომ ამ მეცნიერებში არის ურყევი რწმენა იმისა, რომ აქ არის უძველესი ოქროს მაღარო და აქ მხოლოდ ოქროს მოპოვებაზე არ არის, ხალხო, ლაპარაკი, გვესმის ალბათ ყველას, ხო, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება ჩვენი რეგიონი, ჩვენი ქვეყანა შეიძლება დაკავშირებული იყოს ურუქის უძველეს კულტურასთან, შუმერების უძველეს კულტურასთნ, ეგვიპტურ ოქროსთან, ამასთნ შეიძლება იყოს დაკავშირებული. ეს, რა თქმა უნდა, ჰიპოთეზებია, ამაზე მსჯელობენ მეცნიერები, ამაზე დისკუსია მიდის, რა თქმა უნდა, ამის მტკიცებულებები ერთ და ორ დღეში არ მოიპოვება, სწორედ ამიტომ არის საჭირო, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ ინფორმაციის მოგროვება მისხალ-მისხალ და თუნდაც ამ ლეგენდის მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ასეთ ლეგენდებზე იგება მერე მთელი მსოფლიოს წარმოდგენები ჩვენს ქვეყანაზე. როცა პალეონტოლოგებმა, როცა დავით ლორთქიფანიძემ აღმოაჩნია ზეზვა და მზია, მაგალითად, ხო, ვიღაცას რომ ეთქვა რა არის ეს, უბრალოდ თავის ქალებია, ეს უბრალოდ ძვლებია, ეს ასე არ არის, ეს დიდი სამეცნიერო ჰიპოთეზაა, ამის უკან იმალება დიდი სამეცნიერო ჰიპოთეზა, ძალიან დიდი სამეცნიერო წარმოდგენები სამყაროს და ადამიანის შესახებ. სწორედ ამიტომ გახდა ეს მსოფლიო ტრენდი, სწორედ ამიტომ დადის მუზეუმ-მუზეუმ დღეს ჰომო ერექტუსი და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ქართულ ოქროზე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა პროცესში ვართ, რასთან არის დაკავშირებული საყდრისი. როცა პირველად, 2006 წელს ბერლინში ანტიკენზამლუნგში, მუზეუმ ზინზერს რომ ეძახიან, სამუზეუმო კუნძულზე, ბერლინში, იქ, სადაც უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი არტეფაქტებია დაცული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის, როცა საქართველოს ოქროს გამოფენა გაიმართა, დაახლოებით იმ თვეების განმავლობაში, მილიონამდე მნახველი ჰყავდა ამ გამოფენას ბერლინში, მილიონამდე მნახველი, და ეს არის უფრო დიდი სიმდიდრე ნებისმიერი, ვიდრე ნებისმიერი მაღარო, ვიდრე ნებისმიერი მეტალი. ვისაც ეს არ ესმის, ის ამ საკითხზე ვერ იმსჯელებს. როცა იგივე გამოფენა გაიმართა სმითსონში, ვაშინგტონში, როცა იგივე გამოფენა გაიმართა პარიზში, პალე დე მონეში, როცა იგივე გამოფენა გაიმართა რომში და მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები უთმობენ ადგილს ქართულ ოქროს და უკავშირებენ ამას, აკავშირებენ მსოფლიო მემკვიდრეობასთან, ამ უზარმაზარ სიმდიდრესთან, რომელიც ანტიკურ სამყაროშია დაცული, რომელიც ეგვიპტეშია დაცული, რომელიც საბერძნეთშია დაცული, რომელიც თურქეთშია დაცული, აი, ამის სათავე შეიძლება ჩვენ ვართ, შეიძლება ჩვენ ვართ ამის სათავე, როგორც ოქროს მოპოვებით, ასევე დამუშავებით, ასევე ამ ფანტასტიური ნაკეთობების შექმნით, როგორც კულტურული გავლენებით, ამ კონტექსტში უნდა ვიფიქროთ ამ საკითხზე და ამ ინფორმაციის მატარებელი იყო ეს მაღარო. ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიან ქართველი მეცნიერებიც ეროვნული მუზეუმიდან და ასე თვლიან გერმანელი მეცნიერებიც, რომლებიც მათთან თანამშრომლობენ და ასე თვლის ყველა სერიოზული მეცნიერი, რომელიც ამ საკითხს შეხებია. ამიტომ, თუ ვიღაცას ჰგონია, რომ ეს არის ბორცვი, ის ცდება, თუ ვიღაცას ჰგონია, რომ, მით უმეტეს, ეს არის სტერილური ბორცვი, როგორც ითქვა, ის ცდება ორმაგად და 12 დეკემბრის ერთ ღამეს ერთმანეთთან გაგზავნილი 5 წერილით ამის აფეთქება, მეგობრებო, არის დანაშაული და სხვა არაფერი. როცა ბატონი დავით ბერძენიშვილი საუბრობს იმაზე, რომ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით პოლიტიკას უნდა გადავხედოთ და შევისწავლოთ ყველა პერიოდი, დიახ, უნდა გადავხედოთ, შევისწავლოთ, ბევრი რამე გადავაფასოთ, ისიც ვთქვათ, რა გაგვიკეთებია ცუდად, ისიც ვთქვათ, რა გაგვიკეთებია არაიდეალურად, ისიც ჩამოვთვალოთ, რა გაკეთებულა ამ ქვეყანაში ამ თვალსაზრისით, რა კეთდებოდა, როგორ კეთდებოდა, ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც უბრალო საკითხია და რომელიც, მართლა, მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლემიკისთვის უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ, მეგობრებო, ნუ გაცხარდებით, თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეუძლებელია ამხელა წინააღმდეგობის გადალახვა მეცნიერების, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციის, არა ერთის. ამდენი ინტელექტუალური წინააღმდეგობის გადალახვა, მეგობრებო, მერწმუნეთ, ხდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ არის უმაღლესი ხელისუფლების ნება, რომ ქვეყანა წავიდეს ერთი გზით და არა მეორე გზით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს ხელისუფალს აქვს გადაწყვეტილი, რომ ეს არის სტერილური ბორცვი, რომ ის არის უმნიშვნელო, რომ იქ დიდი არაფერი არ ხდება, რომ რამდენიმე გიჟი იქ კარვებგაშლილში ზის და არაფერს არ აკეთებს, რომ ეს მეცნიერები რაღაცეებს ფანტაზიორობენ და იგონებენ ლეგენდებს, მაგრამ ამავე დროს არის აგერ მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი, მხოლოდ, თუ უმაღლესი ხელისუფლება მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მხოლოდ მაშინ ხდება ასეთი ველური და ვანდალური რაღაცები. ამის ეჭვი გვაქვს ჩვენ და რა თქმა უნდა, ეს გამოკვლეული უნდა იყოს და ეს ნუ გაგიკვირდებათ, რომ ამის ეჭვი არსებობს. მე ძალიან კარგად მახსოვს, 2013 წელს მართლაც სიცილად არ მეყო, როცა მინისტრის მოადგილე ბატონი მარგიშვილი გამობრძანდა და თქვა, რომ პროკურატურაში აგზავნის საკითხებს, თუ როგორ გავბედე მე და 2006 წელს ამას მივანიჭე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მართლაც, მეღიმებოდა ამაზე. საიდან ამხელა აგრესია ამ საკითხზე, რატომ ასეთი ჟინი ამ საკითხზე, რატომ ასეთი გაშმაგება იმასთან დაკავშირებით, რომ საყდრისი ძეგლია?! მაგრამ მერე ყველაფერი ნელ-ნელა გასაგები გახდა, მერე გასაგები გახდა, რატომ ერთი და იგივე ექსპერტები მუშაობენ „არ-ემ-ჯი“-ში და იმ კომისიაში, რომელმაც ძეგლის სტატუსი მოხსნა, რატომ არიან უმაღლეს თანამდებობის პირებთან დაკავშირებული მეგობრები და მათი წრეების წარმომადგენლები იმ საექსპერტო ჯგუფებში, რატომ არის „არ-ემ-ჯი“-ს მენეჯმენტი გაჯერებული იმ ადამიანებით, რომლებიც პირდაპირ იმართება ხელისუფლებიდან. ეს ყველაფერი ეჭვებს ხომ აღძრავს. აბა, სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ, ამაზე თქვეს უკვე ჩვენმა კოლეგებმა, სხვათა შორის, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ და ქალბატონმა თამარ კორძაიამ თქვა, თუ არ ვცდები, როგორ წარმოგიდგენიათ სხვანაირად, ერთ დღეს, 12 დეკემბერს 5 მიმოწერა, როცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, კულტურის სამინისტრო ავალებს საკითხის გარკვევას, ისინი იმავე დღეს იწვევენ ექპერტთა ჯგუფს, ექსპერტთა ჯგუფი იმავე დღეს წერს თავის პასუხს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო იმავე დღეს წერს კულტურის სამინისტროს და კულტურის სამინისტრო იმავე დღეს ხსნის სტატუსს. როგორ გგონიათ თქვენ, ეს შემთხვევით ხდება? და იმავე ღამეს ძეგლი ფეთქდება. დღეს ლაპარაკი იმაზე კი არა გვაქვს, მეგობრებო, რომ კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში არაშესაბამისად იქნა დაცული, იმაზე კი არა გვაქვს ლაპარაკი, რომ იქ რაღაც ნორმები დაირღვა, იმაზე კი არა გვაქვს ლაპარაკი, რომ საერთაშორისო სტანდარტები დაირღვა, რაც სრულებით ლეგიტიმური საუბარია ... დაკავშირებითაც და ნებისმიერ რესტავრაციასთან დაკავშირებითაც, რომელიც ამ ქვეყანაში ჩატარებულა. ზოგი მომწონს, ზოგი არ მომწონს, ზოგი კარგად გაკეთდა, ზოგი ცუდად გაკეთდა. ამაზე კი არა გვაქვს ლაპარაკი, ლაპარაკი გვაქვს დინამიტზე. იქ მიიტანეს დინამიტი, დადეს დინამიტი და დინამიტს გააყოლეს ინფორმაცია, სამი ათასი წლის წინანდელი ინფორმაცია ჩვენი საკუთარი თავის, ჩვენი იდენტობის, წარმოდგენა სამყაროს შესახებ. ასე იქმნება სწორედ წარმოდგენა სამყაროს შესახებ. და როცა, იგივე შლიმანს დავუბრუნდები იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი პოპულარიზატორი და სათავე არქეოლოგიისა, როცა დიადემა აღმოაჩინა, მშვენიერი ოქროს დიადემა და თქვა, რომ ეს ელენეს დიადემაა, მართლა, ვინმეს ხომ არ გვჯერა, რომ ეს დიადემა თავზე ელენეს ეკეთა. არა, ეს სიმბოლოებია, ეს ლეგენდებია, სულ ლეგენდების ენაა, სიმბოლოების ენაა, ურთიერთკავშირის ენაა, კულტურული ზეგავლენების ენაა და სწორედ ასე ყალიბდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თანამედროვე სამყარო და ჩვენი ცოდნა ამ სამყაროს შესახებ. სწორედ ეს იწერება მერე სახელმძღვანელოებში, სწორედ ამით ხდება მერე ქვეყნები პოპულარული, სწორედ ამიტომ მოდიან მერე ტურისტები ქვეყანაში და სწორედ ამიტომ მიდიან იმ გამოფენებზე იმ ქვეყნებში, სადაც მიდიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 1 მლნ ვიზიტორი ბერლინში, 3 მლნ ვიზიტორამდე ვაშინგტონში, მილიონამდე ვიზიტორი რომში, ეს არის მილიონობით ადამიანი, რომელიც მერე ერთმანეთს უყვება, რომ მათ ნახეს უნიკალური ქვეყნიდან წამოსული უნიკალური კულტურა, ამაზე მეტის სიმდიდრე არ არსებობს. და ნუ გგონიათ, რომ აქ მართლა 3 000 ადამიანზე და როცა რაღაცა მილიარდობით თანხებზე არის ლაპარაკი, ეს მთლიან ამ ობიექტზეა ლაპარაკი. საყდრისთან საქმე ასე არ არის, საყდრისი მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია ამ ობიექტის, არქეოლოგიური დაცვის ზონის ძალით დაცული ობიექტი. და „არ-ემ-ჯი“-მაც და ყველამ, ყოფილმა მეპატრონეებმაც, ახლანდელმაც, მმართველებმაც, მშვენივრად იცოდნენ თავისი ბიზნესკალკულაციების დროს, რომ ამ ობიექტს ვერ შეეხებიან, მშვენივრად იცოდნენ, ისე ჰქონდათ ბიზნესკალკულაცია გაკეთებული, ისე იხდიდნენ მილიონებს, რომ ამას ვერ შეეხებოდნენ. ამიტომ ეს სულ დემაგოგიაა, ეს, არ დაიჯეროთ, რომ ერთ მხარეს დგას მილიარდობით და ასობით მლნ შემოსავალი და მეორე მხარეს - კულტურული მემკვიდრეობა. არ არის, მეგობრებო, ასე საქმე და ეს კომისია თუ შეიქმნება, იქ როცა კონკრეტულად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით ამ საკითხებს, ამ საკითხსაც მივადგებით, რა არის ლეგენდა და რა არის სინამდვილე. და ის მილიონობით ადამიანი, რომელიც ერთმანეთს უყვება საქართველოს შესახებ, უფრო დიდი სიმდიდრეა. ეს ლეგენდები, რომლებსაც მერე მეცნიერება ადასტურებს, როგორც ფაქტებს, უფრო დიდი სიმდიდრეა საქართველოს შესახებ. აი, ასეთი მარტივი, არანაირი ღირებულება არ გააჩნია, არც ოქროა, არც ვერცხლია, არც ბრინჯაოა, არაფერი არ არის, 7 000 წლის ყურძნის წიპწა ინახება ეროვნულ მუზეუმში. უბრალოდ, ის არის მტკიცებულება, რომ 7 000 წლის წინ უკვე ადამიანი აქ კულტივირებას ახდენდა ამისას. რამდენად დადასტურებულია ეს ჰიპოთეზა, ამის კვლევა მიმდინარეობს, ამაზე ინსტიტუტები არიან ჩართულები, მაგრამ ეს არის ლეგენდა, რომელიც ქმნის მსოფლიოში სახელს საქართველოსთვის, როგორც აკვანს ღვინის კულტურისას. აი, ეს საყდრისი, რომელიც ჩვენ ვანდალურად ავაფეთქეთ და დინამიტი დავუდეთ ქვეშ, ეს საყდრისი ვანის ოქროსთან ერთად, ეს საყდრისი იმ უდიდეს მონაპოვართან ერთად, რომელიც XX საუკუნის შუაში, XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნეში აღმოჩენილ იქნა საქართველოში იგივე ამ არქეოლოგების მიერ, იგივე დღეს ეროვნულ მუზეუმში შემავალი სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ, ეს ყველაფერი ქმნის ლეგენდას, რომ ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ, ეს ყველაფერი ქმნის დადასტურებას არგონავტების მითის, ეს ყველაფერი ქმნის დადასტურებას იმისას, რომ ჩვენ ვიყავით გახსნილი სამყაროს ნაწილი, რომ ჩვენ არ ვიყავით იზოლირებულები, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და ძალიან მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და თუ ჩვენ დღეს ამას დინამიტს დავუდებთ, ამაზე ცუდს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. და თუ ჩვენ დღეს შევქმნით საგამოძიებო კომისიას და სამაგალითოდ ვეტყვით მთავრობას, რომ ეს არ არის ბორცვი, ეს არის ჩვენი კულტურა, გავაკეთებთ ძალიან კარგ საქმეს. თავმჯდომარე. უმრავლესობიდან, ... სახელით, ბატონი ნუკრი ქანთარია. ნ. ქანთარია. ძალიან კარგია, რომ ამ პრობლემამ გადმოინაცვლა პარლამენტში, ვმსჯელობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ ორი პარტიაა ერთ თემაზე შემოსული წინადადებით ერთი და იგივე თემაზე, ერთი და იგივე მნიშვნელობის პრობლემაზე, ერთი გახლავთ „თავისუფალი დემოკრატები“ მეორე ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“. კიდევ ერთხელ გამოჩნდა რა სხვაობაა მათ შორის და ეს არის ცა და დედამიწა და ამიტომ მე არ ვაპირებ ეხლა„ ნაციონალური მოძრაობის“ წინადადებაზე განხილვასაც კი, იმდენი დემაგოგია, იმდენი სპეკულანტობაა იმიტომ, რომ სადაც რამე ცხელდება, არიქა მივასწროთ, რომ რაღაცა იქნება ჩვენც მოვითბოთ ხელი. თქვენ საყდარისი ისე გაინტერესებთ, როგორც ჩვენ ჩინეთის იმპერატორის სიზმრები. ეს სტილია, რომ ყველაფერი მავნებლობისკენ წაიყვანოთ და თუკი რამე ისეთი წერტილია ნათელი, იქაც შეხვიდეთ, იქაც შეხვიდეთ და როგორმე ხელი მოითბოთ. ჩვენ სუყველანი მივდივართ იქითკენ, ბეწვის ხიდზე ფაქტიურად, ბეწვის ხიდზე მივდივართ ევროპისკენ და თქვენ ცდილობთ, რომ ეს ხიდი აქანაო, რატომ აქანავებთ, ჯობია დაისვენოთ და მით უმეტეს ამ საკითხებთან დაკავშირებითც, დაისვენოთ იმიტომ, რომ თქვენ არა გაქვთ უფლება, ხომ არ დაგავიწყდათ, ან ხომ არ გგონიათ, რომ ვინმეს დაავიწყდა თქვენ მიერ აფეთქებულები, თქვენი ძირითადი მესიჯი, წარსულთან წარსული, რომელი წლიდან იწყება ახალი ადამიანის გამოყვანა, ახალი ქართველი ხომ არ დაგავიწყდათ, აფეთქებული ეკლესიები, დანგრეული ეკლესიები, აქ, ამ ადგილზე გაგახსენეს კიდეც თქვენ დღეს , გაგახსენეს თქვენ. მოკვდა კაცი, მსხვერპლი იყო, აქ როდესაც ააფეთქეთ, ამიტომ თქვენთან საუბარი გამორიცხულია, თქვენი წინადადების განხილვა გამორიცხულია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თავისუფალი დემოკრატები სწორედ აი, ძალიან გულწრფელად და ტკივილით უდგებიან ამ საკითხს და მინდა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მათ არ უნდათ ეს თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესებისათვის, პარტიული ინტერესებისათვის და მართლაც ფიქრობენ გამოსავლის და გამოსავალი უნდათ, რომ ამ შემთხვევაში მოძებნონ. ეხლა, რომ გავყვეთ თითონ მსვლელობას, მე მქონდა ამაზე ძალიან ხშირი საუბარი სპეციალისტებთან, კულტურის სამინისტროშიც, ფაქტიურად მეტ ნაკლებად მოწმე ვარ და მინდა, რომ წარმოგიდგინოთ და ამის შემდეგ მივიღოთ ჩვენ გადაწყვეტილება, მართლაც, რას უნდა დაუჭიროთ მხარი. თვითონ და თავის თავად ეს ბორცვი, დიახ ბორცვი 1983 წელს აი, ამ ბორცვში გაითხარა გვირაბი და ეს გვირაბი 193 წელს ზოგიერთი ალბათ დაბადებულიც არ არის ამ დროს ან ისეთი პატარა, რომ საერთოდ არ იცის ჯერ სამყაროსადმი შეგრძნება როგორია, რა არის, რა კითხვებია, გაითხარა დიახ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ პერესტროიკაც, ეგრეთ წოდებული, პერესტროიკაც არ არაის დაწყებული, გაითხარა მადნის მოსაპოვებლად და მერე დარჩა ეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ იქ იყრებოდა ნაგავი, ყველაფერი და 87 წელს, 1987 წელს უკვე პროფესორი მუჯირის აღწერით ის წარმოადგენს ბრინჯაოს ადრეული რკინის ხანის საქართველოს სამთო ძეგლს, ეს არის და ეს. შემდეგ იწყება 2004 წლიდან ე.ი. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით, რა თქმა უნდა, ფართო საზოგადოებამ, 2004 წლიდან იწყება იქ ექსპერიმენტული სამუშაოები და შემდეგ ებმევა მათ იქ გერმანული ჯგუფიც. 2006 წელს, ეხლა გამოვიდა აქ ბატონი გაბაშვილი და გვიყვება ლეგენდებს ტროას შესახებ, ოდისევსის შესახებ, ილიადას შესახებ, რაღაც ლექციებს გვიკითხავს და მე მინდა, იმაზე ეპასუხა ძალიან კონკრეტულად, როდესაც მიანიჭა მან 2006 წელს ძეგლის სტატუსი, რაზე დაყრდნობით იმიტომ, რომ არავითარი დოკუმენტაცია სამინისტროში არ არსებობს, არც საბჭოს დასკვნა არავისი, რისი ძალიან დიდი კითხვები ისმის, აქ ძალიან ისეთი. არ მინდა ეხლა ამ თემას გავყვე, მაგრამ რატომ მიენიჭა მას ძეგლის სტატუსი, ასე ყოვლად არაფერზე დაყრდნობით. მე ვგულისხმობ, არავითარი საბჭოს დასკვნა, რომ არ არის და მერე ლეგენდები. აგერ კიდევ, რომ ეს საბჭოს დასკვნები, ვითომ ვიღაცა შევიდა შეფიდან, გამოიტანა და რა, ასე, რომ კითხვები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. 2013 წელს მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მოუხსნა ამ ძეგლს სტატუსი. აქ უკვე სხვა კომპანია იცით და აქამდე მუშაობდნენ, ახლა მუშაობს უკვე და მაშინაც. ბარემ... მოუხსნა ძეგლის სტატუსი პროცედურების დარღვევით, ისევ მინდა გითხრათ და ეს იყო შეცდომა იმიტომ, რომ ის საბჭო, რომელი საბჭოს საფუძველზეც მოეხსნა ამ ზესტატუსი, არ იყო ის სწორედ მოვალე, რომ ეს დასკვნა წარმოედგინა, ეს იყო ერთგვარი, მის მიერვე შექმნილი და არა სააგენტოს საბჭო. აი, აქედან იწყება აჟიოტაჟი და ეს თემა ცხელდება და ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი იგებს, რომ არის ასეთი ძეგლი და არის ასეთი მნიშვნელობა. ერთის მხრივ არის ძალიან დიდი კამათი ამის შესახებ, თვითონ სპეციალისტებს შორის, დაახლოებით, ეს იმას ჰგავს, არის სიცოცხლე მარსზე, არ არის სიცოცხლე მარსზე იმიტომ, რომ ერთი ნაწილი გამოდის და ამბობს და ეს დასკვნები აქა მაქვს სწორედ და მე შემიძლია წაგიკითხოთ და მოგაწოდოთ, რომ ერთი ნაწილი სწორედ ამბობს, რომ აქ, ის არ წარმოადგენს გარკვეულ კვლევის ობიექტს და არის მხოლოდ არქეოლოგიური ობიექტი, ხოლო გერმანელთა და ქართველთა მეორე ჯგუფი თვლის, რომ ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის ძეგლი და აქ იყო ოქროს საბადო. ეხლა, ამ ლეგენდებს მოდი ჩვენ აი, ამ ვარაუდებს მე ეხლა არ მინდა, რომ გავყვე და იმ პროცესშიც სწორედ გამოვთქვით აი, ასეთი წინადადება, რომ მოდით ეს დავა გადავდოთ ჩვენ გვერდზე, მოვიწვიოთ მაღალი კლასის სპეციალისტები, რადგან თვითონ საქართველოში არ ხდება შეთანხმება ამასთან დაკავშირებით, თუ რა არის ეს, ამ დროს შეჩერებულია, მოგეხსენებათ, სამუშაოები და ჩამოვიდნენ მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო ექპერტები. ერთი წლის განმავლობაში იყვნენ მოწვეული ბულგარეთიდან, იტალიიდან და გერმანიიდან ბატონები ....ალბერტ იოგენჰოველი და კლავდიო მარკოტინი და ქართველ სპეციალისტებთან ერთად ისინი მუშაობდნენ ,ამ ერთი წლის განმავლობაში. მე ეხლა გიყვებით, რამ გამოიწვია სწორედ, რომ სტატუსი მოუხსნა კულტურის სამინისტრომ და მზათა მაქვს ეს დასკვნა და ეს დასკვნები სწორედ აი, აქა მაქვს მე ხელთ და შემიძლია გითხრათ, რომ ჩატარდა იქ, როგორც გეოლოგიური სამუშაოების, ისე არქეოლოგიური სამუშაოები და მათი აზრით და ეს აზრი უნდა ვთქვათ, რომ კომპეტენტური აზრია, რა თქმა უნდა, თვლიან, რომ აქ არის, ეს აუცილებლად არის არქეოლოგიური ობიექტი, ეს აქ არის ადმიანის ნაკვალევი და ის სრულიად უკვე შესწავლილია გერმანულ, ქართული ექსპედიციის მიერ. მაგრამ ძეგლი არის სავალალოდ თვითონ, ეს ადგილი არის სავალალო მდგომარეობაში. აი, ამდენი ხნების განმავლობაში, 93 წლიდან ვამბობ ამას და მე მინდა ჩემმა საზოგადოებამ რეალურად შეხედოს ამ ამბავს და არა ისე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, რომ არიქა, ეხლა დაუშვათ აქ, საჩემო იქნება რაღაცა გამოვადნო და გადავიდეს ეს მართლაც პოლიტიკურ სიბრტყეში და ისინი ამბობენ, რომ არის, რა საკვირველია, ადამიანის ნაკვალევი არსებობს, ძეგლი ბოლომდე არის უკვე სრულყოფილად შესწავლილი, ამდენი წლების განმავლობაში, ხოლო, იმის იქით გასვლა უკვე არის სახიფათო, ეს არის გეოლოგების დასკვნა და ის შეიძლება ყოველდღიურად აი, ჩამოიშალოს. თუ ის მოხდება მასე გამაგრებითი სამუშაოები, ეს გამაგრებითი სამუშაოები, ბეტონისგან უნდა აიგოს და ეს ბეტონი ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ ბუნებრივია, რომ იქ არავითარი ნასახი უკვე აღარ უნდა დარჩეს. ასე, რომ ამას აზრი არა აქვს. და გამოსავალი და რეკომენდაცია, რომელსაც გვთავაზობს ეს ხალხი, ქართველ სპეციალისტებთან ერთად და მე ვფიქრობ, რომ ეს არის, მართლაც , ყველაზე ლოგიკური გამოსავალი, რომ ის ანტიფაქტები, უკვე მთლიანად ამოღებულია და გადატანილია სხვა სივრცეში. თუკი რაიმე იქით და აქით არის საუბარი, რომ შესაძლებელია იყოს, შესაძლებელია არც იყოს, მაგრამ შესვლა იქ და მუშაობის გაგრძელება, როგორც ესენი თვლიან, არის საკმაოდ უკვე სახიფათო. ამიტომ, მათ დართეს ნება, რომ მუშაობა გაგრძელებულიყო და ია, ამ სწორედ, აი, ამ საბჭოს დაყრდნობით კულტურის მინისტრმა მოუხსნა ამ ძეგლს სტატუსი და იყო შეთანხმება, რომ მკაცრი მორატორიუმის, მონიტორინგის პირობებში უნდა მომხდარიყო სწორედ მუშაობის გაგრძელება და ნებისმიერი აღმოჩენილი ნაკვალევი უნდა ყოფილიყო ფაქიზად გადმოტანილი და შენახული. ამავე დროს კომპანია იღებდა და იღებს ვალდებულებას , რომ ბოლნისში , შექმნას ძალიან დიდი სამუზეუმო სივრცე და იქ მაქსიმალურად რეალისტურად მოახდინოს აღდგენა სწორედ აი, ამ საბადოსი სხვა ექსპონატებთან ერთად. მე მგონი, ეს არ არის ცუდი საქმე, ძალიან კარგი საქმეა, იმიტომ, რომ ხალხი იქაც დასაქმდება, მნახველიც მივა, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი თვალისთვის, გარწმუნებთ, მე ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ემოციური თანაგანცდა ძალიან ძნელია, იქ რომ იყოს ამ შემთხვევაში, ამას, ეს არის საკვლევი ობიექტი, ეს არის მეცნიერებისთვის ლაბორატორიული სამუშაოები და იქ ყველა პირობა, მათ, როგორც ჰპირდებიან, შეექმნებათ სწორედ აი, ასეთი კვლევებისათვის. აი, ეს არის, აი, ამ ყველაფრის მოკლე ისტორია, ეხლა როცა ვამბობთ ჩვენ, რომ მოდით, ავდგეთ, შევქმნათ საგამოძიებო კომისია, მე მივმართავ ჩემ მეგობრებს ნინოს და ქალბატონ ნინოს და უნდა უთხრა, საგამოძიებო კომისიამ რა უნდა გამოიძიოს. ვინ ააფეთქა ,ეს გამოსაძიებელი არ არის. აშკარად არის და ჩანს. რატომ აფეთქდა, ააფეთქეს ესეც ჩანს, კარგია თუ ცუდია, ეს რომ ააფეთქეს, ესეც ცალსახაა, რა თქმა უნდა, ცუდია, რა თქმა უნდა, ეს სულსწრაფობაა და მათ უნდა სხვა, არა ასეთი მძიმე ტექნიკით, სხვანაირად უნდა დაეწყოთ, ეს სამუშაოები. თუ ჩვენ ეჭვი გვინდა შევიტანოთ და აი, იმ კვლევებში, რომელიც ამ საერთაშორისო ექსპერტებმა ქართველებთან ერთად დადეს, მაშინ ჩვენ სათანადო კომპეტენცია უნდა გვქონდეს და მე მეეჭვება, რომ დღეს პარლამენტში აი, ამ რანგის კომპეტენტური ხალხი ვიყოთ ამ დარგში. ერთი ცხოვრება გვჭირდება ალბათ, რომ ეს კვლევები, ჩვენ შევაფასოთ. თუ თქვენ და ვინმეს ეჭვი აქვს, ჟარგონით რომ ვთქვათ, ვიღაცამ ვიღაცა ოქროთი გამაზა, მაშინ ამისთვის პროკურატურა არსებობს და პროკურატურამ უნდა დაიწყოს აქ მუშაობა. ამიტომ, მე მეჩვენება, რომ ყოველგვარ რეალობას ამ შემთხვევაში და აუცილებლობას მოკლებულია ის ფაქტი, რომ ჩვენ ეხლა შევქმნათ აქ საპარლამენტო კომისია, მით უმეტეს, გეუბნებით არსებობს და თქვენ წევრი ბრძანდებით უკვე განათლების, მეცნიერების და კულტურის ჩვენ ვიწყებთ ამაზე და დაწყებული გვქონდა უკვე, აბა მე ეს საბუთები, მასალები საიდან მაქვს. ვმუშაობ, ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ და მოვისმინოთ და უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მივიღოთ, მაგრამ იგივე წრეზე ნუ დავბრუნდებით. იმიტომ, რომ ეს წრე არის და მუდმივი და მარადიული. როგორ არის, რანაირად მოხდა, თუკი ჩადენილია, იქ დარღვევით რამე ისე ვამბობ, აქ სასამართლომ უნდა თქვას თავის სიტყვა და თვითონ საყდრისის მცველებში. მე მინდა ძალიან დიდი პატივისცემით, ის გულწრფელი ხალხი, გულწრფელი, ამავე დროს პროფესიონალები და ის ახალგაზრდებიც, რომელსაც მე ვუყურებ, ეხლა იქ გამოდიან გულწრფელად, რომლებიც არიან და ხშირად მახსენდება სწორედ ჩემი ახალგაზრდობაც, იგივე „ხუდონჰესთან“ დაკავშირებით და ის რადიკალიზმი, რომელიც მათ აქვთ და ეს კარგია. და რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, მაგრამ გამოსავალი აუცილებლად უნდა, მე მათაც მოუწოდებ, რომ მოვძებნოთ ერთად. რაც შეეხება თავშეფარებულ ხალხს, რომელმაც არიქა და მოირბინეს, ეხლა „თაფლი ნახე, ბუზი ბაღდადიდანო“ ხო, მოირბინეს, რომ იქნება, რაღაცა საჩვენოდაც გამოჩნდეს აქ და ვაქციოთ ეს არის პოლიტიკური მხოლოდ სპეკულანტობა და ეგეთი ხალხის გაკარება მათაც მოუწოდებ, რომ არ იყოს. ჩემის აზრით, უნდა შეჩერდეს, იქ გარკვეულწილად შეიძლება სამუშაოები ან წარიმართოს, არა მძიმე ტექნიკით, მონიტორინგი.... თავმჯდომარე. დაასრულებინეთ ბატონ ნუკრის წინადადება. ნ. ქანთარია. მიმართოს სამუშაოები ძალიან მკაცრი მონიტორინგის ქვეშ და ორივე მხარის წარმომადგენლები იყვნენ იქ და თუკი იქნება რაიმე ნაშთი, ნაკვალევი, მართლა ჩვენი წარსულის და დიდებისა, ის უნდა იყოს ფრთხილად, ძალიან ფაქიზად ამოღებული და გადატანილი სამუზეუმო სივრცეში. რადგან იქ ვერც მნახველი ვერც ლაბორატორიული სამუშაოები უკვე ვეღარ წავა. რატომ, როგორ, რისთვის ამის შესახებ, მე უკვე გითხარით. ასე, რომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ რეალურს და არა სპეკუ.... თავმჯდომარე. გმადლობთ. დასკვნითი სიტყვით სარგებლობს ქალბატონი ნინო გოგუაძე. კოლეგებო, საკითხის დასრულებისთანავე უნდა ჩავატაროთ კენჭისყრები, ამიტომ გთხოვთ, მობილიზებას დარბაზში. ნ. გოგუაძე. სულ ორი წუთით, მოვითხოვ თქვენს ყურადღებას, რა თქმა უნდა, ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ ისევ ვრჩებით იმ აზრზე, რომ დიახ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რადგან ჩვენ აქ ვხედავთ დანაშაულის ნიშნებს. მე მინდა დღეს, ბევრჯერ გაისმა 12 დეკემბერი და თქვენ, ჩემო ძვირფასო ყოფილო თანაგუნდელებო, წაგიკითხოთ ამ დღის ქრონიკა. მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში წარმოდგენილი ,იქნა „არენჯი“ გოლდის 2014 წლის 12 დეკემბრის განცხადება , რომლის მიხედვითაც კომპანიამ ითხოვა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის დაშლის მიზნით კანონით გათვალისწინებული თანხმობის მიღება. გოლდის, ზემოთ აღნიშნული განცხადება, იმავე დღეს გადაგზავნილ იქნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. დოკუმენტის გადაგზავნისთანავე სააგენტოში მოწვეულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის სხდომა, რომელსაც უშუალოდ დაესწრო სააგენტოს გენერალური დირექტორი ბატონი ნიკოლოზ ანთიძე. სექციის სხდომაზე , განსახილველ დღის წესრიგის მიხედვით, გამოტანილ იქნა ერთადერთი საკითხი, რომელიც შეეხებოდა შემდეგ, თემას. საყდრისი-ყაჩაღიანის, უძველესი ოქროს მაღაროსათვის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხის განხილვას. იმავე დღეს 14 წლის 12 დეკემბერს, სექცია 4 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მიიღო სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა, რომლის მიხედვითაც საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მოხსნოდა. შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის 14 წლის 12 დეკემბრის სარეკომენდაციო დასკვნის საფუძველზე გამოიცა სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა. იმავე დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გენერალური დირექტორის N ბრძანება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაუგზავნა და საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის მიზნით, შემდგომი რეაგირება ითხოვა. თავის მხრივ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა 2014 წლის 12 დეკემბერს, გამოსცა ბრძანება და საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის ბრძანების დანართის, რიგითი ნომერი 20-42 ბათილად გამოაცხადა, საბოლოოდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 12 დეკემბერსვე წერილობით შეატყობინა, შეტყობინება გაუგზავნა „არემჯიგოლდს“ და აცნობა, რომ სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების ძალაში შესვლის მომენტიდან კომპანიის არქეოლოგიური ობიექტის აღება შეიძლებოდა და 2013 წლის 13 დეკემბერს საყდრისი აფეთქდა, ეხლა მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩემო მეგობრებო და მინდა გთხოვოთ, რომ დაივიწყეთ, რომ ეს მოხდა 2014 წლის 12 დეკემბერს და წარმოიდგინეთ, რომ ეს მოხდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და ეს ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სწორედ მაშინ, თქვენ (ტაში) და თავი დააჯერეთ, თავს მიეცით, თავს გულწრფელი ემოცია და სწორედ ამ ემოციის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება. გმადლობთ.(ტაში). თავმჯდომარე. დასრულებულია განხილვა. 9-ის ნახევარია, ამიტომ ჩვენ ახალ საკითხს ვერ დავიწყებთ, ამიტომ მინდა თქვენი თანხმობა კენჭისყრების ჩატარების შესახებ, რათა 9 საათამდე დავასრულოთ კენჭისყრები იმ საკითხებზე, რომელიც განვიხილეთ. გთხოვთ, თქვენს თანხმობას. გმადლობთ. ნებართვა მიღებულია. ამიტომ 5 წუთი იმისთვის, რომ კოლეგებს მოვუხმოთ დარბაზში. გთხოვთ ყველას, ტექნიკური შესვენება 5 წუთი. არა, არ გახვიდეთ, მე ვამბობ, რომ მოვუხმოთ დარბაზშითქო და არ დავტოვოთ დარბაზი. ბატონი დავითი ითხოვს, საგანელიძე სიტყვას კენჭისყრამდე. 5 წუთი ტექნიკური. დ.საგანელიძე. გმადლობთ. გმადლობთ, ქალბატონო მანანა. კითხვა მექნება თუ შეიძლება, მე მესმის, რომ დღეს ჩვენ სხვა საკითხებს ვეღარ განვიხილავთ, კენჭისყრები გვექნება, მაგრამ მოგეხსენებათ, ზუსტად ანალოგიური თემაა, რომლითაც შემოსული არის „ნაციონალური მოძრაობა,“ საკითხი ზუსტად ისევე დგას, რასაც ეხლა ჩვენ ვიხილავდით ამ 2-3 საათის განმავლობაში, მე მინდა კითხვა დაგისვათ თქვენ და მივმართო ჩემ კოლეგებს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ჩვენ ამ თემას კიდევ ცალკე განვიხილავთ, თუ ერთიანობაში გვექნება კენჭისყრა და ერთიანობაში ჩავთვალოთ, რომ იქიდან განხილული უნდა ყველას გვქონდა საშუალება ამ თემასთან დაკავშირებით გამოსვლის, თუ ჩვენ ხვალ ეხლა ამ თემას, კიდევ ცალკე, უკვე მათი ინიციატივა, ზუსტად იგივე, ზუსტად იგივე ფორმით განვიხილავთ, გთხოვთ, რომ განმარტება მოგვცეთ, თუ შეიძლება. თავმჯდომარე. ბატონო დავით, საკითხი არის ცალ-ცალკე რეგისტრირებული და ცალ-ცალკე ინიცირებული, არ მომხდარა გაერთიანება თვითონ ინიციატორების მხრიდან და ამ შემთხვევაში ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით, გარდა იმისა, რომ დღის წესრიგში შესულია ცალ-ცალკე, დღესაც, ასე ვთქვათ, ამ ინიციატივაზე, ასე ვთქვათ, უარს არ ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რაც ნიშნავს იმას, რომ დღის წესრიგში რჩება, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია, მათ უფლება აქვთ, რა თქმა უნდა, გაიხმონ მათი ინიციატივა, მე ვერ ვუკარნახებ, ეს მათი სურვილია, მათი გადასაწყვეტია, ბუნებრივია, დღის წესრიგში არის ის საკითხები, რომელიც ვერ მოესწრო დღეს, ბუნებრივია, უნდა განვიხილოთ ხვალ. მე სხვას ნამდვილად ვერ გეტყვით, რაც არის რეალობა, ეს არის. ბატონ ჟორჟოლიანსაც სურს რაღაც განცხადება, ჩაურთეთ. გია ჟორჟოლიანს. გ.ჟორჟოლიანი. მე მაქვს ასეთი წინადადება, რადგან შინაარსი ამ ორივე საკითხისა, ასე ვთქვათ, ახლოს არის ერთმანეთთან და რადგან ხვალ განვიხილავთ ამ საკითხს, ვფიქრობ, იქნებ კენჭისყრაც ერთობლივად ჩავატაროთ ხვალ. თავმჯდომარე. ბატონი დავით ბაქრაძე. სხვადასხვა საკითხია და ერთად კენჭისყრას სხვადასხვა საკითხზე ვერ ჩავატარებთ, პროცედურულად, მაგრამ დავით ბაქრაძე არ ვიცი რას ამბობს. დ.ბაქრაძე. გმადლობთ. ქალბატონო მანანა, სრულიად ვეთანხმები თქვენს განმარტებას პროცედურასთან დაკავშირებით, ეს არის ორი ცალ-ცალკე სრულფასოვანი საკითხი დღის წესრიგში და იმის გამო, რომ ვიღაცას არ მოსწონს ამ თემაზე მსჯელობა, ბუნებრივია, ჩვენ პროცედურის დარღვევით ამ ორ საკითხს ვერ გავაერთიანებთ, მით უმეტეს, თუ ვინმეს აწუხებს ის განცდა, რომ ერთი და იგივეა იმასაც გეტყვით, რომ ერთი და იგივე არ არის და ჩვენს წარმოდგენილ დოკუმენტში იგულისხმება დამატებით კომისიის შექმნის ასევე იგულისხმება მიმდინარე სამუშაოების შეჩერებაც, ამიტომ არც შინაარსით, არ არის ერთნაირი, ძვირფასო კოლეგებო, მაგრამ შინაარსით რომც იყოს ერთნაირი, არის ორი დამოუკიდებელი საკითხი, ჰყავს ორი დამოუკიდებელი ინიციატორი და სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ არ მივცეთ უმრავლესობას საშუალება, რომ კენჭისყრის გადადებით ხელი შეუშალოს ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას, ჩვენი საკითხი გამოვა ხვალ, როგორც ამას ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი. ვეთანხმები თქვენს განმარტებას ქალბატონო მანანა და სხვა განმარტების დისკრეცია, უბრალოდ, არ არსებობს, არც ერთი ადამიანისთვის, ვისაც წაკითხული მაინც აქვს პარლამენტის რეგლამენტი. დიდი მადლობა. თავმჯდომარე. ბატონ ჟორჟოლიანს რაღაც სურს დაამატოს და მე მგონი, 5 წუთიც გავიდა უკვე. გ.ჟორჟოლიანი. იმიტომ, რომ მე არ მითქვამს, რომ ერთად ვუყაროთ კენჭი. მე ვთქვი, რომ ამ საკითხსაც ხვალ ვუყაროთ კენჭი, მე არ მითქვამს, რომ ეს საკითხი შევაჩეროთ და არ განვიხილოთ და ასე შემდეგ. მხოლოდ ეს ვთქვი, მეტი არაფერი არ მითქვამს. ასე, რომ რეგლამენტი წაკითხული მაქვს და რეგლამენტით ეს შესაძლებელია. თავმჯდომარე. კენჭისყრის გადადების საკითხი უნდა ვკითხოთ, ერთი წუთით, პირველ რიგში ინიციატორს, ამიტომ ნინო გოგუაძეს, თუ ნინო გოგუაძე ................. ნ.გოგუაძე. დიახ, ამ საკითხის განხილვა დამთავრებულია და მე არა ვარ თანახმა, რომ გადავიტანოთ, დღეს უნდა ჩატარდეს კენჭისყრა. მე არა ვარ თანახმა, გადაიდოს კენჭისყრა ხვალისთვის. თავმჯდომარე. გასაგებია. ჩვენ გადაგვიდია გარკვეულ საკითხებზე კენჭისყრა იმ შემთხვევაში, თუ თავად მომხსენებელი ითხოვს ამას და შემდეგ ეთანხმება პარლამენტი. გთხოვთ, რომ დაიკავოთ ადგილები და მოვემზადოთ რეგისტრაციისთვის. გთხოვთ, დაბრძანდეთ და მოემზადოთ რეგისტრაციისთვის. გთხოვთ, ჩართოთ რეგისტრაციის რეჟიმი. ყურადღებით, მიმდინარეობს რეგისტრაცია. 113-მა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია, კვორუმი არის. შეგვიძლია დავიწყოთ კენჭისყრები, ყურადღებით.
კენჭისყრის შედეგები
J06$oug6ob 0680600(, a.'Aba06CAq,oU 25.12 ml1 3tQo 1 25 121a 20 !,0:2A aoAb6,)6Capot 3CPo2 o&t bdclrr,o U a0at6 (,d). boa,raodoono J(,abooo asJa6ou ao6.60. o3AJ6JaobnCab6r3(1Cer Ar,c,rnDoo unJooto (N 15{,15. | 9. t 2.20 t 4).(t JJr6,q,rAC6Oo g6.)J0oo J05dolrg6rol, t ,)a(r,ero(l) aCOSo aoAb6C 58 606,)Dq)Ap!6o 33ofrXdo 57 iSlgrn J06dotru6hl, lca0so s6!DJ0oi 0oEh6C 6o5on(6ASo D6,0lr86Cao o06 5 0 ,0 31 oU6-6,Cir 8 0 0 I o!3-gca 7 0 0 1 6o0-at)d 23 0 0 16 tu0-Ar! 2 0 0 6o0-6ca 3 0 0 rJ Ara. 2 0 0 a)06-Jo6 0 0 0 o0c6q 6 6 0 0 0 o0-46c6 0 0 3 3 2 0 I 3 0 0 0 6 QJHUg 3 $mlrro r66r,ts6o0 aor}J3oo p,)h0spoe)o,):25 12 t4 2t 42:53 C6,po 1 blqriT J06got g6ot 06S06000 a.,aba,)6,0aeou 3Cq'o I 5.12.m1 zs f u m.fit2l aoabao(,Cdero0 $q)o 2 l$Joobo aoAcnle'oo $ Aoabd,C (oo.c6 E, IJ p.4., 86A,16,, o.)3-ecA, cr0E6c[, JofdorD o,)a,yr,o (0{16), dosoi6odc A0c,680 1(,06), &)tsodC Cc,o6o (a)06). bnA3rno f,ob6a,a (c,{r6), SoEof,odC ooaoa 1.00), O,)0{,CA, 6r0nor, 6r0:aod) 0 14 SoSon(,a(,$o (o05. o0-af,c6, l)rab6nJc,o aCq,r (E.FaDf,)) A.6A.edC..t 0b od, dAiob.5 sr,6o6q,3\qt ac)Caceo Jo6,arac6o.)6cbo $6q)DAC6Ood)Cbo \oobCSpoer.o 25 12 1121 42 53 &m6en 2 trle): 7 J06$olrgf,ob D6ao6oao aoAba.)6,Caq)ot 2512.m11 251214 20 5O:2a 3CC'o 1 aa,abao6CDqrob SCQo 2 o6Qo0oQ!.{r0dn J06{rqr6ol, 10Q60 U.bCAo Eo&{tC ospde,or6o ooalrE (006) ffi)oq'oOs6o 06 0666Cao X dD6JoDABoq,o JdoO,) (006) dCuce)oi cJD (oU6) x a!q,l)a3oc)o a!e,D (o05) aCc)odSoqroSDq)060 (oU6) X ao60oCao aJbo6o (006) x soc)lr3n ano66o (006) x 63onpDi6,otX6ibo (006) JoJrAo')6. Jn6q,o (006) Jo6door ooao6o (ou6) X x soooJoso6ods pooo (os6) x arACao3o ic)o (006) a,)a6odC a$!q)n (a)06) a$ool6o o,)a,)Eo (006) X 6oA6on6odC oa,)6o (a)06) X JoaoUoo6o 6xbe)oo (o06) x $.)60r aoaero (c)06) x go6,noQoJ6o Aoo (006) JDix,)a3oen 6060 (006) X UoaiSCAndr ei3oo (o06) bCboddsoAo06,DJq,o (o06) do3oor'odCano6ao (006) X x Jo6oo6,or JeCJ$.5p6C (o05) fc06oaSoe)o BrJD6,o,r (006) x gCo6oa3oAn 6')EJ (006) BdsodC CAouo (006) x 86poq)0e)o a)'),)610 (oU6) x hbnodC ocoax6oS (006) x 8bCd6)5o A,r6csn6o (a,06) x 6oJe,of,o a.6oD5 (006) x $Jxduc()o ocoax6rE ((',u6) X boao(,spo dooo (006) x eJnc$eoQnr 25 12 14 2l a2:53 a3C6en 3 bXq)r 7 3C6$obg6,ol, o68o6{Eo aoabA,)d,CdAoU 25.12.m11 25 12 14 20 5O:2A 3CC'. I aoabaod,CDq)ob 3090 2 UDbCAo Aa)AUtC EoSooIaeoao o6 0lr660do booce)ooo e)$!o (006) braSodo 6obooa (006) x boe3,)ao soOo (006) Jog06odC ooa.E (006) x Jrs,)frodC oCpo (006) X So$e)o!5o oobcd (006) x ooaoSodsoe,o dpCdbo6p6C x (a)o6) brdrsr6o oC6AoSo (006) x br6eodC poaoo6o (096) x Sog!6odc aoJood, (006) x $DSD60o6odcE3oop (006) x JopJ6,)dc oto60 (006) O6oJoqrlrJo C6CJq)0 (oB5) x Jo|,)bodc aJ6J6r (006) Jbigoa3ne'o p.r3oo (o05-60b) boQrage)o oo6ood6 (o0$60b) baopndc anb0,)63 (o06,6c0) 606Coce)oarq)boo (ou6-6cu) x g6,oao5o (o0L x b,rgg.)6CQodC (t clj) CAo6oodJ 6osrd, (o06-(r,Cb) x ds6dC6oB3o€,o (DBoo (ooE X 6,Clr) DC6,dC6oA3oeo ermD6 (o,06' x c)cu) larpoa3oeo Soapn (o0Gr!gb) x ohunodC SI6on (o,rrQca) X eoq,odcaoJoo6 (ooo-pca) x AoAJbdc 6060 (oo3-pCa) X o6oq6odjoq)oA')3oo (oo3. X pca) uoaoir,goiSoe,o Aoo6ao (org- ad) dood3opoooaoEo (oo3-aCa) niJo3D6o o6!Jq,o (or3-ACa) X a,)3AxAndC drc)3r (oo3-pCa) pna$eoq)o,): 25.12.1a 21:a2:53 A3C6S,o 4 UXq): 7 JC6Jobg6oU o6ao6oao 6oabdrf)Cdc)ol, 25 12 m11 25 12 14 20 50 2A 3Cq'o I acraban6,CaQot lcPo 2 a tlot0q)o 6(,6t6C ffiorAAArOo ,)(6 C06frCao sogdndc6oJo(1oSo (6,)0.aod) oou3od,od3opo J!O6C (6n0-aod) x 6c6CoCer. Aoof,ao (aoao) (600aod) x 6oJeox6o 6xa0o6 (6d0-aod) brsoor ar6ood (6r0€od) ofl ooyl'o Aoo6ao (6n0-aod) x JJO6oUG)6o Uoa3Je {6r0-aod) d!6,s,.3o pcro6 (6o0-aod) X ur$r6,CaodC G,o3ooo (tu0aod) JJ6s6Ce),)Jo ano6ao (6i0-aod) x x Jooagq)oa3oq)o A0(,6A0 (610. aod) uJacq)or6o Job,) (6o0-aod) bxp0oad6o3o,)Ec6 (6.0,4od) Srgoa,odC 6J6na (6o0-Aod) x x o,itaDaodC Ao{,6an (ao3o) (600- aod) o,)JooJorsocDo soc)6,r (600aod) ooapodiodC aoo6,ao (6!0.aod) bDSodC aoo6ao (600-aod) x 6oeo6,)A3o()o o{,Jao (6n0-Aod) X 5,)g(')qo,) Jc)io (6r0-Aod) X 6oJoQrodsopo n,)aDB (6no- x aC,d) (t,,0or6o UC6,Ao (6o0-aod) x ao6oasoso oJoJo (6D0-aod) ase)DdC Aoa)6an (6n0-aod) X X aoq)odoasoe)o 6J6,Dn {6.0-aod) aosdabod aoor (6,)0-aod) aolog.6oo6o aobgoe (6o0{od) x x a,)bn6odC aobco() (6.r0{od) JXaQ,)a3oeo Jrggr (5o0-Aod) x x 3ododc Eoo6ao (6i0,aod) e,csoso Joooo (6d0,aod) p,)hCieoe,oo 25 12.11 21 :12:53 X 3!!6po 5 bXq):7 JC6$oug6olr 060061080 aoabao6Cdq,ob 25.12.m11 30Po t 25 12 14 20:fi 2A AoAbAJ6CDeoU 3Cq?0 2 U)bCCro Eo0b60 6o6noqBpmr, 016 Ctj660ao aobnA3opo Aoo6,ao (6.)ll-Aod) pD6Bo.asoAo p,)soo (6n0-aod) x AoAor,od3opo booJ6o (6.0, aod) Dboe,roD 6oe)o6p (6o0-aod) x ho6iaodcaoo6Ao (500{od) x DrJf,odC a,)ioo (6,r0-aod) dcJoasoe)o pCao6 (6d0-aod) x aoJJ6,)Bo oo6noo6 (6r0-aod) x dodobodC DJrJo (6Du-dns) aCa6CAodC oao6, (6o0-a!r) X aD0b6oJod! Jibo (6o0-aoJ) X JCacArASoAo6,)Eo (6o0-ao9) X Jo6oao,r 6,)Je'o (6o0-Arr) X Sosto6odC a,r3oo (600-aos) SoAo6ad6oa3oao 8J6ra (O.oc,ra) Soodasoeio c,)sd (6o0-6rca) x x (,3o6orA3opo aoolrr3o (600. 6ca) e,obQo6odC oDonrq' (6,)06ga) X e)cao6gD3D sobor6a (6o0f,ca) X Ao60AcpodC sn3oo (6J0-d)Ca) x dJJoo AoeC6do (JJ @M ) x x aoEopoA3oe)o aoooao (xJ aod ) poJ')6oCpoo6o BoAo (iJ.@oa ) aJooD6o c68CA (JJ @ra ) oJfJonA3oe,o JrbrnCr, (DJ s,oA ) bohxpo,r6o uC6ao (xJ ADa.) J,)$DbodC agii.)a (ooSJo6) $oio6odC Jroo.r (o0EJo6) SD3q,c)bldtoe)o 6Ca,rE (ooE Jo6) dodoar6o E3ooeo (ogEJo6) a$obodC aodo6i (o0EJo6) x X X x X x x s,rbCieoe,or 2s 12 la 2t:42:53 a3c6an 6 bxe): 7 J06$olrg6ol, 06A06(,80 aoAbA.d,Coeob 25.12.m11 2s 12 14 20:50 2A SCAo 1 aodbAn6,CdgoU 3CPo 2 0oa troh0ao 6o6toC 0$G) ao6D (o0 Jo5) 6(,6',og,aeSo D6 $Ar,oao x aooooldc ,)60 (o0.J6 s) Sub0D6aDaSoero AoC,boE X (oo c6 s) ADnb]lrdc oCAJ6o (oo.c{i q) x [n6otndc AJboE (o0 c6 s) JoJED3CaodC doe)3! (o0.c6 s) x br0n6r33o()o aoo6,ao X (.U Cd, g) oogMg aoo6ao (o0-a6,o soJ6usCQodC JoDOr (o0-a6c6) x Joboo6o aoo6Ao (o0-a6co s.$oa3oc,o ooan6 (o0-46'CO .,)dCe)Coa3oq)o Acar6, (o0- x a6C5) oscaDAod0Si6rn (o0-a6CE) dCloda3oe,o pigoo (grt .3o6) aoE9BnAldC aoo6,ao (96-A06)) x X Po3oooa3oe)oJodo (s6-3d6) s$n.)dc aJ6dDE (g6ao6) gosbodo acpCa,r6o (glrlao6) x X boabs(roJpo 6Cq'r (g6-A,rdj) ggodood3oq)o aoor,ao (p,)a- ar!) dC6JoaodC orao (Aoa,A,)s) C6JJodC ao6o (poa.A,)J) Do()ft ddC d66o{,r (ara-aon) 3r6le,ragoelo aorr,oJr (ao aDJ) aob,)hoa3oeo 6x6dd (pDa-ao5) a,thcspoq,o! 25 l2 l4 21:42i53 x x x x x x 63!6po 7 bJe):7