„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.02.2015
ავტორი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/300/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 60 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 64 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-02-09
ბიუროს ნომერი 245

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
/1 \\ 、ぃ b)JDhD33Crnb 3DhC)0060n Lさ Jさ ll130 q Rし ささ6理 500660L b01FlttL 65Rさ『 30000qObさ 6日 605001qnさ JonL 10J60L 6さ 6bnq30し さ6noo、 1̀nし さ ヽさ 『 JObnし 10し さしob ̀「 9 o$c6s.'Ro, 2015 VcR" 、こ 245/3 も朝S 030買 0も 866060も 3 00JOo,,い `0い R00b6080 XS60 oORo3oも ■0も stOb'' も 可b6080ROb 8` 60田 0 03ROR030も ■00o60b obob£ 0'' 「 07‑2/̲300, 07.02.2015) (ヽ !(.'Sad,oCqcnoL qqlots q.' l.mgorqX6 lrs3ooboo Jc.ao6c6o ‐ ・●め`o 1302 0203 ‐ bp脚 6"め Ъ 1302 2302 「 \.t",A,On6"t *,la,60l l,r,n t,,ta a,'thpa 珈 1802 0603 ,l<ifnt4 ! nLpoer\t !,!1, I'.anttnw4 o)ti ,p;t4ikit\q 6aa !:ar,, \u,464 nir**rair*"-' tr.>;1.>16rn36qolr J;16q ;eX56oL bo116r'r rq6g5L.r: Lrj.:r6rn33,rpL Jor6q,>035gob JtoAo$COCdLr Rr, LrJr6q,rAlS$o 3r6.>Jgolb?o p.ro[1pb 5r,rr63;go1qo .rjgoL Jt6r'rgjgob 6o6boq3.: tr.>j;16or3gqotr J;16qrel5goL rn.r335po3,''16n (e'"'/ qr3oor 1L1g;?3oqo
საქართველოს მთავრობის წარდგინება
30ROb OlnS3FnObS bδ Jδ ̀〕 br jr6o69qrob Jrt6q,r056$tr brjr6orpq,ob yn6l-t$o$3ootr 57-3 O3bq'ol-t ts3b.:bs0obrq9' It3o6r.r68qrg0q,o o6o9or$o3ol-r $Cb$16&'r6oqrp6or b;jr6orgq,r,lb 3r6o6ob J6,{nCdOt ,lttopqm306qo 1:6E6or3q,obob 63ltb9a" brjr6o6xq'r'rli 3$r'r6tso 33q'oq'g0ot-t 096:6ob or:crb.:$3". rq6ots6gq, 3rbtn6J6oSjgbg b,>j,:6o63q'rnb 3.:t6q'.r036$olr Ll$cr0o$C$<n q)r JgCbrfr3q', bbqpo03Obg 0o0bb36X\'3brp qr.r6ot6gq,6o 16o16 lsjr6o6gq<nlr 06o0olr, xr606or3q'obobr pr lx,rgorqp6o qrr63ob 6o6oLr66nlr 0ctqr6oq'330o' pr3oor qnOodg qr'> 3,:q,9t6o 33rt6sgbgq,os. 3690o96-0o6ottgt6o 侮卯 .95' o, $ ■7.… Ⅲ 10816 05022015
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
JA(,6JVC60 brjr6orpq,rnb 0or.>36erbot_r 2015 gqol_r 5 org6363q,ol-r l-rbqrcrOot_r N3 oj0oqrr6 II.lrjr6or39q,ol-r Jr6o6ot J6oCdOo,,Urbo6rpogbrtrogo au606orgq,r,rbolr tsCurbCb" Uril6('gCq,(')u 316o60o ggqoq,gbob BCOrbot cDrobJtC.. er [ir$6or39q,<'ru 0orr36o6oU 6r63r66gq,36ol_r J6m9jgo,,q.qoaodob pr 3.33cti.13bgq,o,:U Lrjrtlor3gq,ou aoDrgd)(')bou bar6o60q66q,r,r oEogocgo3otr bij.r6o8cq,('Itr J.:6q:.:0969tso gr6q966oq, 3r6o6J6cr9j6tr3 !Clr.,0o0bUg6gbq,g0.lq9 qrs6o336oU 63b.>b3b. (L:jr6rogggoL ts6o6oU, a.>66r6orgqx'r6oL: qt l_rq3orq-36o qrrg3oL 0o6o1166o qr.l-r966g63o) l. 0c.r[r'rfu6gq, ojfuU $r66oqr5g6cq,o ljrCr6olgCq,('ij Jr6o6oL J6crCjOo e) $.:tigq.o6o6ob t,Jjc6or3gqoU Jo6qrr0g6gl, 0r6LrboqtCE i(,. 2. Ooqgbgq, oj6gl_r grr60oq9696oq,o J6r'rCCOo. 6r6Jr66Uq,C6oL tt$.>tto63q,oU Jt6g0og,t+{o6olr36o 筍 漱 Lr j.>6or3gqnL 0or;36x'rboll t\ rqgOo6olr6ri.>6oob ggt6rnlro C ヽ
განკარგულება
baJòg130曜 円L am036円 bnb a06JOハ 83興 3む 0 N129 2015 ,wOb 5∽ ゛ 鼈δΨ。 」∽δoΨ 。しo 0ぐ δQo333● 6● obOΨ O。 しbO」 ● Q qP000d。 し 6∽ 30型 b∂ Φ036o6。 し も 5315o509069005o00δ 0030し 。 6の 30Ψ Ob 3● 6Ψ 5005000 」 69∞ 5oで 3● 5o536oO」 o%o000bbo506Ψ ,δ 'Ob00 bδ 0609 905調 35ob 00bob86 bOb し 。 。 6の 30Ψ Ob 3。 5o60b oO‑4 "bo3o6950050o 09035oし 00し 。 」 00bΨ ob o0 6 305」 OOb ooし oう o00じ 、 9, boJ56∽ 30Ψ Ob O∽ 536060し b5355o50906Ψ 0 05oOoo0030し o6030qPoし 3o6Ψ 、 'obOの い」 005060 6Ψ 505oqP 3。 5o536oO」 O%o,,し 5%∞ ,。 boJδ 6∽ 3。 506(っ OqP060b 6oし 。 65qP0066。 30χ 。 b06 30Ψ し3δ 50500 33Ψ oΨ Oも 。しOoO。 5ob∞ 。 06● %0 6Ψ b0050ob b。 3000oo00 9。 3Ψ し 。 。 6の 30で 0し 」 o5o60Ψ bbΨ ΦOo6%o000bし 0506Ψ 06。 w 600。 し 95o5o05m5 bo」 o6∽ 30qPob υ 506oOΨ m60b。 9。 し , χ。 000。 qPu60 moで 60Ψ 0060, 9030CD Ψ。 330し 005ob060b ∂ Ψ0000o ゃ。3。 マ060 。 33。 656bOΨ 。 J63aoC6-ao6obo6o {1. い北 勒 o6r3q,o qr6ob.rB3oq,o
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: ა) ,,ი‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: `ი) განსაკუთრებით საშიში ინფექციები - მაღალი პათოგენობის მქონე ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას;‘‘; ბ) ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1‘‘ ქვეპუნქტი: `ი1) განსაკუთრებით საშიში პათოგენები _ იმ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევი, მაღალი გადამდებლობის მქონე ბიოლოგიური აგენტები და ტოქსინები, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას;‘‘; M გ) ,,შ“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჩ‘‘ ქვეპუნქტი: `ჩ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაიდლაინი _ გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის, კვლევის, ეპიდზედამხედველობისა და ეპიდკონტროლის, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ღონისძიებათა დაგეგმვისა და მართვის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეროვნული რეკომენდაცია, რომელიც მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.‘‘. 2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ზოონოზური დაავადებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ინფორმირების წესი განისაზღვრება ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესით.“. 3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით, დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების კოორდინაციის წესები განისაზღვრება ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესით.“. 4. მე-16 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სამინისტრო ადგენს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხას და უზრუნველყოფს მის გადახედვას, საჭიროების მიხედვით.‘‘; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ადგენს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებს, ნორმებს, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდებს. 5. განსაკუთრებით საშიშ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებზე მომუშავე ლაბორატორიებისათვის სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებსა და ნორმებს, პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის პრინციპებს შეიმუშავებს სამინისტრო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.‘‘. 5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: `მუხლი 17. განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების შეზღუდვები 1. განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირებს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ფიზიკური პირების სიას, რომელთაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება. 3. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს დამატებით ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დამატებითი პირობებია. 4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით იქმნება განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეროვნული საცავი. 5. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ადგენს განსაკუთრებით საშიში პათოგენების გადაცემისა და გადატანის წესებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის, რომელიც მონაწილეობს განსაკუთრებით საშიში პათოგენების გადაცემაში ან/და გადატანაში. 6. განსაკუთრებით საშიში პათოგენების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებისათვის. განსაკუთრებით საშიში პათოგენების ყველა სავარაუდო გადატანის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებას და გადაადგილება უნდა განხორციელდეს დადგენილი წესით.‘‘. 6. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 18. განსაკუთრებით საშიში პათოგენების განადგურება 1. განსაკუთრებით საშიში პათოგენები უნდა განადგურდეს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. 2. სათანადო კვალიფიციური პერსონალი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვა განადგურებული განსაკუთრებით საშიში პათოგენების სახეობისა და რაოდენობის შესახებ. 3. განსაკუთრებით საშიში პათოგენების იდენტიფიცირების შემთხვევაში შესაბამისმა ლაბორატორიამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს იმ იურიდიულ პირს, სადაც განთავსებულია განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეროვნული საცავი, და უნდა მოახდინოს ამ პათოგენების ეროვნულ საცავში გადატანა ან განადგურება კანონმდებლობით დადგენილი წესით.‘‘. 7. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 19. განსაკუთრებით საშიში პათოგენების იმპორტი და ექსპორტი 1. განსაკუთრებით საშიში პათოგენების იმპორტისა და ექსპორტის წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. აღნიშნული წესები უზრუნველყოფს განსაკუთრებით საშიში პათოგენების გამოყენებას მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისათვის. 2. განსაკუთრებით საშიში პათოგენების იმპორტი და ექსპორტი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.‘‘. 8. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 21. ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემა 1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის შექმნას. 2. ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. 3. ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემა ეფუძნება განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიან ლაბორატორიულ სისტემას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა დონის ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიების ქსელს. 4. ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის საერთაშორისო ნორმებს.‘‘. 9. 31-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ‘‘ ქვეპუნქტი: `თ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაიდლაინების დამტკიცება.~; ბ) მე-3 პუნქტის ,,ე‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესების, ნორმების, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;‘‘. 10. 32-ე მუხლის: ა) ,,ა-გ‘‘ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) უზრუნველყოფს ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის ფუნქციონირებას; ბ) ადგენს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებს, ნორმებს, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდებს; გ) ადგენს იმ ფიზიკური პირების სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება;‘‘; ბ) ,,გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ ქვეპუნქტი: ამტკიცებს ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ,,გ1) პათოგენებით გამოწვეულზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესს;“. 11. 45-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ბ-დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) განსაკუთრებით საშიში პათოგენების იმპორტისა და ექსპორტის დამტკიცება.“; წესების გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსიის მე-3 პუნქტი: ,,3. საქართველოს მთვრობამ, 2015 წლის პირველ ივლისამდე, უზრუნველყოს ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცება.“. მუხლი 2. კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული სამართლებრივი აქტის დამტკიცებამდე, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონპროექტზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტების მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის მთელი რიგი დებულებები საჭიროებენ ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. ამ მიზნითა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ტერმინის `განსაკუთრებითი საშიში ინფექციების გამომწვევი~ შეცვლა ტერმინით `განსაკუთრებით საშიში პათოგენი~. პროექტის მომზადების ერთ-ერთი მიზეზია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაიდლაინების შემოღების საჭიროება. აღნიშნული გაიდლაინები დამტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. პროექტით ასევე, გათვალისწინებულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ინტეგრირებული ეპიდზედამხედველობის სისტემის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის სამართლებრივი საფუძველების შექმნა. ინფექციური დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეული, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული სისტემა ეს არის ქვეყანაში ეპიდზედამხედველობის ღონისძიებების ერთობლიობა, რომელსაც უზრუნველყოფს სახელმწიფო და რომელიც ხორციელდება შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანიზაციების და პერსონალის მიერ, სათანადო პროცესების და წესების თანახმად. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაიდლაინების შემოღება, რაც ხელს შეუწყობს კარგი სამედიცინო პრაქტიკის დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების მართვას ნაკლებად იმპერატიული მეთოდების გამოყენებით, სწავლებასა და ქცევითი ცვლილებების დამკვიდრებაზე ორიენტირებით. მსგავსი გამოცდილება უკვე გააჩნია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც წარმატებულ და საერთაშორისო გამოცდილების შესაბამის მოდელს წარმოადგენს. წარმოდგენილი კანონპროექტით, ტერმინი `განსაკუთრებითი საშიში ინფექციების გამომწვევი~ იცვლება ტერმინით `განსაკუთრებით საშიში პათოგენი~, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის და აშშ და საქართველოს მთავრობის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების „განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის და რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის შესახებ“ გათვალისწინებით, უფრო ზუსტად ახასიათებს იმ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების არსს, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იცვლება მთელი რიგი დებულებები, სადაც `განსაკუთრებითი საშიში ინფექციების გამომწვევის~ ნაცვლად გამოყენებულია ტერმინი `განსაკუთრებით საშიში პათოგენი~. კანონპროექტიდან ამოღებულია საქართველოს მთავრობის ვალდებულება განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და მისი მართვის განმახორციელებელი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, რადგანაც ასეთი ლაბორატორიული სისტემა უკვე შექმნილია (რ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი), ხოლო მის მართვას ახორციელებს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მართვის კოლეგიალური ორგანო - სამეთვალყურეო საბჭო (,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის N 107 /ნ ბრძანება, მუხლი 4), რომელიც შედგება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენელი თანამდებობის პირების, როგორც საბჭოს წევრებისა და ასევე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA), აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) და უოლტერ რიდის სამხედრო ინსტიტუტის (WRAIR) წარმომადგენლებისგან. აღნიშნული კუთხით მნიშვნელოვანია ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ერთიანი ინტეგრირებული სისტემის ფუნქციონირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი o კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შეეხო ტერმინთა განმარტებას, კერძოდ, ახლებურად ჩამოყალიბდა მე-3 მუხლის ,,ი‘‘ პუნქტი ,,განსაკუთრებით საშიში ინფექციები‘‘; მე-3 მუხლს დაემატა ,,ი1“ განსაკუთრებით საშიში პათოგენების‘‘ და ,,ჩ“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაიდლაინი‘‘ განმარტება. o კანონპროექტის თანახმად, ტერმინი `განსაკუთრებითი საშიში ინფექციების გამომწვევი~ შეიცვალა ტერმინით `განსაკუთრებით საშიში პათოგენით.~ o ახალი რედაქციით ყალიბდება მე-16 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, რომლთა თანახმად, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა დაადგენს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებს, ნორმებს, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდებს. აგრეთვე, განსაკუთრებით საშიშ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებზე მომუშავე ლაბორატორიებისათვის სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებსა და ნორმებს, პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის პრინციპებს შეიმუშავებს სამინისტრო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. o ახალი რედაქციით ყალიბდება მე-17 მუხლი, რომლის მიხედვით `განსაკუთრებითი საშიში ინფექციების გამოწვევების~ შეიცვალა ტერმინით `განსაკუთრებით საშიში პათოგენები~, ამასთან, დგინდება, რომ სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს დამატებით ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დამატებითი პირობებია. o ახალი რედაქციით ყალიბდება მე-18 მუხლი, რომლის მიხედვით, „განსაკუთრებითი საშიში ინფექციების გამოწვევების“ შეიცვალა ტერმინით „განსაკუთრებით საშიში პათოგენები“. ამასთან, განსაკუთრებით საშიში პათოგენები უნდა განადგურდეს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. o ახალი რედაქციით ყალიბდება მე-19 მუხლი, რომლის მიხედვით,„განსაკუთრებითი საშიში ინფექციების გამოწვევების“ შეიცვალა ტერმინით „განსაკუთრებით საშიში პათოგენები“. ამასთან, განსაკუთრებით საშიში პათოგენების იმპორტი და ექსპორტი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ. o ახალი რედაქციით ყალიბდება 21-ე მუხლი, რომლის მიხედვით ,,ერთიანი ლაბორატორიული სისტემის‘‘ ნაცლვად იარსებებს ,,ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემა‘‘. o კანონპროექტის თანახმად 31-ე მუხლის პირველ პუნქტს ემატება ,,თ‘‘ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებების ჩამონათვალს დაემატა ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაიდლაინების დამტკიცება“. o ახალი რედაქციით ყალიბდება 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე‘‘ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებაა: განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესების, ნორმების, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.‘‘. o 32 მუხლს ემატება ,,გ1“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესს. o 45-ე მუხლის მიხედვით, ზუსტდება კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები და ის ნორმატიული აქტები, რომლებიც დაკარგავენ ძალას ახალი აქტის შემუშავებისთანავე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებით ფინანსურ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ვალდებულებების წარმოქმნას. ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება აღნიშნული კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის პრინციპს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. კანონპროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აშშ და საქართველოს მთავრობების შეთანხმების „განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის და რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის შესახებ“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებისათვის კონსულტაციები გაწეულ იქნა აშშ თავდაცვის დეპარტამენტისა და ადგილობრივი ექსპერტების მიერ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში K ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი პროექტის ავტორია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება: მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა – მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა; ბ) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური – სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური; დ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი – სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების სახელმწიფო სერტიფიკატი ან შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია; ე) ეპიდემია – განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფში დროის გარკვეულ პერიოდში დაავადების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელ (ფონურ) დონესთან შედარებით; ვ) ეპიდემიური აფეთქება – მოსახლეობის შეზღუდულ რაოდენობაში გადამდები დაავადების ახალი შემთხვევების სიხშირის მკვეთრი ზრდა ხანმოკლე პერიოდში; ზ) პანდემია – გადამდები დაავადების უჩვეულოდ ფართო (რამდენიმე ქვეყნის, კონტინენტის ან მსოფლიოს მასშტაბით) გავრცელება, რომელიც მოიცავს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს; თ) ეპიდემიური კერა – ინფექციის წყაროს ადგილი და მისი მომიჯნავე ტერიტორია, რომელთა ფარგლებშიც მოცემულ პირობებში შესაძლებელია ჯანმრთელი ადამიანების ინფიცირება დაავადების გამომწვევით; ი) განსაკუთრებით საშიში ინფექციები – პათოგენური ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას; კ) ეპიდზედამხედველობა – მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების მუდმივმოქმედი სისტემა; ლ) იზოლაცია – ავადმყოფის ან ინფიცირებული პირის განცალკევება სხვა ადამიანებისაგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას ან/და ისეთ პირობებში, რომელიც (რომლებიც) შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას; მ) საკარანტინო ღონისძიებები – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში; ნ) პროფილაქტიკური მკურნალობა – სამედიცინო ინტერვენციების განხორციელება (ვაქცინაცია, სპეციფიკური მედიკამენტების მიღება) გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით რისკ-ჯგუფის პაციენტებში; ო) პროფილაქტიკური აცრა – ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის შეყვანა (ვაქცინაცია) გადამდები დაავადებებისადმი სპეციფიკური იმუნიტეტის განვითარების მიზნით; პ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი – იმ ინფექციური დაავადებების სია, რომელთათვისაც საჭიროა პროფილაქტიკური აცრა, და პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები; ჟ) ნოზოკომიური ინფექცია – სამედიცინო დაწესებულებაში შეძენილი ინფექცია; რ) ზოონოზური დაავადება – ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადება; ს) პათოგენური ბიოლოგიური აგენტი – მიკროორგანიზმი, ბიოლოგიური წარმოშობის შხამი, აგრეთვე მათი შემცველი ნებისმიერი წარმოშობის ობიექტი და მასალა; ტ) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორმოცდამეთვრამეტე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული დოკუმენტი, რომელიც დაავადებათა გავრცელებისაგან დაცვის გლობალური ინსტრუმენტია; უ) ბიოლოგიური უსაფრთხოება – პათოგენური ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებისაგან პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვისკენ მიმართული ორგანიზაციული, სამედიცინო-ბიოლოგიური და საინჟინრო-ტექნოლოგიური ღონისძიებებისა და საშუალებების სისტემა; ფ) ქიმიური ნივთიერებების ბრუნვა – ქიმიური ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი; ქ) სანიტარიული ნორმები – სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტები; ღ) ჰიგიენური ნორმები – სამინისტროს მიერ განსაკუთრებული კონტინგენტისათვის დადგენილი სავალდებულო ნორმები; ყ) ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტები – მიკროელემენტებითა და ვიტამინებით გამდიდრებული საკვები პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისათვის; შ) განსაკუთრებული კონტინგენტი – ამ კანონის მიზნებისათვის, ყველა ადამიანი, რომელსაც არ აქვს ან შეზღუდული აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი (არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული, სტაციონარის ავადმყოფი) და რომელსაც სახელმწიფომ იძულებით შეუზღუდა თავისუფალი მოქმედება. მუხლი 13. ზოონოზური დაავადებების კონტროლი 1. ზოონოზური დაავადებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ადგენენ დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირების წესს. (3.11.2009 N 1920) 2. სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზოონოზური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში ერთობლივად ატარებენ ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებებს. 3. სამინისტრო შეიმუშავებს ცოფის პრევენციის სახელმწიფო პროგრამას და განსაზღვრავს მოსახლეობის ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის პოლიტიკას. 4. ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრებისთვის ვაქცინით უზრუნველყოფისათვის, ცხოველთა ცოფის ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის, ცხოველთა ვაქცინაციის მონაცემთა ერთიანი ინფორმაციული ბანკის წარმოებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მუხლი 14. სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლი (3.11.2009 N 1920) 1. სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ადგენენ დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების კოორდინაციის წესებს. 2. სურსათით გამოწვეული დაავადებების პრევენციის კომპლექსურ ღონისძიებათა დაგეგმვისა და გატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დადგენილი წესის შესაბამისად, რეგულარულად აწვდის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგებსა და მონაცემებს. მუხლი 16. ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა 1. მოსახლეობის ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას. სამინისტრო მოსახლეობის ჯანმრთელობის, დაავადების გამომწვევ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებთან კონტაქტში მყოფი პერსონალისა და გარემოს დაცვის მიზნით ატარებს კომპლექსურ – ორგანიზაციულ, სამედიცინო-ბიოლოგიურ და საინჟინრო-ტექნოლოგიურ ღონისძიებებს. 2. სამინისტრო ადგენს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების სიას. 3 წელიწადში ერთხელ, ასევე საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მიერ ხდება განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების სიის გადახედვა. 3. აკრძალულია იმ სახეობის პათოგენური ბიოლოგიური აგენტების და ისეთი რაოდენობით ფლობა, რომელიც ვერ აიხსნება მათი დიაგნოსტიკური, კვლევითი ან სხვა სამშვიდობო მიზნებისათვის გამოყენებით. 4. სამინისტრო ადგენს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებს, ნორმებს, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდებს. განსაკუთრებით საშიშ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებზე მომუშავე 5. ლაბორატორიებისათვის სამინისტრო შეიმუშავებს სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებსა და ნორმებს, განსაზღვრავს პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის პრინციპებს. მუხლი 17. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების შეზღუდვები 1. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევებზე მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე საქმიანობის ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირებს. 2. საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ფიზიკურ პირთა სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება. (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან) 3. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს დამატებით ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც საშიშ ინფექციებზე საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დამატებითი პირობებია. 4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით იქმნება განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ეროვნული საცავი. 5. სამინისტრო, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით, ნორმატიული აქტით ადგენს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების გადაცემისა და გადატანის წესებს, რომელთა შესრულება ასევე სავალდებულოა იმ სახელმწიფო ორგანოებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების გადაცემაში ან/და გადატანაში. 6. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირისთვის. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ყველა სავარაუდო გადატანის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირს და გადაადგილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. მუხლი 18. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების განადგურება 1. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევები უნდა განადგურდეს სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. 2. სათანადო კვალიფიციური პერსონალი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვა განადგურებული განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების სახეობისა და რაოდენობის შესახებ. 3. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების იდენტიფიცირების შემთხვევაში შესაბამისმა ლაბორატორიამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს იმ იურიდიულ პირს, სადაც განთავსებულია განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ეროვნული საცავი, და უნდა მოახდინოს ამ გამომწვევების ეროვნულ საცავში გადატანა ან განადგურება სამინისტროს მითითების შესაბამისად. მუხლი 19. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების იმპორტი და ექსპორტი 1. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების იმპორტისა და ექსპორტის წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. აღნიშნული წესები უზრუნველყოფს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების გამოყენებას მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისათვის. 2. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების იმპორტი და ექსპორტი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღებ პირს, ორგანიზაციას თუ დაწესებულებას აქვს შესაბამისი მიმღები ქვეყნის სათანადო უწყების მიერ გაცემული შესაბამისი საქმიანობის განხორციელების ნებართვა ან ლიცენზია. მუხლი 21. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა 1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნას. აღმოჩენის, 2. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვას ახორციელებს საკოორდინაციო საბჭო, რომლის სტრუქტურა და დაკომპლექტების წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. ლაბორატორიული სისტემა მოიცავს სხვადასხვა დონის ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიების ქსელს. 4. საქართველოს მთავრობა ადგენს ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიების ქსელის მიერ განხორციელებული საქმიანობის სამოქმედო გეგმას. 5. ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის საერთაშორისო ნორმებს. მუხლი 31. სამინისტროს კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში 1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მონიტორინგის განხორციელება; გ) ამ კანონის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება; დ) არაგადამდები დაავადებების სფეროში პოლიტიკის განსაზღვრა და მონიტორინგის უზრუნველყოფა; ე) ბიოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა; ვ) ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრა; ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოლიტიკის განსაზღვრა. 2. სამინისტრო განსაზღვრავს: ა) იმ გადამდები დაავადებების ჩამონათვალს, რომელთა მატარებლობაზე ეჭვის შემთხვევაში ეპიდჩვენების დროს ფიზიკური პირი ვალდებულია ჩაიტაროს სათანადო სამედიცინო შემოწმება; ბ) შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ნორმებს; გ) გადამდები დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების პრევენციის, მართვისა და აღკვეთის ღონისძიებებსა და მეთოდებს. 3. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) ნორმატიული აქტით სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების წესების განსაზღვრა; ბ) გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დადგენა; გ) იმ ქიმიური ნივთიერებების ნუსხის დადგენა, რომელთა გამოყენებაც დაუშვებელია საყოფაცხოვრებო, პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის, სინთეზური ნედლეულისა და მასალების წარმოებაში; დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით სპეციალიზებული სურსათის (დიეტური, დიაბეტური, ფორტიფიცირებული), აგრეთვე ბავშვთა (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა) კვების პროდუქტების უვნებლობის ნორმებისა და ეტიკეტირების წესების დადგენა; ე) განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესების, ნორმების, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდების დადგენა; ვ) შრომის უსაფრთხოების ნორმების დადგენა; ზ) პროფესიულ დაავადებათა ნუსხის და ამ დაავადებათა პროფილაქტიკის წესების დადგენა. 4. სამინისტრო ახორციელებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ სანიტარიული და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ზედამხედველობასა და მონიტორინგს. 5. სამინისტრო ახორციელებს მონიტორინგს ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში. მუხლი 32. საქართველოს მთავრობის კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს მთავრობა: ა) უზრუნველყოფს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნას; ბ) ადგენს ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიების ქსელის მიერ განხორციელებული საქმიანობის სამოქმედო გეგმას; გ) ადგენს იმ ფიზიკურ პირთა სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება; (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან) დ) ამტკიცებს საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიურ სქემას. (27.03.2012. N5966) მუხლი 45. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები 1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის დებულება; ბ) ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირების წესი; გ) სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების კოორდინაციის წესები; დ) განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის საკოორდინაციო საბჭოს დებულება; ე) განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების იმპორტისა და ექსპორტის წესები. 2. ამოღებულ იქნეს (25.03.2013. N492 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს)
დასკვნები
3卿 ‑3‑t b… Ob OU60RO択 o R3‑杖 Ю6oo LEGAL DEPARTMENT もδ卸 も 可蒟 0"で 0,Jい bO,4600,o 繭 Ob。 まヽ 26 oび ゃ:2289168 ∝■90睫 OF STAFF OF PARLIAMENT OF GEORGIA ξ ̲ b〕 J〕 hO1330mb hC〕 03600 〕 〕 26 Abashidzc Avcnue,4600,Kutaisi,Ceorgia e‐ ":lCgaldep@paniament ge Tel:22891 68 mJl:に galdcp@panぬ ment gC ぶ] ,-3--",c3fo!qo-"2s15 9. sgrt JS6r brjr6or3gq',ob 0or;g6r'rbob 0o96 b,:3,>6r'r60q.og0qrr.r o6o6orgo3ob $gtroor $$6rnqr6g6oq, ,,lt$o6.:q9rngb6o3o a,>666orgq,r.rbot-r tsgtrbgb" tr.: j.:6orgq',rob 3r6cn6tso 63qoqgbotr Bg$r6ob orrerbrica" lrsjs6<n39q,r.rb 3r6rn6ob J6oXjgolr (07-A300,05.02.15) brjr6or3gq,ob J,>rtrq,r0g6gob 6g6q,;6g66ob 1 45-3 Ogbqrob 0rnorbo36g0orrb tsgbrbl0olrcrbolr cnrobtilg b,:jr6or33q,a)lr Ju6q,s0g66ob rJJ6rOob opr6oqngq,0r qgJ,:6g$g6g0r 6t6oboq,r brjr6coggq,r'rb 0orr36r.rbol-r 0o96 l-r,>3.:6o60qgCbqo o6o6o,:go3ob $gboor $r66rnqrgg6oqr ,,tr:'bo5.>qgerX06o3o as686co3q,rnbol-r 33brbg0" lrsj$or39q,r'rb 316o66o 63q,oq,gbott tsggrbob cntobsilg" l-rrjr6or3gq,rnl-r 3s6o6ob Jt6rngjgotr (07-2/300,05.02.15) ttjr6cn3gq,rntr Js6qr,:056gob t6g6qrr0g6gob 145-g Opbq,ob 0r.rcobcr36gborl6 Eglrsb.:Oolrerbotr br3oorbo qr.: 0ojc,:6ts9$rn6oqrrqr 0o186o1 3r6rn6ob J6ogjgol-r g.>6boq,3ob J6cn6gqg6ob qr$ggbr. ︲中 ︱ 6 0 0 δ δ 0 6 ゛ Q し bbと 0]ヽ 〕 4(■ Xl 3000'30b0 肥 ;」 ′0工 、 J■ 0〕 ハtl ll lr.ぅ jヽ tl ヽさ ,さ 1,11て U1 26 '11 =ヽ ′り ̲α ′̲ 201■ oRo Urd.>rEagqntt $tr,q'rAC60ou l$o{t6r6otJ0oo qrgBrt66.>d966ob gg6oltb Ci<,OrOr'rE gorgdr b3o.:E$dgU e!lrJg6! V brjcraor6gqx'rj Acrr,rg6o0ol, aoCA brgr6oSagroOq{r o6qor6qou $glxo $roAog''dC6oq'o IrqCld,cDgCAcnJ Jr6o6ob id,<,rftbol, ,,UJSo0iqn9bd,c4o p606o9q'o6oll 03lrtb9b" Urgfr6gq,r'rlr 3ie't&o Ogq,q,Cbob ACOD6dr ox$r$g" (07-2400, 05.02.15) lt$:dtotgE'ot) Jrd,q,rAC6OoU 6C6q,*96gou tl5-g a3\xtJ A9-2 i'g6doolr "8" &CBCbC$o,i6 0CbsAJ0clx'lbot ors<,tb)$C l)ijr6o6gqxrb Jrr6q,5a96$ob l,)aogq66o oBoMr 8)6oboq'! tr$r6o63q'otr Acnrg6oaob aoC6 l.,rJr6omqoCbq'o o6ooor0.Sou $oLoor $r60op636oq'o ltjl6or3cq'oll aglr.>b0b" ttrCr6(r)30q'clL 3r6o6ao 316o6olr Jrlogl6oL ,,Lrt('l6J('oCbd,o3o Xr666o4qn6oL ACOD6ol., qrr<'I6r$C" (07-21300, 0502.15) Urjr6o65q'ob 3r6E'rAC60ol.) 6gq,oq,9bob I V 6C6q,raC6OoL 145-9 Og\,otr 03-2 JgEdOotJ "6" *CEp6rJ<rt6 ACLJbraoUcrboL brSoobo C-or aotr6a0$rn6oq,re AorB6or JJEoOJd,<l&lO<lb 6;6boqBou J6,ooCq36olt qgr$gc6>. J!$o3oLOCAc,o, ― =Iづ r´ -56ori5o 136g5;fto(o 「 Itbq3aX6o ogotnL pgt6oUo