„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
- „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 64 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-09
ბიუროს ნომერი 255
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N45, 21.12.2009, მუხ. 320) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მიზანია, ოფიციალური სტატისტიკის შესახებ გაეროს ფუძემდებლური
პრინციპების,
ევროპის სტატისტიკის კოდექსის შესაბამისად, აგრეთვე
საერთაშორისოდ
აღიარებული
ძირითადი
პრინციპების
სტატისტიკის
საფუძველზე
ქვეყანაში
დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო სტატისტიკის წარმოების უზრუნველყოფა.“.
ბ) მეორე პუნქტის შემდეგდაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ყველა რეზიდენტ იურიდიულ და
ფიზიკურ
პირზე,
აგრეთვე
საქართველოს
ტერიტორიაზე
მყოფ
არარეზიდენტებზე
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე)ოფიციალური სტატისტიკა – სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში
განხორციელებულ სტატისტიკურ საქმიანობათა სისტემა, რომლის საფუძველზედაც მიიღება
ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის
ამსახველი სტატისტიკური მონაცემები. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის საფუძველზე, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული
ორგანოების მიერ წარმოებული სტატისტიკა, თუ მისი წარმოება ხორციელდება საქსტატის
მიერ დამტკიცებული/აღიარებული საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი მეთოდოლოგიისა
და სტანდარტების საფუძველზე;
ბ) „ზ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ)
სტატისტიკური
ერთეული
–
ელემენტური
ერთეული,
რომელიც
სტატისტიკურ კვლევას და არის სტატისტიკური დაკვირვებისობიექტი;“.
ექვემდებარება
გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის “ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:
„ლ)
სტატისტიკური
მეთოდოლოგია
-
სოციალურ-ეკონომიკური
მოვლენების
სტატისტიკური კვლევის ხერხების, წესებისა და მეთოდების ერთობლიობა.
მ) ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემა - ქვეყნის შიგნით სტატისტიკური
ორგანოებისა და ერთეულების ერთობლიობა, რომლებიც აგროვებენ, ამუშავებენ და ავრცელებენ
ოფიციალურ სტატისტიკას საქართველოს სახელით.“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის
გავრცელება ეფუძნება ოფიციალური სტატისტიკის შემდეგ ძირითად პრინციპებს:
ა) მნიშვნელოვნება, ობიექტურობა, საყოველთაო ხელმისაწვდომობა - ოფიციალური
სტატისტიკა
წარმოადგენს
დემოკრატიული
საზოგადოების
საინფორმაციო
სისტემის
აუცილებელ
ელემენტს
უზრუნველყოფს
ხელისუფლების
ორგანოებს,
ეკონომიკის
და
სუბიექტებს და საზოგადოებას მონაცემებით ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური და
გარემოს მდგომარეობის შესახებ. ამმიზნით, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლები
მიუკერძოებლად ამზადებენდა ავრცელებენ პრაქტიკული ღირებულების მქონე სტატისტიკურ
მონაცემებს, საჯარო ინფორმაციაზე მოქალაქეთა უფლების პატივისცემის უზრუნველსაყოფად.
ბ)
პროფესიული
სტანდარტები
და
ეთიკა
-ოფიციალური
სტატისტიკისადმი
ნდობის
შესანარჩუნებლად სტატისტიკის მწარმოებლების ტატისტიკური მონაცემების შეგროვების,
დამუშავების, შენახვისა და წარდგენის მეთოდებთან და პროცედურებთან დაკავშირებულ
გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ მხოლოდ პროფესიული მოსაზრებების შესაბამისად,
მეცნიერული პრინციპებისა და პროფესიული ეთიკის გათვალისწინებით.
გ) ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა -მონაცემების სწორი
ინტერპრეტაციის
ხელშეწყობის მიზნით სტატისტიკის მწარმოებლებმა ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ
სტატისტიკურ წყაროებთან, მეთოდებთან და პროცედურებთან დაკავშირებული მეცნიერული
სტანდარტების შესაბამისად.
დ) მონაცემების მცდარი გამოყენების აცილება - სტატისტიკური მონაცემების მცდარი
ინტერპრეტაციის ან არასწორი გამოყენების შემთხვევაში, სტატისტიკის მწარმოებლებს აქვთ
განმარტების უფლება.
ე)სტატისტიკის წყარო - მონაცემების ტატისტიკური მიზნებისათვის შეიძლება შეგროვდეს
ყველა სახის წყაროდან, იქნება ეს სტატისტიკური გამოკვლევები თუადმინისტრაციულ
ორგანოებში არსებული ინფორმაცია. სტატისტიკისმწარმოებლებმა სტატისტიკის წყაროუნდა
შეარჩიონ
ხარისხის,
დროულობის,
დანახარჯებისა
და
რესპონდენტზე
დატვირთვის
გათვალისწინებით.
ვ) კონფიდენციალობა -სტატისტიკის მწარმოებლის მიერ, სტატისტიკური მიზნებისათვის
შეგროვებული
მონაცემები
ფიზიკურ
და
იურიდიულ
პირების
შესახებ
კონფიდენციალურია და გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისათვის.
მკაცრად
ზ) საკანონმდებლო ბაზა - კანონმდებლობა, ნორმები და ზომები, რომელთა ფარგლებშიც
ფუნქციონირებენ სტატისტიკური სისტემა, საჯაროა.
თ) ეროვნული კოორდინინაცია - სტატისტიკის მწარმოებლებს შრორის კოორდინაცია ქვეყნის
შიგნით არსებითი მნიშვნელობისაა სტატისტიკური სისტემის მდგრადობისა და ეფექტიანობის
მისაღწევად.
ი)
საერთაშორისო
სტანდარტების
საერთაშორისო ცნებების,
გამოყენება
-სტატისტიკის
მწარმოებლების
მიერ
კლასიფიკაციების და მეთოდების გამოყენება ხელს უწყობს
სტატისტიკური სისტემების შეთანხმებულობას და ეფექტიანობას.
კ) საერთაშორისო თანამშრომლობა -სტატისტიკის დარგში ორმხრივი და მრავალმხრივი
თანამშრომლობა ხელს უწყობს ოფიციალური სტატისტიკის სისტემების გაუმჯობესებას.“.
4. მე-7 მუხლის
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;“.
ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და
სასამართლოსათვის წარდგენა;“
ა.გ) „ზ“ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ამ კანონითა და საქსტატის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქსტატი სტატისტიკას აწარმოებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ან/და
საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული/აღიარებული საერთაშორისო ანალოგიების შესაბამისი
მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე.“.
5. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის
საქსტატის საბჭოს დასაქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, თუ ამ კანონის 141 მუხლის
მე-4 პუნქტის შესაბამისად საქსტატის საბჭოს მიერ სხვა გადაწყვეტილება არ არის მიღებული.“.
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, იმავე პირს
უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში.“.
6. მე-9 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დემატოს შემეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრთა დანიშვნა;“.
ბ) პირველი პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და
მეთოდოლოგიის
დამტკიცება, საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის
დანერგვა;“.
ბ.ბ)„დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ)მოსახლეობის საყოველთაო აღწერისმეთოდოლოგიის
საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა;“.
შემუშავება
და
საქსტატის
ბ.გ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცება;
ზ) საქსტატის
გათავისუფლება;“.
თანამშრომელთა
თანამდებობაზე
დანიშვნა
და
თანამდებობიდან
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5.აღმასრულებელი დირექტორიუფლებამოსილია, ამ მუხლითა და საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის დებულებით გათვალისწინებული ფუნქციები დელეგირების უფლებით
გადასცეს თავის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს.“.
7. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბჭოს 8წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 –
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო
1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.“.
8. მე-12 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს თანამდებობაზე ღია
კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი
საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლით დადგენილი წესით.“.
გ) მე-2 პუნქტის შემდეგდაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საბჭოს იმ წევრთა შესარჩევ კონკურსს, რომლებიც არ არიან საჯარო მოხელეები, აცხადებს
საქსტატი, ხოლო საკონკურსო კომისიას ქმნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.
დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან საქართველოს
პარლამენტს წარუდგენს არსებულ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 8 კანდიდატურას,
ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − არსებული ვაკანტური თანამდებობების
ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.“.
ე) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს თანხმობა არ მიეცა,
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს
შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად შერჩეულსხვაკანდიდატურებს,
რომლებიც აირჩევიან ამ მუხლით დადგენილი წესით, ან აცხადებს ხელახალ კონკურსს.
9. საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემდეგ საბჭოს წევრს ნიშნავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.
ვ) მე-11პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ კანონის მე-11 მუხლის
უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.“.
მე-4
პუნქტით
გათვალისწინებული
საბჭოს
წევრის
ზ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111პუნქტი:
„111. საბჭოს წევრის უფლებამოსილებისვადის გასვლის შემდეგ, იმავე პირს უფლება აქვს
მონაწილეობა მიიღოს შესარჩევ კონკურსში.“.
9. მე-13 მუხლის:
ა) „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი
საქსტატის
საქმიანობის
ყოველწლიურიანგარიშის განხილვა და დამტკიცება;
დ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და
მეთოდოლოგიის
განხილვა
და
აღმასრულებელი
დირექტორისათვის
რეკომენდაციების
მომზადება;
ე)
მოსახლეობის
საყოველთაო
აღწერის
მეთოდოლოგიის
განხილვა
და
შესაბამისი
რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე რეკომენდაციის მიცემა.“
10. კანონს მე-III თავის შემდეგ დაემატოს III1 თავი
„თავი III1. საქსტატის მრჩეველთა საბჭო
მუხლი 141. საქსტატის მრჩეველთა საბჭო
1. მრჩეველთა საბჭო არის საქსტატის საკონსულტაციო ორგანო, რომელის წევრებსაც
აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და
ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.
2.
მრჩეველთა საბჭო შედგება არანაკლებ 8 წევრისგან.
3. მრჩეველთა საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები,
საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებიგანისაზღვრებამრჩეველთა
საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორი.
4. საქსტატის საბჭოს გადაწყვეტილებით საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ
შეიძლება აირჩეს საქსტატის საბჭოს ის წევრი რომელიც არ არის საჯარო მოხელე.
მუხლი 142. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები
1. მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებია:
ა) საქსტატისათვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა
და კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების წარდგენა;
ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციების
შემუშავება;
გ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და
მეთოდოლოგიის მეცნიერული ანალიზი და საქსტატის საბჭოსათვის რეკომენდაციების
მომზადება.
დ) სტატისტიკურ საქმიანობაში თანამედროვე მეთოდების განხილვა, აგრეთვე
სტატისტიკური
მეთოდოლოგიის სრულყოფასთან დაკავშირებით საქსტატის საბჭოს
კონსულტირება და წინადადებების წარდგენა.
ე) ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
2. მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.“
11. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საჯარო სამართლის
იურიდიული პირები და სხვა ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთი საქმიანობის მიზნების,
ამოცანებისა და მოვალეობების გათვალისწინებით აწარმოებენ ოფიციალურ სტატისტიკას
საქსტატის
მიერ
დამტკიცებული/აღიარებული
საერთაშორისო
ანალოგების
შესაბამისი
მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე.“.
12. მე-18 მუხლის:
ა)მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამოკითხვის პროცესში პირი ვალდებულია
მონაცემები.“
მიაწოდოს საქსტატს უტყუარი
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3.აღწერას არ ექვემდებარებიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები და მათი შინამეურნეობის
წევრები, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური იმუნიტეტით, აგრეთვე უცხო ქვეყნის
სამხედრო მოსამსახურეები და მათი შინამეურნეობის წევრები.“.
13. მე-19 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ)აღწერის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი მეთოდოლოგიითა და წესით
ჩატარება;“.
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
14. 21-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღწერის ზუსტი თარიღის დადგენის, მისი მომზადებისა და ჩატარების საკითხების
ოპერატიულადგადაწყვეტისათვის, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების
შეთანხმებული
მოქმედების
უზრუნველსაყოფად
და
მათი
კოორდინაციის
განსახორციელებლად აღწერის ჩატარების სავარაუდო თარიღამდე არა უგვიანეს 3
წლისა,საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის
დადგენილების საფუძველზე იქმნება მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო
კომისია (შემდგომში – კომისია).
3. საქსტატი ამუშავებს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამას, განიხილავს აღწერის
ჩატარების მეთოდურ და ორგანიზაციულ საკითხებს, განსაზღვრავს საჭირო სამუშაოთა
ჩამონათვალს, მათი შესრულების ვადებსა და შემსრულებლებს. მოსახლეობის საყოველთაო
აღწერის პროგრამას და კითხვარებს ამტკიცებს კომისია."
4. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის
წევრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.
15. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
16. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
1. საქსტატი უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, ფიზიკური და
იურიდიული პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად
საჭირო ყველა სტატისტიკური და სხვა ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური ან/და
კონფიდენციალური, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან მოთხოვნის საფუძველზე,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიაწოდონ საქსტატს მათ ხელთ არსებული
ინფორმაცია, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების შესახებ, მათ შორის
პერსონალური ან/და კონფიდენციალური, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. საქსტატის წერილობითი, მათ შორის ელექტრონული ფორმით, მოთხოვნის
საფუძველზე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
რეგისტრირებული პირები ვალდებული არიან მატერიალური ან ელექტრონული სახით
მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის კონფიდენციალური, თუ
კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის
ფარგლებში საქსტატისთვის ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ კანონის მე-13
მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული
წესით.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვადას ადგენს
საქსტატი სტატისტიკური კვლევის პერიოდის გათვალისწინებით და ეს ვადა არ უნდა იყოს 7
კალენდარულ დღეზე ნაკლები, ადრესატისათვის წერილობითი, მათ შორის ელექტრონული
სახით, მოთხოვნის ჩაბარებიდან/მიღებიდან.
6. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის
ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.“
დაკისრება
არ
ათავისუფლებს
პირს
17. 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)სასყიდლით უზრუნველყოფს ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდებას ყველა
მომხმარებლისათვის, გარდა ადმინისტრაციული და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა
ორგანოებისა, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა,
უცხო ქვეყნის სტატისტიკური ორგანოებისა, სტატისტიკური ინფორმაციის გამავრცელებელი
საერთაშორისო ორგანიზაციებისა.“
მუხლი 2.
1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი
იანვრიდან.
2. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-8 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპოექტის მომზადება აქტუალური გახდა საქსტატის საქმიანობის პრაქტიკიდან, აგრეთვე
სტატისტიკის,
როგორც
დარგის
დინამიურობიდან
და
მისი
სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობიდან გამომდინარე. წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, ოფიციალური
სტატისტიკის წარმოების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტი იქნება უფრო მეტად
დაახლოებული
ევროპული
სტატისტიკის
წარმოების
პრინციპებთან
და
მეთოდებთან.
დააკმაყოფილებს სტატისტიკის წარმოების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეროვნული სტატისტიკური სისტემის სტატისტიკის მსოფლიო
სისტემაში მჭიდრო ინტეგრირების პროცესს. უფრო მეტად გამჭვირვალეს და კონკურენტულს
გახდის აღმასრულებელი დირექტორისა და საქსტატის საბჭოს წევრთა დანიშვნის პროცედურას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სტატისტიკურ საქმიანობას, შედეგად, სტატისტიკური
ინფორმაციის ხარისხის ზრდას, მეწარმე სუბიექტების მიერ სტატისტიკური კვლევისათვის
მნიშვნელოვანი ინფორმაციის დროული წარდგენის უზრუნველყოფას. მეტად იქნება დაცული
ბალანსი სახელმწიფო და კერძო პირთა ინტერესებს შორის. ცვლილებების ნაწილი ხელს
შეუწყობს მომავალში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ორგანიზებას და ჩატარებას,
საზოგადოებისათვის კრებსითი ინფორმაციის მიწოდების ოპერატიულობას და საბიუჯეტო
სახსრების ოპტიმალურ გამოყენებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ეფექტიანობის ზრდა, საქსტატის მართვის პრინციპების
სრულყოფა, სტატისტიკის წარმოების მიზნით გამოყოფილი სახსრების ოპტიმალური ხარჯვა,
სტატისტიკური საქმიანობის პრინციპებისა და სტანდარტების დაახლოება ევროკავშირის
ქვეყნებში სტატისტიკის წარმოების პრინციპებსა და სტანდარტებთან. „ერთის მხრივ,
ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და
მეორეს
მხრივ,
საქართველოს
შორის“
ასოცირების
შესახებ
შეთანხმების
შესრულება
სტატისტიკის იმ ნაწილში, რომლის ასახვაც შესაძლებელია „ოფიციალური სტატისტიკის
შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, ასოცირების შესახებ შეთანხმების 289-ე მუხლში
აღნიშნულია,
რომ:
„ძალისხმევა
მიმართული
იქნება
საქართველოს
სტატისტიკის
კანონმდებლობის ევროკავშირის სტატისტიკის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე,
საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების გათვალისწინებით.“
ამ მიზნით
კანონპროექტი ითვალისწინებს ოფიციალური სტატისტიკის პრინციპების ცვლილებას გაეროს
სტატისტიკის ფუძემდებლური 10 პრინციპით, რაც გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ
შეთანხმების 286 მუხლით, მეწარმე სუბიექტების მიერ საქსტატისათვის ინფორმაციის
წარდგენის სავალდებულობის დადგენას, (ასეთი ვალდებულება დადგენილია ევროკავშირის
წევრი ქვეყნების კანონმდებლობით), საქსტატის საბჭოს იმ წევრთა კონკურსის წესით შერჩევას
რომლებიც
არ
არიან
საჯარო
მოხელეები
(შესაბამისად
საქსტატის
აღმასრულებელი
დირექტორისაც). საქსტატის მრჩევლთა საბჭოს შექმნას.
დეტალურად:
კანონპროექტის პირველი მუხლის:
პუნქტი 1
„ა“ ქვეპუნქტი - კანონის მიზანი და რეგულირების სფერო და კონკრეტდა და დაემატა
საერთაშორისო საფუძვლები, კერძოდ გაეროს ფუძემდებლური პრინციპები და ევროპის
სტატისტიკის კოდექსი;
„ბ“ ქვეპუნქტი - ემატება და კონკრეტდება კანონის რეგულირების პირთა წრე (რეზიდენტი
იურიდიული და ფიზიკური პირები, არარეზიდენტები);
პუნქტი 2
„ა“ ქვეპუნქტი - რედაქციული ხასიათის შესწორება, ამოღებულ იქნა სიტყვა "საბჭო", (მომდევნო
ცვლილებებიდან გამომდინარე;
„ბ“ ქვეპუნქტი - რედაქციული ხასიათის შესწორება, ტერმინი“საქმიანობის საგანი" შეიცვალა
ტერმინით "დაკვირვების ობიექტი".
„გ“ ქვეპუნქტი - დაემატა სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და ოფიციალური სტატისტიკის
ეროვნული სისტემის განმარტება
პუნქტი 3
ასოცირების შესახებ შეთანხმების 286-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად ოფიციალური
სტატისტიკის ძირითადი პრინციპები: ა) პროფესიული დამოუკიდებლობა, ობიექტურობა,
სანდოობა, სტატისტიკური მონაცემების კონფიდენციალურობა და ეფექტიანობა შეიცვალა
გაეროს ფუძემდებლური 10 პრინციპის შესაბამისად.
პუნქტი 4
„ა“ ქვეპუნქტის
„ა.ა“ - რედაქციული ხასიათის შესწორება, ტერმინი "ყოველწლიური საქმიანობის ანგარიში"
შეიცვალა ტერმინით "საქმიანობისყოველწლიური ანგარიში",
„ა.ბ“ - ემატება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და სასამართლოსათვის
წარდგენის ფუნქცია.
„ა.გ“ - შეიცვალა თანმიმდევრობა (შინაარსი უცვლელია);
„ბ“
ქვეპუნქტი - სტატისტიკის წარმოებისათვის საერთაშორისო მეთოდოლოგიისა და
სტანდარტების დამტკიცება/აღიარების უფლებამოსილება საქსტატის საბჭოსთან ერთად ენიჭება
აღმასრულებელ დირექტორსაც.
პუნქტი 5
„ა“ ქვეპუნქტი - საქსტატში იქმნება მრჩეველთა საბჭო, რომლის თავჯდომარეც საქსტატის
საბჭოს ანალოგიურად იქნება აღმასრულებელი დირექტორი, შესაბამისად პუნქტი ჩამოყალიბდა
ახალი რედაქციით.
„ბ“ ქვეპუნქტი - არსებული რედაქციით საბჭოს წევრს, შესაბამისად აღმასრულებელ
დირექტორს, რომელიც ამავდროულად საბჭოს თავმჯდომარეა, არ აქვს ხელმეორედ არჩევის
უფლება. ახალი რედაქციით აღმასრულებელ დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის
შემდეგ იმავე პირს ეძლევა უფლება მონაწილეობა მიიღოს საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში.
პუნქტი 6
„ა“ ქვეპუნქტი - აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებს დაემატა მრჩეველთა საბჭოს წევრის
დანიშვნის ფუნქცია.
„ბ“ ქვეპუნქტი - „ბ.ა“ - სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური
სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების უფლებამოსილება ენიჭება აღმასრულებელ
დირექტორს; „ბ.ბ“ - შეიცვალა საბჭოს ფუნქცია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის
მეთოდოლოგიის დამტკიცებასთან დაკავშირებით. მეთოდოლოგიას ამტკიცებს სამთავრობო
კომისია; „ბ.გ“ ქვეპუნქტი - აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებს დაემატა საშტატო
განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცება, ანოლოგიურად სხვა სსიპ-ებისა.
„ბ.გ“ (ზ) რედაქციული ხასიათის შესწორება;
„გ“ ქვეპუნქტი - აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებს დაემატა კომპეტენციას
მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირების უფლებამოსილება.
პუნქტი 7
რედაქციული ხასიათის შესწორება.
პუნქტი 8
იცვლება საბჭოს წევრების შერჩევის პრინციპი, რომელსაც ემატება საჯარო კონკურსით შერჩევა.
ემატება საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის შექმნის საკითხი.
კონკურსს აცხადებს საქსტატი, ხოლო საკონკურსო კომისიას ქმნის საქართველოს პრემიერმინისტრი.
იცვლება საბჭოს წევრების პარლამენტისათვის წარდგენის წესი (კონკურსით შერჩევიდან
გამომდინარე). რაც მნიშვნელოვანია საქსტატის, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს
საქმიანობის და მართვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, ასევე საქსტატის ხელმძღვანელის
შესარჩევად კონკურენტული გარემოს შექმნის თვალსაზრისით. აღნიშნულით ნაწილობრივ
სრულდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის 2013 წლის გლობალური
შეფასებით გათვალისწინებული ერთერთი რეკომენდაცია.
საბჭოს არასაჯარო მოხელე წევრს ეძლევა უფლება, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ
კვლავ მიიღოს მონაწილეობა კონკურსში.
პუნქტი 9
„გ“ ქვეპუნქტი - რედაქციული ხასიათის შესწორება;
„დ“ და „ე“ ქვეპუნქტი - რედაქციული ხასიათის შესწორება, აღმასრულებელი დირექტორის
ფუნქციების ცვლილებებიდან გამომდინარე.
„ზ“ ქვეპუნქტი - საქსტატის საბჭოს კომპეტენციაში იქნება პასუხისმგებლობის დაკისრების
თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის
შედგენის) რეკომენდაციის გაცემის საკითხი. ანუ, მოხდება საკითხის წინასწარი განხილვა შეესაბამება თუ არა, ამათუ იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის ან მეწარმე ფიზიკური
პირის მოქმედება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
პუნქტი 10
საქსტატში იქმნება და კანონს ემატება თავი III1- საქსტატის მრჩეველთა საბჭო, განისაზღვრება
მათი ფუნქციები (ევროსტატის გლობალური შეფასების რეკომენდაციით). მრჩეველთა საბჭო
არის საქსტატის საკონსულტაციო ორგანო (საქმიანობის ანაზღაურების გარეშე).
პუნქტი 11
რედაქციული ხასიათის შესწორება, ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე.
პუნქტი 12
„ა“ ქვეპუნქტი - დგინდება მოსახლეობის აღწერის დროს უტყუარი მონაცემების მიწოდების
ვალდებულება.
„ბ“
ქვეპუნქტი
-
ემატება
პუნქტი
რომლითაც
დგინდება
პირთა
წრე
რომელიც
არ
ექვემდებარებიან აღწერას.
პუნქტი 13
„ა“ ქვეპუნქტი - რედაქციული ხასიათის შესწორება.
„ბ“ ქვეპუნქტი - ამოღებულია „დ“ პუნქტი: „რეგისტრაციის მისამართი - საცხოვრებელი“
პრინციპის არასავალდებულო ხასიათიდან გამომდინარე.
პუნქტი 14
(„2-3-4“ პუნქტები) - ცვლილება ნაკარნახევია პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილებით,
კერძოდ გაიზარდა მოსახლეობის აღწერამდე საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნის
ვადა,
ნაცვლად
არაუგვიანეს
3
თვისა,
განისაზღვრა არაუგვიანეს
3
წლით.
კომისია
პროგრამასთან ერთად ამტკიცებს აღწერის კითხვარებს. კომისიის თავმჯდომარე შეიძლება იყოს
პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ დანიშნული მთავრობის წევრი.
პუნქტი15
„მუხლი
22.
საცდელი
აღწერა“
ამოღებულ
იქნაარაეფექტიანობიდან
გამომდინარე
და
მოსამზადებელ ეტაპზე რესურსების ოპტიმალური გამოყენების მიზნით.
პუნქტი 16
ყალიბდება ახალი რედაქციით, დგინდება პასუხის გაცემის ვალდებულება და დეტალურად
განისაზღვრება, ინფორმაციის სახეობა, პირთა წრე და პასუხისმგებლობა ინფორმაციის
წარუდგენლობისათვის.
საქართველოს
სტატისტიკის
ეროვნული
სისტემის
2013
წლის
გლობალურ შეფასებაში აღნიშნულია, რომ: „კანონი ანიჭებს საქსტატს უფლებამოსილებას,
მიიღოს მონაცემები ადმინისტრაციული ორგანოებისგან, საწარმოებისა და ფიზიკური
პირებისაგან. თუმცა, ის არ ავალდებულებს საწარმოებს კითხვარების შევსებას. ამგვარი
ვალდებულება არსებობდა ძველ კანონში, ხოლო ეროვნული ბანკი ამჟამადაც იყენებს მას თავის
სტატისტიკურ გამოკითხვებში. საქსტატისთვის კითხვარების დაბრუნების ვალდებულების
არარსებობა მოითხოვს დამატებით რესურსებს ურჩ რესპონდენტებთან სამუშაოდ. გონივრული
არ არის, რომ ეროვნული ბანკის კითხვარების შევსება და დაბრუნება სავალდებულოა, ხოლო
საქსტატის არა. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს“.
პუნქტი 17
ნორმის მოქმედი რედაქცია ზღუდავს საქსტატის ბეჭდური პუბლიკაციების უსასყიდლო
გავრცელებას საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე. ახალი რედაქციით ეს შეზღუდვა
მოიხსნება.
კანონპროექტის მუხლი 2
კანონპროექტის მე-8 პუნქტის 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებას განაპირობებს ის
გარეომოება, რომ კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით საქართველოს პარლამენტის მიერ
2014 წლის თებერვლის თვეში უკვე შეირჩა საქსტატის საბჭოს წევრები და პრემიერ-მინისტრის
გადაწყვეტილებით დანიშნული არიან (მათშორის აღმასრულებელი დირექტორი) 4 წლის
ვადით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს რაიმე ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება ფინანსურ შედეგებს არ იწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
ახალი გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. კანონპროექტი
ნაწილობრივ (იმ ნაწილში, რომლის ასახვაც შესაძლებელია კანონში) გამომდინარეობს „ერთის
მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებსა დამეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან
(კარი V, თავი IV).
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული
რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება:
მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ამ კანონის მიზანია სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი
პრინციპების საფუძველზე ქვეყანაში დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო სტატისტიკის
წარმოების უზრუნველყოფა.
2. ეს კანონი განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის არსს, მიზანსა და პრინციპებს,
ადგენს სტატისტიკის წარმოებისა და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის
შენახვისა და გავრცელების, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის სამართლებრივ საფუძვლებს,
ოფიციალურ სტატისტიკაზე პასუხისმგებელ ორგანოთა სისტემას და მათ ფუნქციებს.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადმინისტრაციული წყარო – სახელმწიფო რეესტრი ან სხვა მონაცემთა ბაზა, როგორც
ელექტრონული, ისე სხვა ფორმით, რომელსაც აწარმოებს ან ფლობს ადმინისტრაციული
ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო;
გ) კონფიდენციალური სტატისტიკური მონაცემები – სტატისტიკური მიზნით
შეგროვებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იძლევა დაკვირვების ერთეულის
იდენტიფიცირების საშუალებას ან რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამგვარი
მონაცემების დადგენა;
დ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერა – განსაზღვრულ დროს ქვეყნის მოსახლეობის
სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარების მახასიათებელი მონაცემების
მოპოვების, დამუშავების, შეფასების, ანალიზის, განზოგადებისა და გამოქვეყნების ერთიანი
პროცესი;
ე) ოფიციალური სტატისტიკა – სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში
განხორციელებულ სტატისტიკურ საქმიანობათა სისტემა, რომლის საფუძველზედაც მიიღება
ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის
ამსახველი სტატისტიკური მონაცემები. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის საფუძველზე, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული
ორგანოების მიერ წარმოებული სტატისტიკა, თუ მისი წარმოება ხორციელდება საქსტატის
საბჭოს მიერ დამტკიცებული/აღიარებული საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი
მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე;
ვ) სტატისტიკური კვლევა – ექსკლუზიურად, სტატისტიკური მიზნით ჩატარებული
კვლევა, რომელიც ეფუძნება სტატისტიკური ერთეულების შესახებ მონაცემთა შეგროვებას;
ზ) სტატისტიკური ერთეული – ელემენტური ერთეული, რომელიც ექვემდებარება
სტატისტიკურ კვლევას და არის სტატისტიკური საქმიანობის საგანი;
თ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა – საქართველოს მთავრობის მიერ
დამტკიცებული ყოველწლიური და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ძირითადად
მოიცავს შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალს და შემსრულებლებს, დაკვირვების
პერიოდულობისა და გამოქვეყნების თარიღის მითითებით;
ი) შინამეურნეობა – ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც ექვემდებარებიან ერთ
საცხოვრებელ ერთეულზე ერთობლივი ცხოვრების საერთო წესებს და ერთმანეთთან
დაკავშირებული არიან საერთო ბიუჯეტით (მისი ნაწილით), ნათესაური ან/და არანათესაური
ურთიერთობებით (შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი ადამიანისგანაც);
კ) საქსტატი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახური.
მუხლი 4. ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპები
1. სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის
გავრცელება ეფუძნება ოფიციალური სტატისტიკის შემდეგ ძირითად პრინციპებს:
ა) პროფესიული დამოუკიდებლობა – სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების
შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური ან/და
დაინტერესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად;
ბ) ობიექტურობა – სტატისტიკის წარმოებისას და მისი წარმოების შედეგად მიღებული
ინფორმაციის გავრცელებისას დაცული უნდა იქნეს სისტემატურობა, საიმედოობა და
მიუკერძოებლობა, რაც გულისხმობს სტატისტიკის წარმოებას პროფესიული და ეთიკური
სტანდარტების საფუძველზე, აგრეთვე განხორციელებული პოლიტიკისა და პრაქტიკის
გამჭვირვალობას, ყველა მომხმარებლისათვის სტატისტიკური მონაცემების
თანაბარი
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
გ) სანდოობა – სტატისტიკის წარმოება უნდა განხორციელდეს სწორად, ზუსტად და
თანამიმდევრულად, რაც გულისხმობს სტატისტიკური სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და
რესურსების შესარჩევად სამეცნიერო კრიტერიუმების გამოყენებას, აგრეთვე სტატისტიკის
წარმოებისათვის გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის საჯაროობას;
დ) სტატისტიკური მონაცემების კონფიდენციალურობა – დაცული უნდა იქნეს
დაკვირვების ერთეულთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც
შეგროვდა სტატისტიკური მიზნით, ადმინისტრაციული თუ სხვა წყაროებიდან. აკრძალულია ამ
ინფორმაციის არასტატისტიკური მიზნით გამოყენება ან მისი უკანონოდ გავრცელება;
ე) ეფექტიანობა – სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო დანახარჯი უნდა იყოს შედეგის
მნიშვნელობისა და მიღებული სარგებლის პროპორციული.
2. სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის
გავრცელება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას.
მუხლი 7. საქსტატის უფლებამოსილება
1. საქსტატის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და მის ტერიტორიულ და
სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება;
გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სტატისტიკური
საქმიანობა, რომელიც მოიცავს:
გ.ა) სტატისტიკური კვლევების ჩატარებას;
გ.ბ) ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავებას ექსკლუზიურად, სტატისტიკური
მიზნით;
გ.გ) დაკვირვების ერთეულის შესახებ მონაცემთა დამუშავებას;
გ.დ) სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებასთან
შემუშავებას და მისი საჯაროობის უზრუნველყოფას;
დაკავშირებული
გრაფიკის
გ.ე) გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების გავრცელებას და
ყველა მომხმარებლისათვის მათი თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
გ.ვ) საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და
სტანდარტების შემუშავებას და მათი დანერგვის ხელშეწყობას;
დ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება;
ე) ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
ვ) სტატისტიკის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალების
განსაზღვრა;
ზ) ამ კანონითა და საქსტატის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
2.
საქსტატი
სტატისტიკას
აწარმოებს
საქსტატის
საბჭოს
მიერ
დამტკიცებული/აღიარებული საერთაშორისო ანალოგიების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და
სტანდარტების საფუძველზე.
3. საქსტატი უფლებამოსილია შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე
აწარმოოს სტატისტიკა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სტატისტიკური
სამუშაოების პროგრამით.
4. საქსტატს ეკრძალება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მე4 მუხლით განსაზღვრულ ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებს და სახელმწიფოს
მიერ დასახულ მიზნებსა და პრიორიტეტებს.
5. საქსტატის ორგანოების კონკრეტული უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქსტატის
დებულებით, რომელსაც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა.
მუხლი 8. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი
1. საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად
არის საქსტატის საბჭოს თავმჯდომარე.
2. აღმასრულებელ დირექტორს საქსტატის საბჭოს წარდგინებით, ამ კანონის მე-11
მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთაგან 4 წლის ვადით თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს არანაკლებ 1 მოადგილისა, რომელიც ასრულებს
დირექტორის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
4. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე
თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.
ნიშნავს
და
5. აღმასრულებელი დირექტორი ამ კანონითა და საქსტატის დებულებით მისთვის
გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქსტატის აპარატის მეშვეობით.
6.
აღმასრულებელი
დირექტორის
მიმართ
ვრცელდება
შეუთავსებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
ინტერესთა
მუხლი 9. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციები
1. აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებია:
ა) საქსტატის ხელმძღვანელობა;
ბ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და
მეთოდოლოგიის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის
მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
შემუშავება
და
საქართველოს
დ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი
მეთოდოლოგიის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ე) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამის შემუშავება და მოსახლეობის აღწერის
საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის შემუშავება და საქსტატის
საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ზ) საქსტატის აპარატის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან
გათავისუფლება;
თ) სტატისტიკური
პროექტის შემუშავება;
სამუშაოების
პროგრამის
შესაბამისად
საქსტატის
ბიუჯეტის
ი ) საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის საქართველოს მთავრობისა და
საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა;
კ) საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის
საჯაროობის უზრუნველყოფა;
ლ) საქსტატის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა
ფუნქციების შესრულება.
2.
საქსტატის
ეფექტიანი
საქმიანობის
უზრუნველყოფის
მიზნით
აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია საქსტატის საბჭოს რეკომენდაციების
გათვალისწინებით მოიწვიოს უცხოელი ან ადგილობრივი ექსპერტები შესაბამისი
ხელშეკრულების საფუძველზე.
3. აღმასრულებელი დირექტორი არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს
მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქსტატის გასული წლის საქმიანობის
ანგარიშს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში უნდა შეიცავდეს
ინფორმაციას:
ა) წლის განმავლობაში სტატისტიკის სისტემაში განხორციელებული საქმიანობის
შესახებ;
ბ) საქსტატის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
მუხლი 11. საქსტატის საბჭო
1. საქსტატთან ფუნქციონირებს საქსტატის საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო შედგება 7 წევრისაგან და საბჭოს თავმჯდომარისაგან.
3. საბჭოს 3 წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 –
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო
1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.
4. საბჭოს დანარჩენი 5 წევრი არ უნდა იყოს საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 12. საბჭოს შემადგენლობის დანიშვნა
1. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა
კანდიდატურებს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრს
დასამტკიცებლად
წარუდგენენ
შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.
2. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს თანამდებობაზე
ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ
მუხლით დადგენილი წესით.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს არსებულ 5
ვაკანტურ თანამდებობაზე 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე
ნაკლებია − არსებული ვაკანტური თანამდებობების ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით
მეტ კანდიდატურას.
4. საქართველოს პარლამენტი კანდიდატურების წარდგენიდან 21 დღის ვადაში, ხოლო
საპარლამენტო არდადეგების შემთხვევაში − სესიის განახლებიდან 2 კვირის ვადაში, ფარული
კენჭისყრით თანხმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოს წევრების დანიშვნაზე.
5. ჩაითვლება, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურას თანხმობა
მიეცა, თუ იგი მიიღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრე საქართველოს პარლამენტის წევრთა
ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის
ერთი მესამედისა.
6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ხმათა საკმარის რაოდენობას არსებულ
ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი კანდიდატი მიიღებს, ჩაითვლება, რომ თანხმობა
მიეცა მათგან საუკეთესო შედეგის მქონე იმდენ კანდიდატს, რამდენი ვაკანტური
თანამდებობაცაა.
7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გამოვლენილ საუკეთესო შედეგის მქონე
კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა
მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და
გამარჯვებული/გამარჯვებულები
ხმათა
ფარდობითი
უმრავლესობით
გამოვლინდება/გამოვლინდებიან.
8. თუ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს თანხმობა არ მიეცა,
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს
შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალ კანდიდატურებს, რომლებიც აირჩევიან ამ მუხლით
დადგენილი წესით.
9. საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემდეგ საბჭოს შემადგენლობას
ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
10. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების
უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მათ მიერ საჯარო სამსახურში შესაბამის
თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით.
11. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების
უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. პირი არ შეიძლება დაინიშნოს საბჭოს წევრად ზედიზედ 2ჯერ.
12. საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დანიშვნის
შესაბამისი პროცედურები ამ კანონის საფუძველზე განისაზღვრება საბჭოს დებულებით.
მუხლი 13. საბჭოს ფუნქციები
საბჭოს ფუნქციებია:
ა) საქსტატისათვის სტატისტიკურ
რეკომენდაციების წარდგენა;
საქმიანობასთან
დაკავშირებული
შესაბამისი
ბ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი
სტატისტიკური
სამუშაოების პროგრამის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი
ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება;
საქსტატის
დ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და
მეთოდოლოგიის განხილვა, რეკომენდაციების მომზადება და დამტკიცება ან საერთაშორისო
სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის აღიარება;
ე) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი
მეთოდოლოგიის დამტკიცება;
ვ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამასთან დაკავშირებით შესაბამისი
რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განხილვა და დამტკიცება;
თ) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების
შემუშავება;
ი) საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც უნდა განისაზღვროს
საბჭოს მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები;
კ) ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
მუხლი 16. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებული
ოფიციალური სტატისტიკა
1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საჯარო სამართლის
იურიდიული პირები და სხვა ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთი საქმიანობის მიზნების,
ამოცანებისა და მოვალეობების გათვალისწინებით აწარმოებენ ოფიციალურ სტატისტიკას
საბჭოს მიერ დამტკიცებული/აღიარებული საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი
მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე.
2. საქსტატი უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებთან
კოორდინირებულ მუშაობას, გასცემს რეკომენდაციებს სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო
სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესახებ, ახორციელებს სტატისტიკის
წარმოების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული ინფორმაციის გაცვლის
კოორდინაციას და ხელს უწყობს დამტკიცებული სტატისტიკური სტანდარტებისა და
მეთოდოლოგიის ეფექტიან იმპლემენტაციას.
მუხლი 18. მოქალაქეთა ვალდებულება
1. საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები
ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია გაიაროს აღწერა.
2. გამოკითხვის პროცესში აკრძალულია მოსახლეობისათვის რაიმე საბუთის მოთხოვნა.
მუხლი 19. აღწერის ძირითადი პრინციპები
აღწერის ძირითადი პრინციპებია:
ა) აღწერის საყოველთაო ხასიათი;
ბ) აღწერის ჩატარების პერიოდულობა;
გ) აღწერის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი პროგრამითა და წესით ჩატარება;
დ) სტატისტიკური მონაცემების მოპოვება თითოეული შინამეურნეობისა და მის წევრთა
ინდივიდუალური რეგისტრაციით;
ე) აღწერის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთსა და იმავე დროს ჩატარება, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც:
ე.ა) საქართველოს ზოგიერთ მთიან, ძნელად მისადგომ დასახლებულ პუნქტში აღწერის
ჩატარების დროს მასთან კავშირი გართულებულია და აღწერა ტარდება ამ დასახლებული
პუნქტის ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრულ პერიოდში;
ე.ბ) კონკრეტულ ტერიტორიაზე აღწერის ჩატარება შეუძლებელია საქსტატისაგან
დამოუკიდებელი მიზეზებით.
მუხლი 21. აღწერის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი ორგანოები
1. აღწერის მომზადების, ჩატარების, მოპოვებული მასალების დამუშავების, შედეგების
გამოქვეყნებისა და გავრცელებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქსტატს.
2. აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტისათვის,
ასევე
აღმასრულებელი
ხელისუფლების
ორგანოების
შეთანხმებული
მოქმედების
უზრუნველსაყოფად და მათი კოორდინაციის განსახორციელებლად აღწერის ჩატარების
თარიღამდე არა უგვიანეს 3 თვისა, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით,
საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე იქმნება მოსახლეობის აღწერის
საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია).
3. საქსტატი ამუშავებს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამას, განიხილავს
აღწერის ჩატარების მეთოდურ და ორგანიზაციულ საკითხებს, განსაზღვრავს ცენტრალურ და
რეგიონულ დონეზე საჭირო სამუშაოთა ჩამონათვალს, მათი შესრულების ვადებსა და
შემსრულებლებს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამას ამტკიცებს კომისია.
4. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს მთავრობის წევრი, რომელსაც თანამდებობაზე
ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
5. კომისიის მუშაობის წესი და საქმიანობა განისაზღვრება კომისიის დებულებით,
რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
6. კომისია თავის საქმიანობას აგრძელებს აღწერის ჩატარებიდან არანაკლებ 6 თვის
განმავლობაში.
მუხლი 22. საცდელი აღწერა
1. აღწერის ორგანიზებისა და მეთოდურ დებულებათა პროექტების, მისი მასალების
დამუშავების ტექნოლოგიური პროცესის შემოწმებისა და აღწერის მომზადებისა და
ჩატარებისათვის პასუხისმგებელ სპეციალისტთა სწავლების მიზნით ძირითად აღწერას 2–2,5
წლით უსწრებს საცდელი აღწერა.
2. საცდელი აღწერის მიზანია განსაზღვროს, თუ რამდენად მისაღებია მოსახლეობის
საყოველთაო აღწერის პროგრამა, აღწერის დოკუმენტაციის ფორმა და შინაარსი, განმარტებითი
მუშაობის ეფექტიანობა, კითხვების შესაბამისი კოდირების სისტემა, აღწერის მასალების
ავტომატიზებული დამუშავების ტექნოლოგიური პროცესი და სხვა.
3. საცდელი აღწერის ჩატარების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საქსტატი
უფლებამოსილია შეცვალოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამა და მეთოდოლოგია,
რომელიც უნდა დამტკიცდეს კომისიის დადგენილებით.
მუხლი 25. სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
1. საქსტატი უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოებისაგან და სხვა ფიზიკური
და იურიდიული პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად
საჭირო ყველა სტატისტიკური და სხვა ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).
2. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან მოთხოვნის საფუძველზე,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიაწოდონ საქსტატს მათ ხელთ არსებული
ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული
პირების შესახებ.
მუხლი 27. სტატისტიკური მონაცემებისა და პუბლიკაციების გავრცელებიდან
მიღებული შემოსავალი
1. საქსტატი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში:
ა) უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების ელექტრონული ფორმით
მიწოდებას ყველა მომხმარებლისათვის;
ბ) სასყიდლით უზრუნველყოფს ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდებას
ყველა მომხმარებლისათვის, გარდა ადმინისტრაციული ორგანოებისა.
2.
სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ, ხელშეკრულების
საფუძველზე შესრულებული სტატისტიკური სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი
განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
3. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ დადგენილი
სტატისტიკური მონაცემების საქსტატის მიერ გავრცელება შეიძლება ფასიანი იყოს. ამ
პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემების სახეობებსა და ფასებს
განსაზღვრავს საქსტატის საბჭო
აღმასრულებელი დირექტორის წარდგინების
საფუძველზე.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მიღებული შემოსავლები
გამოიყენება საქსტატის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.