„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
12.03.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე
ნომერი
#07-3/418/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-16
ბიუროს ნომერი 256

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
しさJ心 し ささ J0000qObさ 5円 00001qnさ JonL ̀qoo0600b bn16日 『 さ ‖OJOnL 655し nq01L さ 円oO鸞 160し R5530bnし 10Lさ しob 6さ Rさ ̀ln30 q nし ヽ bD力 hQ330円 b hC〕 OD50∩ 〕 〕 、こ 256/3 16 ar66o, 201s $3qo 030ROも もゝ oRo 30RO」 ♂ R、 も 08賃 OR330も ■00、 60b ■Otst8ふ " (07‐ 3/418: 12.03.2015) t可 `6088ROし 3b6050も 3600J60,,も 可 ヽ WO p・ お │パ 々 Ⅲ logo616trn-LoloXSg$o ;o3og3go M ,響 `o 2003 ‑0604 2003 ‑3003 6♪ 匈 ‐ tboS r 「 2003 ‑ 1704 ,it<,f )n i1/<' I' t',u,1,\ tt lt l)ni6.*o 0i.6tua' あ、人 力v″ ,″ 々 ヽ″ ル ,̀,ル みん,│力 、 ′、 ・′ ̀'い ろ′ , q#,6oltr,o3o go6oSo3olrs qs 6o6o0o336o JoqoooJot Joaoocoo ′′● "′ a´ 曖Rヮ。で。│″ お ●ュ,マc″ ,理" L;j.:rrro3lq,olr .).:r6qo3n5$ob do2r6o oq615b: gqn lr J.:16q.>3g6Sob Jr'rao$C0i]A br p.: L,:.).:16q,;3;5 gt'r 3 16 ,:111j o 3 B'iJ o ,enofur,lL Ero(r8;go1qo s;lgob )<6r'rXjgoL 5.>5boq3.: [r.r j,:6rn3 L,.,;J,:6or311r{r,r11 J.>16,{, nail6(5 o Lr or.>33X,qo3.>('r; ″/シ RD3o0 TL'J8J
წერილი
脚¬淋 もヽうh09,Cnb ― bう hCう 0360n しδJδ 0)3(〕 ST lrlし ふδ R500600し り38イ )0 It Cr{5(,BCqx"U ${6q,ra$Ortu lrrof,6.r6oSrGd" A'C$tr,OraC6OoU Ugt(xdfr C.q{$sE co,Cf, U3or6r.'dCl, j,rq'br$o6o 3orgt6, Irql.r6o6gq,olr J('lbbooouo.r,l, 67-C &Jbq'oL 3o6pqo J36$Jolt pr lDjul6orSgqmtt Jrr6q:;096goL rng6q,r036$ol-r 143-3 03\,olr a3Lsb.>aolrxq lt3s5o60c-oXbq'o o6o3or$o3otr ECOr6ot' $Ct.,(,, $Jd,a{.t6oaaC6(', "trCJ6c'BCqxrL UrbJQrbsbJ(xq J(.)QCCbAo G3q'oq'C8oL aXL>fuo" L.>jrdurgq'crtr 3r6o6ob Jt6oal6tt. 5ob<'r3or 0ob33or tsgLobr0olm 6l.r3q1q'obs. qo6rltron: 17 gg6Sqrrq-o. JrOoOoL0Caoo, 3r3q,C J06q,rA3r,qx) タ 6oo66o agq'$g cl'3ftr3 1, L)) /) ' l7
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 79-81-ე ნაწილები: 1. „79. საწარმოები და მეწარმე ფიზიკური პირები რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, 2014 წლის საგადასახადო წლის მიხედვით გადასახდელ მოსალოდნელ დასაბეგრ შემოსავალს ან მოგებას იხდიან 2015 წლის პირველ ნოემბრამდე, გარდა მსხვილი გადამხდელის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელებისა. 80. თუ გადასახადის გადამხდელის (გარდა მსხვილი გადამხდელის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელებისა) მიმდინარე საგადასახადო წლის (2015 წლის) მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 25 პროცენტით მცირდება გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები. 81. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-80 ნაწილის გამოყენების შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) არანაკლებ 25 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელები, მას არ ეკისრება საურავის დარიცხვა/გადახდა ამ კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადების დადგენილი თარიღებიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტზე ა). ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს არსებული მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში მეწარმეებისათვის ხელის შეწყობა და გადასახდელი გადასახადის განწილვადებით გადახდის შესაძლებლობის მიცემა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს არსებული მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში მეწარმეებისათვის ხელის შეწყობა და გადასახდელი გადასახადის განწილვადებით გადახდის შესაძლებლობის მიცემა. აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება მსხვილ გადამხდელებზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის არსს წარმოადგენს მცირე მეწარმეებისათვის ეკონომიკური მდგომარეობის დროებით შემსუბუქება, კერძოდ მათ არ მოუწევთ წლიური მოგების გადასახადის პირველი აპრილისათვის გადახდა და საშუალება ეძლევათ წლიური დეკლარაციით მიღებული მოგების დაზუსტების შემთხვევაში პირველ ნოემბრამდე გადახდა. რაც მთავარია აღნიშნული ნორმა არ გავრცელდება მსხვილ გადამხდელებზე. ამასთანავე, მეწარმეებს საშუალება ეძლევათ, თუ მიმდინარე წელს მათი ბრუნვა შემცირდება 25 პროცენტით არ გადაიხადონ მიმდინარე გადასახდელები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან მისი გადახდა მოხდება პირველი ნოემბრისათვის, ხოლო ვინც ისარგებლებს მიმდინარე გადასახდელების განსხვავებული რეჟიმით, მათი დადგენა წინასწარ შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი აუმჯობებსებს ფინანსურ მდგომარეობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ). კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ). კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები - პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე ვ). კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები - პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი 1. ამოღებულია (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან) 2. ამოღებულია (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან) 3. ამოღებულია (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან) 31. 2014 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდილი პროცენტი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან 0-პროცენტიანი განაკვეთით, თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა: ა) პროცენტის მიმღებ საწარმოს პროცენტის თანხა შეაქვს პროცენტის გამცემი საწარმოს კაპიტალში; ბ) ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან 5-პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრის მოქმედების პერიოდში არ შემცირდება პროცენტის გამცემი საწარმოს კაპიტალი. (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან) 32. ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პროცენტის მიმღები არის არარეზიდენტი საწარმო, პროცენტის გამცემი საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტი არ ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას, ხოლო უკვე გამოქვითული ხარჯი ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას იმ პერიოდში, რომელშიც სესხის პროცენტი შეტანილ იქნა პროცენტის გამცემი საწარმოს საწესდებო კაპიტალში. (20.12.2011. N5556) 33. ამ მუხლის 31 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კაპიტალის შემცირებისთვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში კაპიტალში შეტანილი პროცენტი ექვემდებარება დაბეგვრას მისი კაპიტალში შეტანის მომენტისთვის არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლის 31 ნაწილის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად. (20.12.2011. N5556) 4. ამოღებულია (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან) 5. ამოღებულა (8.11.2011. N5202 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან) 6. 2011 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირებისათვის) მიწოდებისა, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება დღგ-ის გადახდისაგან განთავისუფლებულია ჩათვლის უფლებით. (12.12.2014. N2952 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) 7. ამოღებულია (26.12.2013. N1886) 8. ამოღებულია (22.02.2011. N4206) 9. ამოღებულია (22.02.2011. N4206) 10. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება გადამუშავების სასაქონლო ოპერაციები, გარდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისა, რომელიც გამოიყენება საქონლის შერევის (კომპაუნდირების) და გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით. (12.06.2012. N6446) 11. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N39, 09.08.2006, მუხ. 280) შესაბამისად გაცემული სანებართვო მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე. 12. ამ კოდექსის 143-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება მხოლოდ 2009 წლის 7 აგვისტოდან შექმნილ ამხანაგობაზე. 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობაზე გავრცელდება 2009 წლის 7 აგვისტომდე მოქმედი ნორმები. (14.06.2011. N4754) 13. საქართველოს მთავრობას დაევალოს, საქართველოს ტყის კოდექსში სამონადირეო მეურნეობების მიერ დაკავებულ მიწებთან დაკავშირებით ტყითსარგებლობით განსაზღვრულ სახეებთან მიმართებით ცვლილებების განხორციელებისთანავე მოამზადოს შესაბამისი ცვლილება აღნიშნული მიწების ქონების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით. 14. ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალი ჩამოიწერება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ამ კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გაუთვალისწინებლად. 15. 2016 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად. ამ ნაწილის მიზნებისათვის: (12.12.2014. N2952 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) ა) ბაზარი (ბაზრობა) არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ; ბ) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. 16. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება 5%-იანი განაკვეთით და ექვემდებარება დეკლარირებასა და გადახდას საშემოსავლო/მოგების გადასახადისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. (9. 12 2011. N5452 ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან) 17. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტის დებულებები. (15.12.2010. N4061 ამოქმედდეს 2010 წლის 31 დეკემბრიდან) 18. ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის მე17 ნაწილით დადგენილი შეღავათები არ მოქმედებს, თუ ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი ან ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს ფუნქციონირებას. (15.12.2010. N4061 ამოქმედდეს 2010 წლის 31 დეკემბრიდან) 19. „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისაგან, თუ იგი „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას. (27.03.2012. N5942) 20. საქონლის მფლობელი საქართველოს მოქალაქე თავისუფლდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია 2006 წლის 1 ივლისამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა მისი წარდგენა და გაფორმება. (27.03.2012. N5942) 21. პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განხორციელდა 2007−2009 წლებში. (19.04.2011. N4549) 22. ამ მუხლის მე-19, მე-20 და 21-ე ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან ან ვალდებულებების შესრულებისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები აღსრულდა „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. (27.03.2012. N5942) 23. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობებისათვის 2011 წლის 31 დეკემბრამდე შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლა განახორციელოს არა უგვიანეს იმ საანგარიშო პერიოდისა, როდესაც ხდება ამ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება. ამასთანავე, უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოსთვის 2011 წლის 1 იანვრამდე პრივატიზების წესით შეძენილი შენობა-ნაგებობის ამავე საქმიანობისათვის გამოყენების (ექსპლუატაციაში მიღების) შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა მცირდება შესაბამისი ქონების (შენობა-ნაგებობის) პრივატიზების წესით შეძენისას ბიუჯეტში გადახდილი თანხით. (15.05.2012. N6211) 24. 2016 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000 ლარს. (12.12.2014. N2952 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) 25. ამ მუხლის 24-ე ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში ფიზიკური პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი. (24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.) 26. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება დაბეგვრის ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10 ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დაბეგვრის ობიექტის ადგილმდებარეობის ან/და სეზონურობის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შეამციროს ან/და გაზარდოს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი. (24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.) 27. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადაიხდება:(26.12.2013. N1886) ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 აპრილისა; ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 ივლისისა; გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა; დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 იანვრისა. შენიშვნა: ამასთანავე, დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი შემდგომ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. (26.12.2013. N1886) 28. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა ხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდი შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ კალენდარულ წელს, ისე ერთ ან მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლებელია არ იყოს უწყვეტი. (24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.) 29. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში: ა) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გამცემი პირი – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან; ბ) ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საშემოსავლო გადასახადზე ამ კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ გაითვალისწინება; გ) ფიზიკური პირი თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან. (24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.) 30. თუ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ამ მუხლის 24-ე ნაწილით გათვალისწინებული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გაცემულია იჯარით და მოიჯარე ამ ქონებას იმავე სახის საქმიანობაში იყენებს: ა) მოიჯარე საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის მიხედვით გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისაგან; ბ) მოიჯარის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, მოიჯარე – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან; გ) მოიჯარე საქმიანობის ამ ნაწილში თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან. (24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.) 31. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისა და საგადასახადო ანგარიშგების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. (24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.) 32. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემა. (24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.) 33. ფიზიკურ პირებს 2011 წლის 1 იანვრიდან ამ კოდექსის 203-ე მუხლით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით 2007 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისათვის ამავე კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ ეკისრებათ. (20.12.2011. ნ5556) 34. 2011 წლისათვის ქონების გადასახადისაგან სრულად თავისუფლდება მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი). (24.06.2011. N4963 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.) 35. 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებზე მოგებისა და ქონების გადასახადების მიზნებისათვის ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები. (13.10.2011. N5118) 36. გადასახადის გადამხდელის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი №1 ფორმის ქვითრის საგადასახადო ორგანოში წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება შესრულებულად ჩაუთვალოს შესაბამისი თანხის ნაწილში. (8.11.2011. N5202) 37. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება: (12.12.2014. N2946) ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას); ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ გადახდილია 2009 წლის 1 იანვრისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება – გადასახადის თანხის ნაწილში და პირს 2009 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას); გ) ამ კოდექსის 281-ე მუხლის და 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის საფუძველზე ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა. 38. 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასები იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით. (8.11.2011. N5202) 39. ამოღებულია (22.06.2012. N6547) 40. 2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდის მიხედვით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისთვის დადგენილი ვადის (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა) დარღვევით გამოწერილი და წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები გაუქმებას არ ექვემდებარება. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე გაუქმებულ დღგ-ის ჩათვლებზე, მათ შორის, ჩათვლებზე, რომლებზედაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა. (8.11.2011. N5202) 41. 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/ პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას თავდებობისა და სერვიტუტის მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტისა და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე. (8.11.2011. N5202) 42. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას ახორციელებდა 2012 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია მიიღოს სსზ-ის სტატუსი და 2017 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) განახორციელოს ამ კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ვადის (2017 წლის 1 იანვარი) გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. (12.12.2014. N2946) 43. ამოღებულია (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან) 44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 31 ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. (15.05.2012. N6211) 45. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწეროს საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით არ ითვლება აღიარებულად, აღნიშნული დავალიანების თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით გადამხდელისათვის არ ყოფილა წარდგენილი საგადასახადო ორგანოს შეტყობინება/საგადასახადო მოთხოვნა და გასულია მისი წარდგენის 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. (20.12.2011. N5556) 46. 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) საგადასახადო შემოწმებისას საერთაშორისო გადაზიდვების და მათთან დაკავშირებული (მათ შორის, საექსპედიტორო) მომსახურების მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 2006 წლის 28 აპრილის №2955 კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 01.05.2006, მუხ. 84) განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე. (20.12.2011. N5556) 47. ამ კოდექსის 122-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში წარმოქმნილ ზარალზე. (15.05.2012. N6211 ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) 48. ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ და გადაუხდელ თანხებზე. (15.05.2012. N6211) 49. 2006 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და სხვა ჯარიმების სახით მიღებული/მისაღები შემოსავლების მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 136-ე მუხლის მე-13 ნაწილის გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე. (15.05.2012. N6211) 50. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება: (15.05.2012. N6211) ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონების მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა; ბ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწის მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ მიწა მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით. გ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონების და მასზე დამაგრებული მიწის მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით. (26.07.2014. N2540) 51. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულების 2014 წლის 1 იანვრამდე შესრულების შემთხვევაში ფიზიკური პირი თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი შესაბამისი ჯარიმისაგან. (15.05.2012. N6211) 52. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის დადგენამდე არსებული საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას: (15.05.2012. N6211) ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დანაკარგის ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილზე მეტი ოდენობით; ბ) თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან დადგენილზე ნაკლები ოდენობით, გამოყენებული დანაკარგის ნორმის ფარგლებში არსებული ნაკლებობა დანაკლისად არ ჩაითვლება; გ) არ გაითვალისწინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის ნორმის დადგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის გამოყენებასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულების დაზუსტება, თუ გადასახადის გადამხდელი დანაკარგის ნორმად იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის დადგენილზე ნაკლებ ოდენობას ან საერთოდ არ იყენებდა მას. 53. ამ მუხლის 52-ე ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე. (15.05.2012. N6211) 54. „სასიცოცხლო სამოქალაქო დანიშნულების ტრანსპორტით საზღვრის კვეთის ხელშეწყობის შესახებ“ 2007 წლის 30 ოქტომბრის ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული სწავლების (წვრთნების) მიზნებისათვის შემოტანილი საქონელი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან. (15.05.2012. N6211) 55. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინვესტორისა და კონტრაქტორის საგადასახადო ვალდებულებები, შეღავათები და შეზღუდვები განისაზღვრება ამ კოდექსით და „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. (15.05.2012. N6176 ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე) 56. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადის განსხვავებული განაკვეთი შემოიღოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ნაწილში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში. (15.05.2012. N6176 ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე) 57. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტების, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ც“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის 51 ნაწილის, 156-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 171-ე მუხლის 11 ნაწილის, 1761 მუხლის მე-2 ნაწილის, 205-ე მუხლის 101 ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ4“ ქვეპუნქტისა და 272-ე მუხლის 31 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებენ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას. (5.06.2012. N6395) 58. ფიზიკური პირისათვის (გარდა შემოსავლების მიღების მომენტში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოსათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი შემოსავალი მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას): (28.12.2012. N189 ამოქმედდეს 2012 წლის 31 დეკემბრიდან) ა) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2006 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად; ბ) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2007 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2013 წლის 1 ივლისამდე ანაზღაურებულად; გ) 2013 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2008 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2013 წლის ბოლოს ანაზღაურებულად; დ) 2014 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2009 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2014 წლის ბოლოს ანაზღაურებულად; ე) 2015 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით გამოქვითულია 2010 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის ითვლება 2015 წლის ბოლოს ანაზღაურებულად. (28.12.2012. N189 ამოქმედდეს 2012 წლის 31 დეკემბრიდან) 59. ამ მუხლის 58-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ეკისრება საგადასახადო აგენტისა და შესაბამისი თანხის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრის ვალდებულებები, ხოლო შემდგომ პერიოდში ფაქტობრივად ანაზღაურების შემთხვევაში შესაბამისი შემოსავალი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება. (28.12.2012. N189 ამოქმედდეს 2012 წლის 31 დეკემბრიდან) 60. ამ კოდექსის 123-ე მუხლის დებულებები არ ვრცელდება 2016 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. (12.12.2014. N2946 ამ ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.) 61. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საურავი − 0,06 პროცენტი − გადასახადის გადაუხდელ თანხას დაერიცხება 2013 წლის 1 იანვრიდან და გადასახადის გადაუხდელობისათვის საურავის ოდენობის განსაზღვრისას ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება. (28.12.2012. N189 ამოქმედდეს 2012 წლის 31 დეკემბრიდან) 62. ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადაა:(26.12.2013. N1886) ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი; ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი. 63. ამ კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის უფლების გამოყენება შესაძლებელია, თუ საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულია აღნიშნული ქვეპუნქტის ამოქმედების შემდეგ. (26.12.2013. N1886) 64. საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია 2013 წლის 31 დეკემბრამდე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მასზე ვრცელდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის XLI თავის დებულებები. (12.12.2014. N2946) 65. „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გადახდილი თანხის შემოსავლად აღიარება ხორციელდება ეროვნული ფილმის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, მაგრამ არაუგვიანეს ფილმის დასრულების შესახებ აქტის შედგენის და დაფინანსების მიზნობრივი ხარჯვის დადასტურების მომენტისა. (12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) 66. პირი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო დაფინანსების მხარდაჭერით წარმოებულ ეროვნულ ფილმს აღრიცხავს, როგორც არამატერიალურ აქტივს. მას უფლება აქვს, ფილმის ექსპლუატაციაში მიღების მომენტიდან სრულად გამოქვითოს არამატერიალურ აქტივზე საამორტიზაციო ანარიცხები. (12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) 67. პირი, რომელიც „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო დაფინანსების მხარდაჭერით აწარმოებს ეროვნულ ფილმს, ვალდებულია: (12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) ა) არამატერიალურ აქტივზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვის ნორმა შეარჩიოს იმ საგადასახადო წელს, როდესაც აქტივი ექსპლუატაციაში შევიდა, და არ შეცვალოს არჩეული გამოქვითვის ნორმა მოცემულ აქტივზე მისი ექსპლუატაციაში შესვლის საგადასახადო წლის შემდგომი პერიოდებისთვის; ბ) საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში იგივე მეთოდი გამოიყენოს შემდგომ წარმოებული ყველა ეროვნული ფილმის მიმართ, თუმცა მას უფლება აქვს, არჩეული საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის ნორმა შეცვალოს მისი არჩევიდან 5 წლის შემდეგ. 68. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომ – უეფა) 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში: (12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) ა) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან; ბ) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა თავისუფლდება ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან; გ) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საქონლის იმპორტისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები; დ) უეფა ან/და მისი ფილიალი საქართველოში გამოყენებულ ქონებაზე თავისუფლდება ქონების გადასახადისაგან. 69. დანიშნული პირის მიერ უეფას 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო/მოგების გადასახადისაგან. (12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) შენიშვნა: დანიშნული პირი არის უეფას ან მისი ფილიალის მიერ დანიშნული ნებისმიერი არარეზიდენტი პირი, მათ შორის, კლუბის თანამშრომელი (მაგალითად, მოთამაშე, მწვრთნელი და სხვა), უეფას ან მისი ფილიალის თანამშრომელი. (12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) 70. უეფას ან/და მის ფილიალს უეფას 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში არ წარმოეშობა ამ კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ვალდებულება. ამასთანავე, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში უეფასათვის ან/და მისი ფილიალისათვის მომსახურების გაწევა არ ექვემდებარება დღგ-ით უკუდაბეგვრას. (12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) 71. უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩის ორგანიზება და ჩატარება არ წარმოშობს საქართველოში მუდმივ დაწესებულებას. (12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) 72. დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია: (12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) ა) პირის მიერ უეფასთვის, მისი ფილიალისთვის ან/და დანიშნული პირისთვის იმ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება უეფას 2015 წლის სუპერთასს და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ბ) უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩზე ან მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია. 73. ამ მუხლის 68-ე–72-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. (12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) 74. ამ კოდექსის 106-ე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრიდან N2950) წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. (12.12.2014. 75. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებისა და 202ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. (12.12.2014. N2950) 76. ფიზიკურ პირს, რომლის ერთობლივი შემოსავალი, საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2013 ან 2014 კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლება აქვს, შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარი. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება ამ კოდექსის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან განთავისუფლებული შემოსავალი. (26.12.2014 N 3015 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) 77. დაქირავებულს უფლება აქვს, 2013 და 2014 კალენდარული წლების მიხედვით გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და სათანადო თანხის დაბრუნების მიზნით დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაცია) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა. ფიზიკური პირის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვისა და შესაბამისი თანხის დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. (26.12.2014 N 3015 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) 78. დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისას, დაგვიანებით წარდგენისას ან/და არასწორად წარდგენისას დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნების ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლის შემთხვევაში დაქირავებულს ზედმეტად დაბრუნებულ ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილ თანხაზე საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება.(26.12.2014 N 3015 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) (309-ე მუხლის 78-ე ნაწილის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
დასკვნები
い お 醐 職 ヌ 0し 融 LECAL DEPARTMENT OF STAFF OF PARLIAMENT OF GEORCiA も … … ROヽ おCSG OFO ¨ J口 b・ ― ",46X oめ :2● 9168 い 旭Ю b)j)h0t3l0[lb ze rt^lia," e,enue,4600, Kutaisi, ceorsia 。,蒟 26 ωヾ N●れい:に gauc口 OparlИ ment ge --- 3DhCD0960n Tc1 228 91 68 e nJlに galdep@pahament ge 」 .l(. .-fui#r-.2s15 g. qgrb336s 幻。し し可 q節で出 3。 6智 。 005oob,0360お し3o3智 030や 。ち "9600。 b)a爬 "卸 0じ Oo06じ 、o5o60ゃ 3bΨo o5oOooo030し 防 し0"い 60o● ∞ ぐ o" 」δ 嗽 い6oQoし ob黎 o30J003‑■ 。 6‑Ob脚 5ob い 5oぃ b゛ 翡」 36oOJOoじ (07ン 418,12032015)し 」o6033で Ob 3面 でo005oots 6叡 sP。 006ooし 1450 500い ら 、 Oolloい しのboいヽ0 0obeb00σ も03Q● ∞。 БJ 0し b 3o6c0050ob おo6ヽ 0 0■ ∝ざりΨOo ep60005oOδ … 30Ψ Oし 3δ 6響 調050oし ,03606ob 3さ 饗 030b智 。 03Cで 0い でo6oo66o ゃ6oЫ)で oし oJo6の Oび ご Oo06し ぉo5o509脚ごo06oOぃ Oo30じ 力 bO∽ ,爾 nqЮ6o9o"bttb60∝ Roし "oじ し。 。 6× 9 9030"側 O o3で 製 0い も 000o5oし 00じ ヽゃ しo♪ 6930ψ Oも 3。 5● 6oも 0050ob 60ら 曽● 006o 1450 誨満o」 00b(07‐ ν418,12032015)bゅ 6o30TOじ めふマδ 00bや Ob 000bo35,の ぅ 600い いOoしη6ob b鴻 ― bOや 。00` 馬。(駆 ・ 5喫 x9 0o"6oo ♪6o5ob 36oは )ob 6。 5bow30し 36咽 906ob 95田 6。 「 〆 ЪふbO■ X000080b0 b)J)hO139Crnb 一 3)hCb0360n 椰̲∠ 菫工 4600、 J]IDδ Oし 0, ̲ 060(IR0 0も さ3000し δδ03. 26 … ∠笙̲̲θ ユ ̲̲201口 OR0 brju6or3gqrcnb Jr6qto0g6$otr ltrn66r6obs0oel qgg3c6g$g6gob gg6cdlb jrq,bc6c'r6 CcDC6 bgolElodgb qgrbJgE) b$r6or3cqx'rb Jr6qrr0g6gob $6t6g0ob JrBq,Cagbq,rts3oq,obr qrr 5oer66o Ogqrcdob 0ogt6 br3r6er60qrC0q,rn o6o6otgo3otr $gbocn $r60cnqP0C6oq,o brjr6cr69q,eill 3r6er6ob ,36ergj$ob ,,brjs6cnggq,erlr tn6cqrrbrbrqrn 3rnq6ibtso mqoqpCbotl 0gg$ob tsgbrbgb" (07 -31 4I8, 12.03. 1 5) brj$orggq,cntr 3r6q,c0g6gob 6g6qrr0g6$ob 1 45-g flgbq,ob AX-2 Jgbj$ob,,0" dSCJUECOorsb tlgtlrb$obrnbob oroarbrtg bljs6or3gqrc.rb 3s6qrr0g6gob brboglggo ergolr0l gr6oboq,t btjt6or3gq,c'rb Jr6q,r0g6gob $g36gbob SrBq,C apbq,r03oq,obr Qr 5oar65o 00q,.:dob 0o36 tt3rbar60qgCbqo o6o6orgo3ob $gboor $r60r'rqgp6oqro b,:j;t6orpqrc'rb 3l6rn5oli J6rngj$ob ,,lrrjrttror3gq,rnb br5rqrrbrbsqgcn 3c'rqggjbtso g3q,oq,gbob 0ggt6ob 0gbrbgb" (07-31418, 12.03.15) b$l6orggq,erb 3r6q,r036$ob 636q,.:096$ob 145-3 @gbq,otr A3-2 J36j$ob ,,b" jpJgbjgor$ Egb$t0obc'rbob lt3oorbo qrl 0oiol60g$c'r6oqrlqr 0ocB6or 3l5r'rbJ6ergj$ott Ssbboq,3ob J6r'6gqrg6ott qrr$ggbs. Jtgo3ob6g0oor, 66o x06053 D brbogaggc'r cngobob gg6erbo