„აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 64 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-16
ბიუროს ნომერი 256
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
“აივ ინფექცია/შიდსის შესახებ” საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. აივ ინფექცია/შიდსის შესახებ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №37, 30.11.2009, მუხ. 276) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან
დროებით მცხოვრებ ან მყოფ ნებისმიერ პირს, უცხოელ მოქალაქესა და მოქალაქეობის
არმქონე პირს უფლება აქვთ, გაიარონ ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ
ინფექციაზე, მათ შორის, ანონიმურად და კონფიდენციალურად. 14-დან 18 წლამდე ასაკის
არასრულწლოვანი
პაციენტის
აივ
ინფექცია/შიდსის
დიაგნოსტიკის
კონფიდენციალურობისა და დადებითი შედეგის გამოვლენისას მშობლისათვის
შეტყობინების წესს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
................... 2015 წ.
7
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
“აივ ინფექცია/შიდსის შესახებ” საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
საქართველოს კანონის “აივ ინფექცია/შიდსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6
მუხლის
1-ლი
პუნქტით
განსაზღვრული
ნორმა
გულისხმობს
ნებაყოფლობითი
კონსულტირებასა და ტესტირებას აივ ინფექციაზე, მათ შორის, ანონიმურად და
კონფიდენციალურად. რაც პრაქტიკულად უმოქმედოა და რეალურად ვერ ასრულებს
რეგულირების ინსტრუმენტის როლს 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი
პაციენტის დიაგნოსტიკისას. აღნიშნული კი შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი
ნორმის ახლებურად ჩამოყალიბებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის
აივ დიაგნოსტიკისათვის ბარიერის მოხსნა, გამოკვლევის
მშობლის
შეტყობინების
წესის
განსაზღვრის
კონფიდენციალურობისა და
გზით.
ამასთან,
კანონპროექტი
სამართლებრივ შესაბამისობაში მოვა „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით განსაზღვრულ ნორმებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი ითვალისწინებს “აივ ინფექცია/შიდსის შესახებ” საქართველოს
შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას. კერძოდ, ახალი რედაქციით ყალიბდება
კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, სადაც 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი
პაციენტის დიაგნოსტიკისას კონფიდენციალურობისა და მშობლის შეტყობინების წესს
განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო.
8
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ცვლილებებს სახელმწიფო
ბიუჯეტში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
პროექტის მიღება არ ახდენს
გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში
აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
კანონის პროექტის შემუშავებისათვის კონსულტაციები გაწეულ იქნა შემდეგი
ორგანიზაციეების ექსპერტებთან:
7. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო
პრაქტიკული ცენტრი;
9
8. ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
9. გლობალური ფონდის აივ/შიდსის პროექტი;
10. არასამთავრობო ორგანიზაციები: „ბემონი“, „თანადგომა“;
11. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდი (UNICEF);
12. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
აღნიშნული კანონპროექტი დადებითად შეფასდა კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე
ექსპერტთა მიერ.
ე) კანონპროექტის ავტორი.
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური.
3) კანონპროექტის ინიციატორი.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის
კომიტეტი.
დაცვისა
და
სოციალურ
საკითხთა
10
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 6. ფიზიკურ პირთა ტესტირება აივ ინფექციაზე
1. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან
დროებით მცხოვრებ ან მყოფ ნებისმიერ პირს, უცხოელ მოქალაქესა და მოქალაქეობის
არმქონე პირს უფლება აქვთ, გაიარონ ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ
ინფექციაზე, მათ შორის, ანონიმურად და კონფიდენციალურად.
2. ფიზიკური პირის ტესტირება აივ ინფექციაზე ტარდება მისგან ნებაყოფლობითი
ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ.
3. აივ ინფექციაზე ტესტირება სავალდებულოა:
ა) სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორთათვის;
ბ) ორგანოებისა და ორგანოთა ნაწილების დონორთათვის;
გ) ქსოვილების დონორთათვის;
დ) კვერცხუჯრედისა და სპერმის დონორთათვის.
4. სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილია ახალშობილს მშობლის თანხმობის
გარეშე ჩაუტაროს ტესტირება აივ ინფექციაზე იმ შემთხვევაში, თუ მშობლის აივ სტატუსი
უცნობია, იგი უარს აცხადებს ტესტირებაზე და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მისი
ინფიცირებულობის შესახებ.
5. აივ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირების სხვა შემთხვევები განისაზღვრება
საქართველოს კანონმდებლობით.
11