„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-16
ბიუროს ნომერი 256
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, N21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
172 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მშენებარე ობიექტებზე, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაცემულია
2008 წლის 8
აგვისტოს მდგომარეობით და ამ მუხლის ამოქმედების დროისათავის გაცემულია განაშენიანების
ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით მიღებული
სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის
მოსაკრებლის გადამხდელები სრულად თავისუფლდებიან მოსაკრებლის
გადახდისაგან
პირობით,
ადმინისტრაციულ-
თუ
ობიექტის
ექსპლუატაციაში
მიღების
თაობაზე
სამართლებრივი აქტის გამოცემა მოხდება 2018 წლის 1 იანვრამდე.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი
2015 წლის - N
გიორგი მარგველაშვილი
იმ
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონპროექტის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიზეზი:
2008 წლის აგვისტოს ომისა და ფინანსური კრიზისის გამო არაერთი ობიექტის მშენებლობა არის
შეჩერებული. შესაბამისად, კომპანიებს უძრავი ქონების მშენებლობისას და მიწოდებისას
წარმოეშვათ
სპეციალური
(ზონალური)
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება,
შეთანხმების
გაცემისათვის
(კ2
კოეფიციენტის)
რაც ართულებს მშენებლობის დასრულებას.
კანონპროექტის მიღების მიზეზია, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის
მოსაკრებლის გადახისგან გადამხდელის გათავისუფლების გზით, შეჩერებული მშენებლობების
დასრულების ხელშეწყობის აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, შეჩერებული მშენებლობების დასრულების ხელშეწყობა და
მშენებლობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების
გაცემისათვის მოსაკრებლის გადახისგან გადამხდელის გათავისუფლების გზით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 172 მუხლის პირველი ნაწილი
ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად მშენებარე ობიექტებზე, რომლებზეც
მშენებლობის ნებართვა გაცემულია
2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით და ამ მუხლის
ამოქმედების დროისათავის გაცემულია კ2 კოეფიციენტის გადამეტების მიზნით სპეციალური
(ზონალური) შეთანხმება, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის
გადამხდელები სრულად თავისუფლდებიან კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდისაგან იმ
პირობით,
თუ
ობიექტის
ექსპლუატაციაში
მიღების
თაობაზე
ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემა მოხდება 2018 წლის 1 იანვრამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი
არ
ახდენს
გავლენას
სახელმწიფო
ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულის
კანონპროექტით
განსაზღვრული
მოსაკრებლის
ბიუჯეტის
ბიუჯეტში
არ
საშემოსავლო
ჩაირიცხება
გადამხდელების
მიერ
თუ
ნაწილზე.
მოსაკრებელი
ობიექტების
ექსპლუატაციაში მიღება მოხდება 2018 წლის 1 იანვრამდე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება პროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება მოახდენს დადებით ფინანსურ გავლენას იმ პირებზე რომლების
მოექცევიან ამ კანონპროექტის რეგულირების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით დადგენილი არ არის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და
მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე
ვ) პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის სრული რედაქცია,
რომელშიც შედის ცვლილება
მუხლი 172. შეთანხმება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის
გადახდასთან დაკავშირებით (19.06.2012 N 6506)
1. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილ ორგანოს (ხოლო ქალაქ თბილისში − ქალაქ
თბილისის მთავრობას) უფლება აქვს, მშენებლობის დროულად დასრულების, ქალაქის
განვითარებისა და მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური (ზონალური)
შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების
დროისათვის აქვს ამ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, წერილობითი განცხადების
საფუძველზე დადოს შეთანხმება გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობის შემცირების, მისი
გადახდისგან სრულად გათავისუფლების ან/და მოსაკრებლის გადახდის შენობა-ნაგებობის
ექსპლუატაციაში მიღებამდე გადავადების შესახებ. ამ შეთანხმების დადებისას მოსაკრებლის
გადამხდელმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების
თაობაზე განცხადებას წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს გადამხდელის მიერ
განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 2015 წლის 1 იანვრისა, და რომ შენობა-ნაგებობა
დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში
იმავე პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება გაუქმდება და მოსაკრებლის გადამხდელი
ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი შეთანხმების გაუქმებიდან 1 თვის ვადაში.