„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 62 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-30
ბიუროს ნომერი 261
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი:
360090000.05.001.016631) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვის საფუძველზე, მისი მოქმედების
1 წლის განმავლობაში, რადიოფარმპრეპარატების იმპორტისას შემოსავლების სამსახური
შესაბამის ინფორმაციას აწვდის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას. წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.’’.
2. 53-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შემოსავლების
სამსახურის
მიერ
სამინისტროსთვის
საქართველოს
და
გარემოსა
საქართველოს
და
თავდაცვის
ბუნებრივი
რესურსების
დაცვის
სამინისტროს
სამხედრო-ტექნიკურ
საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცება.’’.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მომზადების მიზეზია, 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი ,,სამხედრო და ორმაგი
დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ’’, რომელშიც ,,შეიარაღების, სამხედრო
ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის
შესახებ’’ საქართველოს კანონში გამოყენებული სახელწოდება ,,საქართველოს თავდაცვის
სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია’’
შეიცვალა სახელწოდებით - ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ
საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია’’. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის თანახმად,
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს
კანონში გამოყენებული იქნება სახელწოდება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია’’.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მომზადების მიზანია, ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის
შესახებ’’ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი „ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის შესაბამისად, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონში დღეს არსებული სახელწოდების - ,,საქართველოს თავდაცვის
სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია’’ ნაცვლად, გამოყენებული იქნება სახელწოდება - ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია’’.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება
კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის,მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების
მოქმედი რედაქცია, რომლებშიც კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 18. ნებართვის გაცემის პირობები
+
1. სამინისტრო ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონით დად გ ენილი წესით.
2. ნებართვა გაიცემა, როგორც ლიცენზიის ფარგლებში ერთჯერადი ქმედების
განხორციელების უფლება , და მისი მოქმედების ვადაა არა უმეტეს 1 წლი სა , გარდა ამ
მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. ნებართვის აღებას ექვემდებარება:
ა) რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა;
ბ) რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული
მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავ ს რადიოაქტიურ
ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტ ი, ექსპორტი, აგრეთვე
რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი ;
გ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი .
4. „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
საბუთების გარდა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) მყიდველის ა და გამყიდველის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
ლიცენზი ებ ის ასლები;
ბ) მონაცემები რადიოაქტიური მასალის ან მაიონებელი გამოსხივების წყაროს შესახებ
(სახეობა, აქტივობა და სხვა საპასპორტო მონაცემები, აგრეგატული მდგომარეობა), წყაროს
განთავსების ადგილი და ფიზიკური დაცვის სისტემის აღწერა;
გ) საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირებაზე ლიცენზიის ასლი;
დ) ბირთვული მასალის ტრანზიტის შემთხვევაში − დამატებით ტვირთის გამგზავნ და
მიმღებ მხარეებს შორის დადებული შეთანხმება (ხელშეკრულება) .
5.
ამ
მუხლის
მე-3
პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
საქმიანობებზე „ ლიცენზიებისა
და
ნებართვების
შესახებ “საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული საბუთების გარდა წარსადგენი საბუთები განსაზღვრულია ამ კანონის
39-ე, მე- 40 და 41-ე მუხლებით .
6.
ამ
მუხლის
მე-3
პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
საქმიანობ ა ზე „ ლიცენზიებისა
და
ნებართვების
შესახებ “საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული საბუთების გარდა წარსადგენი საბუთები განსაზღვრულია ამ კანონის
39-ე მუხლით.
7. სამედიცინო დანიშნულებით რადიოფარმპრეპარატების იმპორტისას ამ მუხლის მე-3
პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვა შეიძლება გაიცეს მრავალჯერადი
ქმედების განხორციელებისათვის, 1 წლის ვადით, როდესაც აღნიშნულ საქმიანობას
ახორციელებს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ ზ “ ან/და „ თ “ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი, ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირი.
8. ამ მუხლის მე- 7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-3
პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაქმიანობის ნებართვის საფუძველზე, მისი
მოქმედების 1 წლის განმავლობაში, რადიოფარმპრეპარატების იმპორტისას შემოსავლების
სამსახური შესაბამის ინფორმაცია ს ა წვდის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის
სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას.
წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 53. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული
აქტები
+
1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2016 წლის 1 იანვრამდე მიღებულ იქნეს
„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონი.
2. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შემოსავლების
სამსახურის მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედროტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხის
დამტკიცება.
3. 2015 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
ა) „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის
დამტკიცების შესახებ“;
ბ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);
გ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);
დ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);
ე) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);
ვ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);
ზ) „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე
რეაგირების წესი“;
თ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);
ი) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);
კ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);
ლ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);
მ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);
ნ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);
ო) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932) .
4. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:
ა) „ტექნიკური რეგლამენტის – მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“
დამტკიცების შესახებ“;
ბ) „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური
ნარჩენების ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი
გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“.
5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2016 წლის 1
იანვრამდე გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:
ა) „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის
განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ბ) „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროებისა და ნარჩენების,
მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის)
შესახებ“;
გ) „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ
ანგარიშგების ფორმის“ დამტკიცების თაობაზე“.
6. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:
ა) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის
და მათზე რეაგირების გეგმის“ დამტკიცების შესახებ“;
ბ) „ტექნიკური რეგლამენტის – სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული
უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;
გ) „ტექნიკური რეგლამენტის – მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში
რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;
დ) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების
ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ე) „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროების ხარისხის
უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების
შესახებ“;
ვ) „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი
რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების
შესახებ“;
ზ) „ტექნიკური რეგლამენტის – ინდივიდუალური მონიტორინგის განხორციელებისა და
კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ“.