„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.03.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/426/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-30
ბიუროს ნომერი 261

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი საქართველოს 1. „საქართველოს კანონში სამოქალაქო (საქართველოს კოდექსში საკანონმდებლო ცვლილების მაცნეს შეტანის ვებგვერდი, შესახებ“ 23/12/2014; სარეგისტრაციო კოდი: 040000000.05.001.017559) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 5 თვის ვადაში უზრუნველყონ მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცება”. 2. მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 15 ივნისიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2014 წლის 11 დეკემბრის №2892-Iს კანონით შეტანილ იქნა ცვლილება და კოდექსს დაემატა 11911 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვებისა და დაკარგვის საფუძვლებს. ამასთან, ამავე კანონით განისაზღვრა საქართველოს იუსტიციისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ვალდებულება, ერთობლივი ბრძანებით დაამტკიცონ მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი. კანონის მიღების შემდეგ შესაბამისი უწყებების მიერ კიდევ ერთხელ გაანალიზდა ამ სფეროში არსებული მდგომარეობა და გამოიკვეთა, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოება, სხვა საკანონმდებლო აქტებში სათანადო ცვლილებების განხორციელების გარეშე, სერიოზულ სირთულეებს გამოიწვევს ამ საკანონმდებლო აქტის პრაქტიკაში განხორციელების დროს. მაგალითად: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლი განსაზღვრავს მარტოხელა მშობლის სტატუსს და ადგენს, რომ მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია პირს ჰყავდეს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, რომლის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ, ან ზემოხსენებულ პირს ჰყავდეს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდეს ქორწინებაში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტში კი საუბარია მარტოხელა მშობლის ტატუსის გაუქმების საფუძვლებზე, მათ შორის, ასეთ საფუძვლად მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლის ფაქტზე. სწორედ აღნიშნული გარემოება წარმოშობს მთელ რიგ პრობლემებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კომპეტენციაში შემავალი სერვისების განხორციელების კუთხით. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, „პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის მე-8 პუნქტი განსაზღვრავს არასრულწლოვანზე პასპორტის გაცემისას კანონიერი წარმომადგენლის (მშობლების) თანხმობის აუცილებლობას, მომდევნო პუნქტი კი, გამონაკლისების სახით, გვთავაზობს იმ გარემოებებს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც საკმარისია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) თანხმობა. ერთ-ერთი ასეთი გარემოებაა ვითარება, როდესაც არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია. 2 სამოქალაქო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებამდე საკანონმდებლო დონეზე არ არსებობდა მარტოხელა მშობლის დეფინიცია, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ხელმძღვანელობდა მის ხელთ არსებულ დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილი ინფორმაციით მშობლების შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანის საარქივო მონაცემში ფიქსირდებოდა მონაცემი მხოლოდ ერთი მშობლის თაობაზე, ასეთ პირს მარტოხელა მშობლის შვილად მიიჩნევდა და გასცემდა ამ არასრულწლოვანზე პასპორტს მეორე მშობლის თანხმობის გარეშე, რადგან მეორე კანონიერი წარმომადგენლის იდენტიფიცირება ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით შეუძლებელი იყო. მოცემული საკანონმდებლო რეალობის პირობებში კი იმისათვის, რომ არასრულწლოვანმა (16 წლამდე) მეორე კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) სავალდებულო თანხმობის გარეშე მიიღოს პასპორტი, აუცილებელია მისი მშობელი ფლობდეს მარტოხელა დედის ან მამის სტატუსს, თუმცა, ამავდროულად, მარტოხელა მშობლის სტატუსის არსებობა დამოკიდებულია სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლის ფაქტზე. ამრიგად, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც არასრულწლოვანს, რომელსაც სურს პასპორტის მიღება, დაბადების სააქტო ჩანაწერის მიხედვით ჰყავს მხოლოდ ერთი მშობელი, მაგრამ ამ უკანასკნელს შეწყვეტილი აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი ქორწინებაში შესვლის გამო. არასრულწლოვანი ვერ აიღებს პასპორტს, რადგან, აღნიშნული კანონის თანახმად, ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო აუცილებელია ცვლილების შეტანა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის №2892-Iს კანონში და კანონის ამოქმედებისა და საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანების გამოცემის ვადის 2 თვით - 2015 წლის 15 აპრილიდან 2015 წლის 15 ივნისამდე - გახანგრძლივება, რაც სათანადო უწყებებს მისცემს საშუალებას ცვლილებები მოამზადონ შესაბამის საკანონმდებლო აქტებში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზემოაღნიშნული პრობლემები და, ამასთან, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანების გამოსაცემად ჩამოყალიბდეს სრულყოფილი სამართლებრივი ბაზა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომლითაც დადგენილა მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების საფუძვლები, სხვა საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზების უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელი გახდება აღნიშნული კანონის ამოქმედების ვადის რამდენიმე თვით გადაწევით. აღნიშნული, თავის მხრივ, შესაძლებლობას მიცემს საქართველოს იუსტიციისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს , დაამტკიცონ მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების ისეთი წესი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება ამავე საკითხების მომწესრიგებელ საკანონმდებლო აქტებთან. 3 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის, რომლითაც დგინდება პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, ამოქმედების 2 თვით - 2015 წლის 15 აპრილიდან 2015 წლის 15 ივნისამდე - გადავადებას. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ვალდებულების (მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცება) 2015 წლის 15 ივნისამდე გადაწევას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. 4 გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. 5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2. საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 15 აპრილიდან. 6