„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-18
ბიუროს ნომერი 281
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 26-ე მუხლის პირველ პუნქტს „ჰ7“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი
შინაარსის „ჰ8“ და „ჰ9“ ქვეპუნქტები:
„ჰ8) უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ
გაწეული მომსახურების/საქმიანობის საფასური;
ჰ9) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და
წესი.“.
2. 59-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. 2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2020-2021 სასწავლო
წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა და მიიღონ ამ კანონით
გათვალისწინებული დაფინანსება. 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ კერძო სამართლის იურიდიულ
პირებს - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2015-2016 სასწავლო
წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა და მიიღონ ამ კანონით
გათვალისწინებული დაფინანსება. 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ზოგადი
განათლების სფეროში გაწეული მომსახურების/საქმიანობის საფასურის განსაზღვრისა და
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტებით
გათვალისწინებულ გამოცდებთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და
განხილვის ვადებისა და წესის დადგენისათვის შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის შექმნის
საჭიროებით.
ასევე,
კანონპროექტის
მიღება
გამოწვეულია
არსებული
რეალობის
გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის მართვის სისტემის
გაუმჯობესების აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია საჯარო სკოლების ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა და მისი
გაუმჯობესების ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად,
საჯარო სკოლებს მიეცემათ საკმარისი ვადა, რათა განახორციელონ საჭირო ქმედებები ხარისხის
გასაუმჯობესებლად და ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
კანონპროექტი ასევე მიზნად ისახავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებას განსაზღვროს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ
ზოგადი განათლების სფეროში გაწეული მომსახურების/საქმიანობის საფასური და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტებით
გათვალისწინებულ
გამოცდებთან
დაკავშირებით
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და
განხილვის ვადები და წესი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის
პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით,
საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის
ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის
ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით
დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო,
კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული
მომსახურება/საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ექსტერნატის გამოცდის, სკოლის
გამოსაშვები გამოცდების, ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების,
ასევე საგნის გამოცდის ჩატარებასა და გარე დაკვირვების ორგანიზებას ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების მასწავლებლებისათვის.
რა თქმა უნდა საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ
განხორციელებული თითოეული ზემოაღნიშნული საქმიანობა დაკავშირებულია სხვადასხვა
ხარჯებთან (ტესტების ბეჭდვა და ტრანსპორტირება, გამოცდაზე დაკვირვების მიზნით
დამკვირვებლების დაქირავება, საგამოცდო ოთახების აღჭურვა ვიდეოკამერებით და სხვა
ლოჯისტიკური საკითხებისათვის აუცილებელი ხარჯები). წარმოდგენილი კანონპროექტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული
პირების
მიერ
ზოგადი
განათლების
სფეროში
გაწეული
მომსახურების/საქმიანობისათვის დაადგინოს საფასური, რამაც შესაძლოა მოახდინოსაღნიშნული
ღონისძიებების წარმართვისათვის აუცილებელი სახელმწიფო რესურსის შემცირება. ასევე
მნიშნველოვანია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭოს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების/საქმიანობის საფასურის
დადგენის ზოგადი უფლებამოსილება, რაც უზრუნველყოფს ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მოქნილობასა და თავიდან აგვარიდებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში
კანონში ცვლილების შეტანას.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული
აქტებით გათვალისწინებულ გამოცდებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში დაადგინოს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.
აღსანიშნავია, რომ როგორც წესი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირების
მიერ
გაწეული
მომსახურება/საქმიანობა ძირითადად არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ობიექტი
(ექსტერნატის გამოცდა, სკოლის გამოსაშვები გამოცდები, ერთიანი ეროვნული გამოცდები,
საერთო სამაგისტრო გამოცდები, დირექტორის შესარჩევი კონკურსი და ა.შ). ამასთან, თითოეული
გამოცდა დაკავშირებულია ერთმანეთთან მაგალითად ექსტერნატის გამოცდა წინ უსწრებს სკოლის
გამოსაშვებ გამოცდას, ხოლო სკოლის გამოსაშვები გამოცდა თავის მხრივ წინ უსწრებს ერთიან
ეროვნულ გამოცდას. ამასთან ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა დასრულდეს და
აბიტურიენტთა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესიდან გამომდინარე
შედეგები ცნობილი გახდეს შესაბამისი წლის აგვისტოს ბოლომდე. ასევე საყურადღებოა, რომ
ერთმანეთის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდები, საერთო
სამაგისტრო გამოცდები და საგნის გამოცდა. თითოეული აღნიშნული გამოცდის პროცედურული
საკითხების წარმართვას რა თქმა უნდა ესაჭიროება გარკვეული დრო, კერძოდ გამოცდების
ჩატარება, ნაშრომების გასწორება, გასწორების შემდგომ შედეგების გამოქვეყნება, შედეგების
გასაჩივრება და გასაჩივრების დასრულების შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით
შედეგების დამტკიცება, აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შემდგომ კი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ჩარიცხვის დოკუმენტის გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ თითოეულ ზემოაღნიშნულ გამოცდის შედეგებს უნდა ჰქონდეს თავისი
გასაჩივრების ვადა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, 183-ე მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა
რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია
ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის
ვადაში. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი,
ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ
კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ხოლო, 194-ე მუხლის შესაბამისად,
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე
დაინტერესებულ მხარეს საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანო
ვალდებულია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების
დაწყების შესახებ წერილობით აცნობოს ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ
წარმოებაში და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. თუ კანონით ან
მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი,
დაინტერესებული მხარის უარი წარადგინოს საკუთარი მოსაზრება, დამატებითი ინფორმაცია ან
დაესწროს ზეპირ განხილვას, არ აჩერებს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით
ადმინისტრაციულ წარმოებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 198-ე მუხლის
შესაბამისად, ზეპირი მოსმენა ტარდება ამ კოდექსის VIII თავით დადგენილი წესით.
გასაჩივრების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადის
განმავლობაში, ასევე დადგენილი წესით განხორციელების შემთხვევაში, პრაქტიკულად
შეუძლებელი იქნება საგამოცდო შედეგების დროული დამტკიცების უზრუნველყოფა.
ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იძლევა იმის საშუალებას,
რომ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალური
კანონმდებლობით განსაზღვრულ იქნეს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის განსახვავებული
ვადები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირების
მიერ
გამოცდებთან
დაკავშირებით
გაწეული
მომსახურების/საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ,,ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება განსაზღვროს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და
განხილვის ვადები და წესი.
ასევე საყურადღებოა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადებისა და წესის
განსაზღვრა აპრობირებული მეთოდია და განმტკიცებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 41 პუნქტით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო უფლებამოსილია ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღებასთან
დაკავშირებით
დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
ადმინისტრაციული
საჩივრის
წარდგენისა
და
1
2
3
განხილვის ვადები.), 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ “, ,,ტ “, ,,ტ “ და ,,შ“ ქვეპუნქტებით
(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ეროვნულ სასწავლო
ოლიმპიადასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და
განხილვის ვადები და წესი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
უფლებამოსილია სკოლების ბრენდირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული
საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო უფლებამოსილია სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია საჯარო სკოლის დირექტორის
შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და
განხილვის ვადები და წესი.), 39-ე მუხლის მე-3 პუნქტით (საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით
დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი), ასევე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-8 პუნქტი (საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ერთიან ეროვნულ და საერთო
სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და
განხილვის ვადები და წესი).
კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს ახლებურ რეგულაციას 2014 წლის 1 იანვრამდე
დაფუძნებული/რეორგანიზებული საჯარო სკოლების მიმართ, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი
ჩაითვლებიან ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებად 2020-2021 სასწავლო
წლამდე.
კანონპროექტით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული მიდგომა განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სკოლა, რომელიც ვერ
დააკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტს, უპირობოდ დაკარგავს ზოგადსაგანმანათლებლო
საქმიანობის განხორციელების უფლებას, ხოლო ამ დროისათვის ბევრ მუნიციპალიტეტში საჯარო
სკოლას არ გააჩნია ალტერნატივა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის
დაკარგვის შემთხვევაში ადგილობრივ
მოსწავლეებს შეეზღუდებათ განათლების მიღების
კონსტიტუციური უფლება. შესაბამისად, მიზანშეწონილია ავტორიზაციის გავლის ვადის გაზრდა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ავტორიზაცია არ არის ერთჯერადი პროცესი და სახელმწიფოს აქვს
ვალდებულება განახორციელოს ყველა ზოგადსგანამანთლებლო დაწესებულების მიერ
ავტორიზაციის სტანდარტის შესრულების მონიტორინგი. შესაბამისად, წარმოდგენილი
ცვლილებით გათვალისწინებული რეჟიმის პირობებში, ავტორიზებულად ჩათვლილი საჯარო
სკოლები დაექვემდებარებიან ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების მონიტორინგს.
მონიტორინგის პირობებში მოხდება სკოლებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება,
მათთვის ავტორიზაციის სტანდარტებთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაწევა და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო
სამართლის იურიდიული პირების კოორდინირებული მუშაობით სკოლების ინდივიდუალური
საჭიროებებიდან გამომდინარე, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. საგულისხმოა, რომ საჯარო
სკოლების ავტორიზაციის პროცესის პირველი წელი (2015 წ.) უნდა დაეთმოს თვითშეფასების
ანგარიშების საფუძველზე გამოვლენილი გარემოებების შესწავლას, რისკ-ჯგუფების გამოყოფას,
პროცესის დაგეგმვას, ექსპერტთა მომზადებას, რესურსების მომზადებას და ა.შ. პროცესის
მიმდინარეობის პარალელურად, სახელმწიფო სტრუქტურებს ექნებათ ინფორმაცია კონკრეტულ
რეგიონში არსებული საჯარო სკოლების კონკრეტული საჭიროებების შესახებ და მოხდება
რესურსების ამ მიმართულებით მოძიება და განაწილება. შესაბამისად, მონიტორინგის ვიზიტები
სკოლებში დაიწყება 2016 წლიდან და ყოველწლიურად გადამოწმდება საჯარო სკოლების (ჯამში:
2085 სკოლა) 20% (417 სკოლა). 2016 წლიდან 5 წლის განმავლობაში (2021 წლამდე)
უზრუნველყოფილ იქნება ყველა საჯარო სკოლის გადამოწმება და რეალური სურათის ასახვა.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის მონიტორინგი იქნება ღია პროცესი - ორიენტირებული
დაწესებულებების ხარისხის ამაღლებასა და განვითარებაზე, ვინაიდან იგი არ იქნება
დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტის საფრთხესთან.
ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილი
განათლების პოლიტიკის შესაბამისად, განსახორციელებელი სისტემური რეფორმის პირობებში,
2020-2021 წლებში სასკოლო განათლება ეტაპობრივად გადავა განვითარების ახალ ეტაპზე, რაც
დაკავშირებულია
როგორც
ინფრასტრუქტურულ
განვითარებასთან,
ასევე
სკოლაში
მომზადების/გადამზადების ახალი დონის მასწავლებლის შესვლასთან.
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საჯარო სკოლები დარჩნენ
ხარისხის განვითარების სისტემის შემადგენელ ნაწილად. საჯარო სკოლების ავტორიზებულად
ჩათვლა, გარკვეული ვადით, წარმოადგენს დროებით აუცილებელ ღონისძიებას მათ მიერ ქვეყანაში
მოქმედი ზოგადი განათლების ხარისხის დაკმაყოფილებისათვის.
ამდენად, საჯარო სკოლები 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ვალდებული იქნებიან
გაიარონ ავტორიზაცია, რათა დაადასტურონ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა,
მოიპოვონ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
სტატუსი
და
შეძლონ
ზოგადსაგანმაათლებლო საქმიანობის განხორციელება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას, ხოლო შემდგომ წლებში საჭირო გახდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან
შესაბამისი დაფინანსების გამოყოფა.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების
საშემოსავლო ნაწილზე, იმდენად, რამდენადაც კანონპროექტით იქმნება სამართლებრივი
საფუძველი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგინდეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების/საქმიანობის საფასური; ამ ეტაპზე
არაა განსაზღვრული არსებულ საფასურებში განსახორციელებელი ცვლილების/ან დამატებითი
საფასურის მოცულობა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა შესაბამისი პირების ბიუჯეტზე
ფინანსური გავლენის რაოდენობრივი შეფასება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ენიჭება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების/საქმიანობის საფასურის
დადგენის ზოგადი უფლებამოსილება, რის საფუძველზეც შესაბამის სსიპ-ს ექნებათ დამატებითი
შემოსავალი, რამაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული ღონისძიებების
წარმართვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი აუცილებელი სახელმწიფო რესურსის
შემცირება.
რაც შეეხება 2014 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებული/რეორგანიზებული საჯარო სკოლებისათვის
ავტორიზაციის ვადის გაზრდას, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი ჩაითვლებიან ავტორიზებულ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებად 2020-2021 სასწავლო წლამდე, კანონპროექტის
თანახმად, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა
ეტაპობრივი ავტორიზაცია, ვინაიდან, 2015 წელი უნდა დაეთმოს თვითშეფასების ანგარიშების
საფუძველზე გამოვლენილი გარემოებების შესწავლას, რისკ-ჯგუფების გამოყოფას, პროცესის
დაგეგმვას, ექსპერტთა მომზადებას, რესურსების მომზადებას და ა.შ.. აღნიშნული
განხორციელდება 2015 წლისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, შესაბამისად,
აღნიშნული პროცესი 2015 წლის განმავლობაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ
საჭიროებს, ვინაიდან ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები დაფინანსდება ცენტრის
არსებული რესურსის ხარჯზე.
რაც შეეხება შემდგომ წლებს, აღნიშნული საჭიროს გახდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი
დაფინანსების გამოყოფას, კერძოდ კი მონიტორინგის ვიზიტებს, რომლებიც სკოლებში დაიწყება
2016 წლიდან და ყოველწლიურად გადამოწმდება საჯარო სკოლების (ჯამში: 2085 სკოლა) 20% (417
სკოლა), აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საჭირო დაფინანსება გათვალისწინებული იქნება სსიპხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შესაბამისი წლების ბიუჯეტებში. მონიტორინგის
ხარჯი დაახლოებით უთანაბრდება ავტორიზაციის ხარჯს. კერძოდ, ერთსაფეხურიანი და
ორსაფეხურიანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის საშუალო
ხარჯი შეადგენს 2900 ლარს, ხოლო სამსაფეხურიანისა კი - 3600 ლარს. 2016 და შემდგომ წლებში
აღნიშნული პროცესის განხორციელებისათვის ცენტრი საბიუჯეტო განაცხადის წარდგენის დროს
განახორციელებს საჭირო თანხების მოთხოვნას, რაც, საორიენტაციოდ, წლის განმავლობაში
შეადგენს 1 700 000 ლარს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღებას ფინანსური შედეგები ექნება საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის,
კერძოდ კანონპროექტით იქმნება სამართლებრივი საფუძველი საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგინდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული
მომსახურების/საქმიანობის საფასური. აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შედის ათი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა
საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა), რომელთა მიერ გაწეული
მომსახურებისათვისაც/საქმიანობისთვისაც იქნება შესაძლებელი საფასურის დაწესება.
ასევე საყურადღებოა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ვალდებულებას 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს
ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სამართლებრივი ფორმით დაფუძნებულია 2085 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.
აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს 2020-2021 წლამდე მოუწევთ შესაბამისი
საქმიანობის
განხორციელებისათვის
აუცილებელი
სტანდარტების
დაკმაყოფილების
უზრუნველყოფა
და
ავტორიზაციის
გავლის
შემთხვევაში
ავტორიზაციისათვის
კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირების
მიერ
გაწეული
მომსახურებისათვის/საქმიანობისათვის საფასურის განსაზღვრის პრინციპის დადგენა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებს.
საქართველოს
საქართველოს
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი
26.
საქართველოს
განათლებისა
უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
და
მეცნიერების
სამინისტროს
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების
სფეროში
საქართველოს
კანონმდებლობის
–
საქართველოს
კონსტიტუციის,
კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების,
ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:
ა) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;
ბ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს
საქართველოს მთავრობას;
გ) შეიმუშავებს განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;
დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის,
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
–
საგანმანათლებლო
და
სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემი ს დებულებებს;
დ1) ამტკიცებს მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობასა და დებულებას;
დ2 ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტოს დირექტორის კანდიდატურას;
დ3) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს;
დ4 ) ამტკიცებს ექსპერტთა ჯგუფის დებულებას;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს;
ე1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის
უფროსს;
ე2) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსს;
ე3 ) ამტკიცებს საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
– საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატურის
სამსახურის მიერ
ხელშეკრულებების
საფუძველზე
გაწეული მომსახურების საფასურს;
ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხელს უწყობს მის დანერგვასა
და პილოტირებას;
ვ1) ამტკიცებს ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს ზოგადი განათლების ნაწილში;
ვ2 ) შეიმუშავებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლოსააღმზრდელო გეგმას და სხვა პროგრამებს და ხელს უწყობს მათ დანერგვას;
ვ 3) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს;
ვ4 ) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს სხვადასხვა
კვლევას;
ზ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
თ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
ი ) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებ
ლო დაწესებულებების საგანმანათლებლოპროგრამების აკრედიტაციის დებულებებსა და
საფასურებს ;
კ) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობების
მშენებლობის სტანდარტებს შესაბამის დარგობრივ სამინისტროსა და უწყებებთან ერთად;
ლ) ადგენს ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა
სამინისტროსთან ერთად;
მ) იღებს ზომებს ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე, აგრეთვე სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების, მიერ ზოგადი
განათლების მისაღებად; შეიმუშავებს ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების
სერტიფიცირების დებულებას; შეიმუშავებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან
სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის დებულებას; შეიმუშავებს
ალტერნატიული ფორმით განათლების მიღების დებულებას; შეიმუშავებს ინკლუზიური
განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესებს, აგრეთვე სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს;
ნ ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს ს
აჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაამტკიცებს მის წესდებას ; უფლებამოსილია მოახ
დინოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია . აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურრესპ
უბლიკებში ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს შეს
აბამისი ავტონომიური რესპუბლიკისგანათლების სამინისტროს წარდგინების საფუძველ
ზე ;
ნ 1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კ
ერძო სამართლის არასამეწარმეო(არაკომერციულ ) იურიდიულ პირს ;
ო ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს ; საჯარო სკოლის სამეურ
ვეო საბჭოს ასარჩევად წარუდგენს საჯაროსკოლის დირექტორობის კანდიდატს /კანდიდა
ტებს ;
ო1) უზრუნველყოფს ახალდაფუძნებულ ან/და რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში
სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნების ჩატარებას და საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის
დანიშვნას;
პ ) (ამოღებულია – 09.03.2011, №4321);
ჟ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო
საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;
რ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);
ს) ამტკიცებს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში
მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისა და საქართველოში გაცემული
საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესსა და საფასურს;
ს 1 ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში
მოსწავლეთა
მობილობის წესს;
ტ) ამტკიცებს ეროვნული შეფასებების ჩატარების განრიგს;
ტ1) ამტკიცებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესს. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ეროვნულ სასწავლო
ოლიმპიადასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ2 ) ამტკიცებს სკოლების ბრენდირების ჩატარების წესს. საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლების ბრენდირებასთან დაკავშირებით
დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და
განხილვის ვადები და წესი;
ტ3 ) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლის
გამოსაშვებ
გამოცდებთან
დაკავშირებით
დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ4) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების
საფასურს;
ტ5 ) ამტკიცებს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და
მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესს“;
ტ 6 ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და
სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხელშეკრულების
საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს;
უ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებთან
ხარისხის
შემოწმებისა
და
უზრუნველყოფის სფეროში;
ფ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის
მინიჭების წესსა და საფასურს;
ქ) ახორციელებს საჯარო სკოლების სახელმწიფო კონტროლს და პასუხისმგებელია
ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე. ამ
მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ამ სკოლების ფინანსური
შემოწმება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
ღ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს საჯარო ან კერძო
სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;
ყ ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საგანმანათლებლოდაწესებულებ
ების , მათ შორის , ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების , ავტორიზაციის ან /და ა
კრედიტაციის ჩატარების მიზნით ;
ყ1 ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს;
ყ2) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემას;
ყ3) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/პირებს – მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრს/ცენტრებს;
შ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის შესარჩევი კონკურსების
გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის და მათთვის უფლებამოსილების
შეწყვეტის წესსა და პირობებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
უფლებამოსილია საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით
დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და
განხილვის ვადები და წესი;
შ1) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
შ1.ა) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
შ1.ბ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;
შ1.გ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
შ1.დ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;
შ1.ე) (ამოღებულია - 11.07.2009, №1385);
შ1.ვ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის
წესს, აგრეთვე მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს
და მისი გაცემის წესს;
შ1.ზ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
შ1.თ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
შ1.ი) მოსწავლის ქცევის კოდექსს;
შ1.კ) დირექტორის ეთიკის კოდექსს;
შ2) ამტკიცებს წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და მასწავლებლის
დაჯილდოების წესს;
ჩ) ნიშნავს საჯარო სკოლის (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ
დაფუძნებული სკოლისა) სამეურვეო საბჭოს წევრს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების
სამინისტროს
ტერიტორიული
ორგანოების
საშტატო
განრიგით
გათვალისწინებული შემადგენლობიდან, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების
წევრებს – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით
მისი ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს საშტატო განრიგით
გათვალისწინებული შემადგენლობიდან;
ც ) ადგენს საჯარო სკოლებში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების მინიმალურ და მა
ქსიმალურ ოდენობებს , არდადეგების მინიმალურდა მაქსიმალურ ხანგრძლივობას ; აგრე
თვე უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების და არდა
დეგების დროდა ხანგრძლივობა ; განსაზღვრავს გამონაკლის შემთხვევებს ;
ც1) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე
დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმას;
ძ) (ამოღებულია - 17.03.2006, №2793);
წ) ადგენს საჯარო სკოლების დირექტორებისა და არჩევითი ორგანოების წევრების
რეგისტრაციის წესს;
ჭ) პროფესიული კავშირების მონაწილეობით ადგენს საჯარო სკოლების მასწავლებელთა
შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებს, ამტკიცებს სკოლების მიერ
მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების სავალდებულო პირობებს;
ჭ1 ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
ხ) პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობით გეგმავს ღონისძიებებს მასწავლებელთა
კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
ჯ ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლ
ებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისთანხმობით ამტკიცებს მასწავლებლის მომ
ზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცი
ისდებულებასა და საფასურს ;
ჰ)
ამტკიცებს
ზოგადი
განათლების
დამადასტურებელი
სახელმწიფო
დოკუმენტის ფორმას; საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროსთან
შეთანხმებით
ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის
წესს ;
ჰ1) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის
მინიჭების წესს;
ჰ2) უფლებამოსილია დააწესოს გრანტები და სტიპენდიები განსაკუთრებით ნიჭიერ
მოსწავლეთა წახალისების მიზნით;
ჰ3 ) ადგენს მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის წესს;
ჰ 4 ) (ამოღებულია - 02.03.2007, №4412);
ჰ 5 ) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად
წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;
ჰ 6)
ახორციელებს
საქართველოს
კანონმდებლობით
მინიჭებულ
სხვა
უფლებამოსილებებს;
ჰ 7 ) ამტკიცებს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა
განსახორციელებლად
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტრო „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე ქმნის, გარდაქმნის და აუქმებს საკუთარ ტერიტორიულ ორგანოებს,
ამტკიცებს მათ დებულებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს ამ ორგანოების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს. განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ფინანსდებიან სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
3. (ამოღებულია – 09.03.2011, №4321) .
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“, „ო1 “ და „ტ5 “ ქვეპუნქტების მოქმედება არ
ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს
სამხედრო მომზადებასა და განათლებას, ხოლო იმავე პუნქტის „ნ“, „ჟ“, „ტ5 “, „ქ“ და „შ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ
ფუნქციებს
ასეთ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ.,
მუხ.353
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ.,
მუხ.372
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119
საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ.,
მუხ.211
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №790 - სსმ I, №40, 29.12.2008წ.,
მუხ.257
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2079 - სსმ I, №38, 01.12.2009წ.,
მუხ.282
საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ.,
მუხ.122
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3292 - სსმ I, №37, 14.07.2010წ., მუხ.223
საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4044 - სსმ I, №75,27.12.2010წ.,
მუხ.466
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ.,
მუხ.491
საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4204 – ვებგვერდი,
10.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4321 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4734 - ვებგვერდი, 22 .0 6 .2011წ.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5349 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5511 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №551 3 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5741 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6428 – ვებგვერდი, 05.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 348 – ვებგვერდი, 28.03.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №918 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ.
მუხლი 59. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი
არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის
დასრულებამდე უზრუნველყოს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების პირველი
არჩევნების ჩატარება. პირველი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული განრიგითა და წესით.
2.ამ კანონის ამოქმედება არის ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც
ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლოპროგრამის ერთ საფეხურს მაინც , აგრეთვე იმ სკ
ოლისგარეშე დაწესებულების , რომელიც ახორციელებს მხოლოდ სახელოვნებო დასასპო
რტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამის გარეშე , ხელმძღვანელის (დირექტორის ) გათავისუფლებისსაფუძველი , რაც
ფორმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით , ხოლო
სკოლისგარეშე სახელოვნებო დასასპორტო დაწესებულებათა შემთხვევაში –
საქართველოს კულტურის , ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით . ამ კან
ონისშესაბამისად დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბრ
ძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების მინისტრ
ი , ხოლო ამ კანონის 56ე მუხლით გათვალისწინებული სკოლისგარეშე დაწესებულებისხელმძღვანელის (დირექ
ტორის ) მოვალეობის შემსრულებელს 2006-
2007 სასწავლო წლის დაწყებამდე ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებსკულტურის , ძეგ
ლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი .
3. ამ კანონის ამოქმედება იწვევს საჯარო სკოლაში არსებული სამეურვეო საბჭოს
წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას.
4. ამ კანონის საფუძველზე პირველად არჩეული დირექტორის საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროში
რეგისტრაცია
იწვევს
ამ
ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის
და ადმინისტრაციის/დირექციის თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტას.
5. პირველად არჩეულმა დირექტორმა რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს
ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელთან შრომითი
ხელშეკრულებების გაფორმება.
6.
2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დაფუძნებულ / რეორგანიზებულ საჯაროსამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმ
ანათლებლო დაწესებულებებს და 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულზოგადსაგ
ანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ,
20152016 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა,
როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა / სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით
გათვალისწინებული
დაფინანსება
20152016 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტ
რომუზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზ
აცია .
61 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის 1 მაისამდე
დაადგინოს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებათა ავტორიზაციის ეტაპები.
7. (ამოღებულია - 21.07.2010, №3530) .
8. (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) .
9. საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების პირველი არჩევნების შედეგები შეიძლება
გასაჩივრდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
საქართველოს 2005 წლის 28 ოქტომბრის კანონი №2014 - სსმ I, №47, 21.11.2005წ.,
მუხ.314
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ.,
მუხ.491
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4322 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5741 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 87 – ვებგვერდი, 02.04.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ.