„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.05.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამაზ მეჭიაური, ნოდარ ებანოიძე
ნომერი
#07-3/440/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
「 〆 \ ヽ nL 60電 さ680000電 Obさ 6n4000olRn δJooL noooob 3o6bnR30し さ noo電 16nb 3 b)」 DhO1300円 b ̲ m30暉 nし さo6雪 δo0000b b01 LOJ心 hC〕 rDD5chn 〕 〕 電さ 3030b 10bさ 60b 『 282/1 25 aЮ hJS̀080ROも 3S6060も 3600Jい , 2015 ▼ R0 ObbOと ''し J。 6080ROも 03ROROむ 030t■ 00● 60t Ъヽも ゛"(N07‐ 3/440,18.05.2015) ,豫 ざもR3080t■ ′ ` や` ド ツ '` 3s60田 0 ' 1r.go6r6lm-ll.l6oX136o J,,AoOC6o あ ■● 幼 かヽ ̀″ "″ ,警 ̲6、 2905 ‐1506 t● ド♂aてЮOい ヽ ‐ 2905 ‐0806 「 18 05 2015 1 ″′力,′ パ ‖ ″ んヽ‐ みッ わめ ̀ダ 2905 ‑ 2606 ′ i穴 ・ ,̲` わヽ́′ ・ 1中'│ ムソヽ ヽ "̀,■ q.r66oMo3o x3oSo&3o1", qo go6r,0og6o loqo6oJoL doaooc$o; .f)clJ,'1to,)6 o6gsr6s1;mL,y,aogxgo. た,瑠 ´X・・′ ヽ め″ ,Ca、 準、 1″ … ̀ヽ lr;j16rn3i;13r,rL J.>16q.:fl;5$olr dol6rT .rq5;5lr: trr j,:6or3Xq'r'rlt J.r16q,.>3X51)ob 3o3o$1$;1btr,: qr.r tr.>J.>16q,:315$r'r 9;6,: j1';oi;d'0o- ,q.';$x,rii 5r,r<63.r6o11qo" .>j6.l,-.)r'";itJ6;1, 3.>5bo1q3., lr.>j.:drrn311qrTu or.:1f J;r6q.:015$olr 5,po8.rrrr1 / ( frn / ,,'1-.{--) /" (,n3oo) '1lt',1y1.>?;1oq'o
წერილი
しδ」S m3(〕 gマ lη bさ δるRP500600し Ψ03 t rCr6cr8Cq('llj &t6q,ra0q)ob Nc'6,a56ob0om ACiitr,OrACSOotr Cgr6oUU CJq,brO(')6 co)cr6 tr3or6rodcu Crq'arorl6c! coJ6, Ur$6,oBCq,oU JoGUOoOJOff! 57C A'Cbq,oU! q.os bsjn6o6gqmU Jr6q'rAC&)oU tqC6q,raC6orn 143-C Agbq'(,b ACLoA'AoUTA b$J5et6a(,CA('a' o6.,0.,rOrBoU SClroo, $r6rB!eAC5(r, A(.'&rACbUq J56c,6oU Jdxnelob "(D$egBoU ACUrbCb" lrrgr6o8Cq,a)tJ J!6o6Ao" o3q,oqiCoCa.rJ aCOD6.,b qUrW". Ao'b('l3(,,, aou0C(rl ACUsArAobo alJ3q'Cq'(rA!. JrO.AoUOCAos,, 0165$ AClorul6o 6o● o600oい oぬ 6だ 坤 ・ρゞp ・コ 墜 饉 0
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №2122, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: 1. კანონის მე – 2 მუხლის „გ.ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია“ 2. კანონის მე – 2 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)“ - მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი, დადასტურებული მოწმობა განხორციელებული დაზღვევის ან გადაზღვევის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც დამზღვევს უფლებას აძლევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება. 3. კანონის მე – 9 მუხლის: ა) მე –2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სადაზღვევო ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად დასაშვებია მხოლოდ სააქციო საზოგადოება. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკრძალება სადაზღვევო ორგანიზაციის დაფუძნება და სადაზღვევო ორგანიზაციის დამფუძნებლად ყოფნა“. ბ) მე –7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მზღვეველის მართვა და მისი საქმიანობა ხორციელდება სამსახურის მიერ დადგენილი ნორმატივების, მეთოდოლოგიური დოკუმენტების, წესების და ინსტუქციების შესაბამისად. თუ არ არსებობს სადაზღვევო საქმიანობის ამა თუ იმ მიმართულების სამსახურის მიერ დადგენილი წესი, მზღვეველი უფლებამოსილია იმოქმედოს საერთაშორისო სადაზღვევო ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად“. 4. კანონის მე – 14 მუხლის მე –3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მზღვეველი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 აპრილამდე სამსახურს წარუდგინოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს“ მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის „საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს“ მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად. ამასთან მზღვეველი ვალდებულია კონსოლიდირებულ აუდიტირებულ დასკვნასთან ერთად წარმოადგინოს მზღვეველის, როგორც ცალკე სამეწარმეო სუბიექტის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შესაბამისი სტანდარტების დაცვით. 5. კანონის 21 – ე მუხლის: ა) ,,მ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მ) „შეიმუშაოს და მიიღოს ინსტრუქციები და ნორმატიული აქტები სადაზღვევო საქმიანობის რეგულირების შესახებ“. ბ) ,,ს’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ს) „დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და მისი, როგორც დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის დამოუკიდებლად განმახორციელებელი სამეწარმეო სუბიექტის ანგარიშგების წესი“. 6. კანონის 22–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის იურიდიულ პირზე.“ 7. კანონის 22–ე მუხლის მე–5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ვ“ ქვეპუნქტი: „ვ.ვ) სასამართლომ მხარდამჭერის მიმღებად არ ცნო და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“ 8. კანონის 29 – ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი.29 სამსახურის თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული, კონფიდენციალური და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა“ ბ) დაემატოს მე – 4 პუნქტი შემდეგი შინაარსით: „4. ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების წესს ადგენს სამსახურის უფროსი“. 9. კანონის 331-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მზღვეველის დროებით ადმინისტრატორზე გადადის მზღვეველის ყველა მმართველი ორგანოს სრული უფლებამოსილება, რომელსაც იგი დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურთან შეთანხმებით“. მუხლი 2. გარდამავალი დებულებანი 1. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებულმა სადაზღვევო ორგანიზაციებმა, დააკმაყოფილონ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა 2015 წლის 31 დეკემბრამდე. 2. პირი შეიძლება იყოს მზღვეველის ადმინისტრატორი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი არ არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზს წარმოდგენს საქართველოსა და ევროკავშრს შორის ასოცირების ხელშეკრულებიდან აღებული ვალდებულებიბის შესრულება, კანონის სრულყოფა მსოფლიო ბანკის/სავალუტო ფონდის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ასევე კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს კანონში არსებული ტერმინოლოგიის და ტექნიკური ხასიათის ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობა. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში სადაზღვეო სისტემის განვითარებასა და ამ სფეროს ზედამხედველობის გაუმჯობესებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლში მოცემულია სადაზღვევო პოლისის განმარტების 2 რედაქცია “ლ” ქვეპუნქტის სახით, რომელიც სხვადასხვაგვარად განმარტავს ერთი და იმავე ტერმინს. არსებული ცვლილება მიზნად ისახავს ორი ტერმინი გაერთიანდეს ერთ ტერმინში და ჩამოყალიბდეს ერთი სრული ვერსიით, სადაც მოცემულია, რომ სადაზღვევო მოწმობა (პოლისი) წარმოადგენს დადასტურებულ საბუთს დაზღვევის (გადაზღევვის) ხელშეკრულების განხორციელების შესახებ, რომელიც იმავდროულად დამზღვევისთვის წარმოადგენს საფუძველს სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნისა. “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მზღვეველი შესაძლებელია არსებობდეს ორი ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმით. კერძოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და სააქციო საზოგადოების სახით. დღეს შემოთავაზებული პროექტის თანახმად, მზღვეველი შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების სახით. ეს მოთხოვნა გავრცელდება ახლად შექმნილ მზღვეველებზე კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, ხოლო დღეს არსებული ის მზღვეველები, რომელთა ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, აღნიშნულ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ 2015 წლის 31 დეკემბრიდან. მოცემული ცვლილების არსი უპირველესად მდგომარეობს საქართველო– ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მოცემული სადაზღვევო საქმიანობის დაწყებისა და მისი შემდგომი განხორციელების შესახებ (2009/138) ევროპულ დირექტივასთან ჰარმონიზაციის მოთხოვნაში. აღნიშნული პრაქტიკაა მსოფლიოს თითქმის ყველა მოწინავე ქვეყნებში, რაც აიხსნება იმით, რომ ფინანსური სექტორის სტაბილურობისათვის კაპიტალური საზოგადოების ამგვარი რთული ფორმა გაცილებით მეტად არის მისაღები, ამავდროულად იგი იძლევა კონტროლის უკეთეს საშუალებას და ზოგადადმიმართულია კორპორატიული მართვის მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ. “დაზღვევის შესახებ” კანონის მე–9 მუხლის მე–7 პუნქტის მიხედვით მზღვეველის მართვა და მისი საქმიანობა ხორციელდება სამსახურის მიერ დადგენილი ნორმატივების, წესების და ინსტრუქციების შესაბამისად. ახალი რედაქციის თანახმად, ამ წინადადებას ასევე ჩაემატა სიტყვა „მეთოდოლოგია“. სამსახურის დებულებით და ასევე “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სამსახური ასევე უფლებამოსილია გამოსცეს მეთოდოლოგიური ხასიათის მზღვეველისთვის. სწორედ დოკუმენტაცია, რომელიც სახელმძღვანელოა აღნიშნულის დაზუსტებას ისახავს მიზნად მოცემული დამატება. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–3 პუნქტის მიხედვით, მზღვეველი ვალდებულია კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. მოცემული ცვლილება ითვალისწინებს ანალოგიურის წარმოდგენას არა მომდევნო წლის 15 მაისამდე, არამედ მომდევნო წლის 15 აპრილამდე. აღნიშნული ვადის შემცირების მიზეზია ის ფაქტი, რომ მზღვეველი წლიურ ანგარიშს სამსახურს აბარებს 20 თებერვლამდე, ხოლო საგადასახადო სამსახურს კი 1 აპრილამდე. ახალი რედაქციით მოცემული ვადა საკმარისია იმისათვის, რომ მზღვეველმა დროულად წარმოადგინოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად ფინანსური ანგარიშგება. კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტს ასევე დაემატა წინადადება, რომლის თანახმადაც მზღვეველი კონსოლიდირებული წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებისგან ცალკე გამოყოფს უშუალოდ მზღვეველის, როგორც სამეწარმეო სუბიექტის ფინანსურ ანგარიშგებას. მოცემულის მიზანია ის, რომ სრულად და ნათლად გამოიკვეთოს მზღვეველის მიერ უშუალოდ წარმოებული სადაზღვევო საქმიანობა. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც დაკონკრეტდა ნორმატიული აქტის სახე, ხოლო ამავე მუხლის „ს“ ქვეპუნქტს გარდა სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის წესისა, დაემატა რეგისტრაციის გაუქმების და მისი სამსახურისადმი ანგარიშგების წესი, რაც გულისხმობს სადაზღვევო ბროკერების სამსახურისადმი ანგარიშგების ვალდებულებას და აქცევს ბროკერებს ზედამხედველობის ერთიან ჩარჩოში. აღნიშნული მოთხოვნილია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების ფინანსური მომსახურების ნაწილში 1991 წლის 18 დეკემბრის კომისიის რეკომენდაციით სადაზღვევო შუამავლების შესახებ. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 29 მუხლს დაემატა მე–4 პუნქტი, რომლის თანახმადაც სამსახური ადგენს ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის და ნუსხის დამტკიცების წესს. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის შესახებ კანონის 29–ე მუხლის მე–2 პუნქტი საუბრობს დაზღვევის საიდუმლოებაზე და მზღვეველის კომერციულ საიდუმლოებაზე, არ არის დაკონკრეტებული რა სახის ინფორმაცია წარმოადგენს უშუალოდ კონფიდენციალურს და რა პროცედურით უნდა იქნას იგი ასეთად მიჩნეული. „დაზღვევის შესახე ბ“ საქართველოს კანონის 33 1 -ე მუხლში გატარდება ტექნიკური ხასიათ ის ც ვლილება და სიტყვა „ეროვნული ბანკის“ ნ აცვლად ჩაიწერება სიტვა „დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურ ი“, როგორც დაზღვევის სისტე მაზე საზედამხედველო ფუნქციების მქონე ორგანო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კნონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან : კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: წერილობითი შეფასებები არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები: თამაზ მეჭიაური, ნოდარ ებანოიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: თამაზ მეჭიაური, ნოდარ ებანოიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2. კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები ამ კანონში გამოყენებულ ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაზღვევა - ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას. ბ) სადაზღვევო საქმიანობა – მზღვეველის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან; (24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) გ) მზღვეველი – გ.ა) შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია; გ.ბ) ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც რეგისტრირებულია ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (29.12.2004 N 940) დ) დამზღვევი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან. ე) დაზღვეული - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა.დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყოს დაზღვეული, თუ დამზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვ) მოსარგებლე - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დამზღვევის ხელშეკრულების ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას. ზ) დაზღვევის აგენტი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. თ) სადაზღვევო ბროკერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომ – სამსახური) და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას; (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) ი) სადაზღვევო რისკი - მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა. კ) სადაზღვევო შემთხვევა - მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას. ლ) სადაზღვევო პოლისი - მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის ან გადაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს განხორციელებული დაზღვევის დამადასტურებელ საბუთს და დამზღვევს უფლებას აძლევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება ან სადაზღვევო თანხა. ლ) სადაზღვევო პოლისი – მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი – მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ; (24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) მ) გადაზღვევა – ოპერაცია, რომლის დროსაც მზღვეველი გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე და თითოეული ასეთი ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით ახორციელებს სადაზღვევო რისკის და მასთან დაკავშირებული ზარალის მთლიან ან ნაწილობრივ გადაცემას გადამზღვეველი კომპანიისათვის; (24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) ნ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი – იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით; (20.06.2001 N961) ო) ამოღებულია (24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) პ) ამოღებულа (24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) ჟ) მნიშვნელოვანი წილი – მზღვეველის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილი, რომელსაც პირი ფლობს პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით;(24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) რ) ადმინისტრატორი – მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი;(24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) ს) არაპირდაპირი მონაწილეობა – იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით;(24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) ტ) ბენეფიციარი მესაკუთრე – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირი; (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) უ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც მზღვეველი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას; (23.03.2010 N2832) ფ) ფილიალი – მზღვეველის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მზღვეველის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს მზღვეველის საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან. (23.03.2010 N2832) მუხლი 9. მზღვეველი 1. მზღვეველი არის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია. მზღვეველის, როგორც ორგანიზაციის რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით. 2. სადაზღვევო ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად დასაშვებია მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო საზოგადოება. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკრძალება სადაზღვევო ორგანიზაციის დაფუძნება და სადაზღვევო ორგანიზაციის დამფუძნებლად ყოფნა. 3. ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სიტყვას „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობას. არავის აქვს უფლება, სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა სამსახურის მიერ გაცემული სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია საქართველოს კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როდესაც კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, ჩანს, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობას). (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 4. სადაზღვევო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონის, სხვა კანონებისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 5. სადაზღვევო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. 6. აკრძალულია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სხვა საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას, უპირატესობების მიცემას ან მიღებას მზღვეველის (მზღვეველების) მიერ სხვა მზღვეველის (მზღვეველების) მიმართ. (8.05.2012 N 6149) 7. მზღვეველის მართვა და მისი საქმიანობა ხორციელდება სამსახურის ნორმატივების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. თუ არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების სადაზღვევო საქმიანობის სამსახურის მიერ დადგენილი წესი, მზღვეველი უფლებამოსილია იმოქმედოს საერთაშორისო სადაზღვევო ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) მუხლი 14. ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები (24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) 1. მზღვეველი ვალდებულია დაიცვას სამსახურის მიერ დადგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები: (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) ა) კაპიტალის მინიმალური ოდენობა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე; ბ) სადაზღვევო რეზერვების ოდენობა სახეობათა მიხედვით; გ) სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების ზღვრული თანაფარდობა სადაზღვევო რეზერვებთან; დ) კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა; ე) აქტივებსა და აღებულ ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალზე (წარმომადგენლობაზე). 3. მზღვეველი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე სამსახურს წარუდგინოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს“ მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის „საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს“ მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 4. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია წარმოადგინოს დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ან/და გადამზღვეველი კომპანიის ან/და დამფუძნებელი ჰოლდინგური კომპანიის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებანი წარმოშობის ქვეყანაში მათი გამოქვეყნებისთანავე. 5. მზღვეველი და ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებული არიან გამოაქვეყნონ ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა სამსახურის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) მუხლი 21. სამსახურის უფლებამოსილებანი (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) სამსახური უფლებამოსილია: ა) გასცეს და გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია; განახორციელოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება; ბ) ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას და შეამოწმოს ისინი, ასევე შეამოწმოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც შეუძლია მზღვეველისაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; გ) მზღვეველის მიმართ გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული სანქციები; დ) აწარმოოს მზღვეველთა და სადაზღვევო ბროკერთა რეესტრი; ე) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალის სახეები, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მათი მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი; ვ) დაადგინოს სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი; ზ) დაადგინოს სადაზღვევო ორგანიზაციისათვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნები; თ) განსაზღვროს მზღვეველის აქტივებსა და აღებულ ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა; ი) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა; კ) განსაზღვროს მზღვეველის გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესი; ლ) შექმნას მეთოდოლოგიური და სარეკომენდაციო დოკუმენტაცია სადაზღვევო საკითხების შესახებ; მ) შეიმუშაოს და მიიღოს ნორმატიული აქტები სადაზღვევო საქმიანობის რეგულირების შესახებ; ნ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ; ო) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის კაპიტალის წარმოშობის შესახებ; პ) დაადგინოს მზღვეველის ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და მათი წარდგენის პროცედურა; ჟ) ითანამშრომლოს უცხო ქვეყნის საზედამხედველო ორგანოსთან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის დადებას; რ) გამოაქვეყნოს სადაზღვევო ბაზრის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია; ს) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის წესი; ტ) დაადგინოს მზღვეველის ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესი. მუხლი 22. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირება (24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) 1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს სამსახური „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 2. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს მხოლოდ სააქციო საზოგადოებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის იურიდიულ პირზე. 3. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ შემდეგ საქმიანობაზე: ა) სიცოცხლის დაზღვევა; ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის); გ) გადაზღვევა. 4. თუ მზღვეველს სურს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება და უკვე აღებული აქვს ლიცენზია დაზღვევის სხვა სახეობაში, მას უფლება აქვს, განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობა იმ კონკრეტულ სახეობაში, რომლის განხორციელების უფლებაც უკვე მიღებული აქვს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ამ შემთხვევაში დამატებითი ლიცენზიის მიღება საჭირო არ არის. მზღვეველი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამსახურს გადაზღვევის საქმიანობის დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 5. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებისა, შეასრულოს შემდეგი პირობები: ა) წარმოადგინოს სადამფუძნებლო დოკუმენტები (მათ შორის, წესდება); ბ) წარმოადგინოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) საქართველოში (დაწესებულებებიდან) ლიცენზირებული წარმოადგინოს შესაბამისი საბანკო დოკუმენტი დაწესებულებიდან სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის დამფუძნებლების მიერ ფულადი ფორმით სრულად შევსების თაობაზე; (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) დ) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე; (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) ე) წარმოადგინოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემები; ვ) წარმოადგინოს მზღვეველის ყველა ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ეს პირები: (23.03.2010 N2832) ვ.ა) ამოღებულია (20.03.2015 N3389 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან) ვ.ბ) ამოღებულია (20.12.2011. N5528) ვ.გ) არ არიან ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; (20.12.2011. N5528) ვ.დ) ამავე დროს არ არიან სხვა მზღვეველის ადმინისტრატორები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ უკავიათ ადმინისტრატორის თანამდებობა ამ სადაზღვევო ორგანიზაციის/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სადაზღვევო ორგანიზაციაში/ გადამზღვეველ კომპანიაში ანდა იმ სადაზღვევო ორგანიზაციაში/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს სადაზღვევო ორგანიზაცია/გადამზღვეველი კომპანია; ვ.ე) არიან სათანადო განათლების ან/და გამოცდილების მქონე; (20.12.2011. N5528) ზ) მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე დააკმაყოფილოს სამსახურის მიერ დადგენილი ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები; (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) თ) მზღვეველი ვალდებულია ლიცენზიის მიღების თარიღიდან 6 თვის ვადაში გამოიყენოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია. 6. ლიცენზიის მაძიებელი, რომელსაც სურს განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა, ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს და დაარეგისტრიროს არასახელმწიფო საპენსიო სქემის წესები „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 7. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია წარმოადგინოს დედნების ან მათი სათანადო წესით დამოწმებული ასლების სახით. (1.07.2011 N 5003) 8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზირებად საქმიანობას ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) მისი დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ლიცენზიის (სახელმწიფო რეგულირების) საფუძველზე განახორციელებს ისე, რომ იგი არ არის ვალდებული, მოიპოვოს შესაბამისი ლიცენზია. დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის მფლობელობაში არსებულ ლიცენზიას ისეთივე სამართლებრივი სტატუსი აქვს, როგორიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას, და არავის არა აქვს უფლება, მოითხოვოს ამ ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება. 9. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე სამსახურს შესაბამისი საზედამხედველო ორგანოდან წარუდგენს დოკუმენტაციას იმის თაობაზე, რომ დამფუძნებელ სადაზღვევო ორგანიზაციას რეგისტრაციის ქვეყანაში აქვს შესაბამისი სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისა და ფილიალის (წარმომადგენლობის) საქართველოში გახსნის უფლება. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 10. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. 11. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა კონკრეტულ მზღვეველზე და მისი სხვა იურიდიული პირისათვის გადაცემა დაუშვებელია. 12. ლიცენზირებას არ საჭიროებს დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის საქმიანობა, აგრეთვე სადაზღვევო რისკის, ზარალის მოცულობისა და შემთხვევის უტყუარობის შეფასებასთან დაკავშირებული საქმიანობა, დაზღვევის სფეროში საკონსულტაციო და კვლევითი მომსახურება. 13. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ მხოლოდ სამსახურის მიერ ლიცენზირებულ იურიდიულ პირს და ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალს (წარმომადგენლობას). (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 14. მზღვეველი (ლიცენზიის მაძიებელი) პასუხისმგებელია ლიცენზირებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე. 15. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. 16. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის ფორმას (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) ადგენს სამსახური. მუხლი 29. სამსახურის თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 1. ინფორმაცია დამზღვევის/დაზღვეულის/მოსარგებლის მიერ განხორციელებული სადაზღვევო ოპერაციებისა და ტრანზაქციების (მათ შორის, გარიგების დადების ცდის შემთხვევაში) შესახებ შეიძლება მიეცეს მხოლოდ შესაბამის დამზღვევს/დაზღვეულს/მოსარგებლეს და მის წარმომადგენელს, სამსახურს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. 2. სამსახურის თანამშრომელს უფლება არა აქვს, ამა თუ იმ ფორმით გასცეს მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება მზღვეველის კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე დამზღვევის/დაზღვეულის/მოსარგებლის შესახებ მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება დაზღვევის საიდუმლოებას, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას. ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, მიმდინარე პერიოდში უკავია თუ არა ამ პირს ზემოაღნიშნული თანამდებობა. 3. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევისათვის სამსახურის თანამშრომელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 331. მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაცია 1. სამსახურის მიერ დადგენილი ნორმატივების დარღვევის ან/და ფინანსური მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესების ან/და სადაზღვევო ვალდებულებების შეუსრულებლობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 2. მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლების, დროებითი ადმინისტრატორის, იძულებითი ადმინისტრაციის პროცესის ხანგრძლივობისა და შესაძლო ზომების თაობაზე. 3. მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს იძულებითი ადმინისტრაციის პროცესს. 4. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი მოვალეობის შესრულებას იწყებს იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული თარიღიდან. 5. იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება მზღვეველის სახელით და მისი ხარჯით მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშე. 6. მზღვეველის დროებით ადმინისტრატორზე გადადის მზღვეველის ყველა მმართველი ორგანოს სრული უფლებამოსილება, რომელსაც იგი დადგენილი წესით ახორციელებს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით. 7. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა სამსახურში წარდგენილ მზღვეველის თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 8. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს კეთილსინდისიერად, დაზღვეულის/დამზღვევის/მოსარგებლის და თავად მზღვეველის ინტერესების გათვალისწინებით. 9. სამსახურის მიერ დანიშნული მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 10. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია მიიღოს აუცილებელი ზომები მზღვეველის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის, მისი გაყიდვის, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების ჩათვლით. 11. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია: მოახდინოს დროებითი ადმინისტრაციის მართვის ქვეშ მყოფი მზღვეველის რეორგანიზაცია, მისი აქტივებისა და ვალდებულებების (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელის) ან მათი ნაწილის სხვა იურიდიულ პირზე გასხვისება. დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაანთავისუფლოს მზღვეველის თანამშრომლები. (24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)
დასკვნები
田照ヽ 筋 ¨ R輌 LECAL DEPARTMENT じ OF STAFF OF ‑30L O膊 関 ― ● マ肇 ic‐ '■ PARLIAン ENT OF GEORCIA Rtty応燎 取 メ) ‐ンヽ い 掏 0。 ム 表 ¨ tき い` :6 ̀¨ ヾ :228'1 N雪 い たgJdep@p工 liame■ 8e ヽ b〕 j)hC「 3DCnb nhcx■ o日 2● AI器 hidzじ ヽve1loこ 4600 Kuta sl Geors̀ Tc1 228'118 e mJ卜 lご galdep[PIIament yc Ie-6-11 ,.3i".,--&ru:--" zors $, qQrbJ365 Urjroo8cq'r'}l) osoq,sAg6$ou $666bou orsort dX}osg6olt q-or 6oqo!6 Cbr6clodob AoC6 ls3s6o66qg3\,o o6ooo\).aou $cboo $r6ooq,63bq,o "qg;sqg3olr 69brb36" ll>jfu65q,oll gr6o6tso g3q,oq,gbob AC0D6oU Cr,J('lbto" Urjrt6o63q,oU 3r6o6ob 36og|$ott (07-3l44t), 18.05.2015) Lt.:jJ6opqmb Jsoq'rACSOoU f,36E c63fuob 145-3 aSbgrlr 0oo)bo3fubor;6 ts3bb.>ikrl.xrboU otobrb3 Lrrjr6oggq"oL Jr6q,J0C6Ootr $r6rOotr qi6oq,oCq'al acJr60rag6gdr 6u6oboq,.> ll,>ju6ogq,otr 3#q',:636gob $caf)obob olrtu$ 0xlorU6ol$ er 6oeJ6 ob$<nodob 6o96 Lr3r6o60q3\m o6ooo)oo3ou $3ttoor $r6tAoq6C5.{'o "qr.r\333o1 tgUrQb" l)Jj$or3ggotr Jr6o6tso $q,oq,Cbob ACODbob o)('lAJb3" Urcrl'CrBCqx1U 3rbc)6olj J6o&lOoU (07-31440, 18.05.2015) bJCrSo)Bcq,(')U Ji6q,raC6oob F)C6q'rac6oob 145-3 ag\'ob 6rnorbo36gborr6 Sglj}braol.iobob lrrJoobo 1, eJ ao$)6tsC$o6oq,sqr 6osB6or 316o6cll, JF,oCCOob 6rbb.{,3ob J6o6qp6roU q.>$sc0r. しδbO]X000080b0 4御 , :l〕 D〕 0(1,1), (]̀0(lR0 0あ い0000じ 6● 03 26 -L{ .-8-...-.zod?aso brjr6or33q,ob Jrt+rqrr0g6$ob Ir,:o66r6otr6orn q.ogJ$6r0966ob gg6obtr Crq,or0<n6 gorg6 bgorErodgb qgrb3gEr brjuropq,ob Jffiq,r0Cb6ol, $6t6gbob or. Oglosgt<nb qrr 6. g0$oodolr 0ogt6 bs3r6o60qrgbgo o6o6or6ogob $gboor $.rdfoqg6g6oq,o bsjr6o6gqob 3r6o6ob Jt<rcrgjgolr 0gbrbgb" b,>jr<6or33q,crb 316o60o 63qroqgbob tsX$r6olt EgltrbXb" (07-3/440, "qQrbqg53olr 18.05.15) bsjrt6orgggob J.:ttq,$X66ob 6X6q,r036$ob 145-9 0gbqrob 0g-2 J36j$olt,,b" #gJgbjg<rrrb 01brbrEobobolr orrerbrilg l-ujt6cn6qxrb Jtt6q,r0g6$ob b$ogaX$r'r rngobflu 6r6oboq,r t-rrjr6ar3gq,r'rl-r Jr6qrr0g6gotr $663aob or. 0glorg6ob qrr 6. 9b.:6r'rodob 0o96 br3rbn60qggbq,r'r o6o6otgogolr $gboor $rt60rnq6g6oq,o lrrjr6o63q,r'rl-r 3;6r'r6oU J6r'rgj$ob ,,qrrbq333ol.r tsgUrbgb" brjrt6orgXq,ob 3u6er6tso g3q,oq,gbotr 09gr6ob 0gLrbgb" (07-3/440, 18.05.15) brjr6or3gqxob Jr6q,.>096$oli 696q,r036$ob 145-g 0gbq,ob 0g-2 J36j$otr ,,b" $3fu6j6cn$ 0gbrbrOobr.rbob br3ocnbo qrt 0o95r609$o6oq,lqr 6o186o1 3rbrnbJ6rnsjgob pbboqr3ott J6er6gpgt6ob qrr$6br. Jrgo3ot-6g0oor, c^,b%.11^ cDJcDoJ bCcD)bU6o brbogagger rngobb gg6obob O<ogrq,gcrbob 8g0b6gqgbgq,o