„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ინიციატორმა გაიწვია)

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
21.05.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე
ნომერი
#07-3/445/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-05-25
ბიუროს ნომერი 282

📜 ტექსტი

წერილი
♂ 1応、しヽ ― Jδ 。うJゝ h00'Cm6 ゝヽ O,9600 O180興 円し 356Rゝ00600b Ψ0860 lD jr6or33q'r'rb J.>6q')AC6OoU trrnt66$obr6ocr AC.})d)OrACEOob U86crbb Ciq'b)Oob colc6 U3o;6;odglr Crq'b.>0r'rbt'r co06' b.:jr6or35q,ob JclbbOoOuooob 67-C aubq'ot, Jo633q,o JU6COoUT (,r Lrrjr6or30q,ob Jr6q'rAC6Oob 6CAq,rAC6OoU 143-9 &gbq,ott AC-2 JUECOoU 09Lr$.>0oUlqr, Ut3.>6tr60qrgbq,c,t o6o6ogo3ot-t $Ctrc,crr, $r60o6oqr5g6or ,,6r<,rbAol.,pg6rf)oboU brjOob $u6Aogbob 0gurbCb" Urdr6rcr,gCq,rnll &6<'r60cl 63q,oq,9bob BXg,r6oU orx'rb.>t3" ltj.r6or3gqxrU 3s6o6oU 3t6r'rgj6U. 6o)bc,)3or, p$6pfu9q,9(ror lt$6or3gq,mU $6q,;0g6gob 635q,.:0g6gob 163-9 0?bq,ol-r EXbs0r0ollsp 3r6obJt6oXi6ob q.o.>ts$tvry&gq,o gSlroo p6boq,3oU Jt6c49qq3t6ob q'r$gXbr. q.o$r6on: 6 ggtft3gqo. 3。 い 30bO゛ 。∞ , 3● 6qP50050り 360 / 9sg&l:b 6gg6q,,>d3
წერილი
t . ︱︱l 硼 〃算塚 淋 綱 ︐ ,Il}30響 bδ Jδ イ r mb 356興 5o0600b'0340 /∫ 93/ ′ ′∫'′ θ/=Y l-rsjs6or3gq,r'rb Jr6q,$366ob bo36rnb 出 3。 6Ψ 50050ob 606ぐ b0050ob 147司 〔 し 。 りⅢ ob O)10 305JOob J。 6Q30Ψ 00bδ 6oOoし ヽ 9, 65003。 Φb030 3305し Oo06い 355m50906Ψ o o5o3050030b い6oい Q"5o935曲 600」 ゛ "い い 3j― Ob bJ00b 6♪ 0の 3‑060b00055ob… 0 ,… baり ヽb゛ n̲b3… (07‑3/445;210515,) %g65う ow059500 22052015, V
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 51 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით და 21 პუნქტით გათვალისწინებული დაწყებული კრედიტორის გადახდისუუნარობის საქმის (კრედიტორების) წარმოება მოვალის ინიციატივით გაკოტრებით სრულდება არა უგვიანეს 225 დღისა.“. 2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-23 პუნქტები: „21. სასამართლო განცხადების უფლებამოსილია საფუძველზე მიიღოს კრედიტორის გადაწყვეტილება (კრედიტორების) მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის თაობაზე მაშინაც, თუ კრედიტორი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) უნდა წარმოადგინოს არგუმენტირებული განცხადება მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის აუცილებლობის თაობაზე. „22. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოვალე უფლებამოსილია განცხადებით მოითხოვოს როგორც რეაბილიტაცია, ისე გაკოტრება. 23. იმ შემთხვევაში, რეაბილიტაცია და მის თუ მიერ მოვალის მიერ განცხადებით წარდგენილი იქნება მოთხოვნილია რეაბილიტაციის გეგმა, სასამართლო უფლებამოსილია მომრიგებელი საბჭოს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიუხედავად გამოიტანოს მოტივირებული განჩინება რეაბილიტაციის დაწყების შესახებ მოვალის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, თუ ამგვარად უფრო მეტად იქნება უზრუნველყოფილი ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განაპირობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნასთან დაკავშირებული ნორმების დახვეწის საჭიროებამ. კერძოდ, აუცილებელია კანონით მკაფიოდ განისაზღვროს, თუ რა მოთხოვნის დაყენება შეუძლია მოვალეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით. მოქმედი კანონის მე17 მუხლიდან გამომდინარეობს, რომ მოვალე უფლებამოსილია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვოს გაკოტრება. თუმცა, კანონში არაფერია ნათქვამი მოვალის მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით რეაბილიტაციის მოთხოვნის უფლებამოსილებას შესაძლებლობაზე. გადახდისუუნარობის რაც საქმის შეეხება კრედიტორთა წარმოების გახსნასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია, რომ სასამართლომ კრედიტორის განცხადების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის თაობაზე ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კრედიტორი წარმოადგენს არგუმენტირებულ განცხადებას მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის აუცილებლობის თაობაზე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნასთან დაკავშირებული ნორმების საკუთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-14 მუხლში კონკრეტდება, რომ მოვალეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით უფლება აქვს მოითხოვოს როგორც გაკოტრება, ასევე რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ მოვალე წარადგენს რეაბილიტაციის გეგმას, მაშინ სასამართლო უფლებამოსილი იქნება, მომრიგებელი საბჭოს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიუხედავად, გამოიტანოს მოტივირებული განჩინება რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, თუ ამგვარად უფრო მეტად იქნება უზრუნველყოფილი კანონის მიზნების მიღწევა. ცვლილებებით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის უფლებამოსილება ეძლევათ იმ კრედიტორებსაც, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კანონის მე-14 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ არგუმენტირებული განცხადებით ასაბუთებენ მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის აუცილებლობას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან ფართოვდება კრედიტორთა წრე, ვისაც შეუძლია მოითხოვოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება ამ კრედიტორთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის პროპორციულად, ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონოპროექტით შედის ცვლილება მუხლი 51. გაკოტრებით დასრულებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ხანგრძლივობა 1. ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოვალის ინიციატივით დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოვალის გაკოტრებით პირველი პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით სრულდება არა უგვიანეს 207 დღისა. 2. ამ კანონის მე-14 მუხლის გათვალისწინებული კრედიტორის ( კრედიტორების ) ინიციატივით დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოვალის გაკოტრებით სრულდება არა უგვიანეს 225 დღისა. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გახანგრძლივება დაუშვებელია. ვადის გახანგრძლივება დაიშვება მხოლოდ ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისის დროს. მუხლი 14. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანაზე უფლებამოსილი პირები 1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს: ა) გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფ მოვალეს; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს, თუ ვალის ოდენობა არანაკლებ 50 000 ლარია და გადასახადის გადახდის ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 60 კალენდარული დღისა; ბ1) საქართველოს ეროვნულ ბანკს – კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის გადახდისუუნარობის საკითხთან დაკავშირებით; გ) კრედიტორს, თუ იგი მოვალის მიმართ წარადგენს კანონიერ ძალაში შესულ სხვა კრედიტორთა სასარგებლოდ გამოტანილ არანაკლებ 2 სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც მიქცეულია იძულების წესით აღსასრულებლად და საერთო თანხა აღემატება 50 000 ლარს; დ) კრედიტორს (კრედიტორებს), რომლის (რომელთა) მოთხოვნაც ბოლო ფინანსური ანგარიშგების მიხედვით აღემატება მოვალის მიმართ არსებულ მოთხოვნათა საერთო რაოდენობის 30%-ს და მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა; ე) 2 კრედიტორს ერთად, თუ თითოეულის მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მოვალე წერილობით არ შედავებია კრედიტორის მიერ განხორციელებულ მოთხოვნას. ამასთანავე, ამ კრედიტორების მოთხოვნათა საერთო რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს; ვ) არანაკლებ 3 კრედიტორს ერთად, თუ თითოეულის მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მოვალე წერილობით არ შედავებია კრედიტორის მიერ განხორციელებულ მოთხოვნას. ამასთანავე, ამ კრედიტორების მოთხოვნათა საერთო რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. 2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება ამ მუხლში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) აღნიშნულ პირებს აქვთ მხოლოდ მაშინ, თუ ვადაგადაცილებული მოთხოვნის (მოთხოვნების) შესახებ მოვალე წერილობით იყო ინფორმირებული კრედიტორის (კრედიტორების) მიერ განცხადების შეტანამდე არა უგვიანეს 30 დღისა. შეტყობინებაში იმავდროულად უნდა აღინიშნოს მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის თაობაზე. 3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება განმცხადებელმა შეიძლება გამოითხოვოს მისი წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე. [ 4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილი უნდა იქნეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სისტემაში განთავსებული ფორმით და მითითებული წესების დაცვით. ( ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან )] სისტემაში